11 მაისი 2021, 15:21 / სანდო წყარო

თიბისი ბიზნესი VIS Kitchen-ის პარტნიორია

ბოლო წლებში, განსაკუთრებული სისწრაფით განვითარებული შინ მიტანის სერვისის კვალდაკვალ, ბევრმა რესტორანმა და კვების ობიექტმა ახალ რეალობაზე სწრაფად გადაწყობა მოახერხა, მაგრამ VIS Kitchen პირველი მულტი ბრენდული ვირტუალური რესტორანია თბილისში, რომელმაც რადიკალური გზა აირჩია. VIS Kitchen-ს მხოლოდ მიტანის სერვისი აქვს. თავიდანვე გადაწყდა, სწორედ ეს ქცეულიყო კონცეფციის საფუძვლად და – როგორც დაფუძნებიდან მეხუთე თვეს გამოჩნდა – წარმატების გარანტიადაც. მომსახურების სისწრაფე და ხარისხი რესტორნის საფირმო ნიშანია.

ნიკუშა მერკვილაძეს სამზარეულოსა და სარესტორნო საქმესთან კავშირი ბავშვობიდანვე ჰქონდა. რესტორატორი მამის წყალობით, ამ საქმით პატარაობიდანვე იყო დაინტერესებული, მაგრამ გადაწყვეტილება, საკუთარი რესტორანი გაეხსნა, მილანში სწავლის პერიოდში მიიღო:

„იტალიაში 4 წელი ვცხოვრობდი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საუნივერსიტეტო კურსი სულ სხვა პროფესიას უკავშირდებოდა, ჩემდაუნებურად მიწევდა იტალიელების კვების კულტურაზე, იტალიურ სამზარეულოსა და მომსახურების სფეროზე დაკვირვება. რესტორნისა და სტუმრის ურთიერთობა სრულიად განსხვავებულია ჩვენთან არსებულისაგან. კლიენტს, მითუმეტეს მუდმივ კლიენტს, რესტორანი ოჯახის წევრად აღიქვამს და შესაბამისად ეპყრობა. ეს მათი ხასიათიცაა და მარკეტინგის ნაწილიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,” - ამბობს VIS Kitchen-ის დამფუძნებელი, ნიკუშა მერკვილაძე.

იტალიაში გატარებულ წლებს დაემთხვა სწორედ საკვების შინ მიტანის სერვისის ბუმი. საქართველოში დაბრუნებულს, აქაც იგივე ტენდენცია დახვდა. პარტიორთან ხარგრძლივი განხილვის, დეტალურად გაწერილი კონცეფციის და საგულდაგულოდ შერჩეული თანამშრომლების შეკრების შემდეგ, რესტორანი დაგეგმილ დროს ამუშავდა და პრიოროტეტებისა და მაღალი დონის სერვისის წყალობით, გურმანებშიც მალევე გაითქვა სახელი.

„ტრადიციული რესტორნისთვის, როგორც წესი, ყოველთვის უპირობო პრიორიტეტს წარმოადგენს ის კლიენტი, რომელიც ადგილზეა, მე კი ვიფიქრე, რატომ არ შეიძლებოდა, გაკეთებულიყო რესტორანი, რომლისთვისაც შინ მყოფი და რესტორანთან ონლაინ ურთიერთობის მქონე ადამიანი იქნებოდა მთავარი. ასე გადავწყვიტეთ ამ სტარტაპის დაწყება“.

VIS Kitchen ოთხ სამზარეულოს, ოთხ მენიუს სთავაზობს მომხმარებელს. ბურგერის, პიცის, შაურმისა და ქართული მენიუსადმი მიდგომა რესტორანში ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც მომხმარებლისადმი დამოკიდებულება. ყველა მენიუს თავისი შეფ მზარეული ჰყავს, რომელიც მას ადგენს და აკონტროლებს. VIS Kitchen ამტკიცებს, რომ „ჯანქფუდად“ ცნობილი საკვები, მაგალითად, შაურმა, შეიძლება ჯანსაღი იყოს. აქ, სხვა ინგრედიენტების ხარისხთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ხორცის ხარისხს ექცევა.

კიდევ ერთი სიახლე, რომლითაც რესტორანი ამაყობს და რაზეც მთლიანად არის დამოკიდებული სერვისის ხარისხი, პროცესის ავტომატიზაციაა:

„ბევრ ქართულ რესტორანს უჭირს ამ მხრივ. ჩვენთან პროდუქტის მიღება, დამზადება, გატანა უმცირეს დეტალებამდეა სტანდარტიზებული და, შესაბამისად, მთლიანად პროცესი ძალიან ეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ VIS Kitchen-ში ამ სფეროში უკვე დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები მუშაობენ, ყველა მათგანს უტარდება საგანგებო ტრენინგი, რომლის მიზანიც სწორედ სტანდარტისა და ავტომატიზაციის პროცესის გაცნობაა“.

ავტომატიზაციის პროცესი შესაბამის დანადგარებს და ტექნიკას მოითხოვს. სწორედ აქ შედგა თიბისი ბიზნესისა და რესტორნის წარმატებული თანამშრომლობა:

„ამ ეტაპზე თიბისი ჩვენი ერთადერთი ფინანსური პარტნიორია. ვთანამშრომლობთ როგორც საოპერაციო კუთხით, ასევე გვაქვს მათგან დაფინანსება, რომლიც გამოვიყენეთ საბრუნავი სახსრების დასაფინანსებლად. ინვესტირება მოხდა ასევე ტექნოლოგიაშიც. KDS, იგივე Kitchen Display System, რომლითაც მუშაობს ჩვენი რესტორანი, სწორედ თიბისის დახმარებით შევიძინეთ. სისწრაფე ჩვენი კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. ეს სისტემა კი საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ ჩვეულებრივ რესტორნებზე უფრო მოქნილები, დავზოგოთ დრო, ენერგია და ადამიანური რესურსი. თიბისის მხარდაჭერა დასაწყისში მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სამომავლო პარტნიორობა, რომელსაც ვგეგმავთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია“.

რესტორანი ამჟამად თბილისის ოთხ უბანს, ვაკეს, ვერას, მთაწმინდასა და საბურთალოს ფარავს. უახლოეს მომავალში კი გაფართოება და Take Away სერვისის დამატება იგეგმება.

(R)

ყველა სიახლე

20 ივნისი 2021, 10:20

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 800-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 842 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 16 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 10:19

მსოფლიო

აშშ-ში, საქველმოქმედო მსვლელობისას, ველოსიპედისტებს სატვირთომ გადაუარა

აშშ-ში, არიზონას შტატში, ველოსიპედისტებს, რომლებიც მსვლელობას აწყობდნენ და თანხას აგროვებდნენ, პიკაპის ტიპის სატვირთო ავტომობილი შეეჯახათ და რამდენიმე მათგანს გადაუარა. პოლიციის ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მისი იდენტიფიცირება და დაკავება შეძლეს. დაკავებისას, სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, რის შედეგადაც, კაცი დაიჭრა და მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

20 ივნისი 2021, 10:09

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსით 1500-ზე ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 58 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1576 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 09:55

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთში, ფერმერთა ინფორმირების პროცესში სეს-ისა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ჩაერთვებიან

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილესთან, გოჩა ქავთარაძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლაშა შალამბერიძესთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა.

20 ივნისი 2021, 09:48

COVID19

ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩასულ სპორტსმენებს შორის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სპორტსმენი იზოლაციაში გადაიყვანეს. „ყველა სპორტსმენი, რომელიც 19 ივნისს ტოკიოს ნარიტას აეროპორტს ეწვია, სრულად იყო ვაქცინირებული AstraZeneca-ს ვაქცინით და თვითმფრინავში ჩასხდომამდე, ჰქონდათ PCR-ტესტების უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტები“, - ამბობს ოფიციალური უწყების წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც მედია არ ამხელს.

20 ივნისი 2021, 09:26

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელმა უკვე 500 000-ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანაში „მდგომარეობა კრიტიკულია“. ამ დროისთვის, ბრაზილიაში მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია ვაქცინის ორივე დოზით აცრილი.

20 ივნისი 2021, 08:45

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 178 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 178 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 178 127 821 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 857 954 ადამიანი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 08:39

მსოფლიო

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

სომხეთში, ამომრჩევლის მისაღებად, საარჩევნო უბნები გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით, 38 საარჩევნო ოლქში, უკვე 2 008 უბანია ღია. არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობს. ხმის მიცემის პროცესს 9 ადგილობრივი და 8 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, წინასწარი შედეგები კი, 21 ივნისს, 8 საათზე გამოცხადდება.

20 ივნისი 2021, 08:25

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ივნისს ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე და +37 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +35 გრადუსი იქნება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

20 ივნისი 2021, 08:06

მსოფლიო

ბელგიაში სკოლის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, სკოლის შენობის ნგრევას 5 მშენებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, შენობის ერთი მხარე მოულოდნელად ჩამოინგრა. ბელგიური მედიის ცნობით, დაღუპული მუშებიდან ორი უცხოელია. ერთი პორტუგალიიდან იყო, ერთი კი - რუმინეთიდან.

ჯო ბაიდენი

20 ივნისი 2021, 00:59

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ჩვენი ოჯახის საყვარელმა თანამგზავრმა დაგვტოვა

ჯო ბაიდენი მტკივნეული დანაკარგის შესახებ იუწყება. აშშ-ის პრეზიდენტის გერმანული ნაგაზი სახელად ჩემპი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 00:35

მსოფლიო

სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა

სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ abcnews​ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. აფეთქება სერბეთის ცენტრალურ რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალების ქარხანა „სლობოდაში“ მოხდა, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

20 ივნისი 2021, 00:18

მსოფლიო

ბრაზილიაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება

ბრაზილიაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

20 ივნისი 2021, 00:05

საზოგადოება

საპატრიარქო: სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტში იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროებაზეა საუბარი, დამტკიცების შემთხვევაში მსგავსი ფაქტი მძიმე დანაშაულად შეფასდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იღუმენ იონასთან (მაისურაძე) დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ცნობილი გახდა იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროების შესახებ.

19 ივნისი 2021, 23:22

სამართალი

ბოლნისში მკვლელობა მოხდა

ბოლნისში კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რომეო ბექჰემი

19 ივნისი 2021, 22:52

ტაბლოიდი

დევიდ ბექჰემის ვაჟი ლონდონში პაპარაცების სამიზნე გახდა

ყოფილი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემისა და დიზაინერ ვიქტორია ბექჰემის ვაჟი რომეო, ლონდონში პაპარაცების სამიზნე გახდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

19 ივნისი 2021, 22:20

ტაბლოიდი

Victoria’s Secret-მა „ანგელოზების“ შერჩევის წესი შეცვალა

საცვლების ამერიკულმა ბრენდმა Victoria’s Secret-მა Instagram-ზე ახალი „ანგელოზების“ ფოტოები გამოაქვეყნა. ცოტახნის წინ Victoria’s Secret-მა უარი თქვა მოდელებზე, რომლებიც წლების წინ ბრენდს დეფილეებზე წარმოადგენდნენ. The New York Times-ის ცნობით, ამჯერად კომპანიამ არჩევანი იმ ქალებზე შეაჩერა, რომლებიც ცნობილები მიღწევებით გახდნენ.

19 ივნისი 2021, 21:49

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 21:16 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ში იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:43

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიის არცერთი რეკომენდაცია არ გამოიწვევს ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტის ფუნდამენტურად გადასინჯვას

ჩვენ განვიხილავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ორშაბათს ამ საკითხებს განვიხილავთ ოპოზიციასთან შეხვედრაზე. იცით, რომ ეს საკითხებიც შემუშავდა ოპოზიციის ჩართულობით და ეს პოზიტიურად დაინახა ვენეციის კომისიამაც, რომ ინკლუზიურად წარიმართა ამ ცვლილებების შემუშავება. ასევე ჩვენ ორშაბათს გვექნება პოზიციების გაცვლა ოპოზიციასთან და ამის შემდგომ გავიტანთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:20

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვლი: არ დარჩენილა საკითხი, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით „ქართული ოცნების“ გუნდმა არ შეასრულა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ აშშ-ის ელჩის შეფასებას გამოეხმაურა. „ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ყურადღებით ვუსმენთ, ვიღებთ მოსაზრებებს და გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.