imedi /  03 მარტი 2021, 18:31 / სანდო წყარო

გიორგი ჩიქოვანი: ის განცხადებები და დასკვნები, რომლებიც გავრცელდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით, საკმაოდ ზედაპირულია და რეალობასთან ახლოს არ არის

გიორგი ჩიქოვანი

გიორგი ჩიქოვანი

დღეს გავეცანით EMC-ის განცხადებას ნამახვანჰესის შესახებ. ჩვენ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ და სულ მალე გვექნება საკმაოდ დეტალური და კომპენტენტური პასუხები ამ განცხადებაზე, - ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ის განცხადებები და დასკვნები, რომლებიც გავრცელდა, საკმაოდ ზედაპირულია და რეალობასთან ახლოს არ არის.

„ისინი საკმაოდ დილეტანტურ დონეზეა მომზადებული, როგორც ეკონომიკური, ასევე ენერგეტიკული და გარემოს დაცვითი კუთხვით და მას რა თქმა უნდა, ჩვენი ექსპერტები დეტალურ პასუხს გასცემენ. სხვადასხვა გარემოს დაცველი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ორგანიზაციები ხშირად ტალახს ისვრიან ისეთ საკითხებზე, სადაც მათ არ გააჩნიათ კომპეტენცია და ეს ალბათ მათი პრობლემა არ არის, ეს ჩვენი ქვეყნის პრობლემაა“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

მანამდე EMC-მა განაცხადა, რომ ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის ვერც უკეთეს ენერგოტარიფს, ვერც ენერგოუსაფრთხოებას. მათივე მტკიცებით, ეს პროექტი ქვეყნის ენერგოუსაფრთოებაში კი არ შეიტანს წვლილს, არამედ, პირიქით, ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელი ფისკალურ ტვირთი იქნება.

ყველა სიახლე

11 აპრილი 2021, 18:47

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2,414 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2,414 ადამიანს გამოუვლინდა, 36 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 285,993 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,915 ადამიანი. ვირუსისგან 250,708 პაციენტი განიკურნა.

11 აპრილი 2021, 18:37

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტო: სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება. „ამასთან, არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხანძარი თბილისი

11 აპრილი 2021, 18:24

სამართალი

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ოთხი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ლაშა ტალახაძე

11 აპრილი 2021, 18:15

სპორტი

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით დღეს, 109+ კილოგრამში ორი ქართველი – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე გამოდის. ლაშა ტალახაძემ 217 კგ დაძლია და ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

11 აპრილი 2021, 17:58

რეგიონი

კახეთში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა

კახეთში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. Imedinews-ის ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც 5-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. განსაკუთრებით მძიმეა ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

არჩილ თალაკვაძე

11 აპრილი 2021, 17:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდება. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიმდინარეობს.

კახა კალაძე

11 აპრილი 2021, 17:32

საზოგადოება

კახა კალაძე საზოგადოებას თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოებში ჩართვას სთავაზობს

„კონცეფცია მიმართულია იმისკენ, რომ ისე დაიყოს ეს კონკრეტული დიდი სივრცე, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენების, გართობის შესაძლებლობა. ამ წუთში მიმდინარეობს პროექტის დეტალებზე მუშაობა, ჯერ დასრულებული არ არის. არ ვიცით როგორი იქნება ეს კონკრეტული სივრცე საბოლოოდ, თუმცა, მინდა მივმართო საზოგადოებას - ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ჩვენთან ერთად და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ კარი არავისთვის არასდროს დაგვიხურავს. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ვითანამშრომლოთ საზოგადოებასთან, ვითანამშრომლოთ თბილისში მცხოვრებ ადამიანებთან, ვისაც გული შესტკივათ ქალაქის განვითარებაზე, გალამაზებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაშიც მზად ვართ მაქსიმალურად ვიყოთ გახსნილები“, - განაცხადა მერმა.

11 აპრილი 2021, 17:24

რეგიონი

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ინფორმაციით, სამუშაოების გამო, დენდროლოგიური პარკის გარკვეული მონაკვეთები დაკეტილი იქნება.

ანრი ოხანაშვილი

11 აპრილი 2021, 17:21

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ თუ ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს მაინც დაამტკიცებენ, მზად ვარ დაუყოვნებლივ დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია და საპარლამენტო მანდატი

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, მისი სიმამრის ქონების შესახებ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა.

მაკა ხოდელი

11 აპრილი 2021, 17:09

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილის მეუღლე: კმარა, სიყალბე და აგრესია! არ ამართლებს ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობა ყველაფრის ფასად

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მეუღლე მაკა ხოდელი, სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა.

ილია მეორე

11 აპრილი 2021, 17:08

საზოგადოება

ილია მეორე, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო, დედოფალ ელისაბედ მეორეს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო, დედოფალ ელისაბედ მეორეს სამძიმარს უცხადებს.

11 აპრილი 2021, 16:59

რეგიონი

რიონის მოსალოდნელი ადიდების გამო, შსს-მ საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გადაწყვიტა

სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს. უწყება განმარტავს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება.

11 აპრილი 2021, 16:50

ტექნოლოგიები

Clubhouse-ის 1,3 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები გასაჯაროვდა

მონაცემთა ბაზაშია მომხმარებელთა სახელები, ბმულები მათ ფოტოებზე, მონაცემები მათ ანგარიშებზე სხვა სოციალურ ქსელებში და ასევე ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ მიიწვია მომხმარებელი Clubhouse-ში.

11 აპრილი 2021, 16:47

სამართალი

ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ქ., ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის 127 აბი, 20 ცალი კრისტალი, აბის 22 ნატეხი სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერება.

ლევან ნიკოლეიშვილი

11 აპრილი 2021, 16:34

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ანრი ოხანაშვილი ცნობილია პატიოსნებით, პროფესიონალიზმით და იმიტომ გახდა პარტტელევიზიების სამიზნე

„ფორმულა“, „მთავარი“, „ტვ პირველი“, - ამ ე.წ. ტელევიზიების მიზანი და დანიშნულებაა საზოგადოებაში პანიკის და შიშის დათესვა, დეზინფორმაცია და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დისკრედიტაცია, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.

ზურაბ ქადაგიძე

11 აპრილი 2021, 16:27

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მედიატერორი, დისკრედიტაცია, ცრუ ინფორმაცია ნაცტელევიზიების სავიზიტო ბარათად გადაიქცა

„მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ისე გამოდის „ფეიკმეიქერების“ წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება.​ მედიატერორი, დისკრედიტაცია, ცრუ ინფორმაცია და ა.შ გადაიქცა ნაცტელევიზიების სავიზიტო ბარათად. თან, ყველაზე პარადოქსული ამ ყველაფრის, „თავისუფალ სიტყვად“ გასაღებაა“.

11 აპრილი 2021, 15:55

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზის გაწმენდის შემდეგ, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტიოს მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

11 აპრილი 2021, 15:47

COVID19

ირანში დეკემბრის თვის შემდეგ ლეტალური შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანში დეკემბრის თვის შემდეგ ლეტალური შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21,063 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში კორონავირუსის 2,070,141 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 64,490 ადამიანი გარდაიცვალა.

11 აპრილი 2021, 15:28

რეგიონი

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი გადაეცა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გლობალური გრანტის ფარგლებში, „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“ რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი - უსასყიდლოდ გადასცა. გადაცემის ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე, ზუგდიდის მერი, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისა“ და „როტარი“ კლუბი თბილისის ხელმძღვანელობა დაესწრო.

11 აპრილი 2021, 15:23

COVID19

კვლევა: კოვიდპაციენტების მესამედს, 6 თვის განმავლობაში, ფსიქიკური პრობლემები გამოუვლინდა

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის აშლილობა გამოიწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას Euro News-ი ავრცელებს. კვლევის თანახმად, 236,000 ამერიკელი პაციენტის გამოკითხვის შემდეგ, 34%-ს ვირუსით ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში, ნევროლოგიური, ან ფსიქიკური პრობლემები დაუფიქსირდა. კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდგადატანილ პაციენტებში ყველაზე გავრცელებული იყო დეპრესია და შფოთვა.