imedi /  13 აპრილი 2021, 10:08 / სანდო წყარო

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომელიც 100 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს

100 ადამიანი დასაქმდება ფეროშენადნობების ახალ საწარმოში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შეიქმნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანია „მანგანეზ ინდასთრის“ სახელმწიფოსგან 61506 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა. პროგრამის ფარგლებში მორიგი საწარმოს პროექტის ხელშეწყობის გადაწყვეტილება, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.

„კომპანია სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ საწარმოს მაქსიმუმ ორი წლის ვადაში შექმნის და ამისთვის არანაკლებ 1 722 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

პროექტი ფეროსილიკომანგანუმის ორი საწარმოო ხაზის შექმნას ითვალისწინებს, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 000 ტონა იქნება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, წარმოებული პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც ქვეყანაში მილიონობით დოლარის შემოდინებას უზრუნველყოფს. მათივე ინფორმაციით, წარმოების ამოქმედება და პროდუქციის ექსპორტის ზრდა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ცვლადებზე, როგორებიცაა ვალუტის გაცვლითი კურსი, დასაქმება, შრომის პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური პროგრესი და ა.შ.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და მის ფარგლებში ასეულობით ახალი საწარმო იქმნება ან ფართოვდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეისთვის პროგრამის როგორც ინდუსტრიული, ასევე ქონების გადაცემის, სასტუმრო ბიზნესისა თუ მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტების მხარდაჭერით ათასობით ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი და ეს პროცესი, პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ანგელა მერკელი

17 მაისი 2021, 19:21

მსოფლიო

ანგელა მერკელი ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობას უცხადებს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობას უცხადებს და ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას მტკიცედ გმობს.

ვლადიმირ ზელენსკი

17 მაისი 2021, 19:13

პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

„ჩვენ, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, ეს წარსულს ჩაბარდება. აპრილის თვეში, საუბარი გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვიზიტი ვერ შედგა, იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში გვესტუმრება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კლარა დობრევი

17 მაისი 2021, 19:12

პოლიტიკა

კლარა დობრევი: კომპრომისებზე წასვლა პოლიტიკაში სულაც არ ნიშნავს სისუსტეს, იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამის მაგალითს აჩვენებენ

თუ პოლიტიკური პარტიები ძირითად საკითხებზე თანხმდებიან, მაშინ ამას ყველაფერზე პოზიტიური გავლენა ექნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა კლარა დობრევმა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 19:07

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საარჩევნო კოდექსი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნდობის გასაზრდელად

დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვერსიას პარლამენტში კონსენსუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი და მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა. კუჭავას თქმით, საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია.

17 მაისი 2021, 19:01

მსოფლიო

სინგაპურში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა

სინგაპურში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა.

17 მაისი 2021, 18:43

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს ორი ახალი კოლეგა, დავით კაჭარავა და პაატა მანჯგალაძე წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 18:39

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ევროპელი პარტნიორები ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით დგანან

„დღეს ვისაუბრეთ ევროპულ გზაზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. 2024 წლის განაცხადი ყველასთვის მნიშვნელოვანი თარიღია, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში საუბრობენ. გავიარეთ ყველა საკითხი, რაც საქართველოს წინაშე დგას. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ხვალინდელ გზაზე, შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე, ჟან მონეს დიალოგის სისრულეში მოყვანა, ვალდებულებების შესრულება და თანამედროვე, ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაზე. ევროპელი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით. მოდის სამიტი და კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 18:37

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ელოდება შედეგს

ჩვენ როდესაც განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ვაპირებდით განაცხადის წარდგენას, ეს არ იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, არამედ ეს არის რეალობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკას“ განუცხადა.

17 მაისი 2021, 18:35

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის რიცხვი მცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის რიცხვი მცირდება.

17 მაისი 2021, 18:32

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში ქალაქ ონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაამტვრია ხეები, დააზიანა ელექტრო გადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გოგი მეშველიანი

17 მაისი 2021, 18:24

რეგიონი

გოგი მეშველიანი: როგორც ვიცი, დმანისის შესასვლელთან ინციდენტი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია

„როგორც ვიცი, ინციდენტი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია, რომელმაც პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რასაც მოჰყვა მისი იძულებითი წესით გაჩერება და შესაბამისი ღონისძიებები. სხვა მხრივ, სხვა ლოკაციებზე, სხვა ადგილებზე ამ მომენტისთვის სიმშვიდეა“, - განაცხადა მეშველიანმა.

ლაშა ხუციშვილი

17 მაისი 2021, 18:14

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

17 მაისი 2021, 18:12

რეგიონი

დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია

რამდენიმე წუთის წინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც.

17 მაისი 2021, 18:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

17 მაისი 2021, 18:06

საზოგადოება

მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა. ამის შესახებ აღნიშნული ინსპექცია განცხადებას ავრცელებს. „არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

ალუდა ღუდუშაური

17 მაისი 2021, 17:55

პოლიტიკა

ირაკლი ღუდუშაური: დამაკნინებელია, როცა ნიკა მელია კიევში უცხო ქვეყნის მოქალაქესთან დირექტივების მოსასმენად ჩადის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური კიევში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ვიზიტს გამოეხმაურა.

17 მაისი 2021, 17:54

საზოგადოება

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიების წევრებსა და ელჩებს შეხვდნენ

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ დოკუმენტზე რომელსაც პოლიტიკური პარტიები აწერენ ხელს და რომელიც ლგბტქ თემის მხარდაჭერასა და უფლებების დაცვას ითვალისწინებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანასწორობაზე და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე.

არჩილ თალაკვაძე

17 მაისი 2021, 17:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელიას ჩასვლა სააკაშვილთან იმას ემსახურება, რომ სააკაშვილი ემალება ქართულ მართლმსაჯულებას და ვერ ჩამოდის საქართველოში

ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, რა მოილაპარაკეს და რა კომენტარს გააკეთებენ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ნომერ პირველი საკითხი პანდემიის მართვა და ეკონომიკური ზიანის შემცირებაა.

17 მაისი 2021, 17:44

პოლიტიკა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

მმართველმა გუნდმა ჯგუფის წევრებს საარჩევნო რეფორმის პროექტი უკვე წარუდგინა, თუმცა მხარეები დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ კონკრეტულ პუნქტებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ. შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრება.

17 მაისი 2021, 17:43

მსოფლიო

WP: ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს 735 მილიონი დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს 735 მილიონი დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.