imedi /  05 მარტი 2021, 13:27 / სანდო წყარო

რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო EMC-ს მიერ ნამახვანის ჰესის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებას. დეტალურად

გურამ ნიკოლაშვილი

გურამ ნიკოლაშვილი

ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა EMC-ს მიერ ნამახვანის ჰესის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში და ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს პასუხები „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შეაჯამა და პუნქტობრივად გამოაქვეყნა. მისი თქმით, სამინისტროს 20 გვერდიან პასუხში დეტალურადაა განმარტებული თითოეული საკითხი, რომელსაც EMC-ის ცხრა პუნქტიანი პუბლიკაცია ეხება.


▶️ სამინისტრო მიიჩნევს, რომ “არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებსაც კი, რადგან ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნამახვანის ჰესის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სამართლიან და მიუკერძოებელ შეფასებას.


◀️ წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად სპეკულატიურია, სრულიად დილეტანტური და გათვლილია მთლიანად ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა აქტივისტთა ჯგუფების მიერ აგორებული სადისკრედიტაციო კამპანიის ფარგლებში ვითომ კომპეტენტური დოკუმენტის შესაქმნელად, რომელსაც პრეტენზია სამართლებრივ შეფასებასა და კრიტიკაზე აქვს”.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში წარმოჩენილია როგორც EMC-ს “კვლევის” სპეკულატიური ხასიათი, ასევე წარმოდგენილია EMC-ს მიერ კონტექსტიდან ამოღებული თემების დეტალური ანალიზი და მათი რეალური განმარტებაც.


🔽 საკვანძო ამონარიდები კვლევიდან:


🔻EMC-ს პრეტენზია - ნამახვანჰესის ელექტროენერგია 6.2 ცენტი ეღირება, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ენერგო-ბაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.
🟦 სამინისტროს პასუხი - 6.2 ცენტიანი ელექტროენერგია არათუ 15-20 წლის შემდეგ, არამედ ეხლაც იმაზე იაფია, ვიდრე პიკურ მონაკვეთებში იმპორტირებული დენი, რომელთა ფასიც სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით 7-დან 11 ცენტამდეა;
ნამახვანჰესს 6.2 ცენტიანი ტარიფი წლის განმავლობაში მხოლოდ რვა თვეში ეკუთვნის. დღეს არსებული სავაჭრო მოდელით წლიური დათვლით საშუალო შეწონილი ტარიფი ჰესს 4.91 ცენტი გამოსდის;
თუკი მხედველობაში კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადების ოდენობას მივიღებთ, რაც ქვეყანაში პირდაპირ რჩება, ტარიფის ღირებულება კიდევ 1 ცენტით იაფდება.


🔻EMC-ს პრეტენზია - მთავრობა 1 ლარად ყიდის 600 ჰექტარ მიწაზე მეტს.
🟦 სამინისტროს პასუხი - მთავრობა კომპანიას გადასცემს მხოლოდ “საჭირო მიწას”, რომლის დანიშნულებაც დეტალურადაა განმარტებული ხელშეკრულებაში და განკუთვნილია მხოლოდ ჰესის ასაშენებლად. ამ მიწების გამოყენება ვერ მოხდება სხვა დანიშნულებით და შესაბამისი დასაბუთების გარეშე ვერც კომპანია მოითხოვს რაიმე მიწის ნაკვეთის გადაცემას. პროექტის სტრატეგიულობიდან გამომდინარე მიწის გადაცემა ბუნებრივია ხდება შესაბამისი რეჟიმით, რაც პირდაპირ უკავშირდება პროექტის ღირებულებას, რომლის ხელოვნური გაძვირება ვერ მოხდება.


🔻EMC-ს პრეტენზია - მთავრობა კომპანიას ქონების გადასახადისგან ათავისუფლებს.
🟦 სამინისტროს პასუხი - აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. ინვესტორი ჩვეულებრივად გადაიხდის ქონების გადასახადს, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელიც განკუთვნილია გზების მშენებლობისთვის. პროექტის ფარგლებში აშენებული გზები მშენებლობის დასრულებისთანავე გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში. კომპანიის მიერ მომდევნო წლების განმავლობაში ქონების გადასახადი 120 მილიონ აშშ დოლარს უდრის.


🔻EMC-ს პრეტენზია - მთავრობა კომპანიას მდინარე ცხენისწყლის გამოყენების უფლებასაც აძლევს და სახელმწიფო გასწევს ჰესის ჰიდრორესურსით უზრუნველყოფის ხარჯს.
🟦 სამინისტროს პასუხი - მდინარე ცხენისწყალი რიონის აუზს უკავშირდება ლაჯანურჰესის წყალსაცავით და ეს დამაკავშირებელი გვირაბი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოქმედებს. ლაჯანურიდან გამოსული წყლის ხარჯი რიონის ქვედა წელში კონკრეტულ მაჩვენებელს იძლევა და სიცურეა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფო გასწევს რაიმე ხარჯს დამატებით წყლის ნაკადების მოსაზიდად. კომპანიის გათვლა, რითიც მან ტენდერში მიიღო მონაწილეობა, ეფუძნება დღეს არსებულ ჰიდროლოგიურ მონაცემს. კომპენსაცია გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ობიექტური მიზეზით (რაც შეიძლება გულისხმობდეს ლაჯანურჰესის გვირაბის რეაბილიტაციას) დაიკლებს წყლის ნიშნული და ეს დანაკლისი საგრძნობი იქნება ნამახვანჰესის გამომუშავებისთვის.


🔻EMC-ს პრეტენზია - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შეცვლილი კანონმდებლობა მთელ ფისკალურ ტვირთს და მძიმე ვალდებულებებს სახელმწიფოს აკისრებს.
🟦 სამინისტროს პასუხი - აღნიშნული ბრალდება სრული აბსურდია, რადგანაც ნამახვანჰესის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის საქართველოს უკვე ჰქონდა ვალდებულებები აღებული ევროკავშირის წინაშე ასოცირების შესახებ შეთანხმებით, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ვერ იქნება კომპანიისთვის შეცვლილი გარემოებები და სახელმწიფოს არავითარი ფისკალური ტვირთი არ აწვება. ეს რისკი სრულიად დაზღვეულია და EMC-ს პრეტენზია არაკომპეტენტური და აბსურდულია.

     

🔠 ეკონომიკის სამინისტრო EMC-ს მიერ ნამახვანის ჰესის შესახებ გამოქვეყნებულ სპეკულატიურ შეფასებას პასუხობს სამინისტროს 20...

Posted by Guram Nikolashvili on Friday, March 5, 2021

ყველა სიახლე

ჯონ კირბი

20 აპრილი 2021, 11:48

მსოფლიო

პენტაგონი: უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2021, 11:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა

მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ საზოგადოებამ დაინახა ვინ არიან რადიკალები და ვინ - არა.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 აპრილი 2021, 11:37

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი

„გაქცეული პრეზიდენტი და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო დარჩა, ევროკავშირის, ამერიკის, საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ ბრძოლაში და გუშინ კიდევ ერთხელ ღიად დადასტურდა მათი რუსული თამაში. ახლა ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი“, - წერს ბოჟაძე.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2021, 11:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები ასრულებენ გეგმას, რომელიც ოკუპანტი მეზობლის ინტერესებშია

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბოიკოტს აგრძელებენ, ასრულებენ გეგმას, რომელიც ოკუპანტი მეზობლის ინტერესებშია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას ერთადერთი პასუხისმგებლობის აღება უწევთ იმაზე, რომ დესტრუქციაზე უარი უნდა თქვან.

20 აპრილი 2021, 11:36

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,79%-ია

19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 3.24%, ხოლო 7 დღის განმავლობაში 3.92%.

20 აპრილი 2021, 11:20

სამართალი

თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე სროლა იყო

მომხდარის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო.

20 აპრილი 2021, 11:14

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი II ასეულის ფიცის მიღების ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

20 აპრილი 2021, 11:03

ეკონომიკა

„ჯივიპიმ“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

პროექტი მოიცავს 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემის შეცვლა-რეაბილიტაციას. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, ჰიდრანტებსა და ჭებს მოაწყობს.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2021, 11:01

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი

გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მოუწევს თუნდაც ფორმალურად, შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2021, 11:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეას სრული სერიოზულობით ვეკიდები

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

20 აპრილი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 030 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 აპრილი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1792 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 297 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282237, გარდაიცვალა 3 959 პაციენტი.

20 აპრილი 2021, 10:50

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 297 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282 237, გარდაიცვალა 3 959 პაციენტი.

20 აპრილი 2021, 10:44

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 634 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 აპრილი 2021, 10:43

რეგიონი

თიბისის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

თიბისის მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი“ მოეწყო. მეურნეობაში, სადაც 5 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 10 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი. სასათბურე მეურნეობა 2000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე Ma gemme•მაგემე -ს სახელწოდებით ხდება.

20 აპრილი 2021, 10:42

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებსა და საკონდიტროებს ამოწმებს

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. მიმდინარე წელს 578 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2021, 10:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას

გუშინ გაცხადდა ის, რასაც აქამდეც ვამბობდით. ამ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გივი მიქანაძე

20 აპრილი 2021, 10:28

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენ ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის უნიკალური და ახალი მექანიზმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს

სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში მიმდინარე პროცესია, ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ინტეგრაციის უნიკალური და ახალი მექანიზმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს სამოქალაქო ინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულებაში - იქნება ეს ხარისხიანი განათლება, სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, ან სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობები, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

უოლტერ მონდეილი

20 აპრილი 2021, 10:26

მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, უოლტერ მონდეილი 93 წლისა გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, უოლტერ მონდეილი 93 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

გივი მიქანაძე

20 აპრილი 2021, 10:26

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მომხსენებლად აირჩია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე თემაზე - „კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“ მომხსენებლად აირჩია.