IMEDI /  01 ივნისი 2021, 15:57 / სანდო წყარო

მაია ბითაძე: მივესალმები, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო 3 თვის განმავლობაში ათვისების პოზიტიური მაჩვენებელი აქვს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვა მოისმინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური კუთხით, მძიმე პირობებში დაიგეგმა. „გასულ წელს გვქონდა -6,2% ეკონომიკური ვარდნა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისშიც გრძელდებოდა. მაგრამ უკვე მარტის თვიდან ზრდა ფიქსირდება. ახლახან გამოქვეყნებული აპრილის მაჩვენებლები შთამბეჭდავად გამოიყურება და ზრდის მაჩვენებელი 45%-მდე აღწევს. შესაბამისად, 4 თვის მაჩვენებელი 8,4%-ია. ამაზე დაფუძნებით განახლდა პროგნოზები, რაც ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა“.

მან ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო პარამეტრებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მისი თქმით, გასულ კვარტალში გაწეული ხარჯი 137 მლნ 203 ათას ლარს შეადგენს, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 82%-ია.

მიმდინარე დინამიკის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის საჭირო გახდება დამატებითი ხარჯების გამოყოფა, რაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის შეფასებით, „პოსტ პანდემიურ პერიოდში ქვეყანა რომ გადასახადების სწორად და პოზიტიურად მობილიზებაზე საუბრობს, ვფიქრობ, იმის მაგალითია თუ როგორ მართა ჩვენმა გუნდმა ქვეყანა, მათ შორის ფინანსური კუთხით. ამ პანდემიის დროს არაერთი მიმართულების სუბსიდირება განხორციელდა, სწორედ ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რომ დღეს ჩვენ პოზიტიურ ტენდენციაზე ვსაუბრობთ. ასევე გვაქვს პოზიტიური ტენდენციები, მათ შორის ტურიზმის ხელახლა ამოქმედების და წინ წასვლის კუთხით, სადაც დაცულ ტერიტორიებს და ტყეების რეკრეაციული მიზნით გამოყენებას დიდი ადგილი უკავია. მინდა მივესალმო იმას, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ 3 თვის განმავლობაში ათვისების პოზიტიური მაჩვენებელი აქვს, რაც საფუძველს იძლევა, რომ სახელმწიფო ინვესტიცია მომდევნო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით იქნება“.

ყველა სიახლე

ზურაბ ქადაგიძე

24 ივნისი 2021, 13:00

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: სანამ გზავნილებში აიბლანდებით, ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბეთ, ძალიან ნათლად იყიდებით

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე შეერთებულ შტატებში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთ სასტუმროში ცხოვრებისა და მათი შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

24 ივნისი 2021, 12:51

საზოგადოება

"ლიბერთი ბანკი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე დისკუსია, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში უნდა გადავიდეს. ამ მგრძნობიარე თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და დამაზიანებელია პროცესისთვის.

ანგელა მერკელი

24 ივნისი 2021, 12:48

მსოფლიო

ანგელა მერკელი: საკმარისი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტი ესაუბრებოდეს - ევროკავშირმა ასევე უნდა შექმნას დისკუსიების სხვადასხვა ფორმატი

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი უნდა დაამყაროს და რუსეთის პროვოკაციებსა და ჰიბრიდულ შეტევებზე ერთობლივი რეაგირების მექანიზმები შექმნას.

ბრიტნი სპირსი

24 ივნისი 2021, 12:41

ტაბლოიდი

ბრიტნი სპირსი მამამისს თავისი ცხოვრების გაკონტროლებაში ადანაშაულებს და მისი მეურვეობის გაუქმებას ითხოვს

„უბედური ვარ, არ მძინავს. ძალიან გაბრაზებული ვარ, ეს სიგიჟეა. უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. მეურვეობის ქვეშ არ უნდა ვიმყოფებოდე, თუ მუშაობა შემიძლია“, - განაცხადა სპირსმა.

24 ივნისი 2021, 12:38

ეკონომიკა

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე გრანტი გამოუყო

„საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას ,,ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომლის საფუძველზეც ქვეყანა 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს“.

24 ივნისი 2021, 12:27

კულტურა

Blink-182-ს ვოკალისტი მარკ ჰოპუსი სიმსივნეს ებრძვის

ამერიკული პანკ-როკჯგუფის, Blink-182-ს ვოკალისტი მარკ ჰოპუსი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ მუსიკოსმა Twitter-ზე დაწერა.

24 ივნისი 2021, 12:22

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტის ფარგლებში შეიცვლა 5 კმ სიგრძის წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ამორტიზებული ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და ჰიდრანტები მოეწყო. ჯივიპიმ სარეაბილიტაციო პროექტში 6.4 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა.

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2021, 12:20

მსოფლიო

ტრამპი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებაზე: უკვე გვიანია - სავარაუდოდ, ჩინეთმა უკვე გაანადგურა უამრავი მტკიცებულება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის უხანის ლაბორატორიიდან გავრცელების მტკიცებულებები უკვე გაანადგურა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

24 ივნისი 2021, 12:15

საზოგადოება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ინტერაქციულ-გასართობი თამაში გაიმართება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ინტერაქციულ-გასართობი თამაში, „იპოვე შენი შემდეგი წიგნი“ გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, თამაში, ნებისმიერ ადამიანს, ინდივიდუალურად ესადაგება და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემის შედეგად, მომავალში წასაკითხი წიგნების სიას სთავაზობს. პროცესი საკმაოდ მარტივია და ნებისმიერ ასაკის ადამიანზეა გათვლილი. ეკრანზე გამოსახული მისალმების ტექსტისა და მოთამაშის ასაკის გარკვევის შემდეგ, პირველ და საბაზისო კითხვაზე სცემთ პასუხს: კითხვის თავდადებული მოყვარული ხართ თუ მხოლოდ მოცალეობის ჟამს იღებთ წიგნს ხელში.

24 ივნისი 2021, 12:07

საზოგადოება

„მაგთიკომი“ განცხადებას ავრცელებს

„მაგთიკომი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის 2021 წლის 23 ივნისის ინტერვიუზე თავის პოზიციას ავრცელებს: „მაგთიკომის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ჟოზეპ ბორელი

24 ივნისი 2021, 12:02

პოლიტიკა

ჟოზეპ ბორელის თქმით, ევროკავშირმა უნდა იამაყოს იმით, რომ პარტნიორებს მასთან დაახლოება სურთ

„ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან და ამას მივესალმებით. ასევე მივესალმებით მათ მოთხოვნას, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ ევროკავშირთან. აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გადამწყვეტი არის კავშირების გამყარება არა მხოლოდ ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, არამედ უშუალოდ პარტნიორებს შორის კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ბორელმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ივნისი 2021, 12:02

საზოგადოება

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

24 ივნისი 2021, 11:55

ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისიამ ITU-ს და კოლეგა მარეგულირებლებს ტელეკომ ბაზრის განვითარებისთვის მიღებული გადაწყვეტილებები გააცნო

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ მარეგულირებლების გლობალურ სიმპოზიუმზე ტელეკომ სექტორის განვითარებისა და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. პლენარული დისკუსიის ფარგლებში, ეკატერინე იმედაძემ სიმპოზიუმის წევრებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის ხედვა და საქმიანობა გააცნო.

24 ივნისი 2021, 11:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ მინის მწარმოებელ საწარმო „ნეო გლასს“ ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისში მდებარე მინისა და პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების მწარმოებელ საწარმო „ნეოგლასს“ ესტუმრა.

24 ივნისი 2021, 11:51

საზოგადოება

25 ივნისს თბილისში 3100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ვაზისუბნის დასახლებაში გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით ხვალ, 25 ივნისს 10:30 საათიდან 17:00 საათამდე გაზის მიწოდება 3100 აბონენტს შეუწყდება.

ლევან დოლიძე

24 ივნისი 2021, 11:51

პოლიტიკა

ლევან დოლიძე: თვალით არ გვინახავს სააკაშვილი - მანქანიდან დავინახე, მელიამ ჩაირბინა სპორტული ტანსაცმლით, ესაა ერთადერთი გადაკვეთა

მე, გიორგი გახარია და კახა ქემოკლიძე Mayflower -ში შევხდით ერთმანეთს და მეორე დღესვე გადავინაცვლეთ სხვა სასტუმროში, თვალით არ გვინახავს მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა ლევან დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარია

24 ივნისი 2021, 11:43

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „კურიერს“ დაუდასტურა, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი.

24 ივნისი 2021, 11:41

საზოგადოება

მეტრეველის ქუჩაზე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში მიმდინარე წელს უკვე მეშვიდე ავარიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქ თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთია მეტრეველის ქუჩის N10-ში მდებარე სახლი, სადაც 17 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნულ მისამართზე პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება. ასევე, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება.

24 ივნისი 2021, 11:41

COVID19

ჩინეთში ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 24 მილიონზე მეტი დოზა გაიხარჯა

ჩინეთში ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების რეკორდული რაოდენობის დოზები გაიხარჯა.

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2021, 11:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პოლიტიკაში დაბრუნება „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს

„ეს გარემოებები და ამას დამატებული ის ფაქტი, რომ ისინი ერთად იმყოფებიან ვაშინგტონში და ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ შორის იყო შეხვედრა, გვაძლევს იმის უფლებას დავუშვათ, რომ შეხვედრა შედგა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.