imedi /  06 აპრილი 2021, 11:52 / სანდო წყარო

ენერგეტიკის განვითარების ფონდი: სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ „ნამახვანიჰესის" პროექტის კონკურსთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლოა

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, „ნამახვანი ჰესის" პროექტის განმახორციელებელი კომპანია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ შეირჩა გაუმჭვირვალედ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ავრცელებს.

ფონდის დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, ახლაც სრულად უფლებამოსილია ჩაატაროს მსგავსი ტენდერი.

მისივე თქმით, აღნიშნული ტენდერი 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტროს ინსტრუქციებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა.

„რაც შეეხება სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოთქმულ კიდევ ერთ უსაფუძვლო ბრალდებას, რომ კომპანიის შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, მინდა განვმარტო, რომ ტენდერში 26 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია მონაწილეობდა. ერთადერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც „ქლინ ენერჯი გრუპი“ შეირჩა, ყველაზე დაბალი ფასი იყო", - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ასევე ტყუილია და უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს ინვესტორი შეიცვალა და ახალი ინვესტორიც ჩანაცვლდა.

„განაცხადების გაკეთების დროს კომპანიის დამფუძნებლები გახლდნენ ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპი" და თურქული კომპანია "ენკა", რომელიც დღესაც წარმოადგენს „ნამახვანი ჰესის" ინვესტორ კომპანიას", - აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.

ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თქმით, მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდება, თითქოს, ხელშეკრულების პირობების მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს ინტერესებს არავინ იცავდა.

„მოლაპარაკების დროს პროცესში ჩართულები იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალკვალიფიციური იურისტები, ასევე სახელმწიფომ დაიქირავა საერთაშორისოდ აღიარებული და წარმატებული იურიდიული კომპანია White & Case, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო პროცესში და მონაწილეობდა მოლაპარაკებების მთელ პერიოდში, რომელიც წარმატებით დასრულდა 2019 წლის აპრილში და დაიდო იმპლემენტაციის ხელშეკრულება. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, „ნამახვანი ჰესის" კასკადის ტენდერის პროცედურები სრულად გამჭვირვალე იყო, შეესაბამებოდა არსებულ კანონმდებლობას და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ გავრცელებული ყველა ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია", - აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.

ყველა სიახლე

პროკურატურა

18 აპრილი 2021, 13:18

სამართალი

პროკურატურამ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ნ.წ. -მ ხმოვანი პისტოლეტით, სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ერთ-ერთ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული სერვისცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი.

18 აპრილი 2021, 12:55

სამართალი

მესტიის მუნიციპალიტეტში პოლიციელებს სცემეს

მესტიის მუნიციპალიტეტის, ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში პოლიციელებს სცემეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევაა. ადგილობრივები სამართალდამცავების მოწოდებას, რომ სახლში წასულიყვნენ, არ დაემორჩილნენ, რასაც ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის მონაწილე ხუთი ადგილობრივიდან, სამი დაკავებულია. ორ პირს ამ დრომდე ეძებენ.

ამირან გამყრელიძე

18 აპრილი 2021, 12:54

COVID19

ამირან გამყრელიძე: „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება.

ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი

18 აპრილი 2021, 12:49

პოლიტიკა

სენატორები: აუცილებელია, ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად, ევროკავშირთან და შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს

„იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება“, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა უფროსმა წევრმა, სენატორმა რონ ჯონსონმა „ამერიკის ხმისთვის“ გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნეს.

18 აპრილი 2021, 12:38

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,632 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8,632 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 4,702,101-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 389 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვი კი 105,582-მდე გაიზარდა.

ამირან გამყრელიძე

18 აპრილი 2021, 12:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება, არ არის გამორიცხული, ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში

ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება და არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ჰუბერტ ქნირში

18 აპრილი 2021, 12:14

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: მოხარული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ დანიელსონის გეგმას დაეთანხმა

„მოხარული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა დანიელსონის გეგმას. გეგმის ცალკეული პუნქტები კარგ ნაბიჯებს წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარებისათვის“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. მის კომენტარს გერმანიის საელჩო ავრცელებს.

18 აპრილი 2021, 12:06

საზოგადოება

ულამაზესი ცხოველები და ფრინველები საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან. ფოტოკოლაჟი

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არაერთი ცხოველი და ფრინველი ხვდება ფოტოხაფანგებისა თუ ფოტოგრაფების ობიექტივში. გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ნათია თურნავა

18 აპრილი 2021, 11:55

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი პოლიტიკა ​სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისკენაა მიმართული

„ჩვენი პოლიტიკა ​სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისკენაა მიმართული. პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი გრანტი გაიცა ახალგაზრდა ნიჭიერ სტარტაპერებზე, რომლებმაც განავითარეს არაერთი ინოვაციური იდეა და პროექტი, რომელთაც ყურადღება მიიპყრეს ყურადღება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც, მათ შორის, აშშ-ში, სილიკონ ველიზე. ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 4 ამერიკელ ინვესტორს შორის“.

18 აპრილი 2021, 11:21

COVID19

მკაცრი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, კანადაში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

მკაცრი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, ტორონტოში საპროტესტო მსვლელობა გამართეს. კანადელები სკოლების, რესტორნებისა და არასასურსათო მაღაზიების გახსნას, ასევე საავადმყოფოებში არასასწრაფო გეგმიური ოპერაციების დაშვებას მოითხოვენ. უმკაცრესი კოვიდრეგულაციები კანადაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ფონზე, რამდენიმე კვირაა მოქმედებს. ქვეყენაში ახალი დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებელი რვა ათასს აღემატება.

18 აპრილი 2021, 11:19

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 10,282 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10,282 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 250 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1,936,228 შემთხვევა დადასტურდა, 39,786 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,482,079 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

18 აპრილი 2021, 11:16

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 547 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 547 ადამიანს დაუდასტურდა, 19 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 208,520 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,878 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 187,466.

18 აპრილი 2021, 11:08

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალ მეურნეობაში სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე იმყოფებოდნენ.

18 აპრილი 2021, 11:04

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 437 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 437 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 122 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

18 აპრილი 2021, 10:59

საზოგადოება

„ვიზეარმა“ საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა. მათივე ცნობით, გვიან ღამით, პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა.

18 აპრილი 2021, 10:56

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,35 %-ია

17 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.35 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში 2.98%, ხოლო 7 დღის განმავლობაში 3.41%.

18 აპრილი 2021, 10:54

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 512 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 512 პირი, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში - 69, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 7, იმერეთში - 6. 439 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში. 7 057 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3.

18 აპრილი 2021, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 465 თბილისში, 75 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა - 75, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 478, საიდანაც: 2 982 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371.

18 აპრილი 2021, 10:51

პოლიტიკა

დღეს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ „იმედინიუსს“ ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00 საათზე დაიწყება.

18 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 818 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 783 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 295 358 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 280 915, გარდაიცვალა 3 939 პაციენტი.