imedi /  22 ივლისი 2017, 19:16 / სანდო წყარო

24-26 ივლისს წყალმომარაგება საბურთალოს, ვაკისა და მთაწმინდის რამდენიმე ქუჩას შეეზღუდება

პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია

24-26 ივლისს GWP გერმანელ ექსპერტებთან ერთად ცენტრალური მაგისტრალური თუჯის მილის რეაბილიტაციას გეგმავს, რითაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განსახორციელებელი სამუშაოების დასკვნით ეტაპზე გადავა. ამის გამო, 24-26 ივლისს წყალმომარაგება საბურთალოს, ვაკისა და მთაწმინდის რამდენიმე ქუჩას შეეზღუდება

“მომდევნო კვირის დასაწყისში პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს გამავალი 1000 მმ-იანი, 1.3 კმ სიგრძის მაგისტრალის განახლება უახლესი ევროპული ტექნოლოგიით მოხდება, რაშიც კომპანიას გერმანული ფირმის, RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტები დაეხმარებიან.

პარალელურად განხორციელდება 1000მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟება. ასევე, მოეწყობა 500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი.

აღნიშნული უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის 24, 25, 26 ივლისს, დილის 11.00სთ-დან საღამოს 19.00სთ-მდე და საღამოს 23.00სთ-დან დილის 08.00სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ:

საბურთალოს რაიონში: თამარაშვილის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს; 

ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს. 

მთაწმინდის რაიონში, ბაგებს, წყნეთს და კიკეთს 24-იდან 26 ივლისის ჩათვლით წყალმომარაგება შეეზღუდება 17.00სთ-დან მომდევნო დღის 13.00 საათამდე.

კომპანია მიმდინარე სამუშაოებისას მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები ()