imedi /  02 ივლისი 2021, 15:19 / სანდო წყარო

თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2021-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით. მიმოხილვის შემდეგ, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, პანელური დისკუსია ჩატარდა. ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ პუბლიკაციის წარდგენისთვის ონლაინ რეჟიმში ედევნებინათ თვალი.

თიბისი კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მშპ-ის ზრდა მოსალოდნელზე ძლიერია - რეალური ზრდა 2021 წელს დაახლოებით 10.5% იქნება, 2022 წელს კი - 6.5%.

კვლევის თანახმად, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 40% 2021 წელს აღდგება, 2022 წლის მაჩვენებელი კი 2019 წლის 90%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ზრდა მხოლოდ ნაწილობრივ არის განპირობებული ტურისტული შემოსავლების აღდგენით. ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ვაქცინაციაა. საქართველოს ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებში ვაქცინაცია არათანაბარი ტემპით მიმდინარეობს - ისრაელში და ევროკავშირის ქვეყნებში პროცესი - სწრაფი, ახლო რეგიონის ქვეყნებში კი ნელი ტემპით. საქართველოში მოსახლეობის 5,6%-მა უკვე მიიღო ვაქცინის ერთი დოზა მაინც. 30%-ს კი გარკვეული ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს ვირუსის წინააღმდეგ.

ინფლაცია 2021 წლის ბოლოსთვის 7.4%-ს მიაღწევს, 2022 წლისთვის კი 3%-იან სამიზნე ნიშნულზე დაბალი იქნება. ინფლაციის შემცირებისა და ტურისტული შემოდინებების სრულად აღდგენის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებაა მოსალოდნელი. თიბისი კაპიტალი დოლარი/ლარის კურსს წლის ბოლოსთვის 3.0-3.3 ინტერვალში ვარაუდობს.

პუბლიკაციის სექტორული ნაწილის თანახმად, გლობალურად, აქციების ფასების მიხედვით, სექტორების უმეტესობა ზრდას განაგრძობს. კრიზისამდელ დონეს მხოლოდ ავიაციის, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიები ჩამორჩება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების დინამიკის აღდგენისა და იჯარის შემოსავლიანობის გაუმჯობესების გათვალისწინებით, გაყიდვები კრიზისამდელ ნიშნულს 2021 წელს გადააჭარბებს. შესამჩნევი გაუმჯობესება შეინიშნება დიდი სასტუმროების დატვირთულობაში. თუმცა, კვლავ დაბალი მაჩვენებელი რჩება მცირე და საშუალო სასტუმროებში.

„თიბისი კაპიტალის პუბლიკაციები ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შესახებ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის დამატებითი ინსტრუმენტია მდგომარეობის შესაფასებლად და საკუთარი საქმიანობის უკეთ დასაგეგმად. კრიზისული პერიოდის შემდეგ, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - აღდგენის პერიოდი დადგა, სადაც ჩვენი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. იმისთვის, რომ ეკონომიკის აღმავლობისა და გაუმჯობესების ეტაპს მომზადებულები შევხვდეთ, სექტორული და მაკრო მიმოხილვები თიბისი კაპიტალის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. თიპისი კაპიტალმა კრიზისულ ვითარებას პირველივე დღეებში უპასუხა და პირველები ვიყავით, ვინც ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად დისტანციური ვებინარი ჩაატარა. 1 წლის შემდეგ კი, რეგულაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, ფიზიკურ სივრცეში კვლავ პირველებმა ვუმასპინძლეთ ჩვენს პარტნიორებს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი პუბლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: tbccapital.ge

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

24 ივლისი 2021, 01:26

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა

„პანდემიის მართვის პერიოდში არაერთი დახმარება მიგვიღია ამერიკის მთავრობისგან, რისთვისაც ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მათ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი დააფასებს ამ დახმარებას და შესაბამისი მოქმედებებითა და ღონისძიებებით ჩვენ ყველა აქტიურად ჩავერთვებით ვაქცინაციის მასობრივ კამპანიაში. რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, თავის მხრივ უზრუნველყოფს ყველა იმ პირობას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ელჩს კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ივლისი 2021, 01:25

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას

ჩვენ გვაქვს სრული მზაობა მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელია ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აეროპორტში განაცხადა, სადაც ცოტახნის წინ ამერიკის მიერ ნაჩუქარი 500 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი დაეშვა.

კელი დეგნანი

24 ივლისი 2021, 01:16

COVID19

კელი დეგნანი: Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისგან, ნიშნად ჩვენი მეგობრობისა

ამერიკელი ხალხის სახელით მოხარული ვართ, რომ დავხვდით pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას. ეს არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისგან, ამერიკის მთავრობისგან ქართველი ხალხისთვის ნიშნად ჩვენი მეგობრობისა. ძალიან მოხარული ვართ, ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა გადმოგცეთ, როგორც ნიშანი სტრატეგიული პარტნიორობისა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა აეროპორტში, ამერიკის მიერ გადმოცემული pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზის დახვედრის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 00:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სკამი „ქართულ ოცნებაში“ არავის თვითმიზანი არ არის, ვახტანგ გომელაური თავმდაბალი კაცია, კარგად ესმის თავისი პასუხისმგებლობები და ისიც, რომ ძლიერი გუნდი უმაგრებს ზურგს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პროფესიონალი, თავდაბალი ადამიანია და თავის პასუხისმგებლობას კარგად აცნობიერებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

24 ივლისი 2021, 00:14

COVID19

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დახვდნენ.

23 ივლისი 2021, 23:56

COVID19

არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესების შემდეგ, იტალიაში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა

არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესების შემდეგ, იტალიაში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

გიორგი ვაშაძე

23 ივლისი 2021, 23:48

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ჩვენ ძალიან თანმიმდევრულები ვართ, საინტერესო კანდიდატები გვეყოლება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში

არის ოპოზიცია, რომელიც დაჯგუფდება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, არის ოპოზიცია, რომელიც შექმნის მესამე ძალას, ითანამშრომლებს სხვადასხვა კომპონენტში და არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ჯენ ფსაკი

23 ივლისი 2021, 23:32

COVID19

თეთრი სახლი: ადმინისტრაციამ არავაქცინირებულ ამერიკელებს რისკების თაობაზე ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ არავაქცინირებულ ამერიკელებს რისკების თაობაზე ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

23 ივლისი 2021, 23:23

პოლიტიკა

საქართველოს საელჩო საფრანგეთში, ამ ქვეყანაში გამგზავრების მსურველებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში გარკვეული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

23 ივლისი 2021, 23:08

COVID19

აშშ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას შეიძენს

აშშ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლომჯარია

23 ივლისი 2021, 23:07

პოლიტიკა

ნინო ლომჯარია: მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქებისას პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია, დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ის გვერდზე წერს.

23 ივლისი 2021, 22:56

COVID19

თეთრი სახლი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში Facebook-სა და YouTube-ს ადანაშაულებს

თეთრი სახლი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში Facebook-სა და YouTube-ს ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

23 ივლისი 2021, 22:37

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 11 094 შემთხვევა დადასტურდა, რაც მაისიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 11 094 შემთხვევა დადასტურდა, რაც მაისიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

თამთა მეგრელიშვილი

23 ივლისი 2021, 21:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერ-მინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა

ეს იმ სერიიდან არის ოჯახში რომ უვარდებოდნენ, აჰყავდათ და საცვლების ამარა გაჰყავდათ ოჯახის უფროსები საკუთარი შვილების, მეუღლისა და მშობლების თვალწინ. სირცხვილია ხალხო, სირცხვილი! თქვენთვის დარჩა რამე ფასეული?! სად ხარ სახალხო დამცველო ნინო ლომჯარია ხმა ამოიღე თუ „პოლიტიკურად“ ღრმა ძილით გძინავს?! სახლის კართან ჩასაფრებული ჟურნალისტების არაპროფესიული ქცევის „სტანდარტის“ სტრესული ფაქტორების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზაალ ანჯაფარიძე

23 ივლისი 2021, 21:33

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ის რასაც „ტვ.პირველი“ აკეთებს პრემიერ-მინისტრის ოჯახის და მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, ტიპიური ფსიქოლოგიური ძალადობაა

ის რასაც „ტვ.პირველი“ აკეთებს პრემიერ-მინისტრის ოჯახის და მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, არის ტიპიური ფსიქოლოგიური ძალადობა, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარია
ნიკა მელია

23 ივლისი 2021, 21:18

პოლიტიკა

ნიკა მელია თბილისის მერობის, ხოლო ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

23 ივლისი 2021, 21:14

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას

თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

23 ივლისი 2021, 21:04

სამართალი

სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გიორგი წარუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

23 ივლისი 2021, 21:00

პოლიტიკა

ნინო გიორგობიანი: „TV პირველი“ პრემიერის არასრულწლოვან შვილებს მისდევს და კითხვებს უსვამს... რაც არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება

„დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს "ტვ პირველი" 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები - 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. მეგობრებო, დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!“, - წერს ნინო გიორგობიანი.

გურამ მაჭარაშვილი

23 ივლისი 2021, 20:55

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩემი თვალსაზრიასით თეა წულუკიანის მოქმედება ზომიერი და ადეკვატური იყო

ბუნებრივია რომ, როცა შენ შედიხარ პირდაპირ კონფლიქტში, მეორე მხრიდან შესაბამის, ზომიერ, ადეკვატური რეაქციას უნდა ელოდე, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.