imedi /  18 ივნისი 2021, 13:14 / სანდო წყარო

„საქართველოს რკინიგზამ“ 500 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა

„საქართველოს რკინიგზამ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 7-წლიანი ვადით, წლიურ 4.00%-ში, 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა.

აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების თანაწამყვანი აგენტები - JP Morgan, Citi, Renaissance Capital და თიბისი კაპიტალი არიან, თანამენეჯერი კი - Galt & Taggart-ია. გარიგებაში იურიდიულ მრჩევლებს ინგლისური და ამერიკული სამართლის კუთხით - Dechert და Linklaters, ქართული სამართლის კუთხით კი MG Law და BLC Law წარმოადგენენ.

შეთავაზებულ ობლიგაციებზე ქართული ფასიანი ქაღალდისათვის უპრეცედენტო მოთხოვნა დაფიქსირდა და ჯამურმა მოთხოვნამ 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რამაც ბანკებს და ემიტენტს საშუალება მისცა ობლიგაციების კუპონი საწყისი 4.875%-5.000%-იანი დიაპაზონიდან, 4.00%-მდე შეემცირებინათ.

ობლიგაციების ემისიას ისეთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დაუჭირეს მხარი, როგორებიც არიან: EBRD და ADB, რომელთა ჩართულობამ თავისი წვლილი შეიტანა ობლიგაციებზე დიდი მოთხოვნის დაფიქსირებაში. საბოლოოდ, ემისიის 80% აქტივების მმართველმა კომპანიებმა და საინვესტიციო ფონდებმა შეიძინეს, რომელთა 41% - დიდ ბრიტანეთში, 35% - კონტინენტურ ევროპაში, 19% კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობენ.

ობლიგაციების გამოშვებამდე "საქართველოს რკინიგზას" საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა მიანიჭა. ორგანიზაციის შეფასებით, რკინიგზის რეიტინგი ამჟამად "BB მინუსს" შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები ბოლოს 2012 წელს 7.75%-ში განათავსა. მოზიდული რესურსი სწორედ ამ ობლიგაციების 1 წლით ვადაზე ადრე რეფინანსირებას მოხმარდება.

ამასთან, საქართველოს რკინიგზა გეგმავს, რომ გამოშვებით მიღებული თანხის ტოლი დაფინანსება მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე მიმართოს.აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის მიერ 2019 წლის შემდეგ განთავსებული მეექვსე ევროობლიგაციაა.

„პირველ რიგში, ვულოცავთ საქართველოს რკინიგზას წარმატებით დახურულ ტრანზაქციას და მოხარულები ვართ, რომ სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე პერიოდის მიუხედავად, საქართველოდან კიდევ ერთი ევროობლიგაციის განთავსება მოხდა. ობლიგაციებზე ასეთი ძლიერი მოთხოვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ემიტენტის მიმართ ინვესტორების ინტერესს და მმართველი გუნდის მიერ ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებულ აქტივობას მთელი ვირტუალური როუდშოუს განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებასთან ერთად, საერთაშორისო ევრობონდების განთავსებაშიც აქტიურადაა ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული ბონდები, საქართველოდან განთავსებული რიგით მეორე მწვანე ევროობლიგაციაა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, “Georgia Global Utilities”-ის მიერ, საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე ევროობლიგაციის გამოშვების თანამენეჯერიც თიბისი კაპიტალი იყო. საქართველოდან ბოლო 2 წლის განმავლობაში, მეორე მწვანე ევროობლიგაციის განთავსება ხაზს უსვამს ქვეყნისა და კომპანიების გრძელვადიან ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ“, - განაცხადა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თხელიძემ.

„საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველად, სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოუშვა 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია. რეფინანსირების შედეგად, საპროცენტო სარგებელი 7,75%-ის ნაცვლად განვახორციელეთ 4%-ში. კომპანია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის. დაზოგილი თანხა კი, რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარებას მოხმარდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გუნდს და ტრანზაქციაში ჩართულ ყველა პარტნიორს“, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ.

(R)

ყველა სიახლე

31 ივლისი 2021, 18:03

COVID19

უკრაინაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 12 წელს ზემოთ ბავშვებისთვისაც დაუშვეს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ბავშვები, რომელთა ასაკიც 12 წელს აღემატება, „ფაიზერით“ აცრას შეძლებენ. აცრის საშუალება ექნებათ არასრულწლოვნებს, რომელთაც რომელიმე მძიმე დაავადება აქვთ, მიემგზავრებიან ქვეყანაში, სადაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი აუცილებელია ან, სხვა სახელმწიფოში, ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს.

ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის გახსნაზე

31 ივლისი 2021, 17:42

COVID19

რამდენ ადამიანს მოემსახურება სამედიცინო უნივერსიტეტის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი და როგორ უნდა ისარგებლოთ შეთავაზებული სერვისით

სამედიცინო უნივერსიტეტში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც დღეს გაიხსნა, ამ ეტაპზე, დღეში 1000 ადამიანის ვაქცინაციაზეა გათვლილი, თუმცა მალევე, ამავე ტერიტორიაზე ვაქცინაციის სივრცეები და ამცრელი ბრიგადები დაემატება, რის შემდეგაც, საერთო ჯამში, დღიურად 4000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს და დახმარებას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

31 ივლისი 2021, 17:26

მსოფლიო

ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსას 600-მდე ტუნისელი მიგრანტი მიადგა

2021 წლის დასაწყისიდან, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, იზრდება იმ ტუნისელთა რაოდენობა, რომლებიც იტალიის სანაპირომდე მიღწევას ცდილობენ. მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსამდე 600-მდე მიგრანტმა მიაღწია.

31 ივლისი 2021, 17:04

COVID19

„ასტრაზენეკას“ მოქმედება კიდევ ერთი კვლევით შეისწავლეს. რა დაადგინეს მეცნიერებმა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად, კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. „AZD1222-ის ვაქცინის უსაფრთხოება და რეაქტოგენურობა საუდის არაბეთში“ - ასე ჰქვია კვლევას, რომლის ფარგლებშიც, შემთხვევითი შერჩევით, 1 592 აცრილი პირი გამოიკვლიეს.

31 ივლისი 2021, 16:46

მსოფლიო

თურქეთში ერთი ოჯახის 7 წევრი მოკლეს

ცენტრალურ თურქეთში, კონიას პროვინციაში, შეიარაღებულა პირებმა ერთი ოჯახის შვიდი წევრი მოკლეს. ოჯახის ახლობლებისა და ადვოკატის განცხადებით, მკვლელობა ეთნიკური ნიშნით იყო მოტივირებული, რადგან ისინი ქურთები იყვენენ. ამას უარყოფს პროკურატურა.

ანტონ პლესნოი

31 ივლისი 2021, 16:45

სპორტი

ანტონ პლესნოიმ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში 387 კილოგრამით მესამე ადგილზე გავიდა.

31 ივლისი 2021, 16:09

მსოფლიო

თურქეთში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

სამხრეთ თურქეთში, სადაც 40-მდე სხვადასხვა ადგილას, ტყის ხანძრებს ებრძვიან, უკვე 6 ადამიანი დაიღუპა. მეხანძრე-მაშველებმა დღეს, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ორი დაშავებული კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დასახლებაში, ხანძრის გამო, უკვე 275 ადამიანი დაშავდა.

31 ივლისი 2021, 15:57

მსოფლიო

ერაყში, დაკრძალვის პროცესიაზე თავდასხმას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ერაყში, სალადინის პროვინციაში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები პროცესიას დაესხენ თავს. შედეგად, 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ერაყის უშიშროების სამსახურის ცნობით, მოკლულია 13 პირი, დაშავდა 45. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები დაჯგუჯება „დაეშის“ წევრები არიან.

ანტონ პლესნოი

31 ივლისი 2021, 15:45

სპორტი

ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ოლიმპიურ თამაშებზე ატაცში მესამეა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ატაცში მესამე ადგილზე გავიდა.

31 ივლისი 2021, 15:37

საზოგადოება

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა

თბილისის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან ერთად, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

31 ივლისი 2021, 15:13

სამართალი

რას ჰყვებიან თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტის მეგობრები

მეორე დღეა, თბილისში, მეგობრები და სამართალდამცველები 31 წლის ავსტრალიელ ქალს -შანაი ბრუკს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

31 ივლისი 2021, 15:02

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაზე უარი თქვა

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შერეულ წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ოლიმპიური თამაშების Twitter-ის გვერდი ავრცელებს.

ივანე ჩხაიძე

31 ივლისი 2021, 14:51

COVID19

ივანე ჩხაიძე: ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს

„ბოლო 4 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

31 ივლისი 2021, 14:34

COVID19

პედაგოგების რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტში ცალკე სივრცე მოეწყობა

„მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ, რეგისტრაციის გარეშე, მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

31 ივლისი 2021, 14:20

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს - შეგვიძლია, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია, შესაბამისად ვაკონტროლოთ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი და ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გივი მიქანაძე

31 ივლისი 2021, 14:17

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს, რაოდენ ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის. ასე აფასებს ის იმ ფაქტს, რომ აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

დავით ზალკალიანი

31 ივლისი 2021, 14:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ასე აფასებს ის იმ ფაქტს, რომ აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

ილონ მასკი

31 ივლისი 2021, 14:02

მსოფლიო

ილონ მასკი: არაფრის დირექტორობა აღარ მინდა

„Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორზე ახალი წიგნი გამოდის. ერთ-ერთი ისტორია 2016 წელს მომხდარ ამბავს უკავშირდება - როდესაც Tesla-ს პრობლემები შეექმნა, მასკი დაუკავშირდა Apple-ის წარმომადგენელს, ტიმ კუკს, რომელსაც, მისი აზრით, კომპანიის ყიდვა შეეძლო“.

31 ივლისი 2021, 13:53

რეგიონი

თელავში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ შოთა ნარეკლიშვილთან ერთად ქალაქ თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.