04 მაისი 2021, 15:51 / სანდო წყარო

ლაშა ხუციშვილი აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაში მონაწილეობდა

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, როგორც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) მაღალი დონის შეხვედრაში, თემაზე: „რეგიონული თანამშრომლობის აღდგენა ციფრული ტრანსფორმაციის გზით“.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა, თუ როგორ შეუძლია CAREC-ს უფრო ეფექტურად შეუწყოს ხელი კერძო-საჯარო დიალოგს ამ მიმართულებით.

როგორც მან აღნიშნა, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის განვითარება ქმნის ციფრული ინტეგრაციის შესაძლებლობებს. ამ პროცესს კი, შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში.

„ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაცია, სატრანსპორტო დერეფნებისა და ლოგისტიკური სისტემების სინქრონიზაცია, მონაცემებისა და დოკუმენტაციის ელექტრონული გზით გაცვლა - ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ „ციფრული ინტეგრაციის გზით“ შეიძლება. პანდემიის შემდეგ პერიოდში, CAREC-ის წევრმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა ამ მიმართულებით, თუმცა მხოლოდ მთავრობების მხრიდან ძალისხმევა არ არის საკმარისი, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიალოგს კერძო სექტორთან. ყველას გვესმის, რომ ინტეგრაციის პროცესის საბოლოო ბენეფიციარი სწორედ კერძო სექტორი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბიზნესი განვიხილოთ როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი წარმმართველი ძალა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობა და ლოგისტიკური დერეფნის ფორმირება, აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი მიზნებია.

„ამ მიმართულებით, მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს აზიის განვითარების ბანკი. ესაა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთიანი საბაჟო-გამშვები პუნქტის ინოვაციური იდეა. ეს არის პროექტი, რომელიც ქმნის არა მხოლოდ მყარ ინფრასტრუქტურას. პროექტი შეიმუშავებს ციფრულ პლატფორმას, რომელიც დაკავშირებული იქნება ორივე ქვეყნის ინფორმაციულ სისტემებთან. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას და შესაძლოა, გახდეს კარგი მოდელი CAREC- ის დერეფნისთვის“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის სტანდარტების ჰარმონიზაციის ციფრულმა გადაწყვეტამ, მონაცემთა გაცვლის კოორდინირებულმა სისტემამ, შესაძლოა, გაზარდოს აღნიშნული დერეფნის პოტენციალი.

„გარდა ამისა, ქვეყნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ რეფორმებს, რომლებიც მიმართული იქნება სხვადასხვა სექტორის დერეგულაციისა და კერძო სექტორის როლის გაძლიერებისკენ. ამ კუთხით, თითქმის ყველა ქვეყანაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებს შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი. განსაკუთრებით, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების პროცესში. აქედან გამომდინარე, მინდა, ხაზი გავუსვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობას. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან წვლილს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მაღალი დონის შეხვედრაში, მონაწილეობა მიიღეს ADB-ის გენერალურმა დირექტორმა, CAREC-ის წევრი ქვეყნების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა. ფორუმის მოდერატორი იყო ჟურნალ „ეკონომისტის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, ტომ სტენეჯი.

ყველა სიახლე

14 მაისი 2021, 10:20

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 11,336 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,336 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 190 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,577,040 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 85,848 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

14 მაისი 2021, 10:17

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 343,144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID-19-მა 4,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 24 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მედიის ცნობით, ქვეყანაში ინფიცირების ახალი 343,144 შემთხვევა დაფიქსირდა. ინდოეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. სულ გარდაცვლილია 262,317 ათასი ადამიანი.

14 მაისი 2021, 10:10

რეგიონი

ბათუმში 2 გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე 2 გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით კაცი სავარაუდოდ მე-19 სართულიდან გადმოხტა, ქალის ცხედარი კი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იპოვეს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ვარაუდობენ, კაცმა ჯერ ქალი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პირველადი ინფორმაციით გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

14 მაისი 2021, 10:05

COVID19

მანდატურის სამსახურის უფროსი „სინოფარმით“ აიცრა

„ვაქცინაცია სწორი არჩევანია, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ახლობლები და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები COVID-19-სგან. ვაქცინაციით და პრევენციული ღონისძიებებით - ნიღბის ტარებით, საჭირო დისტანციის დაცვით, შევძლებთ პანდემიის დამარცხებას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს,“ - აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა.

14 მაისი 2021, 09:58

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი. ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

14 მაისი 2021, 09:47

თავდაცვა

Trojan Footprint-ის წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით

წვრთნების მიზანია ნატოს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაზრდა რიგ საფრთხეებთან გამკლავებაში და შეიარაღებულ ძალებთან ინტეგრაციის გაღრმავება.

14 მაისი 2021, 09:38

სამართალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

14 მაისი 2021, 09:23

კულტურა

თეა წულუკიანი ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 მაისი 2021, 09:10

რეგიონი

პრემიერ-მინისტრი დღეს გურიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის რეგიონს ეწვევა. მთავრობის მეთაური, 13:30 საათზე, სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან ერთად, ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციას გახსნის.

14 მაისი 2021, 09:08

რეგიონი

ხიხანის ციხემდე ასასვლელი ბილიკის კეთილმოწყობა იწყება

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაპტით.

14 მაისი 2021, 08:59

COVID19

საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყება მომავალ კვირაში იგეგმება

„სინოვაკი“ „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა და მას სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს. როგორც ცნობილია, ჩინეთმა საქართველოს სინოვაკის 100 ათასი დოზა აჩუქა.

14 მაისი 2021, 08:48

მსოფლიო

აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა

პენტაგონის პრესმდივნის, ჯონ კირბიმ განაცხადებთ, ამერიკულმა პერსონალმა ისრაელი 13 მაისს დატოვა. მისივე განმარტებით, პენტაგონის წარმომადგენლები ისრაელში მომავალი ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იმყოფებოდნენ.

14 მაისი 2021, 08:34

მსოფლიო

ღაზის სექტორში ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

პალესტინური სააგენტოს ცნობით, ბეით ლაჰიაში მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში მამაკაცის, 4 ბავშვისა და ორსული ქალის ცხედრები იპოვეს. განადგურებულია 500-მდე საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, 4 მაღალსართულიანი კორპუსი.

14 მაისი 2021, 08:23

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს

გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

14 მაისი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართება

ისინი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის წესებზე იმსჯელებენ. მხარეები აცხადებენ, რომ ამ საკითხებზე პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. კანონპროექტს მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გაიტანენ.

ემანუელ მაკრონი

14 მაისი 2021, 02:42

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 მაისი 2021, 02:30

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება

ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

14 მაისი 2021, 02:15

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში: ღაზის სექტორის მიმდებარედ 4 კილომეტრის მანძილზე მცხოვრები მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სავალდებულოდ უნდა დარჩეს თავშესაფრებში

ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

14 მაისი 2021, 02:10

მსოფლიო

ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს

ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შსახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

14 მაისი 2021, 01:56

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტები: უკრაინელი ხალხი მიხეილ სააკაშვილის კერძო ინტერესების მძევალი გახდა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ტახტზე აყვანამ ჩვენს ქვეყანას სასარგებლო ცვლილებების ბოლო იმედი წაართვა, - აცხადებს Obozrevatel TV-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ვალერი ტოვმაჩი გადაცემაში „სააკაშვილი - უკრაინაში რეფორმების მთავარი უბედურება“.