imedi /  24 თებერვალი 2021, 12:39 / სანდო წყარო

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი: ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას 2021 წელსაც გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას 2021 წელსაც გააგრძელებს.

2021 წელს ბანკები კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლებით შეხვდნენ. მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკრედიტო დანაკარგებისა, საბანკო სისტემამ 2020 წელი მცირე, თუმცა მაინც დადებითი მოგებით დაასრულა. პორტფელში უმოქმედო სესხების წილი 2020 წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადგენს, თუმცა აქტივების ხარისხის შეფასება გრძელდება და, შოკის სიმძიმიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 10%-ს მიაღწევს. ეს პროგნოზი საბაზო სცენარს ეფუძნება და ბანკებს შესაბამისი რეზერვი უკვე შექმნილი აქვთ, ამიტომ მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ამ მხრივ, დამატებითი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, კომიტეტის შეფასებით, 2021 წელს საბანკო სექტორი მდგრადობას შეინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას გააგრძელებს.

„ეროვნული ბანკი 2020 წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის დაწყების თარიღს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შემდეგ შეხვედრაზე განიხილავს. როგორც წინა კომიტეტის პრესრელიზში იყო აღნიშნული, საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა ბუფერების თავიდან დასაგროვებლად, რათა აღნიშნული ბუფერები ეტაპობრივად და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეივსოს. უფრო კონკრეტულად კი, სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერის აღსადგენად ბანკებს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 წელი მიეცემათ, ხოლო კონსერვაციის ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, 2 წელი. ამასთან, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი კონცენტრაციის ბუფერისა და წმინდა GRAPE ბუფერის ახალი განაკვეთების ამოქმედება და წლის ბოლოს დაგეგმილი სისტემურობის ბუფერის ზრდა. ბანკებში არსებული კაპიტალის ბუფერების და მოსალოდნელი მომგებიანობის გათვალისწინებით, გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენა საკრედიტო აქტივობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. 2021 წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 8.9% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. ამასთან, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით მაღალია, რაც გაზრდილ გეპთან ერთად, ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს. იმის გათვალისწინებით, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საშუალო საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, ხოლო სესხები კი უფრო მოკლევადიანი, ვალის მომსახურების რეალური ტვირთი საქართველოში კიდევ უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს და სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის რისკები არ დაგროვდეს. კომიტეტის შეფასებით, კოვიდ-19-ის მეორე ტალღის გავრცელების შემდეგ, საკრედიტო აქტივობა შენელდა და არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 7.5%-ის ფარგლებში იქნება. შესაბამისად, ამ პერიოდში კონტრციკლური მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ იკვეთება.

*ნომინალური მშპ-ის ზრდა ბოლო 4 კვარტლის მშპ-ის წლიურ ზრდას ასახავს.

**სესხები მოიცავს ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებსა და, ასევე, კომპანიების მიერ ადგილობრივად გამოშვებულ ობლიგაციებს.

*** სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი წარმოადგენს სხვაობას სესხების მშპ-თან ფარდობასა და მის გრძელვადიან ტრენდს შორის. ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოყენებულია HP ფილტრი.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც პანდემიის გავლენის მასშტაბების შეფასება უკეთესად არის შესაძლებელი, შოკის შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია. თუმცა, კვლავ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა, მათ შორის, ვაქცინაციის ჩატარების და პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2021 წლის 2 ივნისს გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

13 აპრილი 2021, 23:28

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციის დასაწყებად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან

ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომელიც აპრილის ბოლოს „სინოფარმის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის ფაქტორში“ ჩართვისას განაცხადა.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანჰესი არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გასაღები

ნამახვანჰესი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ცალკე აღებული პროექტი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაღები. სწორედ ამ პროექტზე გადის ჩვენი მომავალი სიძლიერე და ის, თუ რამდენად შედგება საქართველო რეგიონში, როგორც ძლიერი ექსპორტიორი ქვეყანა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

13 აპრილი 2021, 23:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვახერხოთ ინფექციის ეფექტიანი მართვა, იმისთვის რომ ეკონომიკის მაქსიმალური აქტივობა შევინარჩუნოთ

„ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვნად არის გამკაცრებული ყველა ჩართული რგოლის მხრიდან მონიტორინგი და აღსრულების კუთხით საჯარიმო სანქციები, რაც ვთვლით, რომ გარკვეულწილად გააუმჯობესებს დამყოლობას მოქალაქეებისა და ბიზნესის მხრიდან. ჩვენი თავდაპირველი ამოცანა იყო, ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ყოფილიყო მათ მიერ ყველა დადგენილი რეგულაციის აღსრულების საფუძველი. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით ძალიან ბევრ სოციალურ ღონისძიებას, რომელიც რა თქმა უნდა ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის საფუძველი ხდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

13 აპრილი 2021, 23:11

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკი გაახალგაზრდავებულია, რაც ძალიან საყურადღებოა

ჰოსპიტალური სექტორი გვაწვდის გარკვეულ იმპულსებს, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც სტაციონარში ხვდება, გაცილებით უფრო მძიმე ფორმის მატარებელია, ვიდრე ეს იყო პირველი და მეორე ტალღის დროს. გაახალგაზრდავებულია ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკიც, რაც ძალიან საყურადღებოა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ანდრეი ტარანი

13 აპრილი 2021, 22:58

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი უკრაინაში 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს

რუსეთი უკრაინაში 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ტარანმა უკრაინაში საფრანგეთის ელჩთან, ეტიენ დე პონსენთან შეხვედრის დროს განაცხადა.

13 აპრილი 2021, 22:46

ტაბლოიდი

მადონამ The Weeknd-ის სახლი შეიძინა. ფოტო

ამერიკელმა მომღერალმა მადონამ კალიფორნიაში ახალი სახლი შეიძინა, რომელიც მანამდე კანადელ მომღერალ The Weeknd-ს ეკუთვნოდა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

დავით ზალკალიანი

13 აპრილი 2021, 22:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მივიღეთ აშშ-ის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ

ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და გამოითქვა იმედი, რომ ეს პროგრესი ითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ალიანსის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართული სატელეფონო საუბრის კომენტირებისას განაცხადა.

დეივ გროლი და მიკ ჯაგერი

13 აპრილი 2021, 22:12

კულტურა

მიკ ჯაგერმა და დეივ გროლმა ლოკდაუნის შესახებ სიმღერა ჩაწერეს

„რთულია სიტყვებით აღვწერო რას ნიშნავს ჩემთვის სერ მიკთან ერთად სიმღერის ჩაწერა. ეს ოცნების ახდენაზე მეტია. ეს უდავოდ ზაფხულის სიმღერაა“, - განაცხადა გროლმა .

13 აპრილი 2021, 22:12

სპორტი

თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის მატჩებს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის მატჩები გაიმართა. აღნიშნულ ტურნირში დარჩენილი 8 გუნდი ოთხთა ფინალში გასასვლელად იბრძვის, რომლებმაც ორმატჩიან მეოთხედფინალურ სერიაში უნდა მოიპოვონ ფინალური ეტაპის საგზური.

13 აპრილი 2021, 22:08

რეგიონი

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

​​​​​​​მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

13 აპრილი 2021, 22:02

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 39 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 39 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 324 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

13 აპრილი 2021, 21:55

მსოფლიო

ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრებას გეგმავს

თეირანის ცნობით, ქვეყანა არ აპირებს, სანქციებისადმი დამოკიდებულების შეცვლას და ურანს 60%-მდე გაამდიდრებს, რაც ირანისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA).

13 აპრილი 2021, 21:43

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 567 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 567 849 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 521 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

13 აპრილი 2021, 21:37

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 59 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 59 187 შემთხვევა გამოვლინდა, 273 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 52 104 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 3 962 760 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 34 455 ადამიანი, 3 424 733-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

13 აპრილი 2021, 21:26

პოლიტიკა

დავით ზალკალიანსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

13 აპრილი 2021, 21:20

ეკონომიკა

საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan შემოდის

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, შედეგად, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას მაისიდან იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით 2 მაისიდან განხორციელდება. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე დღეიდან არის შესაძლებელი. https://flyarystan.com/en

13 აპრილი 2021, 21:10

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 6 292 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 292 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 100 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აპრილი 2021, 21:07

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

დავით სონღულაშვილი

13 აპრილი 2021, 21:03

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილის თქმით, IMF-ის პროგნოზს მთავრობის თანმიმდევრული ნაბიჯები და პრობლემებზე სწორი რეაგირება განაპირობებს

„იმიტომ რომ მთავრობას თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა და პრობლემებზე სწორი რეაგირება შეუძლია. ზუსტად ეს განსაზღვრავს იმ პროგნოზს, რომელიც სავალუტო ფონდმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით შემდგომი 5 წლის განმავლობაში გააკეთა“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

13 აპრილი 2021, 21:02

COVID19

14 აპრილიდან თურქეთში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, 14 აპრილიდან თურქეთში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.