imedi /  23 მარტი 2021, 15:53 / სანდო წყარო

გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაცია უკვე ვიდეოზარით არის შესაძლებელი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს სიახლეს სთავაზობს. უწყებაში უკვე დანერგილ 400-მდე ელექტრონულ მომსახურებას, ამჯერად საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის სერვისი დაემატა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სიახლე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში, შეტანილი ცვლილების შედეგად განხორციელდა.

„შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ვიდეოზარით აქტივაციის მიზნით, უწყების მიერ, ოფიციალურ ვებგვერდზე - https://videocall.rs.ge/

გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაციასთან ერთად მოხდება აღნიშნული პირისთვის ელექტრონული სერვისების გვერდის - eservices.rs.ge აქტივაციაც.

აქვე შეგახსენებთ, რომ ვიდეოზარის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია შემდეგი მომსახურებით სარგებლობა:
• ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია;
• მომხმარებლის პაროლის აღდგენა;
• ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული ტელეფონის ნომრის ცვლილება.

გთავაზობთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=249
https://eservices.rs.ge/Docs/RegistrationHelp.pdf?v1

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაქსიმალურად გამოიყენოთ ელექტრონული სერვისები“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ვიოლა ფონ კრამონი

30 ივლისი 2021, 18:24

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა

„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და უარის თქმამ შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

ეკატერინე დგებუაძე

30 ივლისი 2021, 18:23

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: ჩვენ შევაფასეთ ყველა მხარე და წახნაგი, რომელიც მნიშვნელოვანია ზოგადი განათლებისთვის

10 წლიანი გეგმის ფარგლებში ჩვენი მიზანია ზოგადი განათლების მიმართულებით არ გადაიდგას რეფორმატორული ნაბიჯები. ჩვენ შევაფასეთ ყველა მხარე და წახნაგი, რომელიც მნიშვნელოვანია ზოგადი განათლებისთვის. სკოლას სჭირდება ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, კვალიფიციური მასწავლებელი, საგანმანათლებლო რესურსები და ლიდერი, რომელიც წარმართავს სასწავლო პროცესს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი

30 ივლისი 2021, 18:22

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: ძალიან კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილ რეფორმებს შეასრულებს

ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმები შესრულდება შემდეგ არჩევნებამდე. როდესაც „ქართული ოცნება“ მზად იქნება, რეფორმები განახორციელოს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ეს ნამდვილად არ ამართლებს ხელშეკრულების ცალმხრივ გაუქმებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი

30 ივლისი 2021, 18:18

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: გამოვთქვამთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ასევე, მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობას“, შეუერთდეს დოკუმენტს

გამოვთქვამთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ასევე, მოვუწოდებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შეუერთდეს ამ დოკუმენტს, ეს ასევე დაგვეხმარება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

30 ივლისი 2021, 18:10

COVID19

კვიპროსში, 12-15 წლის ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან

კვიპროსში, 12-15 წლის ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ეკატერინე დგებუაძე

30 ივლისი 2021, 18:10

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე სკოლებში უსაფრთხოებაზე: უნდა დავინახოთ, რა საჭიროებები აქვს მოსწავლეს, როგორც ინდივიდს

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო სკოლებში მოსწავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და რა მიმართულებით განვითარდება უახლოეს წლებში მანდატურის სამსახური.

ეკატერინე დგებუაძე

30 ივლისი 2021, 17:59

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: გვჭირდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლის განათლების ხარისხზე

დაკვირვების საფუძველზე დავინახეთ, რომ აქამდე არსებული მოდელი არ იყო ორიენტირებული მოსწავლეზე. ძირითად შემთხვევებში, მასწავლებელი ორიენტირებული იყო პროფესიულ განვითარებაზე, გარკვეულ ნაბიჯებს დგამდა კრედიტების დასაგროვებლად და ეს არ აისახებოდა მოსწავლის განათლების ხარისხზე. ეს სისტემა სრულად შეიცვლება, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

30 ივლისი 2021, 17:53

ეკონომიკა

საქართველოში კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის

საქართველოში ოპერირებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია იწყებს. ლიბანური ავიაგადამყვანი Middle East Airlines-ი (MEA) მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ბეირუთი - თბილისი - ბეირუთის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

30 ივლისი 2021, 17:47

COVID19

ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსი უკვე 220 ადამიანს დაუდასტურდა

იაპონიის დედაქალაქში,ტოკიოში, სადაც ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობენ, კორონავირუსი კიდევ 27 ადამიანს დაუდგინდა. შედეგად, ოლიმპიურ სოფელში, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 220 შეადგინა. ბოლო გამოვლენილი შემთხვევებიდან, 3 ოლიმპიადაზე მოასპარეზე სპორტსმენია. ყველა მათგანი კარანტინშია გადაყვანილი.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა

"თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ „ლელოსავით“ სამი პროცენტი, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93 პროცენტი რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს თუ დავინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული იმისთვის, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩვენ, ჩვენივე კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. თვითმმართველობის შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეგვიძლია წინა საპარლამენტო არჩევნების გამეორება და გაუმჯობესება, თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კამპანიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლარიზაციის წყარო - „ნაცმოძრაობა“ ხელს არ აწერდა შეთანხმებას, ამიტომ შეთანხმებამ აზრი დაკარგა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების მიზეზი განმარტა. მისი განცხადებით, პოლარიზაციის დასრულებაზე ორიენტირებული შეთანხმება უნდა დაიდოს პოლარიზაციის წყაროსთან, „ნაცმოძრაობამ“ კი შეთანხმებას არ მოაწერა ხელი, შესაბამისად, შეთანხმებამ დაკარგა აზრი.

30 ივლისი 2021, 17:31

მსოფლიო

პარიზის ცენტრში კიდევ ერთი საიუველირო მაღაზია გაძარცვეს, საიდანაც 2 მილიონი ევროს ძვირფასეულობა წაიღეს

პარიზის ცენტრში კიდევ ერთი საიუველირო მაღაზია გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიასთან კოალიციურ პარტნიორობაზე: თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს - ვერა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, შესაძლებელია თუ არა „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობასთან“ ან გიორგი გახარიასთან კოალიციური პარტნიორობის ჩამოყალიბება.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: წარმოდგენილი მერობის კანდიდატები უზრუნველყოფენ სათანადო მენეჯმენტსა და მართვას თითოეულ მუნიციპალიტეტში

როდესაც მერების კანდიდატების შერჩევის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ყველა ფაქტორსა და ყველა გარემოებას. რა თქმა უნდა, მერები პირველ რიგში არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და ისინი უნდა იყვნენ და არიან კიდეც, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მმართველობის დამკვიდრება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მმართველობის დამკვიდრება.

30 ივლისი 2021, 17:13

პოლიტიკა

ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე

პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები დაასახელა.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 17:04

პოლიტიკა

თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განახადა, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ის თავად უხელმძღვანელებს.

30 ივლისი 2021, 16:55

კულტურა

„გუჩის სახლის“ პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

სტუდია Metro-Goldwyn-Mayer-მა რიდლი სკოტის კრიმინალური დრამა „გუჩის სახლის“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

30 ივლისი 2021, 16:48

ეკონომიკა

ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სემეკ-ის საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში და ფინანსურ ანგარიშგებებზე დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა მოისმინეს. კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და შედეგების შესახებ ისაუბრა, რომელთა შორის ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასა და ჰარმონიზაციაზე ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან. მომხსენებელმა მიმოიხილა გასული წლის განმავლობაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში გამოკვეტილი ტენდენციები, ასევე ისაუბრა ფასწარმოქმნასა და სატარიფო რეგულირებაზე.