imedi /  19 ივლისი 2021, 17:14 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილი: შიდა ტურიზმი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად გამოიკვეთა კოვიდ-პანდემიის დროს

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის საქმიანობის ანგარიში და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილის მიერ დეპუტატებისთვის წარდგენილ ანგარიშში დეტალურად იყო ასახული ამ დარგების აღდგენის პროცესში მიმდინარე სამუშაოები და უკვე მიღწეული შედეგები.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2021 მონაცემების შედარება არა 2020 წლის, არამედ 2019 წლის მონაცემებთან ხდება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ სექტორების მიხედვით საკმაოდ მაღალი ზრდა და პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება, მათ შორის შიდა ტურიზმის მიმართულებით.

„ხაზი მინდა გავუსვა შიდა ტურიზმის დიდ მნიშვნელობას, რაც განსაკუთრებით კარგად გამოიკვეთა კოვიდ-პანდემიის დროს. შიდა ტურიზმი და შიდა ვიზიტორები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ წლიდან წლამდე შიდა ტურიზმის ნაკადების ზრდის კარგი დინამიკა გვაქვს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში 12 მილიონზე მეტი შიდა ვიზიტი განხორციელდა, რის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 1 800 000 000 ლარი შევიდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყნის მოქალაქეების ასეთმა აქტივობამ შედარებით შეუმსუბუქა ძალიან რთული პერიოდი ტურიზმის სექტორში ჩართულ მცირე, საშუალო, თუ მსხვილ ობიექტებს.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო გაერთიანებული აეროპორტების პლატფორმიდან განაგრძობს შიდა რეისების სტიმულირებას - ეს არის სუბსიდირებული რეისები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ტურისტულ წერტილებთან, სადაც გვაქვს შიდა აეროპორტები, მობილობა იყოს უფრო მეტად გაზრდილი, შიდა ავიარეისების ბილეთების ტარიფები კი ხელმისაწვდომი ტურისტებისთვის და პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამ ეტაპისთვის არსებული ტენდერის, ხელშეკრულების ფარგლებში ქუთაისი-მესტიის, ნატახტარი-მესტიის, ნატახტარი-ამბროლაურისა და თბილისი-ბათუმის მიმართულებები ფუნქციონირებს.

ყველა სიახლე

02 აგვისტო 2021, 21:15

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატები საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძე წარუდგინა.

ნინო წილოსანი

02 აგვისტო 2021, 21:03

პოლიტიკა

ნინო წილოსანი IRI-ის კვლევაზე: ნამდვილად არ იმსახურებს ნდობას ციფრები, რომელიც გამოქვეყნდა

რამდენადაც უნდა ვენდობოდეთ IRI-ის, როგორც ორგანიზაციას, რომელიც ჩვენი პარტნიორია, იმდენად არ ვენდობით იმ ორგანიზაცია, რომელიც მათი დაკვეთით საველე სამუშაოებს ატარებს, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ნამდვილად არ იმსახურებს ნდობას ციფრები, რომელიც გამოქვეყნდა.

IRI

02 აგვისტო 2021, 20:59

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე IRI-ის კვლევაზე: არ ვიცნობ კვლევის მეთოდოლოგიას, გამოკითხვის შედეგები ჩემთვის დამაჯერებელი არ არის

„ქართული ოცნება“ IRI-ის პოლიტიკური რეიტინგის სათავეშია, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს მონაცემები მათ შიდაპარტიულ კვლევასთან შედარებით საკმაოდ დიდ ცდომილებას აჩვენებს, რაც უნდობლობას ამყარებს.

02 აგვისტო 2021, 20:49

მსოფლიო

აშშ-მა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 24 დიპლომატს 3 სექტემბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

აშშ-მა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 24 დიპლომატს 3 სექტემბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

02 აგვისტო 2021, 20:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა, პირიქით, ისინი სულ საწინააღმდეგოს აკეთებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინათ.

ყვითელი ლენტი

02 აგვისტო 2021, 20:29

რეგიონი

ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შემთხვევა სოფელ ჭოღაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მდინარე ოჩხომურის ხიდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

02 აგვისტო 2021, 20:27

მსოფლიო

აშშ-მა ხორვატიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო

აშშ-მა ხორვატიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

02 აგვისტო 2021, 20:06

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 35 007 771 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 613 231 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

02 აგვისტო 2021, 20:05

პოლიტიკა

პარლამენტში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ქალი პოლიტიკოსების გაძლიერების და მხარდაჭერის პლატფორმა შეიქმნება

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ქალი პოლიტიკოსების გაძლიერების და მხარდაჭერის ინტერპარტიული თანამშრომლობის პლატფორმა შეიქმნება. პარტიათაშორისი თანამშრომლობის პლატფორმა მიზნად ისახავს შექმნას პოლიტიკოსი ქალების სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფორმატი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალების მხარდაჭერა არჩევითი ორგანოს ყველა წარმომადგენლობით დონეზე;

02 აგვისტო 2021, 19:58

პოლიტიკა

პარლამენტის რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა

დღევანდელი 2 აგვისტოს პლენარული სხდომით დასრულდა 28 ივნისიდან მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სესია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, ილია მეორეს ილიაობა მიულოცა.

02 აგვისტო 2021, 19:55

პოლიტიკა

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციები მკაცრდება

პარლამენტის წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ“, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 4999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 450 პირი და დაშავდა 6640.

02 აგვისტო 2021, 19:52

საზოგადოება

მტკვარში, გალაკტიონის ხიდთან, სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 20-მდე მეხანძრე მაშველი, ოპერაციაში ჩართულები არიან მყვინთავები, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

02 აგვისტო 2021, 19:48

პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირება მსჯავრდებულებს შეუზღუდავად შეეძლებათ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირება მსჯავრდებულებს შეუზღუდავად შეეძლებათ. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კიმ ჩენ ინი კიმ იო ჩჟონი

02 აგვისტო 2021, 19:45

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის და: თუ სამხრეთ კორეა შეერთებულ შტატებთან დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, ეს ზიანს მიაყენებს ორ კორეას შორის ურთიერთობების აღდგენას

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჩჟონმა განაცხადა, რომ თუ სამხრეთ კორეა შეერთებულ შტატებთან დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, ეს ზიანს მიაყენებს ორ კორეას შორის ურთიერთობების აღდგენას.

02 აგვისტო 2021, 19:42

COVID19

კოვიდ 19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირები ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან

პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დეკრეტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ დარღვევის გამო, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული იზოლაციის ანდა კარანტინის წესის დარღვევის, პირბადის ტარების წესის დარღვევის და საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დაეკისრათ შესაბამისი პასუხისმგებლობა.

დავით ზალკალიანი

02 აგვისტო 2021, 19:41

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება არის ღია განაცხადი, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზანი და უპირველესი პრიორიტეტია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და ტრანსფორმაციაა

მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ რეზოლუციის მიღებას. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, რომ საქართველო მშვიდობას, უსაფრთხოებას, მდგრად მშვიდობიან განვითარებასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, ქმედით მხარდაჭერას უპირისპირებს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციასა და დე-ფაქტო ანექსიის პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სარჯველაძე

02 აგვისტო 2021, 19:31

ეკონომიკა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო

„ნამდვილად დიდი საქმეა, დავასრულეთ „მეწარმეთა შესახებ“ კანონსა და პაკეტში შემავალ კანონპროექტებზე წლების მუშაობა, რომელიც საბოლოოდ კანონად იქცა. მადლობა მიხეილ სარჯველაძეს გაწეული შრომისთვის, მადლობა იურიდიულ კომიტეტს და თითოეულ ადამიანს, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონის შემუშავებაში წლების განმავლობაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კანონპროექტზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

02 აგვისტო 2021, 19:27

პოლიტიკა

პარლამენტმა „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ სპეციალური რეზოლუცია მიიღო

„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ სპეციალურ რეზოლუციას პარლამენტმა 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ნამდვილად არის ის საკითხი, რომელზეც პარტიული ინტერესები გვერდზე გადადის და ერთიანი სახელმწიფოებრივი ინტერესები ხდება მთავარი.

დმიტრო კულება

02 აგვისტო 2021, 19:16

მსოფლიო

დმიტრო კულება: უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში, მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების გზაზე წინ წაწევა უნდა იყოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო საგზაო რუკა განსაზღვრონ.

02 აგვისტო 2021, 18:54

საზოგადოება

ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქტების იდენტიფიცირება სპეციალური ლოგოთი იქნება შესაძლებელი

სვანური კოშკი, ქვევრი, ყურძნის მტევანი, ოქროს საწმისი - ქართული გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების ლოგოს ელემენტებია, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნითა და ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული პროდუქტების იდენტიფიცირებისთვის შეიქმნა. „საქპატენტის“ ინფორმაციით, ლოგოზე იმუშავა სარეკლამო კომპანია abk communication-მა, რომლისთვისაც ინსპირაცია ხევსურეთის სოფელ კისტანის აბულეთაურთ ციხე-კოშკის ჩრდილოეთ სარკმელის ქვედა ქვა გახდა.