imedi /  20 თებერვალი 2021, 12:26 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი: მიუხედავად სირთულეებისა, ამ ეტაპისთვის ჩვენ საკრედიტო რეიტინგები შევინარჩუნეთ

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა, დღეს, ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გლობალური პანდემიის გამო ეკონომიკაზე მიყენებულ ზიანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის ეფექტებიდან გამომდინარე, მხოლოდ 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკამ 4,0 მილიარდი ლარი დაკარგა, ხოლო 2020-2021 წლებში, ჯამური დანაკარგი 8,5 მილიარდი ლარი იქნება.

„მიუხედავად სირთულეებისა, ამ ეტაპისთვის, ჩვენ შევინარჩუნეთ საკრედიტო რეიტინგები. ბოლო შეფასება განახორციელა სააგენტო Fitch-მა, რომელმაც უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგის მაჩვენებელი, რის მიზეზადაც გონივრული ფისკალური პოლიტიკა და გამოწვევებზე სწორი მაკროეკონომიკური პასუხების გაცემის უნარი დაასახელა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფისკალურ მაჩვენებლებზეც. 2020-2021 წლებში, ბიუჯეტზე დამატებითმა ზეწოლამ 7 მილიარდ ლარს მიაღწია. შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 9,4 პროცენტამდე და 2021 წელსაც შეუძლებელი გახდა მისი შემცირება 7,6 პროცენტზე დაბლა. დეფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მთავრობის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, რომლის მაჩვენებელმაც გადააჭარბა 60-პროცენტიან ზღვარს.

„სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, ჩვენი ძირითადი გამოწვევაა, მთავრობის ვალის შემცირება. საბაზისო სცენარის მიხედვით, ჩვენ კანონით დადგენილ ვადებში ვუბრუნდებით ნორმებს, თუმცა საკრედიტო რეიტინგების შესანარჩუნებლად და შემდგომი გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია ვალის მაჩვენებლის მეტად შემცირება. ასევე, აუცილებელია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ყოველწლიურად. 2022 წლიდან აუცილებელია მოხდეს მისი რადიკალური შემცირება და დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, დეფიციტის შემცირება არ მოხდეს ისეთი ღონისძიებების ხარჯზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და არ მოგვცემს საშუალებას სწრაფი აღმასვლა გვქონდეს პოსტპანდემიურ პერიოდში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8-პროცენტიან ნიშნულზე, რაც აუცილებელი პირობაა გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის.

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

მამუკა ხაზარაძე

01 მარტი 2021, 23:11

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: თუ ხელისუფლება იქნება მოქნილი და გონიერი საკითხების გადაწყვეტაში, ვფიქრობ გამოსავალს ვნახავთ

შევთანხმდით, რომ მთელი აქცენტი ჩვენი მოლაპარაკებებისა იყოს აგებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

01 მარტი 2021, 23:09

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე მთავრობისა და ოპოზიციის შეხვედრაზე: პროგრესი არის ის, რომ არ არსებობს წითელი ხაზები და ორივე მხარე საუბრისთვის მზადაა

ჩვენი მხრიდან არცერთი საკითხის განხილვაზე არ ყოფილა უარი. დღეს, ამ მომენტისთვის, პროგრესი არის ის, რომ არ არსებობს წითელი ხაზები და ორივე მხარე საუბრისთვის მზადაა. ორივე მხარე მზად არის, ისაუბროს ყველა იმ საკითზე, რაც აქამდე, ჩვენს საზოგადოებას ოპოზიციის მხრიდან მოუსმენია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 23:07

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარი, რაც მოსახლეობას აწუხებს, არის ოკუპაცია, სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდ-პანდემია და სწორედ ამ საკითხებზე არის საჭირო კონცენტრირება და გაერთიანება. „დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენის მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას, გავაგრძელოთ დიალოგი,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 23:02

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე

მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად – ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამონახონ საერთო ენა ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სასარგებლოდ.

01 მარტი 2021, 23:01

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 347 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 347 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 7 238 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ირმა ინაშვილი

01 მარტი 2021, 22:56

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ვისაუბრე იმაზე, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები

„ვისაუბრე იმაზე, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები, როგორ უნდა მივიდეთ აქამდე და რა კომპრომისი უნდა დავინახოთ ორივე მხრიდან, ამას დრო გვაჩვენებს. კონკრეტულ დეტალებსა და შეთანხმებაზე საუბარი ახლა ნაადრევია“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრას ოპოზიცია და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

ზურაბ ჯაფარიძე

01 მარტი 2021, 22:56

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მოლაპარაკებების მაგიდაზე უკვე იდო ის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელთან შეხვედრისას წარმოადგინეს - დამატებულია ორი პუნქტი

მოლაპარაკებების მაგიდაზე უკვე იდო ის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელთან შეხვედრისას წარმოადგინეს, დამატებულია ორი პუნქტი. ერთი ეხება მართლმსაჯულების სისტემის დანაწილებას და მეორე - ძალაუფლების დანაწილებას, - განაცხადა „გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

01 მარტი 2021, 22:50

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილია სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ უნდა დავინახოთ, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია

ჩვენ ვცდილობთ აქტიურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ჩართულობა, დიალოგის მაგიდასთან მოვიტანოთ სხვადასხვა ვარიანტები, გადავდგათ ნაბიჯები სწორი მიმართულებით და ვნახოთ გამოსავალი რთული ვითარებიდან, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრას ოპოზიცია და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 22:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

„მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე. მინდა, გითხრათ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად – ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესს. კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს, ესაა, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

01 მარტი 2021, 22:45

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად მიშვნელოვანია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა

„გვსურს, მხარი დავუჭიროთ ყველა პოზიტიურ ძალისხმევას, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობაში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რეალობაა. მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულება ძლიერი ინსტრუმენტი იყოს. ჩვენ მზად ვართ ჩართულობისთვის. აქტიურად ვართ ჩართულნი, რათა მოვისმინოთ განსხვავებული პოზიციები. დღვანდელი შეხვედრა კარგი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რათა ყველა პოლიტიკურმა აქტორმა მომდევნო დღეებში და კვირებში პროგრესს მიაღწიოს“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 22:40

პოლიტიკა

შარლ მიშელი მთავრობისა და ოპოზიციის შეხვედრაზე: მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია - მხარეები თანახმა არიან დიალოგზე

ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრთან. გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა ერთმანეთისთვის, - ამის შესახებ - ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 22:37

პოლიტიკა

შარლ მიშელი: პირველ რიგში მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა და იმის უზრუნველყოფა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს მეტი ნდობა

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა და იმის უზრუნველყოფა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს მეტი ნდობა“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

შალვა ნათელაშვილი

01 მარტი 2021, 22:35

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი და ჩვენ დავსხედით მთავრობის ხელმძღვანელთან

„ვფიქრობ იმედიანი გაზაფხული დგება. ჩვენმა სტუმარმა, ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი და რასაც ვერ წარმოვიდგენდით, ის მოახდინა - ჩვენ დავსხედით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან, რომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და პირველ საკითხად არ ჩაჯდება ახალი საპარლამენტო არჩევნები“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

01 მარტი 2021, 22:11

მსოფლიო

აშშ-ი უკრაინას $125 მილიონს გამოუყოფს

​​​​​​​აშშ-ი უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

01 მარტი 2021, 22:02

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზის მეუღლე ქმრისთვის გამოტანილ განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი მეუღლისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. „ეს არის სასტიკი და უსამართლო განაჩენი. ბრძოლა გაგრძელდება და სიმართლე აუცილებლად დადგინდება“,- წერს ბრუნი Instagram-ის გვერდზე.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

01 მარტი 2021, 21:56

COVID19

პირველად ბოლო 7 კვირის განმავლობაში კორონავირუსის ყოველდღიურმა შემთხვევმა მოიმატა

Covid19-ის შემთხვევებმა მოიმატა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 6 რეგიონიდან 4 რეგიონში. ეს მონაცემები ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გასაკვირი არ არის. ჩვენ ვმუშობთ, სიღრმისეულად ვსწავლობთ მონაცემებს და შემთხვევებს. უკეთ უნდა გავიგოთ, რას უკავშირდება 6 კვირის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების მატება.

ჯანმო

01 მარტი 2021, 21:48

COVID19

მიმდინარე კვირაში COVAX-ის წევრ სახელმწიფოებში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 11 მილიონი დოზა გადანაწილდება

განამ და კოტდიუარმა ვაქცინა COVAX პლატფორმიდან მიიღეს. მიმდინარე კვირაში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 11 მილიონი დოზის გადანაწილება მოხდება. მაისის ბოლომდე 237 მილიონი დოზის დისტრიბუცია 142 ქვეყანაში განხორციელდება.

01 მარტი 2021, 21:47

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 15 978 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 978 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 467 ადამიანი გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე

01 მარტი 2021, 21:12

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები

მოლაპარაკებისა ხარისხმა და დონემ აიწია ძალიან მაღალ ნიშნულზე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის რეზიდენციასთან განუცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

01 მარტი 2021, 21:12

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვერსალის ზავი იქნება

მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვნახოთ. ვერსალის ზავი იქნება , - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის რეზიდენციასთან განუცხადა.