IMEDI /  09 ივნისი 2021, 12:21 / სანდო წყარო

მსოფლიო ბანკი: გლობალური ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 5.6%-ს მიაღწევს

გლობალური ეკონომიკის ზრდა 2021 წელს სავარაუდოდ 5.6 %-ს მიაღწევს, რაც ბოლო 80 წლის განმავლობაში ზრდის ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია, ძირითადად რამდენიმე წამყვან ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის გამო. მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის ივნისის გამოცემას აქვეყნებს.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის ივნისის გამოცემის თანახმად, ბევრი განვითარებადი ქვეყანა კვლავ ებრძვის COVID-19-ის პანდემიას და მის შედეგებს. აღდგენის მიუხედავად, წარმოების გლობალური მოცულობის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის პანდემიამდელ საპროგნოზო მაჩვენებლებზე 2%-ით ნაკლები იქნება. შემოსავლის დანაკარგები ერთ სულ მოსახლეზე ძველ ნიშნულს 2022 წლამდე არ დაუბრუნდება ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებადი ქვეყნების ორი მესამედისთვის.

დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია შეფერხებულია, პანდემიის ზემოქმედებამ სიღარიბის დაძლევის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებით მანამდე მიღწეულ შედეგებზე უარყოფითი გავლენა იქონია, დაამძიმა სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა და სხვა გრძელვადიანი გამოწვევები წარმოქმნა.

„გლობალური აღდგენის მიმართულებით არსებული ნიშნების მიუხედავად, პანდემია განაგრძობს სიღარიბის და უთანასწორობის გაღრმავებას მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.

მისივე თქმით, აუცილებელია გლობალურად კოორდინირებული ძალისხმევა ვაქცინის განაწილების დასაჩქარებლად და ვალის შესამცირებლად, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. „ჯანდაცვის მიმართულებით არსებული კრიზისის შემსუბუქებასთან ერთად, პოლიტიკის შემმუშავებლებმა რეაგირება უნდა მოახდინონ პანდემიის გახანგრძლივებულ ზემოქმედებაზე მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად“.

განვითარებული ქვეყნებიდან აშშ-ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს სავარაუდოდ 6.8%-ს მიაღწევს, რაც ასახავს ფართომასშტაბიან ფისკალურ მხარდაჭერას და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას. სხვა მოწინავე ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი ასევე, თუმცა უფრო ნაკლებად მტკიცეა. ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებად ქვეყნებს შორის მოსალოდნელია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.5 %-ს მიაღწევს, რაც ასახავს დაგროვილი მოთხოვნის უზრუნველყოფას. მთლიანობაში ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი წელს 6%-ს მიაღწევს, რაც გამყარებული იქნება მაღალი მოთხოვნით და გაზრდილი სასაქონლო ფასებით. თუმცა, აღდგენა ბევრ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების ზრდით და ვაქცინაციის პროგრესის ჩამორჩენით, ისევე როგორც ზოგიერთ გარემოებაში მხარდაჭერის შეწყვეტით ფერხდება.

ჩინეთის გარდა ქვეყნების ამ ჯგუფში მოსალოდნელია შედარებით მოკრძალებული ზრდა (4.4%). აღდგენის პროცესის მაჩვენებელი ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში 2022 წელს სავარაუდოდ 4.7% იქნება. და მაინც, სარგებელი ამ ქვეყნების ჯგუფში არ არის საკმარისი 2020 წლის რეცესიის დროს განცდილი ზარალის დასაძლევად. წარმოების გამოსავალი 2022 წელს სავარაუდოდ 4.1%-ს მიაღწევს, რაც დაბალია პანდემიამდე არსებულ საპროგნოზო მაჩვენებლებზე. შემოსავალი ერთ სულზე ბევრ განვითარებად ქვეყანაში სავარაუდოდ, ასევე პანდემიამდელ დონეზე ქვევით ჩამოვა და დანაკარგები გააუარესებს ჯანდაცვასთან, განათლებასთან და ცხოვრების სტანდარტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ჯერ კიდევ COVID-19 -ის კრიზისამდე იყო მოსალოდნელი, რომ ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ფაქტორები იმპულსს დაკარგავდა, და ეს ტენდენცია პანდემიის დამაზიანებელი ზემოქმედებით სავარაუდოდ გაძლიერდება.

პროგნოზის მიხედვით, ზრდა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში წელს, 2020 წლის გარდა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იქნება, რაც ნაწილობრივ ვაქცინაციის მეტად დაბალ ტემპს ასახავს. აღნიშნულ ქვეყნებში ზრდა სავარაუდოდ 2.9%- ით მოიმატებს 2021 წელს სანამ 2022 წელს 4.7%-მდე გაიზრდება. ამ ჯგუფის გამოსავლის დონე 2022 წელს პროგნოზის მიხედვით 4.9%-ს მიაღწევს, რაც პანდემიამდელ საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაბალია.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2021, 19:17

სამართალი

ირაკლი შოთაძე ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა ესწრებოდნენ.

16 ივნისი 2021, 18:50

მსოფლიო

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით მიმდინარეობს

ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით მიმდინარეობს. მოლაპარაკებების პირველი ნაწილი თითქმის ორი საათი გაგრძელდა.

16 ივნისი 2021, 18:31

პოლიტიკა

ევროკავშირი: ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასა და საქართველოში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მუდმივი დარღვევების საკითხის წამოწევას

ევროკომისიამ ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მთავრობის მცდელობებისადმი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში.

16 ივნისი 2021, 18:23

რეგიონი

ავიაკომპანია Armenia ერევანსა და ბათუმს შორის სეზონურ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

სომხური ავიაკომპანია Armenia ერევნიდან ბათუმის მიმართულებით სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს. პირველი რეისი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდველმა გუშინ განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

16 ივნისი 2021, 18:22

საზოგადოება

აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაცია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ეწვია

15 ივნისს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრში ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე და წამყვანი სპეციალისტები აკაკი აბუთიძე, ლალი შარვაძე და ვახტანგ ქერაშვილი შეხვდნენ აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ასოცირებულ დირექტორს პეიჯ ამსტრონგსა და ამერიკული დელეგაციის სხვა წევრებს.

16 ივნისი 2021, 18:09

საზოგადოება

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა ურბანული განვითარების გზამკვლევები წარადგინეს

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ერთობლივად შექმნილი, ურბანული განვითარების სამი გზამკვლევი წარადგინეს.

რემდესივირი

16 ივნისი 2021, 17:58

COVID19

10 000 კოლოფი „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 000 კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური ჯენერიკის, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

16 ივნისი 2021, 17:49

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინისგან განსხვავებით, პირბადეზე კითხვის ნიშანი - გვიცავს თუ არა კორონავირუსის რომელიმე შტამისგან, არ არსებობს - პირბადე ყველა შტამისგან გვიცავს

„ძალიან მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა ინდური შტამისგან ვაქცინები და კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი. მთელი რიგი კვლევებია, რომ იცავს როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს, თუნდაც ბრიტანული შტამის შემთხვევაში. თუმცა, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავენ ინდური შტამისგან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რატი იონათამიშვილი

16 ივნისი 2021, 17:38

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ახალი რეგლამენტით ოპოზიციას აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ზედამხედველობის საპარლამენტო მექანიზმები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ახალი რეგლამენტით ოპოზიციას აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ზედამხედველობის საპარლამენტო მექანიზმები. მისი თქმით, თუ ვინმე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმებს ვერ იყენებს, ეს არაკომპეტენტურობის, ან უპასუხისმგებლობის ბრალია.

16 ივნისი 2021, 17:36

მსოფლიო

შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველებმა უკრაინელებთან ერთად ჟენევაში აქცია გამართეს

შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველებმა უკრაინელებთან ერთად ჟენევაში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მოიხოვეს, რომ შეწყდეს რუსეთის აგრესია, საქართველოს ოკუპაცია დასრულდეს, გათავისუფლდეს ზაზა გახელაძე.

თენგიზ ცერცვაძე

16 ივნისი 2021, 17:33

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაიცავს მოსახლეობა რეგულაციებს

ამბობენ, რომ მეოთხე ტალღას აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ, მაგრამ ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეასრულებს მოსახლეობა რეგულაციებს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აუცილებელია შევასრულოთ ის მინიმალური რეგულაციები, რომლებიც საქართველოში ამ ეტაპზე რჩება.

გიორგი ვაშაძე

16 ივნისი 2021, 17:29

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში შეაფასა

„პარლამენტი არის მთავარი ორგანო, რომელმაც მათრახი უნდა გადასცხოს მთავრობას, რომ ცოტა აამუშაოს, უნდა მოსცხოს ერთ ადგილზე წკეპლა, როცა ის არ მუშაობს. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტი დააკნინა და უფუნქციო გახადა. მინისტრები, მოადგილეები თვლიან, რომ პარლამენტში დადიან, როგორც რომელიღაც კაფეში, იმისთვის რომ უბრალოდ ორი სიტყვა თქვათ ფორმალურად. რეგლამენტი არის აწყობილი ისე, ოპოზიციას ჰქონდეს მაქსიმალურად ნაკლები უფლებები. ეს ყველაფერი შეიცვლება. ამის გარანტიას პირადად გაძლევთ“, - აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

რომან გოცირიძე

16 ივნისი 2021, 17:26

საზოგადოება

რომან გოცირიძე: როგორ უნდა გააკონტროლოს კომიტეტმა ესა თუ ის დარგი, როდესაც მინისტრები არ ემორჩილებიან

ოპოზიციონერი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო კონტროლი არაეფექტურია, ვინაიდან მინისტრები საკანონმდებლო ორგანოს საერთოდ არ ემორჩილებიან. ასე აფასებს ის საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

16 ივნისი 2021, 17:15

COVID19

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გათვალისწინებით, საფრანგეთში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და კომენდანტის საათი უქმდება

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გათვალისწინებით, საფრანგეთში 21 ივნისიდან კომენდანტის საათი გაუქმდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

გიორგი გაგნიძე

16 ივნისი 2021, 17:04

კულტურა

გრან კანარიის საოპერო თეატრი სეზონს ჯუზეპე ვერდის ოპერა „მაკბეტით“ ხურავს, რომელშიც ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე მონაწილოებს

Opera de Las Palmas - ში ვერდის „მაკბეტი“-ს სპექტაკლები ასევე 17 და 19 ივნისს გაიმართება. სპექტაკლი ცნობილმა ესპანელმა რეჟისორმა ალფონსო რომერომ დადგა. წარმოდგენებს იტალიელი მაესტრო ფრანჩესო ივან ჩამპა უდირიჟორებს.

16 ივნისი 2021, 17:00

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

„სახელმწიფო აუდიტი ცდილობს გააუმჯობესოს საქმიანობა. ჩვენი ამოცანა და ჩემი სურვილია, სამსახურის რეალური ეფექტურობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ერთადერთი რეალური ბერკეტი და ინსტრუმენტი, რომ პარლამენტმა გააკონტროლოს სამთავრობო ხარჯები და ფინანსური აქტივების მართვა, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ჩვენც ვეცდებით ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად, ასევე დავეხმარებით, რომ გაუმჯობესდეს მისი დამოუკიდებლობის ხარისხი და რამდენადაც შესაძლებელია დავიცავთ მის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ საფინანსოს-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

16 ივნისი 2021, 16:51

რეგიონი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რეგიონული შეხვედრები დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ადგილობრივი საჯარო უწყებების, სასამართლო კორპუსისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. შეხვედრების ციკლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან დაიწყო და ეტაპობრივად ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

16 ივნისი 2021, 16:51

საზოგადოება

გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე საქართველოდან თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება

წელს ლიდერთა სამიტში საქართველოც მონაწილეობს. სამიტზე თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება და დამსწრე აუდიტორიას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თიბისის მიერ გადადგმული ნაბიჯების, გამოცდილებისა და ხედვების შესახებ გაუზიარებს ინფორმაციას.

16 ივნისი 2021, 16:44

საზოგადოება

სემეკი: 1-ლი ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება.

16 ივნისი 2021, 16:42

საზოგადოება

პარლამენტში, ჩეხეთის რესპუბლიკის მწვანე ქალაქების ურბანული დაგეგმარების გამოცდილებას გაეცნენ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ჩეხეთის არქიტექტორთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე მილან სვობოდას მოუსმინეს, რომელმაც მწვანე ქალაქების ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით ჩეხეთის გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია გამართა.