imedi /  08 აპრილი 2021, 17:03 / სანდო წყარო

ეკონომიკის სამინისტრო „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საჯარო უწყება, აწარმოებს ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობს საჯაროობის პრინციპით და ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას თანამშრომლობს სხვადასხვა ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფებთან. სამინისტროში შექმნილია რამდენიმე ათეული ასეთი მუდმივმოქმედი თუ დროებითი ჯგუფი, რომლებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი უწყება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილია დიალოგისთვის.

დღეს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები, თითქოს ჩვენ არ ვართ დიალოგის მომხრე, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამავე დროს, აღნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დიალოგის იმ ფორმატში წარმართვა, როდესაც პროცესის მონაწილე ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ.

სხვადასხვა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში და ტემპერატურის ხელოვნურად მომატების ნაცვლად, ცხადია, მივესალმებით ნებისმიერ საგნობრივ დისკუსიას და განსხვავებულ აზრს. სამინისტრო მოუწოდებს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დათანხმდნენ დისკუსიის ფორმატს და მხოლოდ ასეთ ფორმატში მოხდეს მათ მიერ დაყენებული საკითხების განხილვა. უნდა შემუშავდეს სადისკუსიო საკითხების კონკრეტული დღის წესრიგი, პროცესში ჩაერთონ კომპეტენტური ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები.

ამავე დროს, სამინისტროსთვის მიუღებელია და დიალოგის ფორმატის უხეშ დარღვევად აღიქმება, კონსულტაციის პროცესში, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან „ნამახვანი ჰესის“ საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა და პროექტის მშენებლობის გაჩერების ნებისმიერი მცდელობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს სრული და ამომწურავი პასუხი „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამის ნათელი მაგალითია საჯარო განმარტებები, რომლებიც სამინისტრომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკული მოსაზრებების საპასუხოდ გააკეთა. ამდენად, ჩვენ მზად ვართ ღიად და საჯაროდ ვუპასუხოთ ყველა დასმულ საკითხს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ როგორც ამ ენერგეტიკული პროექტის განვითარების პროცედურა, ასევე უშუალოდ კონტრაქტზე მუშაობა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით და ქვეყნისა და მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

ჩვენი სურვილია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას სპეკულაციებს როგორც კონკრეტულად „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან, ასევე ზოგადად საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გასამყარებლად მიმართულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, იმ სამ ორგანიზაციას, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს, საქმიან ვითარებაში კონკრეტულ საკითხებზე დიალოგის გასამართად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

15 აპრილი 2021, 00:31

მსოფლიო

ნატო რუსეთს მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებები და აგრესია შეწყვიტოს

ნატო რუსეთს უკრაინასა და მის გარშემო სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი

15 აპრილი 2021, 00:29

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, ყოველთვის შეიტანს საკუთარ წვლილს ავღანეთის შემდგომი მშვიდობიანი განვითარებისთვის

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთის მისია და გამოიყვანოს საჯარისო შენაერთები ავღანეთის ტერიტორიიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

თავდაცვის სამინისტრო

15 აპრილი 2021, 00:19

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება ნატო-სა და აშშ-სთან კოორდინაციით განხორციელდება

ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ ავღანეთს, - აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ირაკლი ხმალაძე

15 აპრილი 2021, 00:17

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: საპარკინგე სივრცეების შექმნა სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია

ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ინსტრუმენტით გვაკრიტიკებენ, რომ „სითი პარკი“ გაუშვეს, მაგრამ მიწისქვეშა პარკინგები არ ააშენესო. „სითი პარკის“ ვალდებულება არ ყოფილა საპარკინგე სივრცეების შექმნა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე

15 აპრილი 2021, 00:13

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: პარკირების პოლიტიკის მიზანია მოქალაქეები საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიყვანოთ

გვინდა მოვახერხოთ, რომ ადამიანი, რომელსაც მანქანა ჰყავს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიყვანოთ. პარკირების პოლიტიკის მიზანიც სწორედ ეს არის, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 00:07

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შესწევს უნარი ღირსეულად გაართვას თავი კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ამოცანებს

ვამაყობთ, რომ საქართველომ, ნატო-ს სანდო და საიმედო პარტნიორმა, ალიანსის წევრებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ რთული მისიის შესრულებით საქართველომ მრავალგზის დაამტკიცა, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანია მისი როლი მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:56

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: წარმოუდგენელია უკვე დასრულებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომელშიც ადამიანს თანხა აქვს გადახდილი და წლებია ცხოვრობს

უკანონო შენობა-ნაგებობების მესაკუთრეები არიან ჩვენი მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში იქ აღარაფერი ესაქმება ამშენებელს. შენობა რომ ვერ მიიღება ექსპლუატაციაში და სამართლებრივად არის არასრულფასოვანი აქტივი, ამ პრობლემის პირისპირ დგება მისი მესაკუთრე, რომელიც საერთოდ ვერ აცნობიერებდა შეძენის პროცესში, რომ ყიდულობდა ისეთ აქტივს, რომელიც შემდეგ სამართლებრივად პრობლემური გახდებოდა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:56

პოლიტიკა

თბილისის ვიცე-მერი: წინა ხელისუფლებამ ჯერ გაყიდა მიწები და შემდეგ დააგეგმარა ქალაქი

პირადად მე ასე დავარქმევდი, რომ ჯერ გაყიდეს მიწები და მერე დააგეგმარეს მთელი ქალაქი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო მასობრივი პრივატიზაცია და იყიდებოდა ყველა თავისუფალი სივრცე.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:53

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ

ვაკის პარკი პრეფერენციული გადაწყვეტილებების ტიპური მაგალითია. გიგი უგულავას მერობის დროს გაცემულია ნებართვა მიწის ნაკვეთზე, რომელიც არის რეკრეაციული ზონა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისივე თქმით, კანონმდებლობაში წერია, რომ ასეთ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერმა მიიღო სპეციალური, საგამონაკლისო გადაწყვეტილება.

ირაკლი ხმალაძე

14 აპრილი 2021, 23:38

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: წლების განმავლობაში გეგმარებითი გადაწყვეტილებების პროცესში ძალიან ბევრი არასწორი პრეცედენტია დაშვებული

ცუდია ის, რომ წლების განმავლობაში დაშვებულია ძალიან ბევრი არასწორი პრეცედენტი გეგმარებითი გადაწყვეტილებების პროცესში. მხედველობაში მაქვს პრეფერენციული პირობების მიცემა სამშენებლო კომპანიებისთვის: კერძოდ, ისეთ ადგილას მშენებლობის ნებართვის გაცემა, სადაც არ არის მიზანშეწონილი. ისეთი სიმაღლის და გაბარიტის შენობის დამტკიცება, რომელიც გარემოს და ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებსა და უფლებებს ლახავს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აპრილი 2021, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატო-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ, რაც აშშ-თან კოორდინაციით მოხდება

დღეს ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან. ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მათთან კოორდინაციით მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

14 აპრილი 2021, 23:26

მსოფლიო

ავღანეთიდან ნატოს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება

ავღანეთიდან ნატოს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება. ამის შესახებ ნატოს განცხადებაშია ნათქვამი.

14 აპრილი 2021, 23:18

საზოგადოება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებული პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, დედა ენის დღის აღნიშვნის ღონისძიებათა დასკვნითი ნაწილი, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენელთა მონაწილეობით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ჯო ბაიდენი

14 აპრილი 2021, 23:12

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

14 აპრილი 2021, 23:05

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: 17 წლის განმავლობაში ქართული ჯარი ავღანეთში ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან გვერდიგვერდ იდგა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავღანეთიდან ნატოს მისიის გაყვანას ეხმაურება.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:58

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეს სულ ასე იქნება

დროა პოლიტიკურმა პარტიებმა პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს ეროვნული ინტერესები, ამომრჩევლისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:42

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მე ვურჩევდი კრისტიან დანიელსონს წავიდეს ხელახლა თბილისში, როდესაც ის ჩათვლის, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

მე ვხედავ, რომ მედიაციის პროცესი არ შეჩერებულა. დიახ, კრისტიან დანიელსონი მეორე ვიზიტზეც ვერ მიაღწიეს პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას, კრისტიან დანიელსონმა თბილისი დატოვა , მაგრამ მთლიანი პროცესი არ შეჩერებულა, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:39

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: პოლიტიკური პარტიების ვალდებულება, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს

ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების გადახედვაზე ამ კვირაში, მომავალ კვირასა და ახლო მომავალში მსჯელობა არ იქნება, რადგან პროცესი მიდის და იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმების მიღწევას შეძლებენ, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების ვალდებულება პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს.

მარინა კალიურანდი

14 აპრილი 2021, 22:32

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: თუ მმართველი პარტია პირველ ნაბიჯზე წავა და მოაწერს ხელს შეთანხმებას, მათ ექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა

ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია მიმდინარე პროცესებზე და იმედგაცრუება იმის შესახებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჯერ შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, არ არის კომპრომისი და ევროკავშირის მედიაცია ამ დრომდე წარმატებული არ არის, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა.

14 აპრილი 2021, 22:29

პოლიტიკა

ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩი ბურიჩთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.