imedi /  06 მარტი 2021, 15:10 / სანდო წყარო

შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ეკონომიკური პროფილის მქონე გადაცემების ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სემინარის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა ჟურნალისტებს, 2021 წელს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მან დეტალურად განმარტა დღგ-ის ახალი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, არსებული კრიზისის ფონზე, ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ასევე, შეამცირებს სადავო შემთხვევებს.

მისი თქმით, საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საკუთარი საგადასახადო კანონმდებლობა ევროპულ დირექტივას დამატებული ღირებულების გადასახადის საერთო სისტემის შესახებ.

,,რეფორმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდა 2021 წლიდან, მასშტაბურია. ის ეხება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დღგ-ის მარეგულირებელ ყველა დებულებას, რის გამოც ფაქტობრივად ყველა ეს საკანონმდებლო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. რეფორმის შედეგად საქართველოს დღგ-ის სისტემა გახდება ევროკავშირში მოქმედი დღგ-ის სისტემის მსგავსი, შედეგად, კი სავაჭრო ურთიერთობები ამ ორ სივრცეს შორის იქნება გაცილებით მარტივი და პროგნოზირებადი“, -აღნიშნა მამუკა ბარათაშვილმა.
მედიის წარმომადგენლებს, სპეციალურად მათთვის მომზადებული პრეზენტაციები ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა თაბაგარმა და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლევან ბაინდურაშვილმა წარუდგინეს.
ყურადღება გამახვილდა ისეთი საკითხების განხილვაზე, როგორიცაა: დაქირავებულ პირთა ახალი რეესტრი, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების კონტროლის მექანიზმები, „დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი“ , სავარაუდო დარიცხვის გამოყენების წესები და სხვა. აქვე, გვინდა ავღნიშნოთ კიდევ ერთი პრეზენტაციის შესახებ, რომელიც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის გამარტივებული კრიტერიუმების გაცნობას ემსახურებოდა.
მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება შემდეგი შეხვედრა ონლაინ ფორმატში რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შედგება.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2021, 22:28

პოლიტიკა

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიებმა ხელი მოაწერეს

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიები ხელს აწერენ. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.

არჩილ თალაკვაძე

19 აპრილი 2021, 22:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ველით საქართველოს პარლამენტში ოპოზიციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას

ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ელჩებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი 2021, 22:25

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის

მე ვარ ძალიან ამაყი, რომ დღეს ამ საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ვინაიდან ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტს ეწერება ხელი.

19 აპრილი 2021, 22:24

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ვიცი, უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებ

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო, - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

ბადრი ჯაფარიძე

19 აპრილი 2021, 22:23

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ეს არის დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც მოითხოვდა კომპრომისს ყველა მხრიდან, ჩვენ მოვახერხეთ ეს კომპრომისი გაგვეკეთებინა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

დავით ბაქრაძე

19 აპრილი 2021, 22:21

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ხელს ვაწერ შეთანხმებას, რადგან ეს სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს

ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს შეთანხმება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს სჭირდება და ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა უნდა დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს.

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:16

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა გველოდება

ძალიან მოხარული ვარ, რომ წინ ეს შესაძლებლობა გვექნება, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე. მისივე განცხადებით, ქვეყანას წინ ბევრი გამოწვევა ელის.

კელი დეგნანი

19 აპრილი 2021, 22:09

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც კომპრომისს ეფუძნებოდა

საქართველოს ეყო პოლიტიკური გამბედაობა, ჩაბმულიყო ამ პროცესში. მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც კომპრომისს ეფუძნებოდა“ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

კარლ ჰარცელი

19 აპრილი 2021, 22:06

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: დღევანდელი შეთანხმებით პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში

დღეს მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა, 4 თვის განმავლობაში ფასილიტაციის პროცესში ჩართული ვიყავით და შემდეგ უკვე რამდენიმე თვე მედიაციის პროცესში, რომელიც ბატონი შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და მისი პერსონალური წარმომადგენლის, ბატონ დანიელსონის ჩართულობით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:05

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა გვექნება, ძალიან მნიშვნელოვნი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა, რომელიც გველოდება

ძალიან მნიშვნელოვნი დღეა ყველასთვის, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ელჩებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელბს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

19 აპრილი 2021, 22:04

პოლიტიკა

დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ღონისძიებაში შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობს

პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 21:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: საქართველოს გაუმარჯოს!

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების ხელმოწერას ეხმაურება.

სალომე სამადაშვილი

19 აპრილი 2021, 21:44

პოლიტიკა

შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ორბელიანების სასახლესთან განაცხადა, სადაც დღეს დოკუმენტს ხელი მოეწერება.

მამუკა მდინარაძე

19 აპრილი 2021, 21:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი დღევანდელი დღით გამოწვეულ აგონიაშია

„სააკაშვილი გამოდის ერთ-ერთ არხზე. ცხრა წელია პარლამენტში ვიღაცები მუშაობენო, რას მიაღწიეს ერთი მითხარითო, პაუზა... ჟურნალისტი დუმს... ცოტა ხანში აგრძელებს, „...საქართველოში ერთადერთი, რითაც ხელისუფლება ფუნქციონირებს, არის დაჭერა, ცემა, პროვოკაცია, ეს ხო არ არის ხელისუფლება...“ რა ჰქვია ამას? არაადეკვატურობა? - ცოტაა. გაუკუღმართებული აზროვნება? - სხვა რამესაც ნიშნავს და კარგი, არც ეს. აგონია? - უფრო კი, დღევანდელი დღით გამოწვეული აგონია უფროა“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ირაკლი კობახიძე

19 აპრილი 2021, 21:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნაწილმა უნდა აჩვენოს, რომ მათთვის ევროპული ღირებულებები ძვირფასია

ვფიქრობ, რომ სათანადო რაოდენობა იქნება უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება გაფორმდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის კონსტრუქციულ მიდგომაზე. ოპოზიციის ნაწილმა მაინც უნდა აჩვენოს, რომ მათთვის ევროპული ღირებულებები ძვირფასია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

19 აპრილი 2021, 21:30

პოლიტიკა

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს დღეს მოეწერება ხელი

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერა დღეს გაიმართება. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი პარტია მოაწერს ხელს.

19 აპრილი 2021, 21:27

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 562 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 562 978 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 448 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

19 აპრილი 2021, 21:19

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება.

ვახტანგ ძაბირაძე

19 აპრილი 2021, 21:00

პოლიტიკა

ვახტანგ ძაბირაძე: არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ადგილობრივ არჩევნებზე 43% აღება გაუჭირდება

არ მიკვირს, „ქართულმა ოცნებამ“ დანიელსონის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი და შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს, მათ შორის დიდი სხვაობა არ არის, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტან ძაბირაძემ ONGO-სთან საუბარში განაცხადა. „არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ადგილობრივ არჩევნებზე 43% აღება გაუჭირდეს. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ასე ჩანს, არანაირი პრობლემა არ ექნება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 აპრილი 2021, 20:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ხელოვნური კრიზისის დასრულება საქართველოს გზას გაუხსნის ევროპისკენ და ის ამ საქმეში პირადად იქნება ჩართული

ჩვენ შევხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელიც აღტაცებით შეხვდა იმ ამბავს, რომ„ ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას ხელს აწერს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.