04 ივნისი 2021, 18:22 / სანდო წყარო

ავიაკომპანია Bees Airline-ი საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს ზრდის

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ოპერირება მიმდინარე წლის 30 აპრილიდან დაიწყო, რეგულარულ რეისებს კიევი - ბათუმი - კიევის და ხერსონი - თბილისი - ხერსონის მიმართულებით შეასრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

კიევი - ბათუმი - კიევი, 9 ივნისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს, 13 ივნისიდან 24 ოქტომბრამდე - ყოველ კვირას, 11 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე - ყოველ პარასკევს და 14 ივნისიდან 27 სექტემბრამდე - ყოველ ორშაბათს;

ხერსონი - თბილისი - ხერსონი, 11 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე - ყოველ სამშაბათს და პარასკევს.

ამასთან Bees Airline-ი ამატებს კვირაში 2 სიხშირეს კიევი - თბილისი - კიევის მიმართულებით და ჯამში ავიაკომპანია ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალი მიმართულებებით და დამატებითი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 2 ივნისს მიენიჭა.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2021, 13:53

სპორტი

ქართველი მოკრივე ანა ხუნჯუა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ქართველი მოკრივე ანა ხუნჯუა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. იტალიაში მიმდინარე კონტინენტის 22-წლამდე პირველობაზე 21 წლის ხუნჯუამ გამოსვლა მეოთხედფინალში ანასტასია ლისინკას დამარცხებით დაიწყო და მომდევნო ეტაპზე გასვლით საპრიზო ადგილი გაინაღდა.

21 ივნისი 2021, 13:52

საზოგადოება

თეა წულუკიანმა იაპონიის ელჩთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

21 ივნისი 2021, 13:51

სპორტი

ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობას წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნის. ინიციატივის ფარგლებში, ბორჯღალოსნები 2 და 9 ივლისს მოედანზე კვართებზე დატანილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოთი გავლენ.

21 ივნისი 2021, 13:48

COVID19

ინდოეთში ე.წ. ინდური შტამის ახალი სახეობით ინფიცირების 20 შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში ე.წ. ინდური შტამის (ვარიანტი „დელტა“) ახალი სახეობით ინფიცირების 20 შემთხვევა დაფიქსირდა.

21 ივნისი 2021, 13:44

რეგიონი

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაურია

ხმაურია აჭარის უმაღლეს საბჭოში - სხდომაზე მოქალაქეები, რომლებიც ბობოყვათში 28 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ, დეპუტატებს დაუპირისპირდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ნაკვეთები მათი წინაპრების საკუთრებაა, სურთ აუქციონის გაუქმება და მიწების დაკანონება.

21 ივნისი 2021, 13:21

თავდაცვა

ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი გრძელდება

დღეიდან ავღანეთში დისლოცირებულმა ბოლო ქართულმა ქვედანაყოფმა დაიწყო სამშობლოში დაბრუნება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის პირველი ნაწილი საქართველოში ჩამოფრინდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენებზე: დაშლის პროცესში არსებული ხარვეზები იყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმეს

„შეგვიძლია, ეს პასუხისმგებლობა სამ ნაწილად დავყოთ. პირველია სხდომათა დარბაზში ჩატარებას რაც მოჰყვა, ერთი-მეორე პროვოკაცია, ჯერ გავრილოვისა და შემდეგ - ოპოზიციის. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი შეცდომა, მათ შორის - ჩემი შეცდომა და ამაზე ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მეორე - იყო პარლამენტზე შტურმისა და შეჭრის მცდელობა“.

21 ივნისი 2021, 13:18

მსოფლიო

თეთრი სახლი ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება

ჩინეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება, თუ თავის ტერიტორიაზე საერთაშიორისო სპეციალისტებს არ დაუშვებს, რომლებიც კორონავირუსის წარმოშობის დადგენას ცდილობენ. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ 50 დეპუტატს დამოუკიდებლად შეუძლია კომისიის შექმნა

ეს არის ოპოზიციის უფლება, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ პოლიტიკური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას. მისი თქმით, ამ კომისიის მუშაობაში უმრავლესობაც ჩაერთვება.

21 ივნისი 2021, 13:12

სპორტი

იაპონელ გულშემატკივრებს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების ნებართვა მისცეს

გულშემატკივრებს ეკრძალებათ ყვირილი, ხმამაღლა საუბარი და არენებზე ყოფნისას პირბადე უნდა ატარონ. თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იმატა, თამაშების ორგანიზატორები ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს - რასაც მას და მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს

ვენეციის კომისიის შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. დოკუმენტში იყო რაღაცები, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, რაღაცები ოპოზიციას არ მოეწონა, თუმცა მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მოსამართლეების დანიშვნაზე: ჩვენთვის ამოსავალია ორი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და შარლ მიშელის დოკუმენტი

„ჩავხედავთ საქართველოს კონსტიტუციასა და შარლ მიშელის დოკუმენტს, ვნახავთ, თუ რა წერია ერთში და მეორეში, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

21 ივნისი 2021, 13:02

რეგიონი

მელე-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ187-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დავით ზალკალიანი

21 ივნისი 2021, 12:59

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ყველა ფორმატსა და ტრიბუნას ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი

ყველა ფორმატსა და ტრიბუნას ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოჯახმა იცის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა კონკრეტული ქმედების შესახებ.

21 ივნისი 2021, 12:58

საზოგადოება

მაშველებმა დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს

მაშველებმა დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, რთული რელიეფის გამო და დაშავებულის მდებარეობის გათვალისწინებით, ადგილზე ქვეითი სამაშველო ჯგუფის დროულად ასვლა და ახალგაზრდა მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მის დასახმარებლად თბილისიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები გავიდნენ.

ირაკლი ქარსელაძე

21 ივნისი 2021, 12:51

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის პროექტის პროექტირება დასრულებულია

მისივე განმარტებით, 85 კილომეტრიდან 35 კილომეტრი, რომელიც ყველაზე გამომწვევია თავისი ინტენსივობითა და მოთხოვნებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

დავით ზალკალიანი

21 ივნისი 2021, 12:47

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: კომისიის მიერ შემუშავებულ დეოკუპაციის სტრატეგიაში ყველა ძირითადი მიმართულება იქნება გაწერილი

„ჩვენი მიზანი და ამბიციაა, რომ შევქმნათ საერთო, ეროვნული პროცესი და ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დეოკუპაციის სტრატეგიის შესამუშავებლად, კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

21 ივნისი 2021, 12:45

ეკონომიკა

MVNO ასოციაცია: ჩვენი მიზანია საქართველოში MVNO ბიზნესი განვავითაროთ, რაშიც მობილური ქსელის ოპერატორების დახმარება აუცილებელია

„იმედს ვიტოვებთ, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოში გაჩნდებიან MVNO-ები და ჩვენ, ყველა ერთად, შევძლებთ ფეხი ავუწყოთ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების ტემპებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

21 ივნისი 2021, 12:41

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, ახალციხეში, პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო ბაზაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ორსართულიანი ახლადგარემონტებული ყაზარმა, საქვაბის ახალი შენობა, მულტიფუნქციური ახლადმოწყობილი სტადიონი და სველი წერტილების შენობა მოინახულეს. უახლოეს პერიოდში ბატალიონის ტერიტორიაზე სასადილოს, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, დროშის ანძის მონტაჟის სამუშაოები განხორციელდება.

21 ივნისი 2021, 12:41

მსოფლიო

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.