imedi /  05 მარტი 2021, 11:55 / სანდო წყარო

პარლამენტის ინიციატივით, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, საქართველოს ინვესტორთა საბჭოსთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის - „საქართველოს კომერციული სამართლისა და პრაქტიკის გაუმჯობესება“ მხარდაჭერით, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიების მონაწილეებს - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს ასოციაციების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის წევრებმა მიმართეს და კანონპროექტის მომზადებისა და მისი მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტი უკვე დაინიცირდა პარლამენტში და უახლოეს პერიოდში მისი განხილვები დაიწყება. კომიტეტების ფორმატში კანონპროექტის განხილვების დაწყებამდე კი მნიშვნელოვანია ცვლილებების ძირითადი არსი და მიზნები ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცნოთ, რის საშუალებასაც დღევანდელი შეხვედრა იძლევა. დისკუსიის შედეგად შესაძლოა, კანონპროექტში დამატებითი ცვლილებები შევიდეს და დოკუმენტში შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებებიც აისახოს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. მანვე კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულიად ახალი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც მეწარმეთა სფეროს, სამეწარმეო-საკორპორაციო ურთიერთობებს არეგულირებს და მასში გათვალისწინებულია ის ვალდებულებები, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაშია ასახული. მიხეილ სარჯველაძემ კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართულ მხარეებს: იუსტიციის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებს და ექსპერტებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალი კანონპროექტის მნიშვნელობაზე მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, დღემდე საქართველოში „მეწარმეთა შესახებ“ 1994 წელს მიღებული კანონი მოქმედებს, რომელმაც წლების განმავლობაში მრავალი ცვლილება განიცადა და ბევრი მუხლი და ნორმა გადაკეთდა ან შეიცვალა. „პრაქტიკოსებიდანაც მოდიოდა სურვილი და რეკომენდაცია კანონი მეწარმეთა შესახებ უფრო დეტალური და ცხადი გამხდარიყო, რათა სამეწარმეო ურთიერთობებში მეტი სამართლებრივი სიცხადე ყოფილიყო. ამ კანონპროექტით ქართულ სამართალში ევროკავშირის დირექტივების იმპლემენტაცია ხდება და ამ კანონპროექტით ისეთი ნორმატიული აქტი გვექნება, რომელიც სამეწარმეო ურთიერთობებს უფრო ნათლად მოაწესრიგებს და სასამართლო პრაქტიკას გაადვილებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კანონპროექტის მნიშვნელობა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა შეაფასა.

„ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ამით კიდევ ერთხელ ვუახლოვდებით იმ ძალიან დიდ მიზანს, რასაც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება წარმოადგენს. ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვისაც, რადგან ის კაპიტალის მოზიდვის ახალ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ ვიწყებს კანონპროექტის განხილვის პროცესს, რომელშიც აქტიურად ერთვება კერძო სექტორიც რათა ეს იყოს მათთვის შესაძლებლობა და არა გამოწვევა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კანონპროექტის პრეზენტაციისთვის გამართლ ღონისძიებაზე ახალ ნორმატიული აქტის პროექტზე მოსაზრებები მისმა ავტორებმა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა გამოთქვეს. ფართო ფორმატში კანონპროექტის განხილვები საკომიტეტო სხდომებზე გაგრძელდება.

ყველა სიახლე

11 აპრილი 2021, 10:20

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 17,855 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17,855 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 104 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,887,268 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 78,353 ადამიანი გარდაიცვალა.

11 აპრილი 2021, 10:19

COVID19

სამინისტრო: სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია

გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია, თუმცა შიდა გავრცელება კვლავ არ ფიქსირდება, - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 5-დან 10 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,4%-ს დაუდასტურდა.

11 აპრილი 2021, 10:16

თავდაცვა

43-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის საველე სწავლება ვაზიანის პოლიგონზე

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ასეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა. დასკვნითი შემაჯამებელი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით განხორციელდა.

11 აპრილი 2021, 10:08

რეგიონი

სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში საძიებო სამუშაოებში დამატებითი ძალა ჩაერთო

პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოში მონაწილეობს 6 მყვინთავი - 8 ნავით. წყლის ფსკერს საძიებო სკანერით, ექოლოტით ათვალიერებენ.

11 აპრილი 2021, 09:48

მსოფლიო

თურქეთი უკრაინაში 500 შენობას ააშენებს

თურქეთისა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეცხრე შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინაში ასობით შენობის აშენებას ითვალისწინებს. გამოცემის ცნობით, თურქეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სააგენტო TOKI 500 სახლს ააშენებს ყირიმელი თათრებისთვის.

11 აპრილი 2021, 09:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 აპრილს ქუთაისში წვიმა და +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი და წვიმა, ღამით კი +2 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +10 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

11 აპრილი 2021, 09:02

მსოფლიო

ჩინეთში, მაღაროში ჩარჩენილ 20-ზე მეტ მუშას ეძებენ

ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ფენგუანის დასახლებაში, ქვანახშირის მაღარო დაიტბორა. შედეგად, მიწის ქვეშ 30-მდე ადამიანი აღმოჩნდა. მაშველებმა 29 ადამიანიდან 8-ის ზედაპირზე ამოყვანა შეძლეს, თუმცა 21 მუშა კვლავ დატბორილ მაღაროშია. სამაშველო სამსახურის ცნობით, სამუშაოს რთული რელიეფი ართულებს. მაშველები დატბორილი მაღაროდან წყლის ამოტუმბვასა და ჰაერის მილებით მიწოდებას ცდილობენ.

11 აპრილი 2021, 08:44

მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთით მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 6 ადამიანი. ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკური სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 6.7 მაგნიტუდას შეადგენდა. ხელისუფლებას ცუნამის საფრთხე არ გამოუცხადებია. ბიძგები 10 აპრილს, 07:00 საათზე დაფიქსირდა.

11 აპრილი 2021, 08:26

მსოფლიო

სენტ-ვინსენტზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, კუნძული ფერფლით დაიფარა. ფოტო - ვიდეო

სენტ-ვინსენტზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, კუნძული ვულკანური ფერფლით დაიფარა. ჰაერის გაუარესების გამო, 4 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ვულკანი 1979 წლის შემდეგ პირველად, 2020 წლის დეკემბერში გააქტიურდა. ამ დროის განმავლობაში, ვულკანური ფერფლი შეინიშნებოდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, ამოიფრქვა და მიმდებარე სოფლებში ფერფლიც უფრო აქტიურად გავრცელდა.

11 აპრილი 2021, 08:09

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 52 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 248 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 248 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 3 798 333 შემთხვევა გამოვლინდა, 33 702 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 301 217 - გამოჯანმრთელდა.

11 აპრილი 2021, 00:55

ტექნოლოგიები

Rolls-Royce მსოფლიოში უდიდესი ავიაძრავის შექმნაზე მუშაობს

კომპანია Rolls-Royce-ის სპეციალისტები, მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიაძრავის შექმნაზე მუშაობენ. ამის შესახებ techcult წერს. ახალი ავიაძრავის სიმძლავრე აქამდე არსებული მოდელებისას 25%-ით გადააჭარბებს. სპეციალისტების პროგნოზით, ეს გამოგონება მსოფლიოში რევოლუციური იქნება და მგზავრთა გადაყვანის მიმართულებაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.

ანრი ოხანაშვილი

11 აპრილი 2021, 00:30

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „ტვ ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“: მათი მიზანია, ყველა ხერხით სცადონ საზოგადოებაში ჩემი რეპუტაციული დაზიანება, თუმცა, ყოველ ჯერზე ვამხელ სიყალბეში

თუკი ისინი, საჯაროდ, თუნდაც ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს! წინააღმდეგ შემთხვევაში საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ამ ბინძური ცილისწამებისთვის, - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი რამდენიმე არხზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. როგორც უმრავლესობის წევრი სოციალურ ქსელში წერს, პარტიული მედიები მიზანმიმართულად ცდილობენ მისი რეპუტაციის შელახვას.

11 აპრილი 2021, 00:20

მსოფლიო

კალიფორნიის სანაპიროსთან ოთხი მკვდარი ვეშაპი გამოირიყა

კალიფორნიის სანაპიროსთან ბოლო 9 დღეში ოთხი ნაცრისფერი მკვდარი ვეშაპი გამოირიყა. ვეშაპები სავარაუდოდ გემს შეეჯახნენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა San Francisco Chronicle მეცნიერებზე დაყრდნობით წერს.

11 აპრილი 2021, 00:06

სპორტი

ელ კლასიკო, მადრიდის „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა.

ელ კლასიკო მადრიდის „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა. ესპანეთის „ლა ლიგას“ 30-ე ტურში, სამეფო კლუბმა შინ კატალონიელები, კარიმ ბენზემას და ტონი კროოსის გოლებით, ანგარიშით: 2-1 დაამარცხეს.

ბორის ჯონსონი

10 აპრილი 2021, 23:52

მსოფლიო

ბორის ჯონსონი პრინც ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პრინც ფილიპის დაკრძალვაზე არ მივა. ამის შესახებ Sky News წერს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად შემოღებული შეზღუდვების გამო პრინცი ფილიპის დაკრძალვას მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

10 აპრილი 2021, 23:44

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა

ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თურქეთში ვიზიტით იმყოფება.

თენგიზ ცერცვაძე

10 აპრილი 2021, 23:20

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: COVID19-ის მესამე ტალღა არ უნდა დავუშვათ, ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია

მოჩანს მესამე ტალღის აჩრდილი ევროპის და მეზობელი ქვეყნებიდან, ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია. თუ ყველანი მივაშურებთ ვაქცინაციას, ამით მესამე ტალღას გადავრჩებით, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

10 აპრილი 2021, 23:17

რეგიონი

ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს ორი მუშა დაშავდა

ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში, სამუშაო პროცესის დროს ორი მუშა დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის საბურავი გასკდა, რის შედეგად ამავე საწარმოში დასაქმებულმა ორმა მამაკაცმა სხეული სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. სასწარაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სენაკში, კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

10 აპრილი 2021, 22:56

სამართალი

სოფელ ნამოხვანში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

სოფელ ნამოხვანში, მდინარეში გაუჩინარებულ კაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

10 აპრილი 2021, 22:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს და შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, კორეაში გამგზავრებაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა

აურზაური არაფრის გამო. უფრო სწორად კი, აურზაური აურზაურისთვის. უკვე მერამდენედ, ჩვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკა ამ სამწუხარო კლიშეს ამართლებს. ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს და შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.