IMEDI /  09 ივნისი 2021, 14:58 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესიდან მოდის პოზიტიური სიგნალები, რაც გვაძლევს ოპტიმისტურ საფუძველს, რომ ეკონომიკა სწრაფად აღდგება

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ბიზნესიდან მოდის პოზიტიური სიგნალები, რაც გვაძლევს ოპტიმისტურ საფუძველს და იმედს, რომ სწრაფად ხდება ეკონომიკის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლარი გამყარებულია და ეს ტენდენცია გრძელდება და კიდევ უფრო გამყარებას ელოდებიან ჩვენი ექსპერტები. ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი ეკონომიკა აღდგება ძალიან სწრაფად. 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა აპრილის თვეში, რომელიც იყო უპრეცედენტო, უნიკალური შემთხვევა და მაისიდან ველოდებით მაღალ შედეგს. შესაბამისად, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 7%-ზე მეტი. ესაა პესიმისტური სცენარი და შესაძლოა 10%-ზე მეტი იყოს. ეს ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილს, უფრო გახსნილ ეკონომიკას, მეტ ტურისტს და მთლიანობაში ეს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2021, 12:20

მსოფლიო

ტრამპი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებაზე: უკვე გვიანია - სავარაუდოდ, ჩინეთმა უკვე გაანადგურა უამრავი მტკიცებულება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის უხანის ლაბორატორიიდან გავრცელების მტკიცებულებები უკვე გაანადგურა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ივნისი 2021, 12:02

საზოგადოება

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ჟოზეპ ბორელი

24 ივნისი 2021, 12:02

პოლიტიკა

ჟოზეპ ბორელის თქმით, ევროკავშირმა უნდა იამაყოს იმით, რომ პარტნიორებს მასთან დაახლოება სურთ

„ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან და ამას მივესალმებით. ასევე მივესალმებით მათ მოთხოვნას, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ ევროკავშირთან. აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გადამწყვეტი არის კავშირების გამყარება არა მხოლოდ ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, არამედ უშუალოდ პარტნიორებს შორის კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ბორელმა.

24 ივნისი 2021, 11:55

ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისიამ ITU-ს და კოლეგა მარეგულირებლებს ტელეკომ ბაზრის განვითარებისთვის მიღებული გადაწყვეტილებები გააცნო

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ მარეგულირებლების გლობალურ სიმპოზიუმზე ტელეკომ სექტორის განვითარებისა და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. პლენარული დისკუსიის ფარგლებში, ეკატერინე იმედაძემ სიმპოზიუმის წევრებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის ხედვა და საქმიანობა გააცნო.

24 ივნისი 2021, 11:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ მინის მწარმოებელ საწარმო „ნეო გლასს“ ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისში მდებარე მინისა და პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების მწარმოებელ საწარმო „ნეოგლასს“ ესტუმრა.

24 ივნისი 2021, 11:51

საზოგადოება

25 ივნისს თბილისში 3100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ვაზისუბნის დასახლებაში გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით ხვალ, 25 ივნისს 10:30 საათიდან 17:00 საათამდე გაზის მიწოდება 3100 აბონენტს შეუწყდება.

ლევან დოლიძე

24 ივნისი 2021, 11:51

პოლიტიკა

ლევან დოლიძე: თვალით არ გვინახავს სააკაშვილი - მანქანიდან დავინახე, მელიამ ჩაირბინა სპორტული ტანსაცმლით, ესაა ერთადერთი გადაკვეთა

მე, გიორგი გახარია და კახა ქემოკლიძე Mayflower -ში შევხდით ერთმანეთს და მეორე დღესვე გადავინაცვლეთ სხვა სასტუმროში, თვალით არ გვინახავს მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა ლევან დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარია

24 ივნისი 2021, 11:43

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „კურიერს“ დაუდასტურა, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი.

24 ივნისი 2021, 11:41

საზოგადოება

მეტრეველის ქუჩაზე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში მიმდინარე წელს უკვე მეშვიდე ავარიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქ თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთია მეტრეველის ქუჩის N10-ში მდებარე სახლი, სადაც 17 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნულ მისამართზე პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება. ასევე, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება.

24 ივნისი 2021, 11:41

COVID19

ჩინეთში ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 24 მილიონზე მეტი დოზა გაიხარჯა

ჩინეთში ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების რეკორდული რაოდენობის დოზები გაიხარჯა.

გიორგი ვოლსკი

24 ივნისი 2021, 11:32

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საბოლოო სიტყვა ეკუთვნის არა მარტო უმრავლესობას, არამედ ოპოზიციასაც, მაშინ, როდესაც მოსამართლეები თავიანთ კანდიდატურებს პარლამენტში წარადგენენ

„საბოლოო სიტყვა ეკუთვნის არა მარტო უმრავლესობას, არამედ ოპოზიციასაც, მაშინ, როდესაც მოსამართლეები თავიანთ კანდიდატურებს პარლამენტში წარადგენენ. კონკრეტიკაზე თუ არ გადავალთ საუბარში, მაგალითად, კონკრეტულ ადამიანზე, რომელსაც შეიძლება რამე დავუწუნოთ, ან პირიქით, მოვუწონოთ, ასე საუბარს აქვს მხოლოდ ერთადერთი საფუძველი და წინაპირობა, რომ როგორმე საბოტაჟის რეჟიმში დაბრუნდნენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2021, 11:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პოლიტიკაში დაბრუნება „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს

„ეს გარემოებები და ამას დამატებული ის ფაქტი, რომ ისინი ერთად იმყოფებიან ვაშინგტონში და ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ შორის იყო შეხვედრა, გვაძლევს იმის უფლებას დავუშვათ, რომ შეხვედრა შედგა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

24 ივნისი 2021, 11:30

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციას მოუწია პარლამენტში შემოსვლა და ახლაც თუ გავლენ, ისევ შემოვლენ

ოპოზიციას მოუწია პარლამენტში შემოსვლა და ახლაც თუ გავლენ, ისევ შემოვლენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.

24 ივნისი 2021, 11:24

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 54 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 54 069 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

24 ივნისი 2021, 11:22

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ვითხოვთ საჩივრების ერთიანი ელექტრონული რეესტრის შექმნას

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებზე საჩივრების ერთიანი ელექტრონული რეესტრის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

გოსიამე სითჰოლი

24 ივნისი 2021, 11:19

მსოფლიო

ოფიციალურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამხრეთ აფრიკაში ქალს 10 ტყუპი არ გაუჩენია

37 წლის გოსიამე სითჰოლს, რომელიც ამტკიცებდა, რომ 10 შვილი გააჩინა, სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ბოლო დროის განმავლობაში ქალი ორსულად არ ყოფილა. ამასთან, ქვეყნის ვერცერთ კლინიკაში ვერ მოიძებნა ჩანაწერები ტყუპის გაჩენის შესახებ.

ლევან იოსელიანი

24 ივნისი 2021, 11:14

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: შემოდის 10%-იანი გადათვლის ვალდებულება მთელი საქართველოს მასშტაბით

„შემოდის 10%-იანი გადათვლის ვალდებულება მთელი საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, ვაკეთებთ კანონმდებლობაში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც დაშვებული იქნება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება არჩევნების პროცესში. ეს დააზღვევს კარუსელებს და ასეთი ტიპის მანიპულაციებს. გარდა ამისა, არის მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვას, საჯარო მოხელეებისა და მოსამსახურეების ჩართვას საარჩევნო აგიტაციაში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შალვა პაპუაშვილი

24 ივნისი 2021, 11:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო კოდექსთან დაკავშირეთ ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მეორე მოსმენით კომიტეტში განხილვამ აჩვენა, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირეთ ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

მაიკლ კარპენტერი

24 ივნისი 2021, 11:11

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა მაიკლ კარპენტერი ეუთოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პენ ბაიდენის ცენტრის დირექტორი, მაიკლ კარპენტერი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

ხათუნა ზახაშვილი

24 ივნისი 2021, 11:10

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: იმის მტკიცებულება, რომ ინდური შტამი ჰოსპიტალიზაციის მაღალ მაჩვენებელს იწვევს - ჯერჯერობით არ მაქვს

ინდური შტამი არის იგივე კორონავირუსი, რომელმაც უხანში დაიწყო პანდემია და გავრცელდა, უბრალოდ არის იმ პირველი უხანის ვირუსის შორეული შთამომავალი, რომელმაც ეს სახე მიიღო ინდოეთში, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, სად შეიძლება მოხეს ასეთი მუტაციები, რომელიც ხელს უწყობს ახალი ვირუსის ვარიანტის ჩამოყალიბებას. ეს უნდა იყოს ისეთი ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და სადაც ძალიან აქტიური კონტაქტების გამო შესაძლოა, ძალიან ბევრი ადამიანი ერთდროულად დაინფიცირდეს.