IMEDI /  18 მაისი 2021, 10:19 / სანდო წყარო

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება

19-23 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდის „FITUR“-ში მიიღებს მონაწილეობას.

კოვიდ პანდემიის და ინდუსტრიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ უნიკალური შესაძლებლობა მიიღო FITUR-ის ფარგლებში მარკეტინგული კამპანია განახორციელოს. კამპანია გულისხმობს გამოფენის პლატფორმის საშუალებით, როგორც ონლაინ, ასევე საგამოფენო სივრცის ბრენდირებას. ყველა კომუნიკაციაში საქართველოს ტურისტული შესაძლელობები წარმოდგენილი იქნება ბანერების, ვიდეოების, სხვადასხვა ღონისძიების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო არხების საშუალებით.

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საპრეზენტაციო სტენდით იქნება წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას მისცემს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

გამოფენას ესპანეთის მეფე-დედოფალი გახსნის. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ქართული ფოლკლორით გაფორმდება.

გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს საშუალება ექნებათ საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლები იხილონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით იქნება შეფუთული საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და მოსასვენებელი ადგილები. საინფორმაციო ბანერები განთავსდება ყველა საფეხმავლო ბილიკზე. საქართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ინტერნეტ მხარდაჭერასაც.

საქართველო მონაწილეობს ონლაინ გამოფენაშიც, რომელიც „FITUR“-ის ფარგლებში, 5 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მასშტაბურ ღონისძიებაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინსტაგრამის, ფეისბუქის, ლინკდინისა და ტვიტერის გამოყენებით სოციალურ მედია კამპანიას მოაწყობს. საქართველოს შესახებ ონლაინ რეჟიმში გაიმართება პრეზენტაცია, რაც გამოფენის მსვლელობისას სოციალური ქსელებითა და მედია პლატფორმებით გავრცელდება.

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2020 წელს 165 ქვეყანა და 11 050 მონაწილე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 111 089 ვიზიტორი ეწვია. გამოფენას საერთაშორისო მედიის 7,500-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.

ყველა სიახლე

ცოტნე გამსახურდია

20 ივნისი 2021, 21:41

საზოგადოება

ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ივნისი 2021, 21:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილმა დეპუტატის დაკავებისთვის პარლამენტართა თანხმობის კვორუმის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკი განმარტა

პოლიტიკური ძალა, ამ შემთხვევაში უმრავლესობა, იყოს გადაწყვეტილების მიმღები. ამას ერთი მხრივ, თავდაცვითი ხასიათი აქვს, მაგრამ არის გარკვეული რისკი, როდესაც შესაძლოა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ოპოზიციამ ხშირ შემთხვევაში არ მისცეს პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებს უფლება, რომ კანონიერი სამართლებრივი დევნა განახორციელონ დეპუტატზე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამირან გულუაშვილი

20 ივნისი 2021, 21:27

პოლიტიკა

პროკურორი: ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მედიით გავრცელებული ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერები დამონტაჟებულია და იმიტირებული

პროკურატურამ ე.წ სკანდალური ჩანაწერი გაშიფრა, შეისწავლა და დაადგინა რომ 2021 წლის 6 მარტს, ტვ პირველის ეთერში გასული ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერები დამონტაჟებული და იმიტირებულია. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „იმედის კვირასთან“ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

20 ივნისი 2021, 21:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე: ძველ ჩანაწერებს იღებენ და ამონტაჟებენ იმისთვის, რომ დააშანტაჟონ უკვე პოლიტიკური სუბიექტები

„ამ ძველ ჩანაწერებს იღებენ და ამონტაჟებენ იმისთვის, რომ დღეს დააშანტაჟონ უკვე პოლიტიკური სუბიექტები და ამ შემთხვევაში ხელისუფლება და თან ფეიკ ნიუსები გაავრცელონ მასზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც სხვა, რეალური მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ გაქვს და ცდილობ ცრუ ინფორმაციით გახვიდე ფონს“, - განაცხადა მდინარაძემ.

20 ივნისი 2021, 20:10

საზოგადოება

საქართველო „გლობალური მშვიდობის ინდექსში“ ექვსი პოზიციით დაწინაურდა

ექსპერტები ყოველწლიურად 160-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას იკვლევენ. ქვეყნებს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებენ. მათ შორისაა ომი, ტერორიზმი, პოლიციელების მხრიდან ძალადობა, შეიარაღების ექსპორტი, საზოგადოების ერთიანობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

20 ივნისი 2021, 19:40

პოლიტიკა

პარლამენტთან აქცია „არა ოკუპანტის ამნისტიას“ იმართება

აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც შეუერთდნენ.

ჯაიკ სალივანი

20 ივნისი 2021, 19:04

მსოფლიო

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

„სანქციების კიდევ ერთ პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც ამ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოვიყენებთ“, - განაცხადა სალივანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციებს მაშინ აამოქმედებს, როცა მიხვდება, რომ ამით „საჭირო მიზნებს“ მიაღწევს.

კორონავირუსი ვაქცინა

20 ივნისი 2021, 18:27

პოლიტიკა

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მილიარდი დოზა გამოიყენეს

მას შემდეგ რაც ქვეყნის მთავრობამ ვირუსის გავრცელების შეჩერება მოახერხა, მოსახლეობა ვაქცინაციას არ ჩქარობდა. თუმცა, ეს პროცესი ქვეყანაში COVID-19-ის დელტა ვარიანტის გავრცელებამ დააჩქარა. ასე, ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩინეთში 100 მილიონი ადამიანი აიცრა.

თენგიზ ცერცვაძე

20 ივნისი 2021, 18:23

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ „რემდესივირი“ სწორი გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და COVID პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაზე სოციალურ ქსელში წერს.

ელისო ბოლქვაძე

20 ივნისი 2021, 17:38

კულტურა

ელისო ბოლქვაძე იტალიაში სოლო კონცერტებს მართავს

ფესტივალზე ყოველწლიურად მოწვეულნი არიან საერთაშორისო დონის ცნობილი მუსიკოსები და ორკესტრები. ფონდის პრეზიდენტის, ქალბატონი მარია ფერეროს თხოვნით, ქართველი პიანისტი ისევ მიწვეულია 2022 წელს მომავალი ფეტივალის გახსნით კონცერტზე.

ზვიად შალამბერიძე

20 ივნისი 2021, 17:24

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: მედიაცია ერთადერთი ალტერნატივაა, რომელიც მიგვიყვანს იმისკენ, რომ ორივე მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული

მედიაციის პროცესი ორივე მხარის შეფასებით, ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებსა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მედიაციის პროცესის შეფასებისას განაცხადა.

ზვიად შალამბერიძე

20 ივნისი 2021, 17:17

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან მოლაპარაკებაზე: ორივე მხარისთვის დღეს მნიშვნელოვანია გარკვეულ კომპრომისებზე წავიდნენ

„მესმის მათი პოზიცია, რომ რეალურად აუცილებლად ამ მიწაზე უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ორივე მხარისთვის დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეულ კომპრომისებზე წავიდნენ, იისთვის რომ დიალოგი გაგრძელდეს. გაგრძელდეს ევროკავშირის მედიაციით ის ურთიერთობა, რომელიც დღეს დაწყებულია და რაც ასევე მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის“, - განაცხადა შალამბერიძემ.

20 ივნისი 2021, 16:34

რეგიონი

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირება იყო. დაკავებულია რამდენიმე პირი

აჭარის მთავრობის სახლთან ერთმანეთს აქციის მონაწილეები და პოლიციელები დაუპირისპირდნენ. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, დაკავებულია 7 პირი, მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბონდო თედორაძე.

სოზარ სუბარი

20 ივნისი 2021, 16:15

ეკონომიკა

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს

„ბოლო სამი თვეა ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ძალიან დადებითი ტენდენციები წამოვიდა. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მიერ წარმოდგენილი იყო გეგმა, რომელიც იმედს გვაძლევს რომ ეს ტემპი არ იქნება მცირე ვადიანი და გაგრძელდება როგორც მიმდინარე, ისე უახლოესი 10 წლის განმავლობაში. უახლოესი 10 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ბუნებრივია აისახება სიღარიბის დაძლევაზეც და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“ - განაცხადა დეპუტატმა. .

20 ივნისი 2021, 16:12

მსოფლიო

ფლორიდაში გეი-აღლუმზე ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. არის მსხვერპლი

გავრცელებეული ცნობით, ავტომობილი, რომელსაც კაცი მართავდა, 2 კაცს გადაუარა, შემდეგ კი ყვავილების მაღაზიას დაეჯახა. პოლიციამ დამნაშავე დააკავა, რომელმაც განაცხადა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა.

20 ივნისი 2021, 16:04

მსოფლიო

რუსეთში მოკლული ამერიკელი სტუდენტის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

რუსეთში მოკლული 34 წლის კეტრინ სეროუს ბოლო კომუნიკაცია დედასთან ჰქონდა. „უცხოსთან ერთად ვარ ავტომობილში. იმედი მაქვს, არ გამიტაცეს“, - მისწერა სტუდენტმა დედას, რომლიც მისისიპიში ცხოვრობს. ამის შემდეგ, გოგოს კვალი დაიკარგა და მას თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

20 ივნისი 2021, 15:31

რეგიონი

ზუგდიდში, მერაბ კოსტავას გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გზის რეაბილიტაციას გეოლოგიური და კონსტრუქციული სირთულეების გამო გარკვეული შეფერხებები ჰქონდა, თუმცა ამჯერად გრუნტის გამაგრების პრობლემა მთლიანად მოგვარებულია და ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძე

20 ივნისი 2021, 15:15

COVID19

ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე: ეს ცეცხლთან თამაშია - ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია

„ეს ცეცხლთან თამაშია - ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ არსებული ეპიდვითარების შეფასებისას. მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მომატებულია.

სერჟ სარქისიანი

20 ივნისი 2021, 14:59

პოლიტიკა

სერჟ სარქისიანი: საქართველოსთან ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

„ჩვენ უნდა განვავითაროთ სომხურ-ქართული ურთიერთობები“, - თქვა სომხეთის მესამე პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ.

ილია II

20 ივნისი 2021, 14:51

საზოგადოება

პატრიარქი: ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს

„გილოცავთ უფლის დღესასწაულს, გილოცავთ სულიწმინდის მოფენას მოციქულებზე. ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლსა. ღმერთმა ინებოს, რომ უხვად გადამოვიდეს მადლი სულისა წმინდისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ გაგამრავლოთ, თქვენი შვილებით და შვილთაშვილებით. დალოცვილები იყავით. ჩვენთან არის ღმერთი", - განაცხადა ილია მეორემ.