Imedi /  07 ივლისი 2017, 15:06 / სანდო წყარო

დავით საგანელიძე უკრაინის რადის თავმჯდომარეს შეხვდა

დავით საგანელიძე

სტამბოლში შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) გაიმართა. ასამბლეაში საქართველოდან "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი დავით საგანელიძე პროექტ "აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის" მუდმივმოქმედი წარმომადგენლის რანგში მონაწილეობდა. მან ასამბლეაზე პეკინის ფორუმის "ერთი სარტყელი, ერთის გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" მნიშვნელობაზე ისაუბრა.

PABSEC-ის 49-ე ასამბლეაში 12 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები მონაწილეობდნენ.

დავით საგანელიძე არაოფიციალურ ფორმატში PABSEC-ის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდა. აუდიენცია შედგა უკრაინის რადის თავმჯდომარე ანდრეი პარუბისთან.

კომენტარები ()

არქივი

17 ოქტომბერი 2017, 15:41

საქართველო

მეტროთი თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 16% გადაადგილდება

თბილისის მოსახლეობის 68% ყველაზე ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით (სამარშუტო ტაქსი, ავტობუსი, მეტრო) მგზავრობს. აქედან ყველაზე ხშირად მგზავრობენ სამარშრუტო ტაქსებით (29%). ავტობუსები მგზავრობის ძირითადი საშუალებაა თბილისის მოსახლეობის 23%-ისთვის

17 ოქტომბერი 2017, 15:37

ძალოვნები

ნარკოლოგიური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ცეცხლი გაჩნდა

თბილისში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე ნარკოლოგიური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია. ადგილზე სახანძრო-სამაშველოს სამი ჯგუფი მუშაობდა.

17 ოქტომბერი 2017, 15:34

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი კიევში აქციას მართავს

ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ მან უმაღლესი რადის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. "სანამ არის პოროშენკო - არ არის პროგრესი, არ არის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. სანამ არის პოროშენკო - იქნება სიღარიბე", - განაცხადა სააკაშვილმა.

17 ოქტომბერი 2017, 15:34

საქართველო

სერბი დრაგან ნეშკოვიჩი კალათბურთის ფედერაციაში ინსტრუქტორად იმუშავებს

ნეშკოვიჩი დაესწრო დუდუ დადიანის მემორიალის მატჩებს, სუპერთასს და სუპერლიგის პირველ ტურს. მან უკვე ჩაატარა პირველი სამუშაო შეხვედრა ქართველ მსაჯებთან.

17 ოქტომბერი 2017, 15:29

საქართველო

პრეზიდენტი აფხაზეთში დაღუპულების გადმოსვენებაში მონაწილე პირებს მადლობას უხდის

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველას მადლობას უხდის, ვინც აფხაზეთში დაღუპული პირების გადმოსვენებაში მიიღო მონაწილეობა. მარგველაშვილის თქმით, ამ გმირების თავდადება მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის და "ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე", - ამბობს პრეზიდენტი.

17 ოქტომბერი 2017, 15:25

ეკონომიკა

პირველი კლასიკური გიმნაზიის სახურავზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდება

ლიტვურმა ორგანიზაცია Saulės Grąža-მ "მრავალეროვან საქართველოსთან" თანამშრომლობით საქართველოში მზის ენერგიის პანელების მონტაჟი დაიწყო. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტრო.

17 ოქტომბერი 2017, 15:25

არჩევნები 2017

ზუგდიდში ანტისამთავრობო მსვლელობაზე დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატის - ლელა ქებურიას მხარდამჭერებსა და მის მეუღლეს გელა ჯიქიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

17 ოქტომბერი 2017, 15:19

საქართველო

მდინარე ჩხერიმელამ საავტომობილო გზის ნაწილი გამორეცხა. ვიდეო

მდინარე ჩხერიმელამ ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მეშვიდე კილომეტრის სავალი ნაწილი გამორეცხა. ამის შესახებ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი დოღონაძემ განაცხადა. ამ მონაკვეთზე მანქანების მოძრაობა დროებით აკრძალულია.

17 ოქტომბერი 2017, 15:12

საქართველო

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირი სამების ტაძრიდან გაასვენეს

25 გმირიდან 20-ს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, მამია ალასანიას ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ხოლო დანარჩენ ოთხს სხვადასხვა ადგილზე. აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან 25-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია.

17 ოქტომბერი 2017, 15:12

კულტურა

სანდრო კობერიძის ფილმი ვალდივას კინოფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელია

რეჟისორ სანდრო კობერიძის ფილმმა "Let The Summer Never Come Again" ჩილეში, ვალდივას საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მიიღო. სრულმეტრაჟიანი ფილმი გერმანულ-ქართული პროდუქციაა და ის სანდრო კობერიძის სადებიუტო სურათია.

17 ოქტომბერი 2017, 15:05

მსოფლიო

ნავალნი 2028 წლამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

2018 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსეი ნავალნი საკუთარ კანდიდატურას ნასამართლეობის გამო ვერ წამოაყენებს.

17 ოქტომბერი 2017, 14:59

საქართველო

სილქნეტი ამ ეტაპზე 6 ტელეარხს ქსელიდან არ გათიშავს

კომპანია "სილქნეტი", ამ ეტაპზე, 6 ქართულ ტელეარხს საკუთარი ქსელიდან არ გათიშავს, თუმცა მისთვის მიუღებელია 6 არხის ერთიან სატრანზიტო გადასახადზე მსჯელობა. კომპანიაში ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ერთ პაკეტად 6 სხვადსხვა რეიტინგის მქონე არხის შესყიდვა.

17 ოქტომბერი 2017, 14:58

საქართველო

ოპოზიციამ თაბორის მთის და პუშკინის სკვერის საკითხზე საკრებულოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ოპოზიცია აცხადებს, რომ ვიდრე ადმინისტრაციულ სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არ გახდება, მანამდე შესაბამისი აქტები უნდა გაბათილდეს, რადგან კომპანიებს გასხვისებულ ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვა არ მიეცეთ.

17 ოქტომბერი 2017, 14:53

საქართველო

საპატრიარქოს სოფელ კლდეისში 26 773 კვ.მ. მიწა უსასყიდლოდ გადაეცემა

მთავრობის განკარგულებით, საპატრიარქოს სოფელ კლდეისში 26 773 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი (ნანგრევი) საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.

17 ოქტომბერი 2017, 14:48

მსოფლიო

გერმანიაში მუსლიმური დღესასწაულების დაკანონების წინააღმდეგ გამოვიდნენ

გამოკითხულთა გერმანელების 70,1%-ი, ქვეყნის შსს-ს მინისტრის თომას დე მეზიერის წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელმაც ხელისუფლებას საკანანომდებლო დონეზე, მუსლიმური დღესასწაულების აღნიშვნა შეთავაზა.

17 ოქტომბერი 2017, 14:46

მსოფლიო

ბანგლადეშის სასამართლომ „ლურჯი ვეშაპის“ თამაში აკრძალა

ბანგლადეშში არ დაფიქსირებულა „ლურჯი ვეშაპის“ თამაშთან დაკავშირებული თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, ამ ონლაინთამაშში ჩართული ახალგაზრდების გამოვლენის თაობაზე.

17 ოქტომბერი 2017, 14:42

ძალოვნები

26 მაისის აქციის დაზარალებულს შსს 30 000 ლარის კომპენსაციას გადაუხდის

2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. მათი თქმით, ამ აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს გ.გ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაურკვეველი იარაღის გამოყენებით მძიმედ დაუზიანეს ფეხი.

17 ოქტომბერი 2017, 14:38

მსოფლიო

სტრასბურგმა ძმები ნავალნების საქმეში პოლიტიკური მოტივები გამორიცხა

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ოფიციალურმა მოსკოვმა ძმებს 10-10 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს, გარდა ამისა, რუსეთმა 73 ათასი ევროს ოდენობის სამართლებრივი ხარჯებიც უნდა დაფაროს.

17 ოქტომბერი 2017, 14:32

ძალოვნები

კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის ექსო კობაიძის თქმით, გორაძეს წინასწარი პატიმრობის კანონით გათვალისწინებული ვადები ამოეწურა და ამის გამო გათავისუფლდა.

17 ოქტომბერი 2017, 14:26

კულტურა

ლარს ფონ ტრიერმა ბიორკის ბრალდება სექსუალური შევიწროების შესახებ უარყო

რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი, მომღერალი ბიორკის მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებას უარყოფს. "ეს ასე არ იყო, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით მეგობრები, ეს ფაქტია", - განაცხადა რეჟისორმა.