04 ივნისი 2021, 18:18 / სანდო წყარო

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია OMAN AIR-ი იწყებს

მიმდინარე წლის 16 ივნისიდან, ომანის სახელმწიფო ავიაკომპანია OMAN AIR-ი მასკატი - თბილისი - მასკატის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს. ნფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის კვირაში 2 სიხშირით, შემდეგი განრიგით შესრულდება:​

მასკატი - თბილისი - მასკატი, 16 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიენიჭა. რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-იც იწყებს.

ყველა სიახლე

ირაკლი კოვზანაძე

16 ივნისი 2021, 08:17

ეკონომიკა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს განიხილავს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დღეს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარედგინება. ამასთან, განხილული იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშიც.

16 ივნისი 2021, 08:07

მსოფლიო

ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება

ჟენევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქში დღეს შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება და ხუთ საათს გაგრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი

16 ივნისი 2021, 08:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ვატიკანს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით წმინდა საყდარს (ვატიკანს) ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან.

16 ივნისი 2021, 00:51

ტაბლოიდი

პაკისტანში ჭაში ჩავარდნილი ძაღლი და კატები 10 თვის შემდეგ გადაარჩინეს. ვიდეო

მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოველებს ადგილობრივი მცხოვრები აჭმევდა. შემდეგ საქმეში საქველმოქმედო ორგანიზაცია ACF Animal Rescue ჩაერთო, რომელმაც ცხოველების ჭიდან ამოყვანა გადაწყვიტა და სამაშველო ოპერაციის კადრები Youtube-ზე გამოაქვეყნა. ვიდეოზე ჩანს, რომ ჭაში წყალი არ არის, ცხოველები კი ნაგვით მოფენილ ფსკერზე დარბიან.

მარინა კაჭარავა

16 ივნისი 2021, 00:36

საზოგადოება

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ნინოწმინდის პანსიონზე: მაქვს განცდა, რომ ესაა ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შტურმი - არ შეიძლება ბავშვებთან ასე მოქცევა

„ისმოდა მძიმე ბრალდებები, რომ არათუ საუკეთესო ინტერესები, ბავშვის უფლებები იყო დარღვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ბავშვები ამ ყველაფერს ისმენდნენ“, - განაცხადა ნინო წმინდის პანსიონის საქმის შესახებ საუბრისას, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2021, 00:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ვფიქრობთ, თუ რა შეიძლება განვიხილოთ ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი მუშაობს ჟან მონეს დიალოგზე და ქართული მხარე ფიქრობს, თუ რა შეიძლება იყოს ამ დიალოგის მთავარი საკითხები.

Serapias parviflora

16 ივნისი 2021, 00:34

ტაბლოიდი

ლონდონში ერთ-ერთი შენობის სახურავზე იშვიათი ჯიშის ორქიდეები აღმოაჩინეს🌸

Serapias parviflora-ს ჯიშის ყვავილები დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კორნუოლში 1989 წელს შემოიტანეს. კოლონია 20 წლის შემდეგ გადაშენდა. ახლა კი ამ ჯიშის 15 ყვავილი, რომელიც სახურავზე აღმოაჩინეს ამ სახეობის ერთადერთი ველური კოლონიაა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Post Malone

16 ივნისი 2021, 00:24

ტაბლოიდი

Post Malone-მა ბრილიანტის კბილები ჩაისვა

მომღერლის ფოტო Instagram-ზე დანტისტმა ტომას კონელიმ გამოაქვეყნა. მისი თქმით, მუსიკოსმა ბრილიანტებით ეშვები ჩაანაცვლა. ძვირფასი ქვების საერთო წონა 12 კარატია. ეს კოსმეტიკური პროცედურა Malone-ს 1,6 მილიონი დოლარი დაუჯდა.

გიორგი ხელაშვილი

16 ივნისი 2021, 00:21

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ნატოში ჩვენი ინტეგრაცია მეთოდური და ძალიან თანმიმდევრული პროცესია

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია დამოკიდებული შიდაპოლიტიკურ სტაბილურობაზე, მაგრამ ასევე საერთაშორისო პოლიტიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარების იმედს გვაძლევს ამერიკის შეერთებული შტატების გაცილებით უფრო ენერგიული პოზიცია, ვიდრე ეს იყო ბოლო წლებში და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაშიც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობითი სამიტის შემდეგ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს დანარჩენ პარტნიორებს შორის გაიმართა, ეს პროცესი ახალი ენერგიით უნდა დაიძრას. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს და ამისთვის ყველა წინაპირობა არის“, - განაცხადა ხელაშვილმა.

16 ივნისი 2021, 00:18

საზოგადოება

ქსელის ავარიულად დაზიანების გამო თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

15 ივნისს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მარინა კაჭარავა

16 ივნისი 2021, 00:18

საზოგადოება

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ნინოწმინდის პანსიონის საკითხის გაშუქებაზე: ვიდრე უცხოელი არ იტყვის, რომ ჟურნალისტებმა ჟურნალისტური ეთიკა უნდა დაიცვან, იქამდე, შეიძლება, ეს არ ესმით

„ვიდრე უცხოელი არ იტყვის, რომ ჟურნალისტებმა ჟურნალისტური ეთიკა უნდა დაიცვან, იქამდე, შეიძლება, ეს არ ესმით. ეს ძალიან სამწუხაროა. ჟურნალისტი ძალიან საპატიო პროფესიაა და დღეს, საზოგადოებაში ძალიან ნეგატიურ განცდებს იწვევს“, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ „იმედის ფაქტორთან“ საუბრისას, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხის გაშუქების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ჯულიან სმითი

16 ივნისი 2021, 00:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ნატოში აშშ-ის ელჩის პოსტზე ჯულიან სმითის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის ელჩის პოსტზე ჯულიან სმითის კანდიდატურა წარადგინა.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2021, 00:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარები განსაკუთრებით მიესალმებიან საქართველოს მედიაციით მიღწეულ სასიამოვნო შედეგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ვროპარლამენტარები განსაკუთრებით მიესალმებიან ბოლო პერიოდში საქართველოს მედიაციით მიღწეულ სასიამოვნო შედეგს, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოხდა.

ანდრია ჯაღმაიძე

16 ივნისი 2021, 00:11

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდას პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე: ჩვენ ალბათ საზოგადოებასთან კომუნიკაცია დავაგვიანეთ

„ის, რომ იქ ვიღაც არ შეუშვეს სულაც არ ნიშნავდა, რომ იქ იყო მძიმე დანაშაულები. თუმცა გადაცდომებზე ვამბობთ, რომ შესაძლოა იყო. მაგრამ ამ ჩაკეტილობამ გამოიწვია ამის ჰიპერბოლიზაცია და რაღაც ამოუცნობი ობიექტის როლში ჩადგა ეს პანსიონი, უკვე ყველაფერი შეიძლებოდა ადამიანს ეფიქრა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

გიორგი ხელაშვილი

16 ივნისი 2021, 00:04

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მიდგომა ბრიუსელში ყველას ძალიან უკვირს

ბრიუსელში შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან ვმართავთ. ეს არის პირველი შემთხვევა არჩევნების შემდეგ, როდესაც შიდა პოლიტიკური პროცესების გარდა ევროპარლამენტარებს აინტერესებთ საქართველოს უფრო გრძელვადიანი ხედვა. სამწუხაროდ, ბოლო თვეების ჯაჯგურმა, რომელიც მთლიანად ოპოზიციის სინდისზეა, მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც მარტო ეს იყო სალაპარაკო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

თეა დარჩია

16 ივნისი 2021, 00:02

საზოგადოება

თეა დარჩიამ განმარტა როგორია ცხოვრება ნინოწმინდის პანსიონში

„მე იქ ვცხოვრობ ჩემ შვილებთან ერთად. ერთ სართულზე ვცხოვრობთ ყველა. მე ვცხოვრობ ბავშვების ოთახში ჩემს შვილებთან ერთად. დაცემინებაც ისმის იქ ბავშვის ოთახიდან ოთახში. რამე ისეთი რომ შემემჩნია... სახლი მაქვს, ბინა მაქვს ბათუმში, მაგრამ ერთი ღამეც არ გამითენებია იქ, იმდენად უყვართ ჩემს შვილებს იქ (პანსიონში) ყოფნა. შეიძლება ბევრს ჩემი არ სჯერა და შეიძლება ფიქრობენ, რომ რაღაც მიზეზების გამო ვიტყუები, მაგრამ ჩემი შვილები ხომ არ იტყუებიან, ბავშვებს ხომ ვერ მოატყუებ. ბავშვებს ხომ ვერაფერს დაუმალავ“, - განაცხადა დარჩიამ.

ანდრია ჯაღმაიძე

15 ივნისი 2021, 23:54

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: სანამ მინდობით გაიყვან ბავშვს, სჯობს, რომ ბიოლოგიური ოჯახი დააფინანსო

კარგია, რომ სახელმწიფომ შეძლო ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების დახმარების გაძლიერება. უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ოჯახების გაძლიერება. მინდობით გასული ბავშვის ოჯახი ფინანსდებოდა, და ჩვენ ვამბობდით, რომ სანამ მინდობით გაიყვან ბავშვს, სჯობს, რომ ბიოლოგიური ოჯახი დააფინანსო., - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ანდრია ჯაღმაიძე

15 ივნისი 2021, 23:53

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონზე: არ გამოვრიცხავთ, რომ იყო იქ გადაცდომები

სრული სურათის დასანახად უნდა დაველოდოთ იმ გამოკითხვებს, რომელიც მიმდინარეობს, ფსიქოლოგებისა და შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებს. ახლაც ძნელი დასაჯერებელია ყველა ის ბრალდება, რაც ისმის. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ იყო იქ გადაცდომები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯო ბაიდენი გი პარმელენი

15 ივნისი 2021, 23:49

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: მზად ვარ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის

აშშ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის მზად არის. ჯო ბაიდენი დღეს ჟენევაში ჩაფრინდა. ამერიკის ლიდერმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის პრეზიდენტთან, გი პარმელენთან.

ანდრია ჯაღმაიძე

15 ივნისი 2021, 23:44

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ერთადერთი რაც გვაქვს, არის სიმართლე და ამ მხრივ ყოველთვის ვართ შეზღუდულები, რადგან ტყუილი არის მრავალფეროვანი, სიმართლე კი ერთია

„რამდენი ტელევიზია უთმობს ყველაზე ძვირფას ეთერს საპატრიარქოს და ეკლესიის საკითხებს? არაერთი. თითოეულ ტელევიზიას რა ბიუჯეტი აქვს და რამდენი იხარჯება ამაში. გეტყვით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ბიუჯეტს და მიხვდებით, რომ შეუძლებელია საინფორმაციო ნაკადის გადაფარვა ამ ძალებით. დროზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ შიგნით უნდა გქონდეს გამართული მექანიზმი, რომ უნდა შეგეძლოს პირდაპირი ეთერების წარმოება, უნდა გქონდეს სტუდია, მოიწვიო ხალხი. არ არის ასეთი საშუალება. ერთადერთი რაც გვაქვს, არის სიმართლე და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვართ შეზღუდულები. ტყუილი არის მრავალფეროვანი, სიმართლე ერთია და ამაში ვერ შევეჯიბრებით აი ამ რესურსს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.