01 ივლისი 2021, 13:01 / სანდო წყარო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის საქართველოს 106.7 მილიონი ევრო გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ბანკმა საქართველოს მთავრობას, ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის - აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის, დამატებით 106.7 მილიონი ევრო გამოუყო. ევროკავშირის ბანკიდან მიღებული სესხით დაფინანსდება ორი მონაკვეთის განახლების სამუშაოები: პირველი, ალგეთსა და სადახლოს შორის მდებარე 30 კილომეტრიანი მონაკვეთი, და მეორე, რუსთავსა და წითელ ხიდს შორის არსებული 32 კმ სიგრძის მონაკვეთი. ამ ორი განახლებული მონაკვეთით ავტომაგისტრალი შესაბამისად სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე გაგრძელდება.

მოდერნიზაციის შედეგად ავტომაგისტრალზე გაიზრდება საგზაო მოძრაობას უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობისა და სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯები და გაძლიერდება საქართველოს ეკონომიკური და ტერიტორიული ერთობა. ამ სამუშაოების განხორციელების შედეგად ასევე გაუმჯობესდება და გაადვილდება კავშირები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა: „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციით გაუმჯობესდება ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების პირობები, აგრეთვე გაიზრდება ქვეყნის მდგრადობა ისეთი სერიოზული რისკების მიმართ, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემია. ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველოს სარგებელს ათწლეულების განმავლობაში მოუტანს. ეს ინვესტიცია ასევე ხელს შეუწყობს ევროპის გუნდის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან საქართველოს დასახმარებლად. აღნიშნული ინვესტიცია ემატება იმ 170 მილიონ ევროს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა მხოლოდ 2020 წელს საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად და ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოყო“.

„ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის/E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებაში. აღნიშნული ავტომაგისტრალი საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს დასავლეთ საზღვართან აკავშირებს, რაც საქართველოს აზიასა და ევროპას შორის საუკეთესო სატრანსპორტო დერეფნად და ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს და აგრეთვე გვაკავშირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირთან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკის გუნდს ჩვენი რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების დღის წესრიგის მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგზაო არტერიაა და ევროკავშირის შეუძლია იამაყოს იმით, რომ საკუთარი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. აღნიშნული დახმარების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები და ასევე გაძლიერდება, საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ცენტრის, პოზიცია“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გახდება არსებული სატრანსპორტო კავშირების უფრო სწრაფი და უსაფრთხო ალტერნატივა და საქართველოს ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართავს. ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი (TEN-T) მოიცავს მთელ ევროკავშირს და აძლიერებს ევროკავშირის სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობას, ხოლო მისი გაფართოებული ქსელები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს ანალოგიური სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას 2012 წლიდან ეხმარება, რითაც ხელს უწყობს ევროპის გუნდის იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ზომების გატარებისაკენ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოყოფილ იქნა დაახლოებით 1 მილიარდი ევრო, რაც ბანკის მიერ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითქმის ნახევარია.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია წარმოადგენს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების ნაწილს, რომელიც გარანტირებულია ევროკავშირის მიერ. ევროკავშირმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დღემდე განხორციელებული ინვესტიციები 26 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით შეავსო.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში.

ყველა სიახლე

02 აგვისტო 2021, 23:14

პოლიტიკა

საგარეო უწყება: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში მოგზაურობა არ არის სასურველი, არაა ახალი და კოვიდ ინფექციის გავრცელებასთანაა დაკავშირებული

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში მოგზაურობა არ არის სასურველი, ნამდვილად არ არის ახალი და კოვიდ ინფექციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული. მათივე ინფორმაციით, სწორედ კოვიდის ფონზე საქართველოს აქვს მინიჭებული მეოთხე დონე, რომლითაც აშშ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს.

კახა კალაძე

02 აგვისტო 2021, 23:10

პოლიტიკა

კახა კალაძე: ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს აქვს რეალურად შნო და შესაძლებლობა

ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს აქვს რეალურად შნო და შესაძლებლობა, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ IRI-ის კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, კონკრეტული პარტიებისა და პოლიტიკოსების შესაფასებლად არჩევნები ყველაზე საუკეთესო გამოსავალია.

კახა კალაძე

02 აგვისტო 2021, 23:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეთანხმება არის, რომ ერთი მხარეც ეთანხმებოდეს და მეორეც, ცალმხრივი არაფერი არ ვარგა ამ ქვეყანაზე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ჩაითრია ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ძალიან ცუდია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის ხელშეკრულების წინააღმდეგ „ბრძოლაში“ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ჩაითრია, რის გამოც პოლიტიკური პოლარიზება არ დასრულდა.

02 აგვისტო 2021, 22:59

COVID19

აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო

აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

კახა კალაძე

02 აგვისტო 2021, 22:50

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს სიყვარული, კეთილგანწყობა, რაც მოდის ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული საქმეებით

ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს სიყვარული, კეთილგანწყობა, რაც მოდის ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული კარგად გაკეთებული საქმეებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ IRI-ის ახალი კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2021, 22:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე IRI-ის კვლევაზე: ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება ასეთი კვლევები და ეს სპეკულაციების საფუძველი ხდება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზი მართლდება

ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება ხოლმე ასეთი კვლევები და ეს ხდება სპეკულაციების საფუძველი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზი მართლდება ხოლმე, პულსზე ხელი გვიჭირავს და აქედან გამომდინარე, თავდაჯერებულები ვართ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ IRI-ის ახალი კვლევის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, როგორც თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვება, ასევე დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება.

02 აგვისტო 2021, 22:20

მსოფლიო

ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულება რუსეთს კიდევ ერთ ინსტრუმენტს მისცემს უკრაინაზე ზეწოლისა და შანტაჟისთვის

აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

02 აგვისტო 2021, 21:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისელები ქმნიან ამ ქალაქის რეალობას და მათზეა დამოკიდებული დედაქალაქის ხვალინდელი დღე

თბილისს როგორც მერიაში სჭირდება ძლიერი გუნდი, ასევე, გარდაუვლად სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. კახა კალაძემ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა.

02 აგვისტო 2021, 21:46

COVID19

გერმანიაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით ვაქცინაცია სექტემბერში დაიწყება

გერმანიაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით ვაქცინაცია სექტემბერში დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

02 აგვისტო 2021, 21:42

პოლიტიკა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა.

02 აგვისტო 2021, 21:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს თბილისისთვის მნიშვნელოვანი დღეა - საზოგადოების წინაშე წარდგებიან ადამიანები, რომელთაც თითოეული თბილისელის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ექნებათ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის ათივე კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კახა კალაძე

02 აგვისტო 2021, 21:27

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მოქალაქეების მხარდაჭერის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საპატიო მისია ექნებათ შესასრულებელი

ყველა პროექტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ, თბილისელების დაკვეთით, მათი მხარდაჭერითა და გულშემატკივრობით გაკეთდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თბილისის ბოტანიკურ ბაღში „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მათი პარტიის კანდიდატებს მოქალაქეების მხარდაჭერის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საპატიო მისია ექნებათ შესასრულებელი.

02 აგვისტო 2021, 21:15

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატები საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძე წარუდგინა. მისი თქმით, თბილისს სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თამარ ტალიაშვილი

02 აგვისტო 2021, 21:07

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია

საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.

ნინო წილოსანი

02 აგვისტო 2021, 21:03

პოლიტიკა

ნინო წილოსანი IRI-ის კვლევაზე: ნამდვილად არ იმსახურებს ნდობას ციფრები, რომელიც გამოქვეყნდა

რამდენადაც უნდა ვენდობოდეთ IRI-ის, როგორც ორგანიზაციას, რომელიც ჩვენი პარტნიორია, იმდენად არ ვენდობით იმ ორგანიზაცია, რომელიც მათი დაკვეთით საველე სამუშაოებს ატარებს, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ნამდვილად არ იმსახურებს ნდობას ციფრები, რომელიც გამოქვეყნდა.

IRI

02 აგვისტო 2021, 20:59

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე IRI-ის კვლევაზე: არ ვიცნობ კვლევის მეთოდოლოგიას, გამოკითხვის შედეგები ჩემთვის დამაჯერებელი არ არის

„ქართული ოცნება“ IRI-ის პოლიტიკური რეიტინგის სათავეშია, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს მონაცემები მათ შიდაპარტიულ კვლევასთან შედარებით საკმაოდ დიდ ცდომილებას აჩვენებს, რაც უნდობლობას ამყარებს.

02 აგვისტო 2021, 20:56

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ IRI-ის პოლიტიკური რეიტინგის სათავეშია

„ქართული ოცნება“ IRI-ის პოლიტიკური რეიტინგის სათავეშია, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს მონაცემები მათ შიდაპარტიულ კვლევასთან შედარებით საკმაოდ დიდ ცდომილებას აჩვენებს, რაც უნდობლობას ამყარებს. ორგანიზაცია პერსონათა რეიტინგსაც აქვეყნებს, კვლევა ეხება პანდემიასა და ასევე მედიაგარემოს. ტელეკომპანია „იმედი“ კვლავ ყველაზე სანდო მაუწყებელია.

02 აგვისტო 2021, 20:49

მსოფლიო

აშშ-მა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 24 დიპლომატს 3 სექტემბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

აშშ-მა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 24 დიპლომატს 3 სექტემბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

02 აგვისტო 2021, 20:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა, პირიქით, ისინი სულ საწინააღმდეგოს აკეთებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინათ.

ყვითელი ლენტი

02 აგვისტო 2021, 20:29

რეგიონი

ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შემთხვევა სოფელ ჭოღაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მდინარე ოჩხომურის ხიდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.