05 აპრილი 2021, 13:25 / სანდო წყარო

BAG-ი: წიაღით სარგებლობის მარეგულირებელი ნორმები სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას უნდა ემსახურებოდეს

საქართველოს ბიზნესასოციაციაში, გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომელშიც ასოციაციის წევრი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ის სისუსტეები, რომლებიც დღეს წიაღის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის შემაფერხებელი გარემოებებია. აღინიშნა, რომ რეგულაციების სათანადო ცვლილების პირობებში ინდუსტრიას შუძლია ეკონომიკური აღდგენისთვის მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა.

გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრმა კომპანიებმა ისაუბრეს კონკრეტულ პრობლემებზე, მათ შორის, რეგულირების საფასურის არსებული სახით მიზანშეწონილობაზე, წიაღის მოსაკრებლის გამოთვლის წესზე, მარაგების კომისიასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, სამთო მინაკუთვნისა და კერძო საკუთრების პრობლემებზე. საბოლოოდ, კომპანიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მოამზადებენ იმ პრობლემების სრულ სიას, რომელთა რეფორმაც უახლოეს პერიოდში აუცილებელი იქნება სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მისაღებად.

„საქართველოს ბიზნესასოციაცია, ბოლო პერიოდია, აქტიურად მუშაობს იმ სექტორებთან, რომელთა საინვესტიციო აქტივობამ შესაძლოა დადებითი ეკონომიკური ეფექტი მოგვიტანოს ძალიან მოკლე ვადებში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება წიაღის სექტორია, სადაც, მართალია, უკვე არსებობს კონკრეტული ხედვა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის სახით, თუმცა 2019 წლის შემდეგ სტრატეგიის იმპლემენტაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. შესაბამისად, ჩვენი საერთო მიზანია, ამ სექტორში მოღვაწე კომპანიების აქტიური ჩართულობით დავიწყოთ აქტიური პროცესი, რომელიც დააჩქარებს რეფორმას და სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას მნიშვნელოვნად გაზრდის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2021, 15:58

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი: „ტვ პირველი“ ქართული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობასა და სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას განაგრძობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ქართული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობასა და სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას.

იაგო ხვიჩია

23 აპრილი 2021, 15:45

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ძირითად პუნქტებზე შეთანხმება მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, გამძლეობაში ვარჯიშია

ჩემი აზრით, მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება ძირითად პუნქტებზე მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, ციხეში ჯდომა გამძლეობაში ვარჯიშია, რამდენ ხანს გავძლებთ ციხეში. ამას პოლიტპატიმრობასთან კავშირი არ აქვს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ გირაოს იხდის, რათა გარეთ გამოვიდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

23 აპრილი 2021, 15:42

პოლიტიკა

მაია ბითაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

„ელჩს გავაცანით ჩვენი კომიტეტის გეგმები და პრიორიტეტები, როგორებიცაა ეკონომიკის მწვანე განვითარება და გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალიზაცია დიდ ქალაქებში, ასევე განვიხილეთ პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები, განსაკუთრებით ენერგოეფექტურობის და სეპარაციის საკითხებთან დაკავშირებით. განვიხილეთ ის ძირითადი მიმართულებები, რაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახალ სისტემებს ეხება ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე”. - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვახტანგ მეგრელიშვილი

23 აპრილი 2021, 15:37

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: არც ბერკეტი და არც სურვილი არ გაგვაჩნია, რომ თამარ ჟვანიას გათავისუფლებისთვის მისხალი ენერგია დავხარჯოთ

„ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ასეთი კრიზისის პროვოცირებაში ვინც არის დამნაშავე, ის თვითონაც იგრძნობდა პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენი შეთანხმება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეა, ვიდრე ცესკო- ს თავმჯდომარის გადადგობა-არგადადგომაა. წესრიგი, რომელიც იქნება შემდეგი არჩევნების შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანი“.

დავით ნარმანია

23 აპრილი 2021, 15:37

ეკონომიკა

დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო

ასევე, შეხვედრის მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამომავლო სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა სემეკის წარმომადგენელმა, ზვიად გაჩეჩილაძემ. მან ყურადღება გაამახვილა „ანბანდლინგის“ (განცალკევება) პროცესზე, გადამცემი და განაწილების სისტემების საქმიანობების განცალკევების აუცილებლობაზე.

23 აპრილი 2021, 15:36

მსოფლიო

ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს აძევებენ.

ირაკლი ბერაია

23 აპრილი 2021, 15:28

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: შალვა ლომიძე მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა

„ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ შალვა ლომიძეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტზე. ჩვენი უსაფრთხოების გარემო საკმაოდ კომპლექსური და დინამიკურია, სადაც დაზვერვის სამსახურს უწევს საფრთხეებსა და გამოწვევებზე წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება, მათი პროგნოზირება და სხვადასხვა მაღალი სირთულის ამოცანის შესრულება. სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობა პირდაპირ აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე“ - აღნიშნავს ირაკლი ბერაია.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 15:23

COVID19

„სინოფარმით“ სავარაუდოდ, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანები აიცრებიან

„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ლევან იზორია
ნორბერტ როტგენი

23 აპრილი 2021, 15:21

პოლიტიკა

ლევან იზორია ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მხარეებმა ისაუბრეს ასევე რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე და გერმანიისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერისა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე

23 აპრილი 2021, 15:18

რეგიონი

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე ოკუპანტები დღესაც გამოჩნდნენ

​​​​​​​დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დღესაც გამოჩნდნენ. მათ ტექნიკა იმ ადგილას ჰყავდათ გამოყვანილი, სადაც 20 აპრილს ხის საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს და ხნულები გაავლეს. პროცესს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც აკვირდებოდა. ბოძები 400 მეტრის სიგრძეზე, უკვე არსებული ე.წ. სასაზღვრო ბანერებიდან რამდენიმე მეტრშია განთავსებული.

23 აპრილი 2021, 15:10

პოლიტიკა

დმიტრო კულება: საქართველოსა და უკრაინას ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ თბილისს და ანალოგიურად, თბილისს შეუძლია ჰქონდეს კიევის იმედი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მინისტრებმა განიხილეს უკრაინის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ისევე როგორც ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 15:07

COVID19

ამირან გამყრელიძემ დაასახელა, რომელ ქალაქშია ვაქცინაციაზე ყველაზე მეტი მომართვიანობა

ჩვენ წელს ერთად უნდა შევაგროვოთ დაახლოებით 3.5-3.9 მილიონი დოზა ვაქცინა, რომ ორჯერადად ავცრათ მილიონ 700 ათასამდე ადამიანი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „თუ ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წლის ბოლოს წერტილს დავუსვამთ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებას, კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას, თანდათან ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რითმს დაუბრუნდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლადო პაპავა

23 აპრილი 2021, 14:58

პოლიტიკა

ლადო პაპავა: დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი - დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო

ეკონომისტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც კი მთავრობიდან წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი და მის ადგილზე კვირიკაშვილი მოვიდა, აღნიშნული სტრატეგია შეიცვალა პრიმიტიული ოთხპუნქტიანი გეგმით.

23 აპრილი 2021, 14:58

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტს 9 აპრილს დაღუპულებისა და ირაკლი ბათიაშვილისთვის გმირების წოდების მინიჭების ინიციატივით მიმართეს

მიენიჭოთ 9 აპრილს დაღუპულ ახალგაზრდებს გმირის წოდება - ამ ინიციატივით დღეს საქართველოს პრეზიდენტს ხათუნა ხოფერიამ მიმართა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ექსკლუზიური უფლება აქვს, მიანიჭოს გარდაცვლილებს საქართველოს ეროვნული გმირის საპატიო წოდება.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 14:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს

„საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. საქართველო და უკრაინა სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე დგანან. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

23 აპრილი 2021, 14:50

საზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მხედველობის ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ პროგრამაში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მორიგ ჯგუფს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ.

ლადო პაპავა

23 აპრილი 2021, 14:43

პოლიტიკა

ლადო პაპავა: ირაკლი ღარიბაშვილს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა წარმატებული აღმოჩნდეს

ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდგინდებოდა, მე მასთან მქონდა 1-საათიანი, ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაზე, გეგმაზეც და მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ სტრატეგიის გამოყენება, - ამის შესახებ, ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ, ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

23 აპრილი 2021, 14:40

მსოფლიო

რუსეთმა ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო წვრთნებში მონაწილე ჯარების გაყვანა დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო წვრთნებში მონაწილე ჯარების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

დავით სერგეენკო

23 აპრილი 2021, 14:38

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ამნისტია ვრცელდება გარკვეულ მუხლებზე

ხელმომწერი პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების, ზოგი მათგანის მოსაზრება იყო, რომ ამნისტია, როგორც ასეთი, უნდა გავრცელდეს კონკრეტულ ადამიანებზე. ეს ნონსენსია და ვერ მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 14:35

COVID19

ამირან გამყრელიძე: ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში, სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ

საპატრიარქოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ წინასააღდგომო პერიოდი იყოს უფრო მოკრძალებული, რამდენადაც შესაძლებელია, ანუ ტაძრებში ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები: პირბადე, დისტანცია, არაგადაჭედილი ტაძრები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან მოსახლეობას მოუწოდა, ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში სასაფლაოებზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეს.