imedi /  23 ივლისი 2021, 11:50 / სანდო წყარო

ირაკლი ქარსელაძე: გზებზე თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის მიღწევა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარი წინაპირობაა

ირაკლი ქარსელაძე

ირაკლი ქარსელაძე

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების განვითარება ეკონომიკის სიძლიერის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. შესაბამისად, გზებზე თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის მიღწევით, ვქმნით ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას, უმთავრესი პრიორიტეტი მაგისტრალებია.

„აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონულ ჭრილში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის ნაწილია. როდესაც ამ დერეფანზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია გასული წლის მიღწევები. კერძოდ ის, რომ პანდემიის მიუხედავად, 70 კმ მაგისტრალური გზა გავხსენით, რის შედეგადაც თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 1 საათით შემცირდა და 5 საათის ნაცვლად, აჭარაში ჩასვლა უკვე 4 საათშია შესაძლებელი. ეს არის ის ხილული ეფექტი, რომელიც პროექტის დასრულების შედეგად იქნება რევოლუციური და წითელი ხიდიდან სარფამდე არსებულ მაგისტრალს 30 კმ-ით შეამცირებს. დერეფნის ასეთი მნიშვნელოვანი განვითარება პირდაპირ იქნება დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდასთან“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები რიკოთის გზის საუკუნის პროექტზე, სადაც ერთდროულად შენდება 71 ხიდი და 47 გვირაბი, საიდანაც 8 გვირაბი უკვე გაჭრილია.

„უკვე სექტემბერში გავხსნით ახალი გზის 2.5 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც 6 ხიდისა და 4 გვირაბისაგან შედგება, ხოლო სრულად რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობას ეტაპობრივად 2021-2024 წლებში დავასრულებთ. შესაბამისად, ამ დროისათვის თბილისიდან ბათუმში მგზავრობას უკვე 3 – 3.5 საათს მოვანდომებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია ის სარგებელი და სოციალური ეფექტი, რაც ასეთ მასშტაბურ პროექტებს ახლავს. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში სამინისტროს 6 000 პროექტზე დასაქმებული იყო 31 000 ადამიანი და 1 300 კომპანია. დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა და მათ კონკრეტული ფინანსური სარგებლის გარდა, პროფესიული ზრდისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები შეიძინეს“, - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ-ჩრდილოეთი დერეფნის განვითარების ჭრილში ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტს, რომელიც უნიკალურია სამშენებლო-საინჟინრო თვალსაზრისით.

„ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ჯვრის უღელტეხილი კლიმატური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება, 10 სოფლის მოსახლეობას კი წლის ნებისმიერ დროს ექნება სრული წვდომა განათლების, სამედიცინო და სხვა სერვისებზე. მთლიანობაში, 12 კმ-იანი მისასვლელი გზის, მისი შემადგენელი გვირაბებისა და ხიდების მშენებლობის ტექნოლოგიური მხარე ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბი კლდოვან ქანებში მსოფლიო მასშტაბით უნიკალურია. სპეციალურად ამ პროექტისთვის აწყობილი მანქანით აგვისტოში დაიწყება გვირაბის გაყვანა, რაც უზრუნველყოფს გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, საერთაშორისდო მაგისტრალებთან ერთად, მნიშვნელოვანი გეგმები არსებობს შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით. მაგალითად, მხოლოდ კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ჯამში 2 მილიარდი ლარი მოხმარდება. წელს დასრულდება საჩხერე-ონის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი გზა, რომელიც მინიმუმ 1.5 სთ-ით ამცირებს გადაადგილების დროს. ასევე, ახალი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს ლენტეხი და მესტია და შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უშგულამდე გზის დასაფარად 3 საათი იქნება საკმარისი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალ კავშირს აჭარასთან უზრუნველყოფს ხულო-ზარზმის პროექტი, რომლის ფარგლებში რეაბილიტირდება და აშენდება 47 კმ გზა.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 10-წლიან გეგმაში, 31 მილიარდიდან 17 მილიარდი ლარი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2021, 13:39

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი მალტის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრ ევარისტ ბარტოლოს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მალტის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრს, ევარისტ ბარტოლოს შეხვდა.

ჟოზეფ ბორელი

23 სექტემბერი 2021, 13:29

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: არ მესმის, უფრო ძლიერი ევროპა ნატოსთვის შეშფოთების საგანი რატომ შეიძლება იყოს - რაც უფრო ძლიერი იქნება ევროპა, მით უფრო ძლიერი იქნება ნატო

არ მესმის, უფრო ძლიერი ევროპა ნატოსთვის შეშფოთების საგანი რატომ შეიძლება იყოს, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა PBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ეკატერინე ტიკარაძე; თამარ ბარკალაია

23 სექტემბერი 2021, 13:26

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მოქალაქეები იქნებიან იმ სიკეთის მიმღები, რასაც ევროპის მოქალაქეები იღებენ

სოციალური უფლებებისა და სოციალური მომსახურების მიწოდების პროცესის გაუმჯობესების, ასევე შრომითი უფლებების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის დახვეწის ხელშეწყობის მიზნით ევროპის საბჭო ახალ პროექტს - „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“, იწყებს. პროექტის ონლაინ პრეზენტაცია ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გაიმართა. ღონისძიება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დირექტორმა ქრისტოფ პუარელმა გახსნა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

23 სექტემბერი 2021, 13:21

საზოგადოება

მუხიანის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. N104 ბაგა-ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა.

23 სექტემბერი 2021, 13:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „ვიზეართან“ წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ავიაკომპანია ფრენებს დამატებით 4 მიმართულებით დაიწყებს

საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისი აღდგება. ავიაკომპანია „ვიზეართან“ გამართული წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ავიარეისი ქუთაისსა და ბარსელონას შორის, გარდა ამისა, „ვიზეარმა“ ასევე განაახლა ფრენები ევროპის ორი სხვა ქალაქის - ვენისა და ბერლინის მიმართულებით.

23 სექტემბერი 2021, 13:18

საზოგადოება

ქუთაისიდან აბუ-დაბის, ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაინიშნა

პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ცოტა ხნის წინ დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა

23 სექტემბერი 2021, 13:10

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ 6 დეპუტატს შესაძლოა, უფლებამოსილება შეუწყდეს

ხმაურია აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი 6 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის პლენარულ სხდომაზე გასატანად მსჯელობენ. მანდატების შეწყვეტის მოტივად ის პერიოდი სახელდება, როდესაც ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში მოქმედებდა და სხდომებს არ ესწრებოდა. მათ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებაც ჰქონდათ დაწერილი.

23 სექტემბერი 2021, 13:02

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ყველა ოლქში ლიდერობენ

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

მარკ მილი ვალერი გერასიმოვი

23 სექტემბერი 2021, 12:56

მსოფლიო

ჰელსინკიში აშშ-ისა და რუსეთის გენერალური შტაბების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში აშშ-ისა და რუსეთის გენერალური შტაბების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

23 სექტემბერი 2021, 12:32

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია თბილისის საკრებულოში მყარ უმრავლესობას მოიპოვებს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

23 სექტემბერი 2021, 12:27

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც.

გიორგი ამილახვარი

23 სექტემბერი 2021, 12:25

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი გახარიაზე: საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, ტესტის გაკეთებას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან

„თავად ის ფაქტი, რაც მის მიერ ამ საკითხის შეფასებას მოჰყვა - გადადება, იგნორირება, ტესტების საზღვარგარეთ ჩატარება, ცხადია, რაღაცაზე მიუთითებს, რომელზეც საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, რადგან ამას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან. მარტივად, 5 წუთში შესაძლებელი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის გაწევა ისე, როგორც გააკეთა კახა კალაძემ. ამდენად, ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით დასკვნებს საზოგადოება თავად გააკეთებს“, - განაცხადა ამილახვარმა.

23 სექტემბერი 2021, 12:24

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 50,9%-ით ლიდერობს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

23 სექტემბერი 2021, 12:22

რეგიონი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

უხვი ნალექის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2021, 12:21

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე 57.9%-ით ლიდერობს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2021, 12:14

მსოფლიო

ზელენსკი: დღეს გაერო პენსიაზე გასული სუპერგმირივითაა, რომელსაც დაავიწყდა, რისი გაკეთება შეეძლო - გაერო თავს უძლურ და სუსტ მოხუცად გრძნობს

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო პენსიაზე გასულ სუპერგმირს შეადარა.

23 სექტემბერი 2021, 12:08

მსოფლიო

აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი „თალიბანთან“ დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა „თალიბანთან“ დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდა, ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

23 სექტემბერი 2021, 12:06

თავდაცვა

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმულაციური სცენარის მიხედვით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. 41-ე ბატალიონს მხარს 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ოცეულები და 44-ე საარტილერიო ბატალიონის III ბატარეა უჭერდა. წვრთნებში ჩართული იყო ასევე, სამედიცინო და საინჟინრო ასეულები.

კოალები

23 სექტემბერი 2021, 12:03

მსოფლიო

ბოლო 3 წლის განმავლობაში ავსტრალიაში კოალების პოპულაცია 30%-ით შემცირდა🐨

სპეციალისტების თქმით, პოპულაციის შემცირებას 2019-2020 წლის ტყის ხანძრებთან ერთად ხელი ანომალიურმა სიცხემ, გვალვამ და სასმელი წყლის უკმარისობამ შეუწყო. კოალების რაოდენობის კიდევ ერთი მიზეზი ადამიანის მიერ მათი ბინადრობის არეალის განადგურებაა.

23 სექტემბერი 2021, 11:39

საზოგადოება

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ პროექტის „დისკუსიები COVID-19-ის შესახებ“ მორიგი შეხვედრა გამართა

ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრისას მაია რუხაძემ ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვირუსის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები მიეწოდათ.