26 იანვარი 2021, 19:59 / სანდო წყარო

ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1.1%-ით გაიზარდა

2020 წლის დეკემბერში, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 11.7 პროცენტიანი ზრდა, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2020 წლის ნოემბერთან შედარებით, ფასები 1.4 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 1.11 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან, აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებსა (3.3 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (2.9 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა ჯგუფზე ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი (-3.1 პროცენტი), რამაც -0.3 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში.

გარდა ამისა, ფასების 4.7-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 0.29 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12-თვიან პერიოდში, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 11.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 9.36 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (14.6 პროცენტი), სასმელები (6.0 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (16.9 პროცენტი);

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 29.0 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (41.1 პროცენტი);

• წყალმომარაგება; კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 20.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.6 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.2 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

ყველა სიახლე

ბექა ლილუაშვილი

27 თებერვალი 2021, 17:27

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ანგარიშის გზავნილია, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ნაკლებად მოწყვლადი, მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მიმართ

გზავნილი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ნაკლებად მოწყვლადი, მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემო შენარჩუნდეს.

27 თებერვალი 2021, 17:27

მსოფლიო

COVID19-ის ვაქცინის შემქნელებს შტაინმაიერი გერმანიაში ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოს გადასცემს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი COVID ვაქცინების შემქმნელებს უგურ შაჰინს და ოზლემ ტიურეჩს კორონავირუსის პანდემიის შეკავებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოებს. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ამ სპეციალისტების წვლილი პანდემიის შეკავებაში გადამწყვეტია.

თამარ კორძაია

27 თებერვალი 2021, 17:27

პოლიტიკა

თამარ კორძაია: იმედი გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“ კონსტრუქციული დიალოგი განახლდება

იმედი გვაქვს, რომ ევროპელი პარტნიორები შეძლებენ მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებს მოყვანას და კონსტრუქციული დიალოგის განახლებას, - ამის შესახებ დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ მედიასთან განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 17:17

საზოგადოება

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვახო სანაიას მხარდამჭერ მანიფესტს აქვეყნებენ

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივ მანიფესტს აქვეყნებენ. ხელმომწერები მხარს უჭერენ ვახო სანაიას და მიმართავენ ხელისუფლებას, სრულყოფილად გამოიძიონ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი და მოხდეს საზოგადოების ინფორმირება. მათივე თქმით, მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს.

27 თებერვალი 2021, 17:06

რეგიონი

ახალგაზრდობის სააგენტომ, ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა

ახალგაზრდობის სააგენტომ ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონფეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს, აღნიშნული სივრცე კი, ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.

სალომე ზურაბიშვილი

27 თებერვალი 2021, 16:59

ეკონომიკა

სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღების პირობები

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღების პირობები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გახსნისას.

გიორგი ვოლსკი

27 თებერვალი 2021, 16:53

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კარვების ქალაქი და დესტრუქციის ასეთი ხარისხი საქართველოს არ სჭირდება

სჭირდება კი საქართველოს დესტრუქციის ისეთი მასშტაბი, რომელიც მას დაანგრევს საბოლოოდ და ჩააგდებს ამ ოკუპანტი ძალის გავლენის ქვეშ, უფრო მეტად დაუქვემდებარებს იმ დესტრუქციულ პროცესებს, რაც რეგიონში მიმდინარეობს. სჭირდება კი ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ერთადერთი პრაქტიკულად დასაყრდენი ძალა ამიერკავკასიაში, იყოს შერყეული. კარვების ქალაქი და დესტრუქციის ასეთი ხარისხი საქართველოს არ სჭირდება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის წინ კარვების გაშლის შესახებ საუბრისას.

გიორგი ვოლსკი

27 თებერვალი 2021, 16:48

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სახელმწიფო ეცდება დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი

სახელმწიფო ეცდება დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ სახელმწიფო არ იმოქმედებს სტრატეგიულად, არის იმის პერსპექტივა, რომ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდეს.

27 თებერვალი 2021, 16:48

მსოფლიო

მიანმარში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

მიანმარის პოლიციამ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ, ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური რეპრესიების განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დემონსტრანტი ქალი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს დაიღუპა, ხოლო ათობით ადამიანი კი დაკავებულია.

სალომე ზურაბიშვილი

27 თებერვალი 2021, 16:48

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: თუ ერთად ვიმუშავებთ, საქართველო პანდემიის შემდგომი გლობალიზაციის კონფიგურაციის ცვლილებით სარგებელს მიიღებს

„COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ მთელ მსოფლიოზე იქონია გავლენა. ახლა, როგორც არასდროს, არსებული სიტუაციის გადასალახად მნიშვნელოვანია სოლიდარობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გახსნისას. „პანდემიამ პრიორიტეტებიც შეცვალა, ყოველ შემთხვევაში, დროებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ კრიზის შესაძლებლობად გარდაქმნის გზები. თუ ერთად ვიმუშავებთ, საქართველო პანდემიის შემდგომი გლობალიზაციის კონფიგურაციის ცვლილებით სარგებელს მიიღებს.

გიორგი ვოლსკი

27 თებერვალი 2021, 16:43

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შეკრებილი ძალა აშკარად გრძნობს, რომ გავლენა და დაქვემდებარება არის მთავარი ამოცანა, რომელსაც სააკაშვილის ხედვა გულისხმობს

„ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შეკრებილი ძალა აშკარად გრძნობს, რომ გავლენა და დაქვემდებარება არის მთავარი ამოცანა, რომელსაც სააკაშვილის ხედვა გულისხმობს. აქ მელია არის მეორეხარისხოვანი, რომელიც შეიძლება, გამოდგეს იმ იარაღად, რასაც ჰქვია დანაშაულის გამო ადამიანის დაკავებისთვის პოლიტიკური ასპექტის მიცემა – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

აფეთქება

27 თებერვალი 2021, 16:35

მსოფლიო

უკრაინის ქალაქ ჩერნოვცის საავადმყოფოში აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

უკრაინის ქალაქ ჩერნოვცის საავადმყოფოში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Facebook-ზე ჩერნოვცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ნატალია გუსაკი წერს.

სალომე ზურაბიშვილი

27 თებერვალი 2021, 16:34

ეკონომიკა

პრეზიდენტი: ქართული დიასპორის მიერ ეკონომიკაში ინვესტირება ხელს შეუწყობს ქვეყნის მზარდი ეკონომიკის განვითარებას

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ონლაინფორმატში გამართული ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

27 თებერვალი 2021, 16:05

ეკონომიკა

„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიხსნა

„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ ონლაინფორმატში გაიხსნა. ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ღონისძიება ევროკავშირის ხელშეწყობით ტარდება.

27 თებერვალი 2021, 16:01

სპორტი

„ევროპის უნივერსიტეტის“ გუნდი თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს „ეროპის უნივერსიტეტი“ და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა EU-ს სასარგებლოდ 3:2 დასრულდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

გია ვოლსკი

27 თებერვალი 2021, 15:50

პოლიტიკა

გია ვოლსკი: ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია ჩადის

ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია ჩადის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეუშლის თუ არა ხელს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება ინვესტორების მოზიდვას. მისივე თქმით, არ არსებობს მსოფლიოში რეიტინგი, სადაც საქართველოს წამყვანი ადგილი არ უკავია.

27 თებერვალი 2021, 15:48

საზოგადოება

რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოში განქორწინების მაჩვენებელზე. დეტალურად

2020 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში, საქართველოში 3 441 განქორწინება დარეგისტრირდა. მსოფლიო პანდემიის შემდეგ, არაერთმა მედიასაშუალებამ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ განქორწინების რაოდენობამ იმატა, რადგან წყვილებს ერთად იმაზე მეტი დროის გატარება უწევთ, ვიდრე პანდემიამდე და ერთმანეთის მეტ ნაკლს ამჩნევენ.

მურმან დუმბაძე

27 თებერვალი 2021, 15:39

პოლიტიკა

მურმან დუმბაძე: ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა პარლამენტში ბოლომდე

ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე. უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ არ აპირებდა შეჭრას და ეს ძალიან ცუდია. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 15:07

რეგიონი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული იგოეთში, გრაკალსა და სადგურ-მეტეხში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესს გაეცნო

კასპის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. იგოეთში, გრაკალსა და სადგურ-მეტეხში სააღმზრდელო დაწესებულებების სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მამუკა საღარეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მამუკა საღარეიშვილის თქმით, მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს და სულ მალე პატარებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები მოემსახურებათ.

27 თებერვალი 2021, 15:05

COVID19

განათლების სამინისტრო: ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. საგანმანათლებლო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.