imedi /  25 თებერვალი 2021, 11:02 / სანდო წყარო

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის ივნისამდე გადავადდება

ირაკლი ღარიბაშვილი

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის ივნისამდე გადავადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მისი თქმით, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაახლოებით 19 000 მფლობელს შეეხება.

„მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელიც უკავშირდება ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს. მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟება გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე.

ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაახლოებით 19 000 მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყოს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, რომ სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებელს, რომელიც ბოლო წლებში იყო“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2021, 21:27

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 562 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 562 978 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 448 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

19 აპრილი 2021, 21:19

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება.

ვახტანგ ძაბირაძე

19 აპრილი 2021, 21:00

პოლიტიკა

ვახტანგ ძაბირაძე: არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ადგილობრივ არჩევნებზე 43% აღება გაუჭირდება

არ მიკვირს, „ქართულმა ოცნებამ“ დანიელსონის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი და შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს, მათ შორის დიდი სხვაობა არ არის, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტან ძაბირაძემ ONGO-სთან საუბარში განაცხადა. „არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ადგილობრივ არჩევნებზე 43% აღება გაუჭირდეს. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ასე ჩანს, არანაირი პრობლემა არ ექნება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 აპრილი 2021, 20:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ხელოვნური კრიზისის დასრულება საქართველოს გზას გაუხსნის ევროპისკენ და ის ამ საქმეში პირადად იქნება ჩართული

ჩვენ შევხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელიც აღტაცებით შეხვდა იმ ამბავს, რომ„ ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას ხელს აწერს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

19 აპრილი 2021, 20:55

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 55 149 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 149 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 341 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

19 აპრილი 2021, 20:50

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 21 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 121 ადამიანი გარდაიცვალა.

რატი იონათამიშვილი

19 აპრილი 2021, 20:47

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკურ შუღლზე გაიმარჯვა

ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, გაიმარჯვა პოლიტიკურ შუღლზე, რადიკალიზმზე და პოლარიზაციაზე. ჩვენ მთელი პროცესის მანძილზე ვასრულებდით ყველაზე კონსტრუქციულ როლს, რამაც საერთო წარმატება შესაძლებელი გახადა.

ალუდა ღუდუშაური

19 აპრილი 2021, 20:40

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 აპრილი 2021, 20:36

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მესმის პრეზიდენტის, ხელოვნური კრიზისის დასასრულებლად საჭიროა საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა

მესმის პრეზიდენტის. პიროვნულად მძიმე იქნება მისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ ხელოვნური კრიზისის დასასრულებლად საჭიროა საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 აპრილი 2021, 20:34

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: იმისდა მიუხედავად რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ოპოზიცია დოკუმენტს ხელს მოაწერს, ჩავთვალოთ რომ შეთანხმება შედგა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის შესახებ ვიცით, თუმცა დანარჩენმა პარტიებმა როგორც ნახეთ მზადყოფნა გამოთქვეს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილი ხელს მოაწერს დოკუმენტს, პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება შედგა, იმისდა მიუხედავად რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“. ბრიუსელში ამას კარგად ხედავენ და იციან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

19 აპრილი 2021, 20:30

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 8 864 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 864 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 316 ადამიანი გარდაიცვალა.

19 აპრილი 2021, 20:27

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 963 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 963 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 ადამიანი გარდაიცვალა.

თორნიკე შარაშენიძე

19 აპრილი 2021, 20:18

პოლიტიკა

თორნიკე შარაშენიძე: „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია გახლიჩა

თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, პარლამენტში სხვებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრებიც შევიდნენ. მისივე თქმით, აჯობებდა მმართველ პარტიას, ხელი შეთანხმების დოკუმენტისთვის ორი კვირის წინ მოეწერა.

19 აპრილი 2021, 20:16

COVID19

ჯანმოს რეკომენდაცია: საერთაშორისო მოგზაურობისას ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა აუცილებელი პირობა არ უნდა იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ საერთაშორისო მოგზაურობისას ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა აუცილებელი პირობა არ უნდა იყოს.

ანრი ოხანაშვილი

19 აპრილი 2021, 20:01

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების" ყველა მხარდამჭერს ეამაყება ჩვენი ღირსეული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გუნდის სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მიხეილ სააკაშვილი

19 აპრილი 2021, 19:45

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: დოკუმენტზე ხელის მოწერამდე მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დოკუმენტზე ხელის მოწერამდე მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება.

19 აპრილი 2021, 19:38

პოლიტიკა

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა

საქართველოში ევროკროგორც ცნობილია, შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. პარტიები, სავარაუდოდ, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ წინადადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.ავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება.

ირაკლი კობახიძე

19 აპრილი 2021, 19:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შარლ მიშელს პირადად გადავუხადე მადლობა ძალისხმევისთვის, რომელიც მან შეთანხმების ხელმოწერისთვის გასწია

„ძალიან მეგობრული შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. შარლ მიშელს პირადად გადავუხადე მადლობა ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია ამ შეთანხმების ხელმოწერისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს არის არა „ქართული ოცნების“ ან პარტნიორების, არამედ ეს არის საქართველოს გამარჯვება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

19 აპრილი 2021, 19:26

პოლიტიკა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო: მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში მიღწეულ პროგრესს

„მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში მიღწეულ პროგრესს, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელთაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი შეთანხმებისთვის, გამოიჩინონ გამბედაობა და გააკეთონ ეს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ქვეყნის ევროატლანტიკური პროგრესის გაგრძელებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყვითელი ლენტი

19 აპრილი 2021, 19:23

საზოგადოება

დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მოხდა, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. თვითმხილველების თქმით, ჩამონგრევის დროს აივანზე ქალი იდგა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.