19 ივლისი 2021, 13:14 / სანდო წყარო

თიბისი კაპიტალის დახმარებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, 157 500 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 157 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ვადა 18 თვეა. ემისია სრულად თიბისი ბანკმა შეიძინა.

თიბისი ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს ბანკისთვის 100 მილიონ აშშ დოლარიანი არაუზრუნველყოფილი დაფინანსების მეორე ტრანშს წარმოადგენდა და ხელმისაწვდომი იყო როგორც აშშ დოლარში, ასევე ლარში. აღნიშნული პროექტი EBRD-ის მხარდაჭერის ნაწილია, საქართველოში COVID 19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. მიღებული თანხა მოხმარდება მსესხებლების, ძირითადად კი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას, მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესაბამისად. პროექტი თიბისის ხელს შეუწყობს გააგრძელოს როგორც რეგიონული, ასევე ურბანული ბიზნესების დაფინანსება.

აღნიშნული ტრანზაქციით EBRD აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას და ასევე, ხელს უწყობს ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს გრძელვადიან პარტნიორთან - EBRD-თან, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. პანდემიის პირობებში, მულტივალუტაში დაფინანსების გაცემა, დაფინანსების უზრუნველყოფის გარეშე, ჩვენ შორის არსებული ნდობის დასტურია. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ის არ არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაში ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე და ჩვენს კლიენტებს გაცვლითი კურსის რისკებით გამოწვეული პირდაპირი ზემოქმედებისგან იცავს. მინდა მადლობა ვუთხრა თიბისი კაპიტალის გუნდს ობლიგაციების წარმატებით გამოსაშვებად გაწეული სამუშაოსთვის“, - ამის შესახებ თიბისის გენერალური დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

„EBRD კვლავაც რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მხარდამჭერად COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში და აღნიშნული დაფინანსებაც იმ ინიციატივებიდან ერთ-ერთია, რომლებითაც ქვეყანას რთული ვითარების დაძლევაში ვეხმარებით. თიბისი ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და ის EBRD-ის სახსრებით წარმატებით უჭერს მხარს იმ კომპანიებს, რომლებიც სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, უპრეცედენტო ვითარებაში იმყოფებიან. ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების ადგილობრივ ვალუტაში აღმოჩენა, ადგილობრივი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, -, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა.

EBRD-ის საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია, ფინანსური, კორპორატიული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკის სექტორების 263 პროექტში, 4.2 მილიარდ ევროზე მეტია. აღნიშნული ინვესტიციის 87% კერძო სექტორზე მოდის.

ყველა სიახლე

მოსიარულე მკვდრები

26 ივლისი 2021, 00:51

კულტურა

„მოსიარულე მკვდრების“ ბოლო სეზონის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

ამასთან, ცნობილი შოუს ორი სპინ-ოფის „გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრებისა“ და „სამყარო საზღვრებს მიღმა“ ახალი სეზონების გამოსვლის თარიღები. „სამყარო საზღვრებს მიღმა“ ეკრანებზე 3, „გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების“ კი 17 ოქტომბერს დაბრუნდება.

იუპიტერი და ევროპა

26 ივლისი 2021, 00:44

ტექნოლოგიები

NASA და SpaceX-ი სიცოცხლის ნიშნების პოვნას იუპიტერის თანამგზავრზე შეეცდებიან🪐

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ევროპა ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია მზის სისტემაში, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობს. მთვარის ყინულოვანი გარსის სავარაუდო სისქე 100 კილომეტრია, მის ქვეშ კი თხევადი წყლის ოკეანეა, რომელშიც შესაძლოა პრიმიტიული მიკროორგანიზმები ბინადრობენ.

ირაკლი კობახიძე

26 ივლისი 2021, 00:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიაზე: ასეთი მიუღებელი ქმედება ადამიანურად გულდასაწყვეტი და დასანანი ნამდვილად იყო

გულდასაწყვეტი და დასანანი ეს ნამდვილად იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ გიორგი გახარიას ქმედებაზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას ნანობენ თუ არა გუნდში, კობახიძემ განაცხადა, რომ რაც ბოლო პერიოდში გახარიამ გააკეთა, ადამიანურად ეს ყველაფერი საწყენი იყო.

ირაკლი კობახიძე

26 ივლისი 2021, 00:20

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების არა თუ პრივილეგიაა, ვალდებულებაცაა, ჰქონდეს მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან

ხელისუფლებასა და საპატრიარქოს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მისი თქმით, მისი ეს განცხადება ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა ტოვებდეს.

ირაკლი კობახიძე

26 ივლისი 2021, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავასრულე სახელმძღვანელო კონსტიტუციურ სამართალში და უფასოდ ვურიგებ სტუდენტებს

„ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო და მაქსიმალურად გავუზიარო ცოდნა სტუდენტებს და ამისთვის არ დავიზარე და სახელმძღვანელოც მოვამზადე. 2019 წელს მქონდა რაღაც თავისუფალი პერიოდი ზაფხულში, მას შემდეგ რაც გადავდექი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან. 2 თვე მქონდა და მოვახერხე და დავასრულე სახელმძღვანელო კონსტიტუციურ სამართალში. რეალურად დღეს ეს არის ერთადერთი სახელმძღვანელო, რომელიც თანამედროვე კონსტიტუციას ზედმიწევნით განმარტავს. ვცდილობ ეს სახელმძღვანელოებიც მივაწოდო სტუდენტებს, უფასოდ ვარიგებ სტუდენტებისთვის ამ სახელმძღვანელოს. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ყველა თვალსაზრისით უნივერსიტეტში“, - განმარტავს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენებზე: რაღაცები ხელოვნურად იყო პროვოცირებული, თუმცა მეორე მხარეს იყო პოლიტიკური შეცდომა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო დაშვებული

ყველაფერი აჩვენებს, რომ რაღაცები ხელოვნურად იყო პროვოცირებული, თუმცა მეორე მხარეს იყო შეცდომა. ეს ცალსახად პოლიტიკური შეცდომაა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო დაშვებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მან 20 ივნისის წინმსწრები მოვლენები გაიხსენა. კერძოდ, კობახიძე ასამბლეის ღონისძიების წინა საორგანიზაციო დეტალებს შეეხო. აღნიშნა, რომ ასამბლეაზე გამოსვლის ტექსტი თავად დაწერა და იგი რუსეთთან მიმართებაში ძალიან ხისტი იყო.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა ისეთი საქართველო მივიღოთ, სადაც ცხოვრება არის სრულიად უსაფრთხო, სადაც არის კეთილდღეობის მაღალი სტანდარტი, სადაც არის ჯანსაღი ურთიერთობები ადამიანებს შორის

„მინდა საბოლოო ჯამში ისეთი საქართველო მივიღოთ, სადაც ცხოვრება არის სრულიად უსაფრთხო, მათ შორის გარე საფრთხეები იგულისხმება, სადაც არის კეთილდღეობის მაღალი სტანდარტი, სადაც არის ცივილიზებული გარემო, სადაც არის ჯანსაღი ურთიერთობები ადამიანებს შორის. ეს არის ის, რაც ალბათ ყველას გვსურს და ასეთი წარმომიდგენია საქართველო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავხდებით ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:46

ტაბლოიდი

ირაკლი კობახიძემ განმარტა რატომ არ იჭრის თმას

„ასე ვგრძნობ უფრო კომფორტულად თავს. მოკლე თმა არ მიყვარს. ჩემზე არ მიყვარს, თორემ ბევრს უხდება. ძალიან მარტივი საკითხია, თუმცა ხშირად საუბრობენ ხოლმე ამაზე“, - განმარტა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე: როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს პარტიას, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს გუნდს და ჩვენ მოვახერხეთ მაშინ ერთად დადგომა

„ამას დაემატა ის, რომ ყრილობიდან დაახლოებით ერთი თვე იყო გასული, როდესაც ჩვენ მოგვიწია ისეთ რთულ პროცესებთან შეჭიდება, რაც დაკავშირებული იყო მელიას დაკავებასთან. ეს იყო ძალიან რთული მომენტები, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ამ სირთულეების დაძლევა, რაც ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, იმიტომ რომ მან სწორად დალაგებული გუნდი დატოვა. ისეთი გუნდი, სადაც უზრუნველყოფილია ინტერესების სწორი გატარება. და ჩვენ მოვახერხეთ მაშინ ერთად დადგომა, იმის მიუხედავად, რომ იყო სერიოზული სირთულეები“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იყო არაერთი კრიტიკული მომენტი, თუმცა ერთიანობითა და გუნდში მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებით ყოველთვის ვახერხებდით სირთულეების დაძლევას

„ეს არის ძალიან მეგობრული და შეკრული გუნდი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გამოიარა ამ წლების განმავლობაში, უამრავი სირთულე გამოიარა. იყო არაერთი კრიტიკული, ძალიან მძიმე მომენტი, თუმცა ზუსტად ამ ერთიანობითა და მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებით ყოველთვის ვახერხებდით საბოლოო ჯამში წინ წასვლასა და სირთულეების დაძლევას“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაღაც მომენტში ინგლისურის სწავლა არ მინდოდა და დედამ დამაძალა

ყოველთვის ვუსმენ და ეს რჩევები ყოველთვის ფასეულია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ დედაზე საუბრისას განაცხადა. მან ისაუბრა, თუ რა როლი უწირავს დედას მის ცხოვრებაში. „აკადემიურ ოჯახში გავიზარდე. ბაბუა პროფესორი, ბებია თსუ-ში დეკანი იყო. დედაც აკადემიურ საქმიანობაში იყო ჩართული. ძალიან მშრომელი ადამიანია და ძალიან მიზანდასახული“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:05

ტაბლოიდი

ირაკლი კობახიძემ საყვარელი ჯგუფები დაასახელა და თავისი ანსამბლის შესახებ ისაუბრა

„სახელამდეც კი არ მივიდა საქმე, უბრალოდ ვუკრავდით. სარდაფი მოვაწყვეთ ნუცუბიძეზე, სადაც ვცხოვრობდით, ბავშვობის მეგობრებთან ერთად, ჩემი მეზობლები იყვნენ და ერთად მოვაწყვეთ სარდაფი და იქ სხვადასხვა კომპოზიციას ვასრულებდით ხოლმე. ეს დაახლოებით წელი-წელიწადნახევარი გაგრძელდა. საინტერესო და ძალიან სასიამოვნო იყო, გვართობდა ეს ყველაფერი. სიამოვნებას ვიღებდით ამ ყველაფრისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 22:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად ვცდილობ, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო

„პრინციპში, ვახერხებ, რომ ბავშვებთან მქონდეს საკმარისი ურთიერთობა, ეს არის პრიორიტეტი. რაღაც წლებს ვერ დააბრუნებ. ბავშვი როცა არის 6 წლის არის განსხვავებული, განსხვავებულია 7 წლის. იმ წლებს ვერ დააბრუნებ და ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდე ემოციას, რომელიც ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული. მაქსიმალურად ვცდილობ, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 22:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძესთან ტანდემში ვუძღვებოდით პარტიის განვითარების პროცესს. მასთან მუშაობა არის ძალიან კომფორტული და საინტერესო

„მე ვიყავი ჩართული 2012 წელს პროცესებში, ოღონდ მაშინ ვიყავი ერთ-ერთი კონსულტანტივით, როდესაც საარჩევნო პროგრამა იწერებოდა. მახსოვს, მაშინ პრეზენტაცია გავაკეთე და ბატონი ბიძინაც ესწრებოდა იმ ღონისძიებას და მაშინ მახსოვს, რომ ჩემი CV მოითხოვა, დაიტოვა. იმის მერე დიდი დრო გავიდა. 2014 წლის ბოლომდე არანაირი შეხება აღარ მქონია და ამის შემდეგ მივიღე წინადადება აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით“, - იხსენებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 22:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბევრად გახსნილი ვარ პირად ურთიერთობებში, საჯარო სივრცეში გახსნა არ მიყვარს

„სიცილი არ მიყვარს საჯაროდ, მაგრამ პირად ურთიერთობებში პირიქით. ერთ-ერთი, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, არის იუმორი, სიცილი და ასეთ გარემოში მეგობრებთან და ახლობლებთან ყოფნა“, - განაცხადა კობახიძემ.

ზაზა წერეთლი

25 ივლისი 2021, 22:30

COVID19

ექსპერტი ზაზა წერეთლი: ახლა ჩვენ ამას ვუკეთებთ „დელტა შტამს“, გავუღეთ კარი და ვუთხარით, აი, მობრძანდით, რა!

ახლა ჩვენ ამას ვუკეთებთ „დელტა ვირუსს“, გავუღეთ კარი და ვუთხარით, აი, მობრძანდით, რა!, - ამის შესახებ ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მან საქართველოში არსებული კოვიდსიტუაცია შეაფასა. „დელტას შტამმა“ რაც აჩვენა, ამ მომენტში, გარკვეულწილად შეცვალა მოსაზრება, მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა იყოს აცრილი. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 60% უნდა იყოს, თუმცა ახლა ნახეს, რომ 80%-მდე უნდა ავიდეს. ანუ, არა მარტო აცრილები, არამედ პლუს ის, ვინც კოვიდი გადაიტანა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ივლისი 2021, 22:21

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ, რომ არიან უყურადღებოდ

„ამ ეტაპისთვის, ოჯახის ექიმები დაახლოებით 20 ათას მოქალაქეს მართავენ ბინაზე. მობილიზებული არის სრული რესურსი, რომელიც შარშან მეორე ტალღის პერიოდში მართავდა პაციენტებს ბინაზე. აქედან გამომდინარე, მათი კომპეტენცია შესაფერისი არის. 30%-ით არის გაზრდილი სასწრაფოს გამოძახებები, რაც რა თქმა უნდა პროცესს დროში აფერხებს, თუმცა სასწრაფო რეაგირებს პირველ რიგში პრიორიტეტულ და მწვავე ზარებზე. რაც შეეხება კლინიკურ სასტუმროებს, დღეს დღეობით ტურიზმი არის სრულად გახსნილი, აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სექტორისთვის საჭირო სასტუმროების რესურსის დროული მობილიზაცია ვერ მოხდა, თუმცა ამ ეტაპისთვის გარკვეული რესურსი მობილიზებულია. ჰოსპიტალური სექტორი არის მობილიზებული“, - განაცხადა მინისტრმა.

არჩილ თალაკვაძე

25 ივლისი 2021, 22:05

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობაზე“: გასული არიან ევროპული პოლიტიკის სივრციდან და ეს პრეზიდენტმა მიშელმაც ძალიან კარგად იცის

გასული არიან ევროპული პოლიტიკის სივრციდან და ეს პრეზიდენტმა მიშელმაც ძალიან კარგად იცის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ „ნაციონალური მოძრაობაზე“ საუბრისას განუცხადა. მან კომენტარი იმ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა, რომ ოპოზიციური პარტია დღემდე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ უერთდება.

ლელო

25 ივლისი 2021, 21:54

პოლიტიკა

როგორ აფასებენ პოლიტიკოსების „ლელოს“ ინიციატივას ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ

„იმედის კვირა“ დეპუტატებს „ლელოს“ ინიციატივის შესახებ გაესაუბრა, რომელიც მოქმედი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასა და ალტერნატიული მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ამასთან, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გუნდში წინასწარ განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ძალოვანი უწყებების მინისტრების პორტფელებს ვერ მიიღებენ.

თბილისი

25 ივლისი 2021, 21:40

საზოგადოება

რას ფიქრობენ თბილისელები კახა კალაძის მერობაზე

„იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი თბილისის ქუჩებში გავიდა და მოქალაქეებს კახა კალაძის მერობის შეფასება სთხოვა. რას ამბობს დედაქალაქის მოსახლეობა და ანდობენ თუ არა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მერობას მეორედ ნახეთ სიუჟეტში.