imedi /  22 ივლისი 2021, 20:20 / სანდო წყარო

პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.

ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. ამასთან, ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს ეროვნული ბანკის იმ კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებს უკავშირდება.

კობა გვენეტაძის მოხსენება იმ პრიორიტეტული მიმართულებების მიმოხილვით დაიწყო, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.

„მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობისა და ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობით მდგრადი მაკროეკონომიკური გარემოს შექმნის მხარდაჭერაა. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონის არსებობას გულისხმობს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვისაა ოპტიმალური. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მიმდინარე ან მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლისგან შეიძლება გადახრილი იყოს (როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით), თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება, რითაც ფასების სტაბილურობა მიიღწევა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევაზე და პანდემიის ეკონომიკურ ზეგავლენაზე. "სისტემური რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მონიტორინგის გზით, ეროვნული ბანკი, ამ რისკების შემცირებისთვის, საპასუხო პოლიტიკას ატარებს, რითაც ფინანსური სისტემის მდგრადობის ზრდას უწყობს ხელს.

გასულ წლებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბანკებს კაპიტალის ადეკვატური ბუფერების დაგროვების საშუალება მისცა და შედეგად, ისინი COVID-19-ის გამოწვევებს მომზადებული შეხვდნენ.

ასევე, 2020 წელს საბანკო სისტემა პანდემიას აქტივების მდგრადი ხარისხით შეხვდა, რასაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომების გატარებამ შეუწყო ხელი.

გასულ წლებში ლიკვიდობის გადაფარვისა (LCR) და წმინდა სტაბილური დაფინანსების (NSFR) კოეფიციენტების დაწესებამ ბანკების დაფინანსების წყაროების მდგრადობა და ლიკვიდობის ბუფერის სოლიდურობა განაპირობა. COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა. გეგმის ფარგლებში კომერციულ ბანკებს კაპიტალის მოთხოვნები შეუმსუბუქდათ",- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის როლს ფინანსური ბაზრის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს, რითაც ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას.

„აღნიშნულის კარგი მაგალითია ღია რეგულირების ჩარჩო, რეგულირების ლაბორატორია, ციფრული ბანკის ჩარჩო, სწრაფი გადახდები და ციფრული ლარის პროექტებზე ინტენსიური მუშაობა. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა დისტანციურად ფინანსური მომსახურების მიღება. რეგულირების ლაბორატორიამ ნოვატორულ ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალება მისცა ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე სახის გამოცნობის ტექნოლოგიები გამოეცადათ და ფინანსური მომსახურების გაწევისას გამოეყენებინათ. ასევე, დისტანციური ფინანსური სერვისების წახალისების მიზნით ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირებისათვის მზადყოფნა განაცხადა და ციფრული ბანკის ბიზნესს მოდელიდან და რისკებიდან გამომდინარე ბანკის ლიცენზირების პროცესის მოქნილობა გაზარდა. ტექნოლოგიებისა და კონკურენციის გაზრდის მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ღია ბანკინგის პროექტი", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები, პოლიტიკის დროულობა და ადეკვატურობა არაერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა: სარეიტინგო სააგენტოებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა, აზიისა განვითარების ბანკმა, ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკმა და სხვა. "ასეთ რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში რეიტინგის შენარჩუნება გამოწვეულია იმ წარმატებებით, რაც საქართველომ მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, საგარეო რისკების ზრდის მიუხედავად, თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით მიაღწია. საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო გარემოს ასეთი შეფასება საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას ადასტურებს. ამის მნიშვნელოვან გამოხატულებას ევრობონდების წარმატებით რეფინანსირებაც წარმოადგენს, რომლის კუპონი, მიუხედავად გლობალურად არსებული რისკებისა, 2011 წლის გამოშვებასთან შედარებით დაახლოებით 2.5-ჯერ შემცირდა (6.875%-დან 2.75%-მდე)", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოსვლის დასასრულს, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი დროული, მართლზომიერი და გარემო პირობებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას მომავალშიც განაგრძობს, რაც ხშირად, შესაძლოა, არაპოპულარული, თუმცა აუცილებელი, ნაბიჯების გადადგმასაც მოითხოვდეს. მისი თქმით 2020 წელსაც ეროვნული ბანკის დროულმა ქმედებებმა და გატარებულმა პოლიტიკამ, არსებული უპრეცედენტო შოკის ფონზე, ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შერბილებაში არსებითი როლი ითამაშა.

მოხსენების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2021, 18:17

საზოგადოება

როდის დაიწყება აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ განაცხადით მომართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 6 აგვისტოს 10:00 საათიდან 10 აგვისტოს 18:00 საათამდე, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 18:16

COVID19

ლაშა ხუციშვილი: დღევანდელი მოცემულობით, ტურიზმი უნდა იყოს გახსნილი დაახლოებით 30%-ის შესაძლებლობით

ის მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს, არის იმ ოდენობით, რომ ტურიზმი უნდა იყოს გახსნილი დაახლოებით 30%-ის შესაძლებლობით. ეს არის შედარება 2019 წელთან მიმართებაში, რომელიც რეკორდული წელი იყო საქართველოში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტმა, ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ებრაჰიმ რაისი

05 აგვისტო 2021, 18:16

მსოფლიო

ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია ირანის პარლამენტში გაიმართა. 19 ივნისს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისმა გაიმარჯვა. ებრაჰიმ რაისმა 17.6 მილიონი ხმა მიიღო.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 18:15

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საგარეო ვალის მართვის ახალი სტრატეგიით, მიმდინარე წელს ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 60%-დან 55%-ს ჩამოსცდება

ჩვენ გვაქვს საგარეო ვალის მართვის ახალი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც უკვე მიმდინარე წელს ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 60%-დან 55%-ს ჩამოსცდება, ხოლო მომდევნო 5 წლის განმავლობაში წმინდა ვალის მოცულობა 45%-ის ფარგლებში იქნება, - ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, საგარეო ვალის პარამეტრები პანდემიიდან გამომდინარე მთელ რიგ ქვეყნებში გაუარესებულია, რადგან დამატებით ეკონომიკურ სტიმულს საჭიროებდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

05 აგვისტო 2021, 18:11

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: სვავებო, შეეშვით ადამიანური ტრაგედიებით ვაჭრობას და პარტიული ინტერესების გატარებას, სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი

,,ნაციონალური მოძრაობის" დროს ვინმე დაესაჯათ კი არა, პირიქით ამაყობდნენ და მოძალადეებს კიდეც აწინაურებდნენ, ხოლო როცა მათი უტვინო ,,ხერხემალი“ და გვამების მოყვარული ივანე მერაბიშვილი ციხეში იჯდა, მის ყველა დაცემინებაზე ვადამდე ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ, ნიკანორ მელიას დაკლებული კილოგრამების გამო კი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს აპირებენ. სვავებო, შეეშვით ადამიანური ტრაგედიებით ვაჭრობას და პარტიული ინტერესების გატარებას, სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე მარიანა ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლებას.

ემანუელ მაკრონი

05 აგვისტო 2021, 17:56

COVID19

ემანუელ მაკრონი: ვაქცინაცია თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაცვას ნიშნავს

ვაქცინაცია თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაცვას ნიშნავს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:50

COVID19

ივანე ჩხაიძე: დღეს კიდევ გვაქვს რესურსი, რომ, ქვეყანამ მძიმე პაციენტები მართოს, მაგრამ ეს რესურსი ამოწურვადია

690-მდე საწოლია თავისუფალი და 500-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ჩვენ დღეს კიდევ გვაქვს რესურსი, რომ, ქვეყანამ მძიმე პაციენტები მართოს, მაგრამ ეს რესურსი ამოწურვადია, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:44

COVID19

ივანე ჩხაიძე: ბოლო დღეებში დაფიქსირებული მაჩვენებლები იმაზე მიუთითებს, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული

ბოლო დღეებში დაფიქსირებული მაჩვენებლები იმაზე მიუთითებს, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:42

COVID19

ივანე ჩხაიძე: ყველაზე მარტივი, ქმედითი და სწრაფი შედეგის მომტანია, მკაცრად მოვითხოვოთ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება

ყველაზე მარტივი, ყველაზე ქმედითი, ყველაზე სწრაფი შედეგის მომტანი არის ის, რომ მკაცრად მოვითხოვოთ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება. მკაცრად მოვითხოვოთ და ავკრძალოთ ნებისმიერი თავშეყრა დახურულ სივრცეში - ეს იქნება წვეულება, ბანკეტი, დაბადების დღე თუ რაიმე სხვა, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:35

COVID19

ივანე ჩხაიძე: მიმაჩნია, რომ ყველა პაციენტი, რომელიც დღეს სტაციონარშია, სტაციონარულ მართვას არ საჭიროებს

ყველა ის პაციენტი, რომელიც დღეს სტაციონარშია, მათი ასივე პროცენტი სტაციონარულ მართვას არ საჭიროებს, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მან სამედიცინო სექტორში არსებული რესურსების მართვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდ შემთხვევების მართვის რესურსი ქვეყანაში არსებობს.

თამთა მეგრელიშვილი

05 აგვისტო 2021, 17:33

სამართალი

თამთა მეგრელიშვილი: საზოგადოება სამწუხაროდ შევეჩვიეთ აზრს, რომ დამნაშავეც უნდა მოკვდეს... დავფიქრდეთ

„ლუკა სირაძის საქმეზე კანონის მოთხოვნათა დაცვით მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რასაც ის გუშინდელ დღემდე იხდიდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით კანონით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი ვადამდე გათავისუფლების შესახებ“ - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მარიანა ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლებას.

05 აგვისტო 2021, 17:31

რეგიონი

რიკოთის უღელტეხილზე დროებით მოძრაობა შეიზღუდება

6 აგვისტოს ღამის საათებში, 02:00სთ-დან 05:00სთ-მდე, რიკოთზე მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვის მიზეზი გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის " ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის" საქართველოს ფილიალის მიერ, შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების გატარებაა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:29

COVID19

ივანე ჩხაიძე: არის პერსპექტივა, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იყოს

საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ დღის განმავლობაში აცრას 20 000 ადამიანი. ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რაც საკმარისია 60%-ის მისაღწევად. თუ ჩვენ ამას გადავიანგარიშებთ თვის ჭრილში, ეს არის 600 000 ვაქცინირებული ადამიანი, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

05 აგვისტო 2021, 17:21

სამართალი

ზაალ ანჯაფარიძე: სიტყვას არ ძრავენ მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, მათთვის ადამიანის უბედურება სპეკულაციის ინსტრუმენტია, რაც არაერთგზის დაამტკიცეს

„ისინი, ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლების გამო რომ წიკვინებენ, სიტყვას არ სძრავენ მისი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე. მათთვის ადამიანის უბედურება ხომ სპეკულაციის ინსტრუმენტია, რაც არაერთგზის დაამტკიცეს“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის გვერდზე.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 17:10

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება

„ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, ვგეგმავთ საკრედიტო რეიტინგებში წინსვლის აღდგენას. საინვესტიციო რეიტინგი ეს არის გაზრდილი ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ჯო ბაიდენი

05 აგვისტო 2021, 17:03

პოლიტიკა

ჯო ბაიდენი ნიკოლ ფაშინიანს: ვიმედოვნებთ, რომ სომეხი სამხედროების გათავისუფლების საკითხში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საფუძვლად იქცევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

05 აგვისტო 2021, 17:03

კულტურა

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 253 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 16-მა განმცხადებელმა მიმართა.

ემინე ჯორბენაძე

05 აგვისტო 2021, 16:56

COVID19

აჭარაში 102 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, აცრის პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ემინე ჯორბენაძე თავს კარგად გრძნობს.

05 აგვისტო 2021, 16:47

სამართალი

შს სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე ნასამართლევი პირი დაინიშნა

გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუესა და ყალბ ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე დაინიშნა ნასამართლევი პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

05 აგვისტო 2021, 16:46

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მშვიდობის საერთაშორისო კომიტეტი შეიქმნა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) ფარგლებში მშვიდობის კომიტეტი ჩამოყალიბდა.