www.imedi.ge /  21 ივნისი 2021, 12:45 / სანდო წყარო

MVNO ასოციაცია: ჩვენი მიზანია საქართველოში MVNO ბიზნესი განვავითაროთ, რაშიც მობილური ქსელის ოპერატორების დახმარება აუცილებელია

გვსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადოთ ჩვენი სურვილი სატელეკომუნიკაციო სფეროში, კერძოდ, მობილური ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთა (MVNO) ასოციაციისა და მასში შემავალი სუბიექტების სახელით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.

„ჩვენი ასოციაცია სამი ორგანიზაციის მიერ (შპს ჯი ენსი, შპს ინექსფონი, შპს მაიფონი) დაფუძნდა საქართველოში MVNO ოპერატორების განვითარების მიზნით. MVNO არის საერთაშორისო ბაზარზე აპრობირებული სრულიად ახალი ტიპის ბიზნეს-მოდელი, რომელიც გულისხმობს მობილური ქსელის აბონენტებისთვის მათზე ორიენტირებული სერვისებისა და პროდუქტების განვითარებას, სატელეკომუნიკაციო დარგში კონკურენციის მნიშვნელოვნად გაზრდას - შესაბამისად ინდუსტრიის ახალ საფეხურზე გადაყვანას.

MVNO (Mobile Virtual Network Provider) - არის ისეთი ტიპის მობილური ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელის ინფრასტრუქტურა და იყენებს არსებული მობილური ოპერატორების რესურსებს საკუთარი სერვისის გასაწევად (გადამცემი ანძები, მაგისტრალური ქსელი და ა.შ.). გამომდინარე აქედან, მისი ფოკუსი ნაცვლად ინფრასტრუქტურული მიმართულების მართვა/განვითარებისა სრულად ორიენტირებულია მომხმარებელთა ვიწრო აუდიტორიებზე და მათთვის მაქსიმალურად მორგებული და საუკეთესო სერვისის მიწოდებაზე.

მსოფლიო ტენდენციებმა გვიბიძგა აქტიურად ჩავრთულიყავით მობილური კომუნიკაციების განვითარებაში. გვსურს ჩვენი გამოცდილება, ჯანსაღი ამბიცია და თანამედროვე ტექნოლოგიები მომხმარებლებისთვის ისეთი სერვისების შეთავაზებას მოვახმაროთ, რომელსაც ტრადიციული ქსელის ოპერატორები (MNO-ები) არ ქმნიან.

გასულ წლებში ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად დაგვანახა, რომ მობილური კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოში ძალიან ბევრი პატარა თუ დიდი ნიშაა აუთვისებელი. მიგვაჩნია, რომ საქართველოში დღეს ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ნებისმიერი ნოვატორული, ამბიციური იდეა თუ სტარტაპი მოკლე დროში და შედარებით ნაკლები დანახარჯით შეიქმნას, გაიტესტოს და საბოლოო პროდუქტად იქცეს.

ასოციაციაში შემავალი სუბიექტების იდეები ფოკუსირებულია საკომუნიკაციო საშუალებების ერთიანი ეკოსისტემის შექმნაზე, რომელიც იქნება მეტი, ვიდრე - უბრალოდ კავშირი ინტერნეტსა თუ სატელეფონო ქსელთან. ეს ყველაფერი მოხდება ჩვენი კომუნიკაციების პლატფორმაზე ბიზნესებისთვის წვდომის მინიჭების გზით. ისინი თავიანთი სერვისების ინტეგრაციას მარტივად შეძლებენ აღნიშნულ პლატფორმაზე და მათ მომხმარებლებს მეტ ღირებულებას შესთავაზებენ თავად.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ და დავნერგოთ სრულიად თანამედროვე, მომავლის მოთხოვნებზე მორგებული საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებს და გულისხმობს სრულიად ციფრულ, უსწრაფეს და ინოვაციურ მიდგომებს მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შესაქმნელად. პროდუქტის საქართველოში წარმატებით ტესტირების შემდგომ ვგეგმავთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რისთვისაც უკვე შერჩეული გვყავს შემდეგი ეტაპის ქვეყნები და პარტნიორები. გვჯერა, რომ შესაძლებელია საქართველოში შეიქმნას თანამედროვე ტექნილოგიური პროდუქტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე, მზარდ მოთხოვნებს საერთაშორისო ბაზარზე. გვაქვს ამბიცია - შევქმნათ პროდუქტი და მოვახდინოთ მისი ექსპორტი გლობალურად, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და იმიჯზე.

საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე, ვასკვნით, რომ საქართველოში დღეს ყველა პირობაა შექმნილი ნოვატორული, ამბიციური იდეების გასახორციელებლად. მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება MVNO-ების დაშვებასთან დაკავშირებით ხელს უწყობს მსოფლიო ტენდენციების საქართველოში გადმოტანასა და ჩვენს გეგმებს. ქსელზე დაშვების საშუალება, კონკრეტული პირობებით, საგრძნობლად ამარტივებს პროცესებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტარტაპის საფეხურზე მყოფი კომპანიებისთვის. საქართველოს აქვს უდიდესი რესურსი, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები კომუნიკაციების დარგში, რაც დადებითად აისახება როგორც ინდუსტრიაზე, ასევე - ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე.

გვსურს, ყველა სახის ბიზნესთან თანამშრომლობა ცოდნის გაზიარებისა და მათზე გათვლილი გადაწყვეტილებების შესაქმნელად. ვგეგმავთ, ჩვენი სერვისები გავხადოთ მაქსიმალურად გახსნილი და ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამ გზით, ხელს შევუწყობთ სხვა ბიზნესების განვითარებასაც, რაც დღეს უკვე ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება თანამედროვე კავშირგაბმულობის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების გარეშე.

ქსელის მფლობელი მობილური ოპერატორების მიერ არასათანადო რეაგირება და წინააღმდეგობრივი განწყობა იწვევს პროცესის სტაგნაციასა და გაურკვევლობაში შეყვანას, რაც სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის როგორც პროცესის დაწყებაში, ასევე პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებითაც. იგივე შეიძლება ითქვას უცხოელ ინვესტორებთან მიმართებაშიც, რომლებიც კონკრეტულად კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე სტარტაპებში ახორციელებენ ინვესტიციას სხვადასხვა ქვეყნებში და მათ ინტერესებში საქართველო უკვე აქტიურად ფიგურირებს.

ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებისთვის, დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, ყველა პარტნიორი და ინვესტორი საქართველოს მიმართ ინტერესს დაკარგავს. ამით ზიანი მიადგება ჩვენს ქვეყანაში ტელეკომ დარგის განვითარებას და ზოგადად, საქართველოს რეპუტაციას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

ასოციაციის წევრმა კომპანიებმა MVNO-ს შექმნაზე აქტიურად მუშაობა 2020 წლის თებერვლიდან დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო სირთულეები, რეალობამ მაინც მოლოდინს გადააჭარბა. თავდაპირველად შევეცადეთ ბაზარზე არსებულ მობილური ქსელის ოპერატორებთან დაგვემყარებინა პირდაპირი ურთიერთობა და დაგვეწყო საუბარი, ვინაიდან MVNO ისეთი ტიპის ბიზნეს მოდელია, სადაც თუკი ორივე მხარე (MNO & MVNO) როგორც ეფექტური ბიზნეს პარტნიორი ისე არ მოქმედებს, წარმატება გამორიცხულია. ჩვენი მცდელობა ბიზნეს საწყისებზე, კომერციული პირობებით მოვლაპარაკებოდით მობილური ქსელის ოპერატორებს, წარუმატებელი აღმოჩნდა. პასუხად მივიღეთ, რომ მსგავსი წინადადებები ამ ეტაპზე მათ მიერ არ განიხილება. გასაოცარია, თუმცა პროცესი მოლაპარაკებამდე და ბიზნეს გეგმის განხილვის ფაზამდეც კი ვერ მივიდა, გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკების გზამ არ იმუშავა, 2021 წლის თებერვლიდან, ოფიციალური წერილით მივმართეთ ბაზარზე არსებულ ოპერატორებს, თუმცა დღემდე კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგამდე MVNO მოდელის მიმართულებით, არ მივსულვართ. სამი ქსელის ოპერატორიდან, ორთან კომუნიკაცია შედგა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ნათლად განსაზღვრული თუ როგორ უნდა გადავიდეთ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე MVNO-ს შექმნის მიმართულებით. ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორისგან, ჩვენი განმეორებითი მცდელობების მიუხედავად, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ ხდება პროცესის ხელოვნური გაჭიანურება ქსელის მფლობელი ოპერატორების მხრიდან. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ხშირად არასწორი, გადაუმოწმებელი და არაკვალიფიციური ინფორმაცია ვრცელდება MVNO-ს შესახებ. მაგალითად, თითქოს, მოხდება დიდი საბაზრო წილის წართმევა დომინანტი ოპერატორებისთვის ან შეიქმნება ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. ორივე ფაქტი არის სიცრუე და ამის დასტურია საერთაშორისო გამოცდილება: მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედი ასობით MVNO-ს ჯამურად საშუალოდ ბაზრის მხოლოდ 26%-მდე უკავია. ამის განმაპირობებელი უამრავი ფაქტი და მოცემულობა არსებობს, რაც ცნობილი უნდა იყოს დომინანტი ოპერატორებისთვის. ასევე, ქსელის მფლობელი ოპერატორის მხრიდან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების სათანადოდ მართვის გათვალისწინებით, უსაფთრხოებასთან დაკავშირებული რისკები მსოფლიოს არცერთ MVNO ოპერატორის მიერ არ შექმნილა. ტექნიკური არგუმენტაციის მოშველიებაც შესაძლებელია იმის შესახებ, რომ MVNO-ებთან ოპერატორის მიერ დაერთება ხშირ შემთხვევაში მსგავსია როუმინგ პარტნიორ ოპერატორებთან დაერთებისა (სხვა ქვეყნის ქსელთან). სხვა თანაბარ პირობებში როუმინგ ოპერატორის დაერთებიდან წარმოშობილი კიბერ უსაფრთხოების რისკები გაცილებით დიდია.

მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის MVNO-ს არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონკურენციის თვალსაზრისითაც. დღეს ბაზარზე არის ბევრი პატარა ფიქსირებული ინტერნეტის თუ სატელეფონო სერვისის მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საშუალო ან მცირე ბიზნეს სექტორს ემსახურება, თუმცა, აღნიშნულნი ვერ უწევენ კონკურენციას ბაზრის ლიდერებს (იქიდან გამომდინარე, რომ მათ მობილური კავშირის სერვისის შეთავაზება, თუნდაც უფრო ძვირად ვიდრე მას დღეს MNO სთავაზობს, არ შეუძლიათ). მცირე ზომის ოპერატორები კონკურენციას ვერ უწევენ ბაზრის ლიდერ MNO-ებს, რომლებიც ფიქსირებული ინტერნეტის სერვისსაც ფლობენ. პატარა კომპანიების რაოდენობა მცირდება, რაც ნეგატიურად აისახება როგორც კონკურენციაზე, ასევე ბაზრის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვაზე. მობილური ქსელის ხელმისაწვდომობაზე ბარიერების მოხსნა გამოიწვევს საქართველოში კიდევ ერთი სფეროს სწრაფად განვითარებას, მოიტანს ინვესტიციებს და შექმნის ინოვაციურ პროდუქტებს, როგორც კომუნიკაციების სფეროში, ასევე, სხვა დარგებშიც. MVNO არის ტელეკომუნიკაციების დარგის განვითარების მომავალი, რაც მრავალი დასავლური ქვეყნის მაგალითით დასტურდება. თუკი საქართველო ვერ აჰყვება მსოფლიოს კომუნიკაციების დარგში, სამომავლოდ ეს გახდება სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორი ყველა ბიზნეს სექტორის და შესაბამისად ქვეყნის განვითარებისთვის.

დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოში გაჩნდებიან MVNO-ები და ჩვენ, ყველა ერთად, შევძლებთ ფეხი ავუწყოთ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების ტემპებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

31 ივლისი 2021, 18:03

COVID19

უკრაინაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 12 წელს ზემოთ ბავშვებისთვისაც დაუშვეს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ბავშვები, რომელთა ასაკიც 12 წელს აღემატება, „ფაიზერით“ აცრას შეძლებენ. აცრის საშუალება ექნებათ არასრულწლოვნებს, რომელთაც რომელიმე მძიმე დაავადება აქვთ, მიემგზავრებიან ქვეყანაში, სადაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი აუცილებელია ან, სხვა სახელმწიფოში, ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს.

ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის გახსნაზე

31 ივლისი 2021, 17:42

COVID19

რამდენ ადამიანს მოემსახურება სამედიცინო უნივერსიტეტის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი და როგორ უნდა ისარგებლოთ შეთავაზებული სერვისით

სამედიცინო უნივერსიტეტში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც დღეს გაიხსნა, ამ ეტაპზე, დღეში 1000 ადამიანის ვაქცინაციაზეა გათვლილი, თუმცა მალევე, ამავე ტერიტორიაზე ვაქცინაციის სივრცეები და ამცრელი ბრიგადები დაემატება, რის შემდეგაც, საერთო ჯამში, დღიურად 4000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს და დახმარებას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

31 ივლისი 2021, 17:26

მსოფლიო

ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსას 600-მდე ტუნისელი მიგრანტი მიადგა

2021 წლის დასაწყისიდან, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, იზრდება იმ ტუნისელთა რაოდენობა, რომლებიც იტალიის სანაპირომდე მიღწევას ცდილობენ. მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსამდე 600-მდე მიგრანტმა მიაღწია.

31 ივლისი 2021, 17:04

COVID19

„ასტრაზენეკას“ მოქმედება კიდევ ერთი კვლევით შეისწავლეს. რა დაადგინეს მეცნიერებმა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად, კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. „AZD1222-ის ვაქცინის უსაფრთხოება და რეაქტოგენურობა საუდის არაბეთში“ - ასე ჰქვია კვლევას, რომლის ფარგლებშიც, შემთხვევითი შერჩევით, 1 592 აცრილი პირი გამოიკვლიეს.

31 ივლისი 2021, 16:46

მსოფლიო

თურქეთში ერთი ოჯახის 7 წევრი მოკლეს

ცენტრალურ თურქეთში, კონიას პროვინციაში, შეიარაღებულა პირებმა ერთი ოჯახის შვიდი წევრი მოკლეს. ოჯახის ახლობლებისა და ადვოკატის განცხადებით, მკვლელობა ეთნიკური ნიშნით იყო მოტივირებული, რადგან ისინი ქურთები იყვენენ. ამას უარყოფს პროკურატურა.

ანტონ პლესნოი

31 ივლისი 2021, 16:45

სპორტი

ანტონ პლესნოიმ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში 387 კილოგრამით მესამე ადგილზე გავიდა.

31 ივლისი 2021, 16:09

მსოფლიო

თურქეთში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

სამხრეთ თურქეთში, სადაც 40-მდე სხვადასხვა ადგილას, ტყის ხანძრებს ებრძვიან, უკვე 6 ადამიანი დაიღუპა. მეხანძრე-მაშველებმა დღეს, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ორი დაშავებული კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დასახლებაში, ხანძრის გამო, უკვე 275 ადამიანი დაშავდა.

31 ივლისი 2021, 15:57

მსოფლიო

ერაყში, დაკრძალვის პროცესიაზე თავდასხმას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ერაყში, სალადინის პროვინციაში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები პროცესიას დაესხენ თავს. შედეგად, 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ერაყის უშიშროების სამსახურის ცნობით, მოკლულია 13 პირი, დაშავდა 45. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები დაჯგუჯება „დაეშის“ წევრები არიან.

ანტონ პლესნოი

31 ივლისი 2021, 15:45

სპორტი

ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ოლიმპიურ თამაშებზე ატაცში მესამეა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ატაცში მესამე ადგილზე გავიდა.

31 ივლისი 2021, 15:37

საზოგადოება

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა

თბილისის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან ერთად, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

31 ივლისი 2021, 15:13

სამართალი

რას ჰყვებიან თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტის მეგობრები

მეორე დღეა, თბილისში, მეგობრები და სამართალდამცველები 31 წლის ავსტრალიელ ქალს -შანაი ბრუკს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

31 ივლისი 2021, 15:02

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაზე უარი თქვა

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შერეულ წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ოლიმპიური თამაშების Twitter-ის გვერდი ავრცელებს.

ივანე ჩხაიძე

31 ივლისი 2021, 14:51

COVID19

ივანე ჩხაიძე: ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს

„ბოლო 4 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

31 ივლისი 2021, 14:34

COVID19

პედაგოგების რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტში ცალკე სივრცე მოეწყობა

„მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ, რეგისტრაციის გარეშე, მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

31 ივლისი 2021, 14:20

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს - შეგვიძლია, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია, შესაბამისად ვაკონტროლოთ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი და ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გივი მიქანაძე

31 ივლისი 2021, 14:17

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს, რაოდენ ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის. ასე აფასებს ის იმ ფაქტს, რომ აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

დავით ზალკალიანი

31 ივლისი 2021, 14:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ასე აფასებს ის იმ ფაქტს, რომ აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

ილონ მასკი

31 ივლისი 2021, 14:02

მსოფლიო

ილონ მასკი: არაფრის დირექტორობა აღარ მინდა

„Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორზე ახალი წიგნი გამოდის. ერთ-ერთი ისტორია 2016 წელს მომხდარ ამბავს უკავშირდება - როდესაც Tesla-ს პრობლემები შეექმნა, მასკი დაუკავშირდა Apple-ის წარმომადგენელს, ტიმ კუკს, რომელსაც, მისი აზრით, კომპანიის ყიდვა შეეძლო“.

31 ივლისი 2021, 13:53

რეგიონი

თელავში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ შოთა ნარეკლიშვილთან ერთად ქალაქ თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.