imedi /  08 აპრილი 2021, 16:44 / სანდო წყარო

ვაკო ჭილაშვილი: მარტში საქართველოდან პირდაპირი ავიამიმოსვლა 18 მიმართულებით იყო შესაძლებელი, ზაფხულის სეზონზე ბევრად პოზიტიური მოლოდინები გვაქვს

ვაკო ჭილაშვილი

ვაკო ჭილაშვილი

COVID -19-ის გავლენა ავიაციაზე და სამომავლო პერსპექტივები - ეს იმ ვებინარის ძირითადი თემა იყო, რომელზეც საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ვაკო ჭილაშვილმა ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკვე მეორე თვეა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვებინარების ყოველთვიურ სერიას მართავს, რომელიც COVID-19-ის გავლენას ტურიზმზე, საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციებზე მიმდინარეობს.

რიგით მეორე ვებინარი მთლიანად საავიაციო ინდუსტრიას დაეთმო. სიტყვით გამოსვლისას ვაკო ჭილაშვილმა საავიაციო ინდუსტრიაზე კოვიდის გავლენასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია მრავალი წლის განამვლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად და სტაბილურად მზარდ სექტორს წარმოადგენს, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა. ICAO-ს მონაცემებით 2010-2019 წლების პერიოდში გლობალურ ჭრილში საავიაციო ინდუსტრიის ზრდამ 60% შეადგინა, 2019 წელს გლობალურმა ზრდამ 4.9% შეადგინა, ევროპის საავიაციო ბაზრის ზრდა კი 6.6%-ის დონეზე დაფიქსირდა.

2020 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 15%-მდე ზრდას პროგნოზირებდნენ. გლობალური ტენდენციებისგან განსხვავებით კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენცია შეინიშნებოდა საქართველოს ავიაბაზარზე, 2019 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა 5.2 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, 2010 წელთან შედარებით ზრდამ 640% შეადგინა, თუმცა 2020 წლის COVID-19-ის პანდემიამ შეცვალა როგორც 2020, ასევე 2021 წლის მოლოდინები.

COVID-19-ით განპირობებულმა სიტუაციამ ავიაციაზე ასახვა ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარ-თებერვლიდან დაიწყო, როდესაც COVID-19-ის გავრცელების ფონზე რიგი ავიარეისი გაუქმდა. მარტიდან კი სახელმწიფოებმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს შეზღუდვების დაწესება საჰაერო მიმოსვლაზე.

„მიუხედავად მკაცრი და მყისიერი შემზღუდველი ზომებისა საავიაციო ინდუსტრიის მოლოდინები დამყარებული იყო პანდემიასთან სწრაფი გამკლავების სცენარზე. სრული ჩაკეტვის პირველ თვეში (2020 წლის აპრილს) მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების ყოველთვიური მოცულობა საშუალოდ 460 მლნ ადგილიდან 150 მლნ-მდე შემცირდა. პანდემიამ ყველაზე მეტად ევროპის საავიაციო ინდუსტრია დააზარალა. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი 91%-იანი კლება განიცადა ევროპის საავიაციო ბაზარმა, რომელიც განპირობებული იყო უფრო მკაცრი შეზღუდვებით ვიდრე ეს სხვა კონტინეტებზე დაფიქსირდა”, - ამბობს ჭილაშვილი.

მისი თქმით, მარტის თვეში საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარულ ოპერირებას ახორციელებდა 17 ავიაკომპანია, პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდებოდა 18 მიმართულებით. ამ მიმართულებებს ზაფხულის სეზონზე დაემატება კიდევ 27 მიმართულება.

,,გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ზაფხულში საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია, იმედი გვაქვს, რომ თუ მსოფლიოსა და საქართველოს ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს 2021 წლის ბოლომდე ჩვენი აეროპორტების მგზავრთნაკადი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 40-45%-თაც კი აღდგეს“, - განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:56

პოლიტიკა

თბილისის ვიცე-მერი: წინა ხელისუფლებამ ჯერ გაყიდა მიწები და შემდეგ დააგეგმარა ქალაქი

პირადად მე ასე დავარქმევდი, რომ ჯერ გაყიდეს მიწები და მერე დააგეგმარეს მთელი ქალაქი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო მასობრივი პრივატიზაცია და იყიდებოდა ყველა თავისუფალი სივრცე.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:56

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: წარმოუდგენელია უკვე დასრულებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომელშიც ადამიანს თანხა აქვს გადახდილი და წლებია ცხოვრობს

უკანონო შენობა-ნაგებობების მესაკუთრეები არიან ჩვენი მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში იქ აღარაფერი ესაქმება ამშენებელს. შენობა რომ ვერ მიიღება ექსპლუატაციაში და სამართლებრივად არის არასრულფასოვანი აქტივი, ამ პრობლემის პირისპირ დგება მისი მესაკუთრე, რომელიც საერთოდ ვერ აცნობიერებდა შეძენის პროცესში, რომ ყიდულობდა ისეთ აქტივს, რომელიც შემდეგ სამართლებრივად პრობლემური გახდებოდა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:53

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ

ვაკის პარკი პრეფერენციული გადაწყვეტილებების ტიპური მაგალითია. გიგი უგულავას მერობის დროს გაცემულია ნებართვა მიწის ნაკვეთზე, რომელიც არის რეკრეაციული ზონა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისივე თქმით, კანონმდებლობაში წერია, რომ ასეთ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერმა მიიღო სპეციალური, საგამონაკლისო გადაწყვეტილება.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:38

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: წლების განმავლობაში გეგმარებითი გადაწყვეტილებების პროცესში ძალიან ბევრი არასწორი პრეცედენტია დაშვებული

ცუდია ის, რომ წლების განმავლობაში დაშვებულია ძალიან ბევრი არასწორი პრეცედენტი გეგმარებითი გადაწყვეტილებების პროცესში. მხედველობაში მაქვს პრეფერენციული პირობების მიცემა სამშენებლო კომპანიებისთვის: კერძოდ, ისეთ ადგილას მშენებლობის ნებართვის გაცემა, სადაც არ არის მიზანშეწონილი. ისეთი სიმაღლის და გაბარიტის შენობის დამტკიცება, რომელიც გარემოს და ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებსა და უფლებებს ლახავს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აპრილი 2021, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატო-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ, რაც აშშ-თან კოორდინაციით მოხდება

დღეს ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან. ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მათთან კოორდინაციით მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

14 აპრილი 2021, 23:26

მსოფლიო

ავღანეთიდან ნატოს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება

ავღანეთიდან ნატოს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება. ამის შესახებ ნატოს განცხადებაშია ნათქვამი.

14 აპრილი 2021, 23:18

საზოგადოება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებული პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, დედა ენის დღის აღნიშვნის ღონისძიებათა დასკვნითი ნაწილი, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენელთა მონაწილეობით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ჯო ბაიდენი

14 აპრილი 2021, 23:12

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

14 აპრილი 2021, 23:05

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: 17 წლის განმავლობაში ქართული ჯარი ავღანეთში ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან გვერდიგვერდ იდგა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავღანეთიდან ნატოს მისიის გაყვანას ეხმაურება.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:58

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეს სულ ასე იქნება

დროა პოლიტიკურმა პარტიებმა პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს ეროვნული ინტერესები, ამომრჩევლისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:42

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მე ვურჩევდი კრისტიან დანიელსონს წავიდეს ხელახლა თბილისში, როდესაც ის ჩათვლის, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

მე ვხედავ, რომ მედიაციის პროცესი არ შეჩერებულა. დიახ, კრისტიან დანიელსონი მეორე ვიზიტზეც ვერ მიაღწიეს პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას, კრისტიან დანიელსონმა თბილისი დატოვა , მაგრამ მთლიანი პროცესი არ შეჩერებულა, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:39

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: პოლიტიკური პარტიების ვალდებულება, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს

ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების გადახედვაზე ამ კვირაში, მომავალ კვირასა და ახლო მომავალში მსჯელობა არ იქნება, რადგან პროცესი მიდის და იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმების მიღწევას შეძლებენ, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების ვალდებულება პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:32

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: თუ მმართველი პარტია პირველ ნაბიჯზე წავა და მოაწერს ხელს შეთანხმებას, მათ ექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა

ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია მიმდინარე პროცესებზე და იმედგაცრუება იმის შესახებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჯერ შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, არ არის კომპრომისი და ევროკავშირის მედიაცია ამ დრომდე წარმატებული არ არის, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა.

14 აპრილი 2021, 22:29

პოლიტიკა

ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩი ბურიჩთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.

14 აპრილი 2021, 22:23

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 43 505 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 43 505 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 აპრილი 2021, 22:18

მსოფლიო

ერდოღანი იტალიის პრემიერს: ვიდრე დიქტატორს მიწოდებთ, თქვენი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდეთ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი იტალიის პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის გამოეხმაურა, რომელმაც თურქეთის ლიდერი დიქტატორად მოიხსენია.

14 აპრილი 2021, 22:14

საზოგადოება

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 15 აპრილს ელექტრომომარაგება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 15 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ხიზაბავრის, ვასაძის, ხიზანიშვილის, შეშელიძის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

გრიგოლ ლილუაშვილი

14 აპრილი 2021, 21:49

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ სამსახურის 2020 წლის ანგარიში წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოხსენების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ენტონი ბლინკენი

14 აპრილი 2021, 21:36

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკელებთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკელებთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

14 აპრილი 2021, 21:28

ეკონომიკა

ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge ტექნიკური შეფერხება უპრეცედენტოდ მაღალმა აქტივობამ გამოიწვია

სახელმწიფო პროგრამა “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში მიმდინარე ელექტრონული აუქციონების დასრულებას მაღალი აქტივობის გამო ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, - ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.