IMEDI /  15 ივნისი 2021, 14:32 / სანდო წყარო

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების“ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, ასევე საგადასახადო მონიტორინგისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, საქართველო-ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ. მისი თქმით ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვის პროცესში, უმნიშვნელოვანესია მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარებოდეს სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენება, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და კონტრაფაქციული ტვირთების გამოვლენა, რომელიც ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის, როგორც გარემოს, ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობას.

„ფორუმის ფარგლებში, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, შესაძლებლობა მოგვეცა, გავცნობოდით საავტორო უფლების მფლობელების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, კონკრეტული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რაც მომავალში პროდუქტის იდენტურობის დადგენის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის, ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების სფეროში ინვესტიციების განხორციელების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს და საბაჟო დეპარტამენტს ამ პროცესში, როგორც პირველ ხაზს, იმპორტირებული საქონელის კონტროლის მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების“ ფორუმის მიზანია, ერთობლივი მონიტორინგისა და ადმინისტრირების გზით, სხვადასხვა უწყებებებს შორის ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის დანერგვა, ასევე წარმატებული გამოცდილების გაზიარება და კონტრაფაქციული პროდუქციის იდენტიფიცირების მიზნით, უახლესი რისკების შეფასების მოდულების გამოყენებით, სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გზით შემოსული ტვირთების მიმართ, თანმხლები დოკუმენტაციის ანალიზი. ღონისძიებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია, პატენტრწმუნებულები, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

04 აგვისტო 2021, 01:20

COVID19

ჯო ბაიდენი: ვაქცინა თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს

ვაქცინა თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენი

04 აგვისტო 2021, 01:05

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდებს.

04 აგვისტო 2021, 00:56

მსოფლიო

აშშ შიშობს, რომ „თალიბანის“ ქმედებებმა ავღანეთში სამოქალაქო ომი შეიძლება გამოიწვიოს

აშშ შიშობს, რომ რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ქმედებებმა ავღანეთში სამოქალაქო ომი შეიძლება გამოიწვიოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ბეჭდების მბრძანებელი

04 აგვისტო 2021, 00:55

კულტურა

Amazon-მა „ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალიდან პირველი კადრი გამოაქვეყნა

ამასთან დაკავშირებით სტუდიამ სერიალიდან პირველი კადრი გამოაქვეყნა და პროექტის პრემიერის თარიღიც დაასახელა. სერიალი ეკრანებზე 2022 წლის 2 სექტემბერს გამოვა. ამ დრომდე უცნობია პროექტის სახელწოდება.

04 აგვისტო 2021, 00:45

ტაბლოიდი

კრიშტიანუ რონალდუმ ცოლის ნაჩუქარი Mercedes-ის ფოტო გამოაქვეყნა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ცოლის, ჯორჯინა როდრიგესის ნაჩუქარი Mercedes-ის ფოტო გამოაქვეყნა.

საპნის დოზატორი

04 აგვისტო 2021, 00:17

ტექნოლოგიები

Amazon-მა საპნის ჭკვიანი დოზატორი გამოუშვა, რომელიც ანეკდოტებს ჰყვება

მოწყობილობა LED-ეკრანით არის აღჭურვილი, რომელიც ხელების დაბანის დაწყებიდან 20 წამს ითვლის - ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით, სწორედ ამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს პროცესი, რაც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია.

04 აგვისტო 2021, 00:02

ტაბლოიდი

გერმანელ პენსიონერს, რომელიც ვილაზე ტანკსა და ქვემეხს ინახავდა, პირობითი პატიმრობა მიესაჯა

გერმანიის ქალაქ კილის სასამართლომ 14-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა პენსიონერს, რომელიც ვილაზე, ავტოფარეხში „პანტერას“ ტიპის ტანკს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საზენიტო ქვემეხს და სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

03 აგვისტო 2021, 23:36

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

რობერტ სტურუა

03 აგვისტო 2021, 23:14

საზოგადოება

რობერტ სტურუა: კულტურის მინისტრმა უნდა დაუჭიროს მხარი ნიჭიერ ხალხს, უნიჭოებს კი ცოტა დაეხმაროს, რომ არ გაბოროტდნენ

ვფიქრობ, რომ კულტურის მინისტრმა უნდა დაუჭიროს მხარი ნიჭიერ ხალხს, უნიჭოებს კი ცოტა დაეხმაროს, რომ არ გაბოროტდნენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა რობერტ სტურუამ განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 23:13

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის სრულ მზაობას გამოვხატავ

ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის სრულ მზაობას გამოვხატავ, რაც პროცესების გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 23:07

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: სიახლეების ფარგლებში ჩვენ, საარჩევნო კომისია, ვდგავართ იმ გამოწვევების წინაშე, რომ ამ რეფორმის პრაქტიკაში იმპლემენტაცია უნდა უზრუნველყოთ

„საარჩევნო რეფორმამ უზრუნველყო ისეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც რიგ შემთხვევაზე აზღვევს ბევრ იმ რისკს, რომლის შესახებაც გასულ არჩევნებთან დაკავშირებით არა თუ დარღვევები, კითხვის ნიშნები იყო. ამ სიახლეების ფარგლებში ჩვენ, საარჩევნო კომისია, ვდგავართ იმ გამოწვევების წინაშე, რომ ამ რეფორმის პრაქტიკაში იმპლემენტაცია უნდა უზრუნველყოთ. ეს არის ის მექანიზმები, რომლებსაც სისტემა დაჰყავს იქამდე, რომ ყველა მანიპულაციის რისკი იქნება დაყვანილი მინიმუმზე, რაც არ მისცემს არცერთ მხარეს შესაძლებლობას, რომ კენჭის ყრის დღესთან ან ზოგადად საარჩევნო პროცესთან მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდეს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 22:59

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ცესკოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვემდგომი კომისიების წევრთა კომპეტენციის ამაღლება წარმოადგენს

ცესკოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვემდგომი კომისიებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლებების განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: რა იყო ისეთი, რაც დემოკრატიულ პროცესს სჭირდებოდა და ჩვენი მხრიდან არ შესრულდა?!

თვითმმართველობის არჩევნებიდან ზუსტად ერთ თვეში დასრულდება ოპოზიციის დესტაბილიზაციის მცდელობები და ქვეყანა შემდეგი სამი წლით მშვიდ საქმიან რეჟიმში გადავა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ დანარჩენ რეფორმებზე საუბრისთვის „ქართული ოცნება“ მზადაა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ნორმალურ პოლიტიკაში დაბრუნდება. თუკი ეს არ მოხდება, თვითმმართველობის არჩევნებიდან ოპოზიციის დესტაბილიზაციის მცდელობები ზუსტად ერთ თვეში დასრულდება.

შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: IRI-ის კვლევების მიმართ ჩვენ რაიმე დამოკიდებულება კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს გამოცდილება

საპარლამენტო არჩევნებზე მივიღეთ 48%. რა მოხდა იმის შემდეგ? „ქართული ოცნება“ არის უფრო ძლიერ პოზიციაზე, ვინაიდან ოპოზიცია არ შემოდიოდა პარლამენტში და მერე შემოვიდა, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება დააანონსეს და ვერც კი დაიწყეს, ჩრდილოვანი მთავრობის ჩამოყალიბება სურდათ და ვერ გააკეთეს, საგამოძიებო კომისიის შექმნა სურდათ და ბოლოს თავადაც მოხსნეს ეს საკითხი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ რაც არ უნდა წინასწარ იძახოს, რომ ეს არის ცუდი არჩევნები, არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და თავისუფლად

„მათ სურთ სახე შეინარჩუნონ ამგვარად, რომ შემდეგ თავის ამომრჩეველს უთხრან: „კიდევ ერთხელ წავაგეთ იმიტომ, რომ ბატონმა კალანდარიშვილმა წაგვართვა არჩევნები. თუმცა მერე ამის შემოწმებაც არ მოუნდებათ, იმ ყუთებსაც არ გახსნიან, იმ შედეგებსაც არ გადათვლიან და აი ასე იქნებიან საკუთარ ქვეყანასთან ცივი ომის რეჟიმში. რაც შეეხება უშუალოდ ცესკოს, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ისე განვაახლეთ თამაშის წესები, რომ ნებისმიერ ერთ ადამიანზე, თუნდაც ეს ცესკოს თავმჯდომარე იყოს, ვერ იქნება იმდენად პროცესი დამოკიდებული, რამდენადაც ეს იქნება ინსტიტუტზე, რომელიც მას აბარია და კანონზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ასევე, ჩამოვლენ დამკვირვებლები. გარწმუნებთ, რომ ოპოზიციამ რაც არ უნდა წინასწარ იძახოს, რომ ეს არის ცუდი არჩევნები (ჯერ არ ჩატარებულა და უკვე ამბობენ, რომ ცუდი არჩევნებია), არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და თავისუფლად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:39

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: როდესაც აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ საჭიროა მრავალპარტიული მხარდაჭერით მიღებული რეფორმები, პირდაპირ შეგვიძლია ვნახოთ, ვინ უჭერს მხარს რეფორმებს და ვინ არა

„ქართული ოცნება“ 100 დღის განმავლობაში ასრულებდა მიშელის შეთანხმების პირობებს, მეორე მხარე კი არ იყო არცერთ კენჭისყრაზე, მეტიც, რვა ოპოზიციური პარტიიდან ოთხმა პარტიამ საერთოდ არ მოაწერა ხელი მიშელის შეთანხმებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

03 აგვისტო 2021, 22:37

მსოფლიო

Associated Press: პენტაგონის მახლობლად მომხდარ ინციდენტს პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა

პენტაგონის მახლობლად მომხდარ ინციდენტს პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დაბალი ბარიერის მიმართ ზოგადად სიმპათია გვაქვს, ჩვენი სურვილია, რომ იყოს მრავალფეროვნება და რამდენიმე ძლიერი პარტია

„ჩვენ დაბალი ბარიერის მიმართ ზოგადად სიმპათია გვაქვს. ეს იქნება 2, 3, 1, 4 პროცენტი - სწორედ ამაზე არის მსჯელობა. ამაზე არგუმენტები არსებობს, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენი გამოცდილებაც გვაქვს 1%-თან დაკავშირებით. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით. ჩვენი სურვილია, რომ იყოს მრავალფეროვნება და რამდენიმე ძლიერი პარტია. ამას სჭირდება გარკვეული დრო. იმედი გვქონდა, რომ ამ 1%-იან ბარიერს, ამ პარლამენტს გამოიყენებდნენ ჩვენი ოპონენტები იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაემკვიდრებინათ პოლიტიკაში (ვგულისხმობ ახალ, პატარა პარტიებს). თითქმის 1 წელიწადი ჭიდილის ფორმატში გავიდა, დარჩენილია 3 წელიწადი. დიდი ალბათობით, პატარა პარტიები ვერ შეძლებენ დიდი ბარიერი გადალახონ, რაც კონსტიტუციური წესით არის გათვალისწინებული. ასე რომ ჩვენ ამ კუთხით ღია ვართ მსჯელობისთვის და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ კომპრომისის მიღწევას ჩვენს ოპონენტებთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რატომ უნდა დავუშვათ კომპრომისი და რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც კონსტიტუციაში არ წერია?!

რატომ უნდა დავუშვათ კომპრომისი და რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც კონსტიტუციაში არ წერია და რატომ უნდა წავიდეთ ისეთ კომპრომისებზე, რომელიც მოქალაქეებს ააცილებს თვითმმართველობის არჩევნების ძირითად მიზანს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის ფაქტორში“ შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტა და დაასახელა ის არგუმენტებზე, თუ რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შეთანხმებიდან.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე შეთანხმების ანულირებაზე: ოპონენტებს სურდათ, პოლიტიკური მეკობრეებივით მოქცეულიყვნენ

ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან. ორჯერ ერთსა და იმავე კომპრომისზე წასვლა მასთან, ვინც ომის დასრულებას ხელი არ მოაწერა, ალბათ იქნებოდა შეცდომა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.