www.imedi.ge /  22 ივლისი 2021, 15:00 / სანდო წყარო

საქართველოს პორტებში EBRD-ის მხარდაჭერით ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის დანერგვის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (𝐄𝐁𝐑𝐃) და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პორტებში ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (𝐏𝐂𝐒) დანერგვისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას იწყებს.

𝐏𝐂𝐒-ი არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით. პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს ნავსადგურებისა და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, აგრეთვე ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი კოორდინაციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ მოთხოვნებსა და ბიუროკრატიას.

კვლევა შეისწავლის ასოცირებულ რეგიონულ სისტემებთან აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობებსაც, მაგალითად, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან და ევროკავშირის სისტემებთან.

ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (𝐏𝐂𝐒) დანერგვის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას ესტონურ - გერმანული კონსორციუმი განახორციელებს, რომელმაც საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტორი კომპანია 10 თვის ვადაში ჩაატარებს როგორც უშუალოდ კვლევას, ასევე მოამზადებს და საქართველოს მხარეს გადმოსცემს სტრატეგიასა და სახელმძღვანელო პრინციპებს საქართველოში 𝐏𝐂𝐒-ის შემუშავების, განხორციელების და მართვის შესახებ.

საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის ზრდისთვის მნიშვნელოვანია პორტებში სახელმწიფო სერვისების გაციფროვნება და ერთ ონლაინ-პლატფორმაზე - „ერთი ფანჯრის პრინციპით“ (𝐌𝐒𝐖) გაერთიანება. საქართველოში აშშ-ს საელჩოს და EXBS პროგრამის დაფინანსებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უკვე განახორციელა „ერთი ფანჯრის პრინციპის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა. აღნიშნული პროექტი დანერგვის ეტაპზე 2021 წლის სექტემბერში გადავა.

საზღვაო სატრანსპორტო ჯაჭვის გაციფროვნებისა და გლობალურ მიწოდების ჯაჭვში სრულად ინტეგრირებისათვის ქართული ნავსადგურების 𝐌𝐒𝐖 სისტემა უნდა დაუკავშირდეს ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემას (𝐏𝐂𝐒). სწორედ აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის საქართველომ, საინვესტიციო საბჭოს დახმარებით მიიღო 𝐄𝐁𝐑𝐃-ს ფინანსური მხარდაჭერა. აღნიშნული გააუმჯობესებს საქართველოს პორტების ეფექტიანობას, მკვეთრად შეამცირებს შეფერხებებს პორტებში, გაამარტივებს დოკუმენტაციასთან მუშაობის პროცესს და არსებითად გაზრდის ტვირთბრუნვას. პროექტი ასევე დაეხმარება საქართველოს, შეამციროს საზღვაო ტრანსპორტის ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე და ხელს შეუწყობს საქართველოს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს. ყოველივე გაზრდის საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონული ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი.

ყველა სიახლე

კონსტანტინე ჩახუნაშვილი

05 აგვისტო 2021, 11:20

COVID19

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი განმარტავს, კოვიდის დროს რა შემთხვევაშია აუცილებელი ბავშვების ჰოსპიტალიზაცია

„სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, სითხეებს თუ დიდი რაოდენობით არ იღებს და აქვს ცხელება, ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს ბავშვის ჰოსპიტალში გადაყვანის ნიშანი. სახლში ვინც აკვირდება ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობას, პირველ რიგში მშობლებმა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა ამ ნიშანს. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად მიიღონ სითხეები, ჰქონდეთ წყალი. მივაქციოთ ყურადღება ნებისმიერ სიმპტომს. სხვა რაიმე სახის მკურნალობა, რაც ამ ეტაპზე იქნებოდა დამტკიცებული, არ არსებობს.

პროფესორი სარა გილბერტი

05 აგვისტო 2021, 11:18

COVID19

„ბარბის“ მწარმოებელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელის პატივსაცემად თოჯინა გამოუშვა

„მინდა, ჩემმა თოჯინამ ბავშვებს ვაქცინოლოგის პროფესია გააცნოს, რომლის შესახებაც მათ შესაძლოა არც იცოდნენ“, - განაცხადა გილბერტმა.

მარინა ენდელაძე

05 აგვისტო 2021, 11:14

COVID19

მარინა ენდელაძე: ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია პირბადის ტარება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

05 აგვისტო 2021, 11:07

რეგიონი

სოფელ ფრეზეთში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 300 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობა გაუმჯობესდა

სასმელი წყლის ჭაბურღილისა და სისტემების მშენებლობა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ინიციატივით, ააიპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით, აშშ-ის ევროპული მთავარსარდლობისა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 403 000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

05 აგვისტო 2021, 10:56

COVID19

საქართველოში დღიურად კოვიდაცრების რეკორდულად მაღალი რაოდენობა გაკეთდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:53

მსოფლიო

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა „დიქსიმ“ უკვე 112 ათასი ჰექტარი მოიცვა

კალიფორნიის შტატში მძვინვარე ტყის ხანძარი „დიქსი“ დიდი სიჩქარით ვრცელდება და უკვე 112 ათასი ჰექტარი მოიცვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

05 აგვისტო 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.76%-ია

4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7.85%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8.67%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:50

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

05 აგვისტო 2021, 10:44

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 200 242 092 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 256 850 ადამიანი გარდაიცვალა.

რიანა

05 აგვისტო 2021, 10:32

კულტურა

რიანა ოფიციალურად გახდა მილიარდერი და მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსი

ვარსკვლავის ქონება $1.7 მილიარდს შეადგენს, აქედან 1.4 მილიარდი მას კოსმეტიკურმა კომპანიამ Fenty Beauty მოუტანა, დანარჩენი კი საცვლების კომპანიამ Savage x Fenty და მუსიკალური და სამსახიობო კარიერით მიღებულმა თანხებმა.

05 აგვისტო 2021, 10:31

COVID19

ჯენიფერ ენისტონმა აუცრელ მეგობრებთან შეხვედრებზე უარი თქვა

ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი უარს ამბობს იმ მეგობრებთან შეხვედრაზე, რომლებიც კორონავირუსზე არ აიცრნენ.

ლევან დავითაშვილი ატამი

05 აგვისტო 2021, 09:48

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: წელს ატმის წარმატებული სეზონი გვაქვს და ეს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია

„ვფიქრობ, სეზონი წარმატებით დასრულდება კახეთში. პარალელურად, ექსპორტის განხორციელება დაიწყო შიდა ქართლიდან, რომელიც კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს წარმატება ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. მიწოდების ჯაჭვში წლების წინ არსებული ძირითადი სისუსტეები სახელმწიფომ აღმოფხვრა - ეს იყო პრობლემა ხარისხთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ჩვენ შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების დეფიციტი გვქონდა. თუ რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად, ერთი მეურნეობა იყო, დღეს უკვე, 40-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობაა მხოლოდ სოფელ ჩუმლაყში. ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს თანადაფინანსებით არის შექმნილი. ყოველივე ეს უზრუნველყოფს, რომ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ატამი იყოს კონკურენტუნარიანი”, - განაცხადა დავითაშვილმა.

ლაშა დარსალია

05 აგვისტო 2021, 09:32

რეგიონი

„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ სამთავრობო კომისიის ფარგლებში, ლაშა დარსალია რეგიონებში შეხვედრებს მართავს

რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ლაშა დარსალია შეხვედრებს გამართავს კონფლიქტის თემაზე მომუშავე საზოგადოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან, ისევე როგორც რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 09:17

COVID19

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საკმარისი არ არის

„დღეს შესაძლებლობა გვაქვს მოქალაქეებს ვაქცინაცია შევთავაზოთ როგორც სტაციონარებში, ისე პირველად ჯანდაცვის ცენტრებსა და სპეციალურად შექმნილ სივრცეებში, სადაც ძირითადად „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ადმინისტრირება. თუმცა „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე შექმნილ ცენტრში უკვე შესაძლებელი იქნება „ფაიზერის“ გამოყენებაც. ასეთივე შესაძლებლობა არის უკვე სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც. ამან რა თქმა გაზარდა ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა და ბოლო დღეების განმავლობაში სტაბილურად ფიქსირდება ყოველდღიურად 15 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც მიმართავს ზემოაღნიშნულ ცენტრებს. ჩვენი სამიზნე ​ იმუნიზაციისთვის მოსახლეობის 60%-ია, თუ დავთვლით წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდს, ეს ციფრი საკმარისი არ არის“, - განაცხადა ჩხაიძემ.

პაატა იმნაძე

05 აგვისტო 2021, 09:08

COVID19

პაატა იმნაძე: პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც, პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა

„გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრების ტემპის კიდევ უფრო მომატება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის აცრა, იმიტომ რომ პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა. კი, ახლა კი ვართ პიკში და სამწუხაროდ, ეს პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც. ვიანგარიშოთ, რომ 1000 ავად გამხდარი ადამიანიდან 15 შეიძლება დაიღუპოს (სამწუხაროდ ასეთია სტატისტიკა), აქედან გამომდინარე, პროგნოზები რა თქმა უნდა არასასიამოვნო იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

ასტრაზენეკა AstraZeneca

05 აგვისტო 2021, 08:40

COVID19

ბელგიამ საქართველოს საჩუქრად AstraZeneca-ს 86 400 დოზა გადმოსცა

„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი AstraZeneca-ს ვაქცინის 86 400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - წერს ვიცე-პრემიერი Twitter-ზე.

ლაშა ტალახაძე

05 აგვისტო 2021, 08:20

სპორტი

NBC: რჩება მხოლოდ ერთი კითხვა - როდის აწევს ლაშა ტალახაძე 500 კილოგრამს

„ტალახაძემ თავისუფლად დაძლია ატაცში 223 კგ, აკვრაში 265 კგ, ჯამში - 488 კგ და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასპარეზობის შემდეგ დარჩა მხოლოდ ერთადერთი კითხვა - როდის გადააბიჯებს 500 კილოგრამიან ზღვარს 27 წლის დიდი ქართველი?“ - წერია ტელეკომპანიის ვებგვერდზე.

გენო პეტრიაშვილი

05 აგვისტო 2021, 08:00

სპორტი

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ნახევარფინალები დღეს თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ გაიმართება.

05 აგვისტო 2021, 01:13

COVID19

Reuters: აშშ-ის ადმინისტრაცია ქვეყანაში უცხოელების შეშვების პირობად სრულად ვაქცინაციის დასახელებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაცია ქვეყანაში უცხოელების შეშვების პირობად სრულად ვაქცინაციის დასახელებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.