Imedi /  08 აპრილი 2021, 16:46 / სანდო წყარო

დავით მირცხულავა: მრავალ ქვეყანაში აქტიურ პროცესშია „მე-4 ენერგეტიკული გადასვლა“, რომელიც თანდათანობით წიაღისეულ საწვავის გამოყნებაზე უარს ნიშნავს

დავით მირცხულავა

დავით მირცხულავა

ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად განათლებულმა ადამიანმა იცის და რა თქმა უნდა, კვალიფიციურმა გარემოს დამცველმა, 2023 წლიდან ევროკავშირს იმპორტირებულ ნებისმიერ პროდუქციაზე ნახშირბადული გადასახადი (ნახშირბადული კვალი) შემოაქვს, - ამის შესახებ ენერგოსექტორის ექსპერტი დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თმით, მთელი მსოფლიო საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. მრავალ ქვეყანაში უკვე აქტიურ პროცესშია „მე-4 ენერგეტიკული გადასვლა“ (Energy transition), რომელიც თანდათანობით წიაღისეულ საწვავზე უარს ნიშნავს, „ჩვენ კი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას გვთავაზობენ თუ „გვაიძულებენ“.

„ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე მოძრაობა „არა ჰესების“ კიდევ ერთი მხარდამჭერის წერილი, რომელიც ქვეყანას, ქართულ ენერგეტიკას სთავაზობს აზერბაიჯანული „უფასო გაზით, რომელიც გვერგება“ (ეს ტრანზიტის გადასახადია და ბუნებრივია, უფასო არ არის) გამოყენებით, დამატებითი თბოსადგურის(ების) მშენებლობას ჯერ 800 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზით 4 მილიარდი კვტ.სთ ენერგიის მიღებას, შემდეგ თანდათანობით 1,5 მილიარდი მ3 გაზის დაწვას თბოსადგურებში და ასე ქვეყნის მომავალი ელექტროენერგიის დეფიციტის დაფარვას. შედეგად, ქვეყანაში „გიგანტური“, ალბათ საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობის თემის „დასრულებასა“ და გადასვლას თბოგენერაციაზე.

მართლა საოცარია! მთელი მსოფლიო საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს სხვა გადასვლას აპირებს: მრავალ ქვეყანაში უკვე აქტიურ პროცესშია „მე-4 ენერგეტიკული გადასვლა“ (Energy transition), რომელიც მარტივად ნიშნავს თანდათანობით უარს წიაღისეულ საწვავზე, ჩვენ კი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას გვთავაზობენ თუ „გვაიძულებენ“. ვთვლიდი და ვიცი (და ვიცნობ), რომ ჩვენ ქვეყანას ჰყავს კვალიფიციური გარემოს დამცველებიც, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ის, რაზეც ახლა მინდა ვისაუბრო. აი „არა ჰესების“ ექსპერტებმა და მხარდამჭერებმა კი ეჭვი მეპარება, რომ ეს იცოდნენ...

ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად განათლებულმა ადამიანმა იცის და რა თქმა უნდა, კვალიფიციურმა გარემოს დამცველმა, რომ ორ წელიწადზე ნაკლებში, 2023 წლიდან ევროკავშირს შემოაქვს იმპორტირებულ ნებისმიერ პროდუქციაზე ნახშირბადული გადასახადი (ნახშირბადული კვალი). ეს კი ნიშნავს: თუ პროდუქცია დამზადებული იქნება იმ ელექტროენერგიის გამოყენებით, რომელიც გენერირებულია ნახშირის ან გაზის თბოსადგურზე, ამ პროდუქციაზე გადასახდელი იქნება ნახშირბადული გადასახადი. აღსანიშნავია, რომ ეს გადასახადი არ შევა კონკრეტული ქვეყნის ბიუჯეტში, არამედ გადაირიცხება სპეციალურ გლობალურ ფონდში და მისი გახარჯვა მოხდება სპეციალური კლიმატურ პროგრამებზე. ბუნებრივია, შემოღებული გადასახადი ძალიან გაზრდის ნებისმიერი პროდუქციის თვითღირებულებასა და როგორც უწოდებენ „ჭუჭყიანი“ ელექტროენერგიის საშუალებით დამზადებული პროდუქცია იქნება გაცილებით ძვირი და მას ძალიან გაუჭირდება, საერთოდ შეუძლებელი გახდება, ბაზარზე კონკურენცია. ეს გადასახადი შეეხება ნებისმიერ პროდუქტს, არის ეს ტანსაცმელი, ქიმიური პროდუქცია, ფეროშენადნობი, აზოტოვანი სასუქი თუ ფოლადი და ასე შემდეგ. ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტი მაღალი „ნახშირბადის კვალით", მაგალითად, ნავთობის, გაზის, ლითონების, ცემენტის, სასუქის და ა.შ. მათთვის განსაზღვრული იქნება სათბური გაზის ემისიების ლიმიტი, ევროკავშირის სტანდარტებით. თუ ისინი გადააჭარბებენ ამ ლიმიტებს, ექსპორტიორი აუცილებლად გადაიხდის გადასახადს. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს გლობალური ბაზრების გადახედვას. ქვეყნები, ვისაც ამის შესაძლებლობები აქვთ, დაიწყეს (დაიწყებენ) სწორედ „სუფთა მწვანე ენერგიით“ დამზადებული პროდუქციით, ახალი ნიშის ძებნას ამ ბაზრებზე. უამრავი ქარხანა და მისი მფლობელი მსოფლიოში შეეცდება და უკვე ცდილობს შეარჩიოს თავისი წარმოებისათვის ისეთი ადგილმდებარეობა, სადაც ექნება განახლებად ენერგიით მიღებულ ელექტროენერგიაზე წვდომა და ეს პროცესი უკვე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს (ჩვენ კი ჰესების მაგიერ, „გარემოს დამცველები“ დიდ მასშტაბურ თბოსადგურებს გვთავაზობენ!!!,).

რეგიონის ქვეყნებთან შედარებით (აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი) საქართველოში დამზადებულ, შექმნილ პროდუქციას ნახშირბადული კვალი ექნება გაცილებით ნაკლები, რადგან ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ენერგეტიკა მეტადაა დამოკიდებული გაზის, ნახშირის გენერაციაზე. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს რეალურად გააჩნია აშკარა, დიდი სასტარტო უპირატესობა და დიდი შანსი, ზემოთ ჩამოთვლილ მეზობლებთან შედარებით, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს წინაპირობები, რადგან ჩვენი გენერაციის თითქმის 80% მოდის სწორედ განახლებად ენერგიაზე ჰიდროსადგურებსა და ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ქარის სადგურზე.

ნახშირბადული გადასახადის შემოღებით გაჩენილი ახალი რეალობის გათვალისწინებითა და თავისი ბუნებრივი პოტენციალური ენერგეტიკული რესურსებით, საქართველოს აქვს უდიდესი პერსპექტივა მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით განახლებადი ენერგიის რესურსის ათვისების შემთხვევაში მიაღწიოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, სიღარიბის დაძლევას, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას. ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ხაზი გაუსვა: ენერგეტიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა დღეს არის არა ეკონომიკური მიმზიდველობა ენერგიის წყაროების, არამედ ახალი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი „ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან“.

აქ მინდა, როგორც ყოველთვის, მაგალითიც მოვიყვანო (თუმცა, ჩვენთან სხვის მაგალითზე ნაკლებად სწავლობენ. სხვის მაგალითზე კი არა საკუთარ შეცდომას უამრავჯერ ვიმეორებთ, მაგრამ მაინც... ჯიუტად მჯერა, მაგალითის მოყვანა შედეგს მოიტანს) და რამდენიმე სიტყვა ვთქვა ნორვეგიაზე, ქვეყანაზე, რომელსაც უდიდესი მარაგები აქვს ნავთობის, ბუნებრივი გაზის და მაქსიმალურად ცდილობს ეს რესურსი ქვეყნის შიგნით მინიმალურად გამოიყენოს. მისი მთელი ენერგიის გენერაცია კი განახლებადი ენერგიის წყაროებს უკავშირდება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჰიდროენერგეტიკას. ნორვეგიაში გენერირებული 149 მილიარდი კვტ.სთ-დან 143 მილიარდი კვტ.სთ მოდის ჰიდროენერგეტიკაზე (ჩვენი ჰიდროს 9 მილიარდი კვტ.სთ ძალიან მორიდებულად გამოიყურება), 2,1 მილიარდი კვტ.სთ ქარზე, 0,2 კვტ.სთ გეოთერმიაზე.

ამ ბოლო დროს სწორედ ნახშირბადული გადასახადი შემოღებასთან დაკავშირებით, ნორვეგიაში ხაზს უსვამენ ჰიდროენერგეტიკის კიდევ ერთ უპირატესობას - მის კლიმატურ ნეიტრალურობას. ნორვეგიის სამეფოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი ჰიდროელექტრო სადგურების როლი 21-ე საუკუნეში გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გეგმები ეტაპობრივად უარი თქვან წიაღისეული ენერგიის გამოყენებაზე ელექტროენერგიის მისაღებად, ნორვეგიულ ჰიდროენერგეტიკას რეგიონში პერსპექტივებს გაცილებით უზრდის. მაგალითად, შვედეთსა და ფინეთში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაიზრდება ნორვეგიის ჰიდროელექტროსადგურის პოტენციალის გამოყენების წილი. ჰიდროგენერაციის ზრდა კი ხელს უწყობს ეკონომიკის მასთან დაკავშირებულ სექტორებსა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - წერს მირცხულავა და ნორვეგიის ჰესების რუკას აქვეყნებს.

ყველა სიახლე

გრიგოლ ლილუაშვილი

14 აპრილი 2021, 21:49

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ სამსახურის 2020 წლის ანგარიში წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოხსენების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ენტონი ბლინკენი

14 აპრილი 2021, 21:36

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკელებთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკელებთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

14 აპრილი 2021, 21:28

ეკონომიკა

ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge ტექნიკური შეფერხება უპრეცედენტოდ მაღალმა აქტივობამ გამოიწვია

სახელმწიფო პროგრამა “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში მიმდინარე ელექტრონული აუქციონების დასრულებას მაღალი აქტივობის გამო ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, - ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

უილიამ ბერნსი

14 აპრილი 2021, 21:17

მსოფლიო

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების კონცენტრირება უკრაინაში შეზღუდული შეჭრის საფუძველი შეიძლება გახდეს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი მიიჩნევს, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების კონცენტრირება უკრაინაში შეზღუდული შეჭრის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ჯეიმს აპატურაი

14 აპრილი 2021, 21:17

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ტერიტორიული კონფლიქტებს არ უმოქმედია და ვერ იმოქმედებს

საქართველოს დიდი ხანია ტერიტორიული კონფლიქტების გამოწვევა აქვს, მაგრამ ამას არ უმოქმედია და ვერ იმოქმედებს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებზე. ამ გამოწვევის მიუხედავად, ნატოს არასდროს დაუხევია უკან და არ დაიხევს საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერის საქმეში, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კიკნაველიძე

14 აპრილი 2021, 21:15

პოლიტიკა

ირაკლი კიკნაველიძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა

მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს, ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას ამ პარტიის ქოლგის ქვეშ. ეს პარტია საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და მჯერა, რომ ასეთად დარჩება. ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის“, - წერს ირაკლი კიკნაველიძე.

ჯეიმს აპატურაი

14 აპრილი 2021, 21:06

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: ნატოს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს

„ნატოს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები. ეს მესმის, მაგრამ ადგილი სადაც ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა შედგეს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა. პარლამენტში ხდება ცივილურ დონეზე პოლიტიკურ მოსაზრებებზე დისკუსია და კომპრომისის გამოყენებით ხდება შეთანხმების მიღწევა. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ფუნქციონირებადი საპარლამენტო სისტემა“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი

14 აპრილი 2021, 20:51

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეამცირონ ან აღმოფხვრან ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზება

მივესალმებით ევროკავშირის მისიას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს. ვაფასებთ მის მაღალ პროფესიონალიზმს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა გამოავლინა, მაგიდაზეა წინადადებები და შეთანხმების მისაღწევად ახლა პოლიტიკური ნებაა საჭირო.

ჯეიმს აპატურაი

14 აპრილი 2021, 20:47

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ და ამისათვის ისინი კომპრომისზე უნდა წავიდნენ

საქართველოს მიმართ ნატოს მხარდაჭერა ძლიერია. ეს არ იცვლება. ჩვენ ვრჩებით ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

14 აპრილი 2021, 20:44

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 62 797 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 62 797 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 279 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

14 აპრილი 2021, 20:35

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 679 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 679 003 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 367 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

14 აპრილი 2021, 20:32

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 474 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 474 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 131 ადამიანი გარდაიცვალა.

14 აპრილი 2021, 20:28

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 16 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 469 ადამიანი გარდაიცვალა.

რატი იონათამიშვილი

14 აპრილი 2021, 20:27

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს საპარლამენტო მანდატის დატოვებას კანონი არ ავალდებულებს, თუმცა მორალურად ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს საპარლამენტო მანდატის დატოვებას კანონი არ ავალდებულებს, თუმცა მორალურად ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

14 აპრილი 2021, 20:25

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 491 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 491 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 38 ადამიანი გარდაიცვალა.

ევრილ ჰეინსი

14 აპრილი 2021, 20:16

მსოფლიო

აშშ-ის დაზვერვა: ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად სად, როდის ან როგორ მოხდა თავდაპირველად COVID-19-ის ვირუსის გადაცემა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა, ევრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებმა ჯერ კიდევ არ იციან ზუსტად სად, როდის ან როგორ მოხდა თავდაპირველად COVID-19-ის ვირუსის გადაცემა.

ნიკოლ ფაშინიანი

14 აპრილი 2021, 19:48

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობას აპრილის ბოლოს დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზნით, თანამდებობას აპრილის ბოლოს დატოვებს.

14 აპრილი 2021, 19:36

რეგიონი

მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი სვანეთის რეგიონის მოსახლეობას მესტიაში ემსახურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მობილური ჯგუფი დაბა მესტიის პოლიციის შენობაში ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე აწვდის სააგენტოს სერვისებს.

14 აპრილი 2021, 19:33

COVID19

ირაკლი ქადაგიშვილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

დღეს, კოვიდვაქცინაცია ჩავიტარე ქალაქ თელავში, რადგან ეს მუნიციპალიტეტი ჩემს მაჟორიტარულ ოლქში შემოდის და მსურს, ვაჩვენო მოსახლეობას, რომ აცრა არის აუცილებელი. თითოეულმა ადამიანმა, ვინც ასაცრელთა კატეგორიაში შედის ეს საშუალება აუცილებლად უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, იგი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

14 აპრილი 2021, 19:22

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ესპანელ სპორტულ სპეციალისტს შეხვდნენ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრები საკალათბურთო კლუბის „ბასკონიის“ და საფეხბურთო გუნდის „ალავესის“ გენერალურ მდივანს, ხესუს ვასკესს შეხვდნენ.