14 ივნისი 2021, 17:44 / სანდო წყარო

საქართველოს ეროვნულ ბანკს Central Banking-ის ორი ჯილდო გადაეცა

საქართველოს ეროვნულ ბანკს ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ორი ჯილდო გადაეცა - წლის საუკეთესო რისკმენეჯერისა და ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკის ნომინაციებში.

გამჭვირვალობის ნომინაცია სამ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა - განათლება, გამჭვირვალობა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას და კომუნიკაცია მრავალფეროვანი საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით.

„გამჭვირვალობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც პანდემიის პერიოდშიც შენარჩუნდა. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთი-ერთი უმთავრესი ამოცანა მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო სისტემის რეგულირების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ბოლო წლების განმავლობაში, ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამჭვირვალობის ზრდასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა არხის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ვებგვერდი - Finedu.gov.ge, თავს უყრის დაინტერესებული მხარეების მიერ შექმნილ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს. მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის გადაწყვეტილებების ბაზრისთვის და ფართო საზოგადოებისთვის ახსნას, ღიად და უწყვეტ კომუნიკაციას, ეროვნული ბანკი უპირველეს ამოცანად მიიჩნევს. სწორედ ეს არის ის, რასაც ეროვნული ბანკის რეგულარული, გამჭვირვალე ანგარიშგება და პროაქტიული კომუნიკაცია ემსახურება მიუხედავად რთული თუ მშვიდი პერიოდებისა“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რისკ მენეჯერის ჯილდო კი, ყოველწლიურად, სავალუტო რეზერვების რისკების მართვის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვან ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა. რეზერვების მართვის მაღალკვალიფიციურმა და მოტივირებულმა გუნდმა, ბანკის მენეჯმენტის მხარდაჭერით, სებ-ის სავალუტო რეზერვების მართვის პროცესის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა შეძლო, რითაც უზრუნველყო პატარა ზომის, განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ სათანადო ადგილის დამკვიდრება რეზერვების მართვის სფეროში წამყვან მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის.

„ამ მიღწევებში მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამასთან პარტნიორობამ შეიტანა, რომლის ფარგლებშიც სებ-მა სავალუტო რეზერვების მართვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი მიდგომები და მეთოდების დანერგა, ზრუნავდა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სტრატეგიული განვითარების ხედვა ჩამოაყალიბა. რეზერვების დაგროვება და ადეკვატური მოცულობით შენარჩუნება ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ვინაიდან სტრესული სიტუაციებით გამოწვეული კრიზისებისაგან ქვეყნის და მისი ფინანსური სისტემის დასაცავად დროდადრო მათი გამოყენების აუცილებელი საჭიროება დგება“, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

დღესვე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას კობა გვენეტაძემ ფინანსურ სტაბილურობაში გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გამჭვირვალობის დონე ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ეფექტურობაზე, არის თუ არა საჭირო გამჭვირვალობის გაზრდა მას შემდეგ, რაც ცენტრალური ბანკების როლი და მანდატი გაფართოვდა და უფრო კომპლექსური გახდა, როგორ შეუძლია გამჭვირვალობას დაეხმაროს ცენტრალურ ბანკებს საზოგადოების ნდობის ამაღლებაში, რა გამოწვევები არსებობს კომუნიკაციის კუთხით და სხვა. Central Banking-ის შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ფინანსური საზოგადოებისა და ცენტრალური ბანკების ლიდერები. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Central Banking-ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და მასში მონაწილე ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 12:02

COVID19

განიხილავს თუ არა საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“

„ინფიცირების ამგვარი მატება უკავშირდება როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე, ზოგადად, ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას. რაც შეეხება კითხვას, ვაპირებთ, თუ არა მკაცრ „ლოკდაუნს“, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 12:02

COVID19

ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემებით, აცრების 61% თბილისზე მოდის

დღევანდელი მონაცემებით, აცრების 61% მოდის თბილისზე, 11% აჭარაზე, 9% იმერეთში დანარჩენ რეგიონებში კი 1-დან 4%-მდე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 ივლისი 2021, 11:57

რეგიონი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გახდა რკინა-ბეტონის ხიდის მარცხენა ბურჯის დაზიანება.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 11:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: ღია სივრცეში თუ 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, აუცილებელია, ვატაროთ პირბადე

პირბადე მანდატორულია დახურულ სივრცეში, რეკომენდებულია ღია სივრცეში. იქ, სადაც იკრიბებით, 5-ზე მეტი ადამიანი ღია სივრცეში, აუცილებელია, ვატაროთ პირბადე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ თავშეყრის ადგილებზე იქნება ეს კონფერენცია, სემინარი, კონცერტი თუ ა.შ. დაიშვან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 11:49

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქორწილისა და სხვა სუფრებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ აცრაზე

„თუ ყველა ჩვენგანი შევასრულებთ რეკომენდაციებს, არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ გვექნება უნივერსიტეტისა და სკოლის დამთავრების დიდი თავყრილობები, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 ათასი ადამიანი იკრიბება, არ წავალთ კუსა და ლისის ტბებზე, თუ ყველა გავითავისებთ, რომ დღეს ცეცხლს ვეთამაშებით, ეს შედექი არ გვექნება. ქორწილისა და სხვა სურფებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 11:45

COVID19

რაზე იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

პირველი მიმართულება, რაც დღეს განვიხილეთ საკოორდინაციო საბჭოზე, არის აცრების კიდევ მეტად ინტენსივობა, მეორე - პირბადის მაქსიმალურად ტარება მანდატორულად დახურულ სივრცეებში, ღია სივრცეებში კი იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, - აამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2021, 11:42

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „დემოკრატებმა“ თავიანთი ქმედებები უნდა გამოიძიონ, რამაც კაპიტოლიუმზე შტურმი გამოიწვია

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატებმა“ თავიანთი ქმედებები უნდა გამოიძიონ, რამაც კაპიტოლიუმზე შტურმი გამოიწვია.

თეა ახვლედიანი

27 ივლისი 2021, 11:37

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო

„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც ხორციელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ ეტაპისთვის მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის კონკრეტულ გზებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შემდგომი განხორციელება, მისი ეფექტიანობის გაზრდა იმისთვის, რომ დარჩენილი 2300-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან გაურკვევლობაში მათი ახლობლების ხვედრის და ადგილსამყოფელის თაობაზე, რომ დავასრულოთ ეს მოლოდინი. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო, რომელთა დაკრძალვის ცერემონიალი უახლოეს პერიოდში განხორციელდება“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

27 ივლისი 2021, 11:37

რეგიონი

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე, მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

გურამ მაჭარაშვილი

27 ივლისი 2021, 11:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი რიკ დაემსის ვიზიტზე: ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა მომავალშიც გვექნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დაემსის საქართველოში ვიზიტი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

ალუდა ღუდუშაური

27 ივლისი 2021, 11:28

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური რიკ დაემსის ვიზიტზე: მაღალი დონის ვიზიტები არის მკაფიო ხაზგასმა, რომ საქართველო რეგიონში გამოკვეთილი ლიდერი, დემოკრატიული ქვეყანაა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დაემსის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის როლს რეგიონში.

27 ივლისი 2021, 11:25

COVID19

საქართველოში 996 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 996 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 236 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 996 მძიმე პაციენტიდან თბილისში 448 პირი მკურნალობს, აჭარაში - 76, იმერეთში - 236. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 215 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 4, იმერეთში - 14.

27 ივლისი 2021, 11:21

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.68%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 404 023 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 374 753, გარდაიცვალა 5714 პაციენტი.

27 ივლისი 2021, 11:19

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 938 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი, 3 666 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 1 938 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 938 შემთხვევა, აჭარა - 378, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 179, შიდა ქართლი - 205, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 175, კახეთი - 222, მცხეთა-მთიანეთი -83, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

27 ივლისი 2021, 11:15

COVID19

ინდოეთში 17 მარტიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 29 689 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 17 მარტიდან ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

რიკ დემსი და კახა კუჭავა

27 ივლისი 2021, 11:14

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კახა კუჭავას შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე, მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ წუთებში, რიკ დაემსი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული შეთანხმების შესრულებაა.

27 ივლისი 2021, 11:11

სამართალი

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზ.დ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ.დ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ტ.ჩ-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

27 ივლისი 2021, 11:04

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 666 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 335 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 407 689 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 376 088, გარდაიცვალა 5 731 პაციენტი.

27 ივლისი 2021, 11:02

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

27 ივლისი 2021, 10:43

რეგიონი

ალპანა-ცაგერის გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის შვავი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.