01 ივნისი 2021, 11:38 / სანდო წყარო

თბილისში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, მე-13 კმ-ზე სუპერმარკეტების ქსელ ,,მაგნიტის’’ განსხვავებული ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა - „მაგნიტი მაქსი“ - სრულიად ახალი კონცეფციის სავაჭრო სივრცეა, რომელიც ქსელის სხვა ფილიალებისგან, როგორც ზომით, ასევე პროდუქციის ასორტიმენტითა და მომსახურებით გამოირჩევა.

კომპანია ზრდა-განვითარებას აგრძელებს და ამჯერად მომხმარებლებს 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ მრავალფუნქციურ სუპერმარკეტს სთავაზობს, რომელიც პროდუქტების ერთიანად და კომფორტულად ყიდვის პროცესს ამარტივებს.

ახალ ფილიალში, „მაგნიტის“ წარმოების პურ-ფუნთუშეული, მზა კერძები და საკონდიტრო ნაწარმია განთავსებული. აქვე მომხმარებლებს ახლადგამომცხვარი, ცხელი თონის პურის, ნედლი ხორცისა და თევზის შეძენაც შეუძლიათ.

„მაგნიტი მაქსი“-ის შიდა ტერიტორიაზე ახლო მომავალში კაფე იქნება წარმოდგენილი, სადაც მომხმარებლებს კომფორტულად სადილობის და დასვენების საშუალება ექნებათ. აქ მათ კერძების მრავალფეროვანი მენიუ, ცხელი და ცივი სასმელები დახვდებათ.

მაღაზიაში წასახემსებელი სივრცეცაა, ასე რომ ამ ფილიალის სტუმრებს „მაგნიტის“ მზა კერძები ან მათთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი კომფორტულად შეუძლიათ მიირთვან.

„მაგნიტის“ ახალი ფორმატის მაღაზიის დაგეგმარება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას იძლევა. კომპანია ამ კონკრეტულ ფილიალში 100 ადამიანს ასაქმებს. მნიშვნელოვანია, რომ ქსელის აღნიშნული მიმართულებით გაფართოება შემდეგ წლებშიც იგიგმება. მიზანი უახლოეს 2-3 წელში მსგავსი ფორმატის 50-მდე მაღაზიის გახსნაა, რაც იმას გულისხმობს, რომ „მაგნიტი“ დამატებით საშუალოდ 5000 სამუშაო ადგილს შექმნის“ - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ია ნადირაშვილი.

აღნიშნული სუპერმარკეტი განსხვავდება ყველა იმ ფილიალისგან, რაც „მაგნიტის“ ბრენდის ქვეშ ერთიანდება. „მაგნიტი მაქსი“ გამოირჩევა ზომით, კონცეფციით და ასორტიმენტით. სხვადასხვა მოსასვენებელი სივრცე საყიდლებზე სიარულის პროცესს სასიამოვნოს ხდის, განსხვავებული ასორტიმენტი კი ყველა სასურველი პროდუქტის ერთ სივრცეში შეძენას ამარტივებს
გახსნასთან დაკავშირებით, ფილიალის სტუმრებს პროდუქტების შეძენისას საჩუქრები და სხვადასხვა შეთავაზება დახვდებათ. „მაგნიტი მაქსიში“, ისევე როგორც მთელს ქსელში, მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი აქცია - ყოველდღიური 20%-იანი ფასდაკლებაც მიმდინარეობს.
აღსანიშნავია ახალი ფილიალის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, რომელიც თბილისიდან გამსვლელ მომხმარებელს პროდუქტების შეძენისას დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევს.

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 260 ფილიალზე მეტი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

(R)

ყველა სიახლე

პაატა მანჯგალაძე

21 ივნისი 2021, 16:11

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პაატა მანჯგალაძე აირჩიეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის კვოტით პაატა მანჯგალაძე აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე ოპოზიციის მხრიდან ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ნიკა მაჭუტაძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პაატა მანჯგალაძე - ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.

ნათია თურნავა

21 ივნისი 2021, 16:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, იანვარ-მაისის მონაცემებით, 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო

„ნიშანდობლივია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღესდღეობით კვირაში 100 – 105 ფრენა სრულდება, რაც დაახლოებით იმდენივეა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სრულდებოდა. ეს ძალიან კარგი ნიშანია. ველოდებით, რომ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიც მალე გავლენ იგივე ნიშნულზე, რაც პანდემიამდე ჰქონდათ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

რობერტ ქოჩარიანი

21 ივნისი 2021, 16:09

მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვაგე აკოპიანმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

21 ივნისი 2021, 16:04

COVID19

ამირან გამყრელიძე: რთულია, ზაფხულია, მაგრამ ჯერჯერობით უნდა გავიჭირვოთ და პირბადე ვატაროთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდვითარება სტაბილური, მაგრამ საყურადღებოა. „რთულია, ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ, დანარჩენზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას და იქნება მსჯელობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

21 ივნისი 2021, 16:02

პოლიტიკა

პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში 8-ის ნაცვლად 12 წევრი იქნება

„ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შედეგად, პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში 8-ის ნაცვლად 12 წევრი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში იმსჯელეს.

21 ივნისი 2021, 15:50

საზოგადოება

პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის და UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ბავშვთა უფლებების შესახებ კონფერენცია ჩატარდა

გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს პროკურატურის, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისა და UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ბავშვთა უფლებების შესახებ კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, თეონა კუჭავა და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი, ია ჩხეიძე უძღვებოდნენ.

21 ივნისი 2021, 15:45

საზოგადოება

მოსალოდნელია თუ არა ტემპერატურის კიდევ უფრო მატება. უახლოესი დღეების პროგნოზი

21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი. 24 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია, 38 გრადუსს გადააჭარბოს.

21 ივნისი 2021, 15:37

რეგიონი

შირაქის ველზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

დედოფლისწყაროდან რამდენიმე კილომეტრში, შირაქის ველზე რამდენიმე საათის წინ გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული და ამ დროისთვის, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში, ქერისა და ხორბლის აღებულ ტერიტორიაზე, ადგილის გასასუფთავებლად, ცეცხლს თავად მეპატრონეები აჩენენ, ზოგ შემთხვევაში კი, ხანძარი მაღალი ტემპერატურის გამო ჩნდება.

ირაკლი ზარქუა

21 ივნისი 2021, 15:33

ეკონომიკა

ირაკლი ზარქუა: სწორი დაზღვევის მექანიზმებით გრძელვადიანი რესურსი უნდა შევქმნათ, ამისთვის არის საპენსიო ფონდი

„აქ პოპულიზმი გამორიცხულია. მახსოვს წინა მოწვევის პარლამენტში ვუსმენდი ხოლმე, ერთ-ერთი პარტიის ინიციატივა იყო, რომ დასჭირდებოდა ფული ამბობდნენ: „აი ხომ გაქვთ „საპენსიო ფონდი“, წამოიღეთ იქიდან“. ბოკერიას პარტიაზე გეუბნებით. საერთოდ გაკოტრდა, საერთოდ გაქრა. ამიტომ პოპულიზმი სხვებსაც არ დაემართოთ. არასწორი მიდგომაა და ამას ხალხი ისმენს. დღეს შენ შეგიძლია მონიტორინგი აწარმოო, რამდენი გაქვს და როგორ ემატება (თანხა). ის, რომ 600 ლარი ცოტაა, ამ 600 ლარს ემატება არსებული სახელმწიფოს დახმარებები, 300-ია მაგრამ შეიძლება გაიზარდოს და გაიზრდება ბუნებრივია. ასე რომ კიდევ ერთხელ წინგადადგმული ნაბიჯია, იმისთვის რომ დავაზღვიოთ ის გამოცდილება. ექსპერტები გვჭირდება“, - განაცხადა ზარქუამ.

21 ივნისი 2021, 15:33

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პანდემიით გამოწვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიღების შემთხვევაშიც, პანდემიის მარეგულირებელი მუხლების მოქმედების ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდება. კანონპროექტის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პედრო სანჩესი

21 ივნისი 2021, 15:30

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონიელი სეპარატისტი პოლიტიკოსების შეწყალების წინადადებით გამოდის

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი კატალონიელი სეპარატისტი პოლიტიკოსების შეწყალების წინადადებით გამოდის.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 15:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია გაბრაზებულია, რადგან ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელია ძალიან ლამაზად გამოიყვანა ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო

„ოპოზიცია არის გაბრაზებული, რადგან ვახტანგ გომელაურმა ძალიან ლამაზად გამოიყვანა ნიკა მელია ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, ოპოზიციისგან თავდასხმები გასაკვირი არაა, რადგან ვახტანგ გომელაურიც და ირაკლი ღარიბაშვილიც გუნდის გამორჩეულად ძლიერი წევრები არიან.

შოთა გულბანი

21 ივნისი 2021, 15:25

ეკონომიკა

შოთა გულბანი: 2021 წლის მაისში ექსპორტი 45%-ით გაიზარდა და თითქმის გაუთანაბრდა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელსაც

შოთა გულბანის განცხადებით, ცხადია, კრიზისულ პერიოდთან შედარებით დაფიქსირებული ზრდით არ უნდა ვიამაყოთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გასული წლების საუკეთესო მაჩვენებლები ერთბაშად ვერ გაუმჯობესდება.

გიორგი ცუცქირიძე

21 ივნისი 2021, 15:22

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, რაც არა მხოლოდ დასაქმების აღდგენაზე აისახება დადებითად, არამედ სავალუტო კურსზეც

„აღსანიშნავია, რომ ურყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებასთან ერთად, საპროგნოზო დაშვებებზე სწრაფად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც და მთავრობის ვალის შემცირების მაჩვენებელი ამავდროულად, რაც წლიურ ზრდაზე მხოლოდ დადებითად აისახება. ყველა ეს მაკროეკონომიკური პარამეტრი მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, რაც არა მხოლოდ დასაქმების აღდგენაზე აისახება დადებითად, არამედ სავალუტო კურსზეც მთლიანობაში, რომლის გამყარების ტენდენცია ისედაც სახეზეა, ზრდის მაღალი ფაქტორიდან გამომდინარე“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

დიმიტრი სამხარაძე

21 ივნისი 2021, 15:22

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: სასაცილოა, ვინმეს ჰქონდეს „ოცნების“ დამარცხების ამბიცია

„2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ წარდგება 2000-ზე მეტი შესაფერისი კანდიდატით, თითოეული მათგანი გამოირჩევა განათლებით, თავის საქმიანობაში წარმატებულობით, ავტორიტეტითა და საზოგადოების მხრიდან იმსახურებენ განსაკუთრებულ სიყვარულსა და მხარდაჭერას“ - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.

21 ივნისი 2021, 15:17

პოლიტიკა

პარლამენტი პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას მოუსმენს

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151-გვერდიან მოხსენებაში ასახულია ისეთი საკვანძო მიმართულება, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა

21 ივნისი 2021, 15:07

ეკონომიკა

EBRD-ის ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - „ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის“ გაიმართება

22 ივნისს, 11:30 საათზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მისი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - „ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის” გაიმართება. შეხვედრა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების ანალიზსა და იმის განხილვას, თუ რა გავლენა აქვთ მათ ქალ და მამაკაც მეწარმეთა საქმიანობაზე, ასევე, როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი.

21 ივნისი 2021, 15:06

საზოგადოება

სამგორის რაიონში რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გაეცნო.

ებრაჰიმ რაისი

21 ივნისი 2021, 15:04

მსოფლიო

ირანის არჩეული პრეზიდენტი: აშშ-ს მოვუწოდებ, ირანის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოხსნას

ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არ შეხვდება. „ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბირთვული შეთანხმებით. ჩვენ გვექნება ურთიერთობა მთელ მსოფლიოსთან. ჩვენ არ დავუკავშირებთ ირანის ხალხის ინტერესებს ბირთვულ შეთანხმებას“, - აღნიშნა ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა.

21 ივნისი 2021, 15:01

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს 2020 წლის ანგარიში მოისმინა

„ეს არის ის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდებოდა. მიმაჩნია, რომ ეს იყო ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში ჩავდეთ“,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც საპენსიო სააგენტოს 2020 წლის ანგარიში მოისმინეს.