imedi /  11 მაისი 2021, 20:45 / სანდო წყარო

ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა ქართული სტარტაპი Pulsar AI-ი იყიდა

ქართული სტარტაპი Pulsar AI-ი ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა იყიდა. ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ქართული ტექ-სტარტაპებისათვის - Pulsar AI პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე წარმატებულად შეძლო საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვა. ქართული სტარტაპის ღირებულება ამ შესყიდვით რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.

„ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI - მა საზღვრები გაარღვია, ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა! 2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნით, ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკო-სისტემა სწრაფად განვითარდა. ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნისა და ხელშეწყობის მიმართულებით,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და Pulsar AI-ის გუნდს წარმატება მიულოცა.

„ეს წარმატების ისტორია საქართველოს ხელისუფლებისა და სამეცნიერო და ბიზნეს წრეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი დაუღალავი მუშაობის შედეგია. დღეს საქართველო უკვე აღიარებული ქვეყანაა მსოფლიო ინოვაციურ რუკაზე, რაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადგილობრივ სტარტაპებს. პროგრამები, რომლებსაც ჩვენ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ვახორციელებთ, სერიოზულ ბიძგს აძლევს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ხოლო ისეთი მაგალითები, რომელიც დღეს Pulsar AI - მა შექმნა, სტიმულის მიმცემი იქნება სხვა ქართული სტარტაპებისთვის. საქართველო მომავალშიც განაგრძობს თანამშრომლობას აშშ-სა და სხვა წამყვან ქვეყნებთან ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Pulsar AI- მა 2019 წელს სილიკონის ველზე $1.2M ინვესტიცია მოიზიდა. აღნიშნული სტარტაპი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან (GITA).

ქართულმა სტარტაპმა-Pulsar AI-მა შექმნა დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე მაღალი დონის პლატფორმა ავტომანქანის დილერებისთვის. Pulsar AI - ის ავტომატური კომუნიკაციის გადაწყვეტილების ინტეგრირება SpinCar - ის ინდუსტრიის ლიდერ ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც ხელს უწყობს მეტი მომხმარებლის ინტეგრირებას ონლაინ გაყიდვებში. Pulsar AI-ის ტენოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar - ის პლატფორმაზე და Pulsar AI - ის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას SpinCar-ის გუნდთან ერთად.

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის საქართველოში 2016 წელს დაიწყეს. 2019 წლიდან სოფო ჭყოიძეც შეუერთდა გუნდს და ერთად დააარსეს Pulsar AI - ი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია.

Pulsar AI-ის Conversational AI-ის პლატფორმა ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით როგორც იმეილის არხში, ასევე sms-ით, აკავშირებს ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან. კომპანიის აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა - მყისიერი, რელევანტური პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ შემოსულ ონლაინ მოთხოვნაზე, ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს. ავტომატური კომუნიკაციის ფუნქციონალი შესაძლებელს ხდის პასუხი გაეცეს განუსაზღვრელი რაოდენობის იმეილ თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნებს 24/7.

SpinCar - ი ავტო-დილერებს და ავტო-ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ციფრული გაყიდვების სფეროში. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, სადაც კლიენტი ციფრულ სივრცეში იგივე გამოცდილებას იღებს რასაც შოურუმში ვიზიტის დროს. SpinCar - ის მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანად დაფუძნებულია კლიენტის ქცევაზე და ამიტომაც, ზუსტად ერგება ავტომობილის ყიდვის საუკეთესო გამოცდილებას.

Pulsar AI-ის შესყიდვით, SpinCar - ის ოფისები წარმოდგენილი იქნება ნიუ-იორკში (ნიუ-იორკი, სირაკუსი), სან-ფრანცისკოში, თბილისში, მანჩესტერსა (ინგლისი) და ტორონტოში (კანადა).

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

14 ივნისი 2021, 10:50

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაში საქართველოს როლზე: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რეგიონსა და მის სამეზობლოში მშვიდობა იყოს

„საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რეგიონსა და მის სამეზობლოში მშვიდობა იყოს. ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობითა და მედიაციით, მოხდა ჩვენს ორ მეზობელს შორის, ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, შეთანხმება“, - აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

14 ივნისი 2021, 10:49

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

14 ივნისი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.98%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

14 ივნისი 2021, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 354 276 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 340 328, გარდაიცვალა 5 060 პაციენტი.

14 ივნისი 2021, 10:43

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

რატი იონათამიშვილი

14 ივნისი 2021, 10:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ესაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩვენი მთავრობის პროაქტიური საგარეო პოლიტიკის შედეგი

„ესაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩვენი მთავრობის პროაქტიური საგარეო პოლიტიკის შედეგი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უკავია ღირსეული და წამყვანი ადგილი ამიერკავკასიაში - მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის ფონზე“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

14 ივნისი 2021, 10:34

საზოგადოება

საქართველოში საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი ტარდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი ტარდება. კონკურსი, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო“, საფერავის და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 ივნისი 2021, 10:31

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსით 3900-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 29 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 374 305 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა.

მაიკლ პეკარდი

14 ივნისი 2021, 10:30

ტაბლოიდი

კაცი, რომლის გადაყლაპვაც ვეშაპმა სცადა, 20 წლის წინ ავიაკატასტროფას გადაურჩა✈️🐳

მაშინ პეკარდი 38 წლის იყო და კოსტა რიკაში, სან ხოსედან პუერტო ხიმენეზში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავი ჯუნგლებში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. პეკარდი ერთ-ერთი იყო 5 გადარჩენილს შორის, რომლებმაც მაშველების მოლოდინში 2 ღამე ჯუნგლებში გაატარეს.

ივანე ჩხაიძე

14 ივნისი 2021, 10:27

COVID19

ივანე ჩხაიძე ვაქცინაციაზე: რეგიონებში გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნება, თუმცა, თბილისთან შედარებით, ძალიან დიდი დისპროპორციაა

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინით იმუნიზაციის დაწყება დადებითად აისახება ვაქცინაციის პროცესის ტემპზე, ვინაიდან ეს ვაქცინა პასუხობს ჯანმოს მოთხოვნებს. მისივე თქმით, შედეგად, რეგიონებში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობაც გაიზრდება.

მაკა ბოჭორიშვილი

14 ივნისი 2021, 10:14

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტისას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილება

„ეუთო არის ის ორგანიზაცია, სადაც აქტიურად განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის საკითხები. რა თქმა უნდა, ვიზიტის ფარგლებში, ეს მთავარი თემა იქნება. მოგეხსენებათ, ეუთო, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გახლავთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე. რა თქმა უნდა, ვიზიტისას, განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება“, - აღნიშნავს მაკა ბოჭორიშვილი.

14 ივნისი 2021, 10:03

საზოგადოება

დღეს იდეების კონკურსის GreenOvation საფინალო ეტაპი გაიმართება

რეგულაციების გათვალისწინებით, დარბაზში მხოლოდ ჟიურის წევრები შეიკრიბებიან, ხოლო კონკურსის 6 ფინალისტი საკუთარ პროექტს ონლაინ ფორმატში წარადგენს და ჟიურის შეკითხვებს უპასუხებს. ონლაინ კონფერენციის დასრულებისთანავე, კონკურსის ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

14 ივნისი 2021, 09:46

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 ივნისს ქუთაისში დღისით +34 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

14 ივნისი 2021, 09:41

თემა

ირგვლივ ნეგატიური ახალი ამბების კორიანტელია. როგორ გავუმკლავდეთ უარყოფითი ინფორმაციის მუდმივ ნაკადს?

ჩვენი ყოველდღიურობა შედგება უამრავი ნეგატიური სიახლისგან, რომლებიც სხვადასხვა სფეროდან უწყვეტად მოედინება. ამავდროულად, გამუდმებით ვიღებთ შეტყობინებებს, რომ ამა თუ იმ პირს დახმარება სჭირდება. სპეციალისტების განმარტებით, ეს ყოველთვის არ იწვევს თანაგრძნობასა და სხვისი უბედურების გაზიარების სურვილს, რაც წესიერი ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. ექსპერტების შეფასებით, ასეთმა მუდმივმა ზეწოლამ შეიძლება თანაგანცდასთან ერთად დანაშაულის შეგრძნება, საკუთარი თავის ან ახლობლების გამო შფოთვა და გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, როდესაც ახალი ამბები ერთი მეორეზე მძიმეა და ეს ნაკადი თითქმის უწყვეტია, ზოგჯერ ადამიანი ინფორმაციის შემოტევას უმკლავდება იმით, რომ თანაგრძნობას წყვეტს. ამის მიზეზი არი ის, რომ ჩვენს ფსიქიკას მუდმივი თანაგანცდა არ შეუძლია, ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს. ამ მდგომარეობას თანაგანცდისგან დაღლილობა (compassion fatigue) ეწოდება. ეს განსაკუთრებით ხშირად აღენიშნებათ დამხმარე პროფესიების მქონე ადამიანებს. ისინი შეიძლება იყვნენ ფსიქოლოგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საქველმოქმედო ფონდების თანამშრომლები. მსგავსი შეგრძნება, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა იყოს აღიარებული, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, თუნდაც ეს ძალიან უსიამოვნო იყოს. ამით მდგომარეობა მარტივდება, რადგან ადამიანი ხვდება, რომ ეს ნორმალური მოვლენაა. ფსიქოლოგების განმარტებით, ეს არის იმის სიგნალი, რომ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის ძალიან ბევრი ან ძალიან რთულია და აღარ შეგიძლიათ მისი გადამუშავება ისე, რომ ამან პირადად თქვენზე უარყოფითად არ იმოქმედოს.

14 ივნისი 2021, 09:33

თემა

რომელ ვაქცინას მივანიჭო უპირატესობა? როგორ მოვიქცე აცრის შემდეგ და შეიძლება თუ არა სხვადასხვა ვაქცინის შერევა?

მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩნდება ახალი პრეპარატები და ახალი კითხვები ამა თუ იმ ვაქცინის გვერდით მოვლენებთან, მათ ეფექტიანობასთან, აცრილი ადამიანის იმუნიტეტის ხანგრძლივობასა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ინტერნეტში კი იმდენი ინფორმაცია დაგროვდა, რომ ამ ნაკადში გარკვევა არც ისე მარტივია. ყველაზე ავტორიტეტული გამოცემებიც კი ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ზოგიერთ საკითხზე თავად ექიმები და მეცნიერები ვერ შეთანხმებულან. აცრასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებს შესაბამისი პასუხები BBC-მ გასცა.

მარინა კალიურანდი

14 ივნისი 2021, 09:25

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მადლობას ვუხდი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის

„მივესალმები აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას, აგრეთვე სომხეთის მიერ აღდამის რეგიონში ნაღმების რუკების გადაცემას. მადლობას ვუხდი საქართველოს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის. მოვუწოდებ ორივე მხარეს, გააგრძელონ ეს გზა“, – თქვა მარინა კალიურანდმა.

14 ივნისი 2021, 09:07

რეგიონი

დღეს ქუთაისში შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართება​

დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას შესთავაზებს. ასევე, წარმოადგენენ შრომის ბაზარზე არსებულ სამუშაო ადგილებს სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებიდან.

14 ივნისი 2021, 08:51

COVID19

„სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი კვლავ განახლდა

დღეიდან „სინოვაკის“ ვაქცინით აცრის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი კვლავ განახლდა. მოქალაქეებს შეეძლებათ პირველ და მეორე დოზაზე დარეგისტრირება.

14 ივნისი 2021, 08:29

პოლიტიკა

დღეს არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება

ასევე გაანალიზდება პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხელახლა გადაითვალა შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე შერჩეული 20 უბანი, სადაც, როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, მნიშვნელოვანი დარღვევები არ დადასტურებულა.

ჰელგა მარია შმიდი

14 ივნისი 2021, 08:18

პოლიტიკა

დღეს ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი დღეს საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.