IMEDI /  05 აპრილი 2021, 17:18 / სანდო წყარო

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლიენუსმა.

მან ლაშა ხუციშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრად დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება, საშუალო და მცირე საწარმოების ხელშეწყობა, განათლება, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა - ეს ის მიმართულებებია, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფინანსდება.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოთქვეს იმედი, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის აღდგენა.

ყველა სიახლე

ზაალ უდუმაშვილი

20 აპრილი 2021, 15:10

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ციხეში იმყოფება, მანამდე პარტიაში არანაირი შეთანხმებას არ განვიხილავთ

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ციხეში იმყოფება, მანამდე პარტიაში არანაირი შეთანხმებას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელთან შეხვედრაზე მისულები მათ პოზიციას გააცნობენ.

20 აპრილი 2021, 15:08

პოლიტიკა

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშოროსო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. შარლ მიშელი ვიზიტს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყებს, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

20 აპრილი 2021, 15:00

რეგიონი

მაშველებმა თრუსოს ხეობაში კაცი გადაარჩინეს

შეტყობინების მიღებისთანავე, კაცის დასახმარებლად გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. რთული რელიეფის და უამინდობის გამო, მოქალაქის ადგილსამყოფელისკენ გაემართა მაშველთა ქვეითი ჯგუფი. ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოხერხდა კაცის დროულად პოვნა და სამაშველო მანქანამდე უვნებლად ჩამოყვანა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

20 აპრილი 2021, 14:59

საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა

პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა. თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო შეფერხდა პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების პროცესი.

იდრის დები იტნო

20 აპრილი 2021, 14:55

მსოფლიო

ჩადის პრეზიდენტი, იდრის დები იტნო გარდაიცვალა

ჩადის პრეზიდენტი, იდრის დები იტნო გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France Press-ი ჩადის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიოლა ფონ კრამონი

20 აპრილი 2021, 14:54

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: ქართველი ამომრჩეველი რომ ვყოფილიყავი, ხმა მიმეცა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათ კი გაეგრძელებინათ ბოიკოტი ძალიან კარგი კომპრომისის შემდეგაც, ჩავთვლიდი, რომ მიღალატეს

დიდი ნაბიჯი გადაიდგა. მოხარული ვარ, რომ გუშინ საბოლოოდ პროგრესი იქნა მიღწეული. მოხარული ვიყავი, მეხილა, ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში. მას თითქმის ყველა ესწრებოდა, ატმოსფერო კი იყო მეგობრული და არა მტრული, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერის გაფორმება შეაფასა.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 14:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირი ნამდვილად ის სივრცეა, სადაც ერთიანობის დემონსტრირება ხდება - საქართველო ამ ერთობის ნაწილია

გუშინ ჩვენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა, ხელი მოვაწერეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს და მომავალ კვირას, პარლამენტი იქნება წარმოდგენილი ისე, როგორც ის ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიეს - ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესის მიმართვას რეალურ გამოწვევებზე და დაპირისპირების ნაცვლად, აქტიური პოლიტიკური დებატის და დისკუსიის უზრუნველყოფას. საქართველო განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევრონესტის რიგით მეცხრე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, რათა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მეტ პროგრესს მიაღწიოს.

20 აპრილი 2021, 14:48

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის სწრაფად აღდგენისათვის აუცილებელ ღონისძიებებს, რომელთა შორისაა: ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძო სექტორის ხელშეწყობა, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

ზურაბ რთველიაშვილი

20 აპრილი 2021, 14:41

საზოგადოება

პოეტი და პერფორმერი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი და პერფორმერი, დადა-მეფე ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად.

ანგელა მერკელი

20 აპრილი 2021, 14:38

მსოფლიო

ანგელა მერკელი: გერმანიის მთავრობა ძალიან შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობით

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა ძალიან შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

იაგო ხვიჩია

20 აპრილი 2021, 14:37

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: შარლ მიშელის ვიზიტი განწირულია, რომ მისი ბენეფისი იყოს, ეს დოკუმენტი უნდა გამოვიყენოთ როგორც ეროვნული შერიგების სიმბოლო

შარლ მიშელის ვიზიტი განწირულია იმისთვის, რომ მისი ბენეფისი იყოს. ეს ვიზიტი ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებული იქნება და ჩვენ მას ტაშს დავუკრავთ. ის ამას იმსახურებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შედგენილი დოკუმენტი პარტიებმა „ეროვნული შერიგების სიმბოლოდ“ უნდა გამოიყენონ.

გურამ მაჭარაშვილი

20 აპრილი 2021, 14:37

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს კურსი ევროინტეგრაციისკენ კვლავ ურყევია.

გრიგოლ ვაშაძე

20 აპრილი 2021, 14:34

პოლიტიკა

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი გრიგოლ ვაშაძემაც მოაწერა

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემაც მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

კახა კალაძე

20 აპრილი 2021, 14:28

პოლიტიკა

თბილისის მერი: კახა კალაძეს არაფერი სჭირს საიმისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ

„კახა კალაძეს არაფერი სჭირს საიმისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდთან შეერთებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ნაადრევია საუბარი მერობის კანდიდატებზე და მმართველი პარტია ყველა მათგანს, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატებს არჩევნებამდე 1 - 1,5 თვით ადრე დაასახელებს.

კახა კალაძე

20 აპრილი 2021, 14:24

პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველოში ჩამოსვლაზე სააკაშვილის განცხადებებს უკვე იუმორი დაჰკრავს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით უკვე იუმორისტულია, რადგან სააკაშვილს ჩამოსვლის შესახებ არაერთხელ უსაუბრია. „ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას, თუ ის გარისკავს, მოახერხებს ჩამოსვლას, თუმცა ამაში ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რადგან არაერთი განცხადება მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებებს უკვე იუმორის გრძნობა დაჰკრავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იაგო ხვიჩია

20 აპრილი 2021, 14:22

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეიცვალოს რიტორიკა ოპონენტების, პოლიტიკური პროცესების მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ფიზიკურად სვლა

მისივე თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა შეიცვალოს რიტორიკა და დამოკიდებულება ოპონენტების, პოლიტიკური პროცესების მიმართ, საკუთარი თანაგუნდელების მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ფიზიკურად სვლა.

კახა კალაძე

20 აპრილი 2021, 14:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები

„ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით. როდესაც ამის დრო მოვა, პირობას გაძლევთ, პირველი გაიგებთ ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან, თუ ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები, ასევე საკრებულოების მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით. არჩევნები არის შემოდგომაზე, კანდიდატების წარდგენა კი ხდება 1-1.5 თვით ადრე. ჯერ თავს შევიკავებდი ამაზე საუბრისგან, ჯერ არც ოპოზიცია საუბრობს ამაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

20 აპრილი 2021, 14:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: ამ ხელმოწერით ჩვენმა ქვეყანამ და დემოკრატიამ გაიმარჯვა

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩართულობისთვის. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო, რომ შეთანხმება მიღწეულიყო. იყო კომპრომისები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად პოლიტიკაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს ქვეყანაში, გამოწვევები, ძალიან სწრაფად იქნეს დაძლეული“.

ალეკო ელისაშვილი

20 აპრილი 2021, 14:11

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სააკაშვილზე: აი, ეს რევოლუციაზე მეოცნებე კაციც მიხვდა, რომ რევოლუციებისა და არეულობების დრო დამთავრდა

აი, ეს რევოლუციაზე მეოცნებე კაციც მიხვდა, რომ რევოლუციებისა და არეულობების დრო დამთავრდა. საქართველოს მომავალზე შეთანხმების დროა, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე. მისი თქმით, პოლიტიკა უნდა იყოს და იქნება ხალხსა და ქვეყანაზე ზრუნვა.

კახა კალაძე

20 აპრილი 2021, 14:09

პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე

„საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ეს იყო შეთანხმების ნაწილი. მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე. მან უნდა გადაიხადოს გირაო და გირაოს გადახდის შემთხვევაში, დღესვე გამოვა გარეთ. რაც შეეხება რურუას, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გააკეთა განმარტებები და ჩვენი მხრიდანაც იყო განცხადებები", - აღნიშნა კახა კალაძემ.