Imedi /  27 ივლისი 2021, 18:48 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ჩაკეტვას არ ვგეგმავთ - მნიშვნელოვანია ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ და ეკონომიკა განვითარდეს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

არ ვგეგმავთ ეკონომიკის ჩაკეტვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ, ეკონომიკა განვითარდეს და გაჯანსაღდეს, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არსებული კოვიდ-სიტუაციის კომენტირებისას.

ნათია თურნავას თქმით, ამჯერად სიტუაციის შეცვლა მხოლოდ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციით უნდა მოხდეს.

„ახლა ქვეყანაში სრულიად საკმარისი რაოდენობითაა ვაქცინები იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია და სწორედ ამ გზით გარდავტეხოთ არსებული სიტუაცია და ასე ვებრძოლოთ კოვიდს და არა ჩაკეტვით - ჩაკეტვა ახლა, პრაქტიკულად, მიუღებელი ფორმაა.

რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, საუბარია არსებული რეგულაციების გამკაცრებაზე, ანუ ჩვენ კვლავ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოსახლეობამ პირბადეები ატაროს და დაიცვას ელემენტარული წესები. დაწესებულებებში ხდება ამ წესების დაცვა, სადაც არ იცავენ, ხდება ამის კონტროლი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შესაბამისად, ნათია თურნავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რაიმე სექტორული, წერტილოვანი თუ უფრო მკაცრი შეზღუდვის, რომელიმე დარგის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, ხელისუფლება კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სწორედ მასობრივი ვაქცინაციის დაჩქარებით მოხდეს არსებული კოვიდ-სიტუაციის გარდატეხა.

„გასაგებია, რომ ლოქდაუნის პრაქტიკა არსებობდა გლობალურად მსოფლიოში და პანდემიის დასაწყისში საქართველოც ამას იყენებდა - მაშინ ცოდნაც ნაკლები იყო, გამოცდილებაც და ვაქცინებიც არ არსებობდა. ჩვენ ვნახეთ, რომ გასული წელი -6%-ით დავამთავრეთ, ეს იყო გარდაუვალი, მაგრამ ძალიან მტკივნეული. დღესდღეობით, გვაქვს რა ვაქცინები და შეგვიძლია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, ამ გზას უკვე აღარ მივყვებით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ყველა სიახლე

საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 სექტემბერი 2021, 22:06

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კახა კალაძე

20 სექტემბერი 2021, 22:00

პოლიტიკა

კახა კალაძე: პრობლემები არასდროს მქონია და არც მომავალში მექნება

კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, მას „გარკვეული პრობლემები ჰქონდა ენერგეტიკის მინისტრობის დროს, მათ შორის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით“.

კახა კალაძე

20 სექტემბერი 2021, 21:51

პოლიტიკა

მერად არჩევის შემთხვევაში, კახა კალაძისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროს მხარდაჭერა იქნება

„ნამდვილად საჭირო მიმართულება იქნება დედაქალაქში თემატური ჰაბების შექმნა. ამასთან დაკავშირებით კოჯორში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იგეგმება და ამას საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ განახორციელებს. მადლობა მას თანადგომისთვის. აქ მოეწყობა სპორტული, შემეცნებითი სივრცეები. საერთაშორისო ბანაკებთან თანამშრომლობით, ეს იქნება ადგილი, სადაც ახალგარზდები შეძლებენ განტვირთვას. ამ პროექტზე დიდ იმედს ვამყარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრია ბასილაია
კახა კალაძე

20 სექტემბერი 2021, 21:35

საზოგადოება

ანდრია ბასილაია: მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ყველა ის მუზეუმი, რომელიც ქალაქს გააჩნია, რეაბილიტირებული იყოს

თბილისის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 4 მუზეუმს, 6 სახელოვნებო სკოლას და 8 ბიბლიოთეკას. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ დღეს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

კახა კალაძე

20 სექტემბერი 2021, 21:22

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჰარმონიული შერწყმის ადგილია - ქალაქი, სადაც ევროპული არსი აზიური ორნამენტებით არის გამოხატული

„მომდევნო წლების განმავლობაში, 15 ახალი საქალაქთაშორისო პარკი გაშენდება და 1 000-ზე მეტი სკვერის კეთილმოწყობა მოხდება. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიმართულებით, ყოველწლიურად, ბიუჯეტის 30% დაიხარჯება იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უჭირს და ჩვენი თანადგომა სჭირდება, სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის გვერდით დგომა იგრძნოს. რა თქმა უნდა, როგორც ამ ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი არსებობდეს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება გარკვეული დრო, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთად დგომით“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2021, 21:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბანერებზე: „ნაცები“, „ბოროტება“ და „ღალატი“ დაკავშირებულია იმ ადამიანებთან რომლებიც ბანერზე არიან გამოსახულნი

ის რომ „ნაცები“, „ბოროტება“ და „ღალატი“ დაკავშირებულია იმ ადამიანებთან რომლებიც ბანერზე არიან გამოსახული, ესეც ყველასთვის ნათელია. ასევე სისხლი რომაა დაკავშირებული ამ ადამიანებთან, ესეც ყველასთვის ნათელია, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

20 სექტემბერი 2021, 21:12

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ. ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

20 სექტემბერი 2021, 21:12

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ვიზიარებთ მოსაზრებას, მოწვეულ იყოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და დეპუტატთა კითხვებს პასუხი სუს-ის უფროსმა გასცეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იმსახურებს იმას, რომ პოლიტიკური დებატები გაიმართოს და პარტიებმა მომხდართან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვან.

სალომე სამადაშვილი

20 სექტემბერი 2021, 21:05

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ჩანაწერების თემაზე პარლამენტში დებატების მოწყობა

„დღეს მე ვერ ვხედავ, რა შეიძლება იყოს პარლამენტის უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც კონსტიტუციით მთავრობის კონტროლი ევალება, გარდა იმისა, რომ უახლოეს დღეებში შევიკრიბოთ, ამ თემაზე პოლიტიკური დებატები მოვაწყოთ, მოვიწვიოთ სუს-ის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი და ყველა სხვა პირი, ვისაც საჭიროდ ჩავთვლით", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

20 სექტემბერი 2021, 20:52

მსოფლიო

ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, ესპანეთის პოლიციამ, იტალიის პოლიციამ და ევროპოლმა იტალიურ მაფიასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა აღკვეთეს

ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, ესპანეთის პოლიციამ, იტალიის პოლიციამ და ევროპოლმა იტალიურ მაფიასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა აღკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპოლი ავრცელებს.

კახა კალაძე

20 სექტემბერი 2021, 20:51

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა გააკეთოს და შეასრულოს კონკრეტული დაპირებები

საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ეს ყველაფერი შესრულებადია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

20 სექტემბერი 2021, 20:49

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: „ნაცმოძრაობა“ პასუხისმგებლობას არ იღებს. აცხადებენ, რომ მეგის ქარდავას არ იცნობენ

როდესაც მთავრობის ჩინოსანი ასეთი „ჯალათი“ გყავდა, მერე უნდა აიღო პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა. „მაგრამ ახლა „ნაცმოძრაობაში“ აკეთებენ განცხადებებს, რომ მეგის ქარდავას არ იცნობენ. მაგრამ ამ ღირებულებებთან და ამ ადამიანებთან გვაქვს საქმე და ამას კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობა“, - აღნიშნა ზარქუამ.

20 სექტემბერი 2021, 20:41

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი და ალექსანდრე ელისაშვილი მარკ კლეიტონს შეხვდნენ

„ელჩი დაინტერესდა როგორ მიდის წინასაარჩევნო კამპანია, არის თუ არა ზეწოლა და ხელის შეშლა სახელმწიფოს მხრიდან, კონკრეტულად ჩვენ პარტიასთან დაკავშირებით. ასევე, დაინტერესდა რამდენად კმაყოფილი ვართ საარჩევნო რეფორმების მიმდინარეობით და როგორ შეიძლება რეალურად აისახოს საარჩევნო ცვლილებები საარჩევნო დღეზე, რამდენად ოპტიმისტურად ან პესიმისტურად ვუყურებთ ამ არჩევნებს და იქნება თუ არა ბოლოს და ბოლოს ნორმალურად ჩატარებული არჩევნები“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ირაკლი კობახიძე

20 სექტემბერი 2021, 20:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან შეშინებულია მიხეილ სააკაშვილი და სხვა ლიდერებიც, რადგან მეგის ქარდავას აქვს ბევრი ინფორმაცია

მეგის ქარდავა არის „ნაცმოძრაობის“ სახე. „ნაცმოძრაობა“ კოლექტიურად არის მეგის ქარდავა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა. „ამ პასუხისმგებლობას ბუნებრივია ისინი ვერ გაექცევიან. ძალიან შეშინებულია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი და სხვა ლიდერებიც, იმის გამო რომ მეგის ქარდავას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია. ვნახოთ რა იქნება. ჩვენ ვიცით, რომ დამკვეთები იყვნენ სააკაშვილი და მისი რეჟიმი“, - აღნიშნა კობახიძემ.

20 სექტემბერი 2021, 20:27

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთში საპარლამენტო არჩევნები ისეთ პირობებში ჩატარდა, რომელიც თავისუფალ და სამართლიან პროცესებს ხელს არ უწყობდა

17-19 სექტემბერს რუსეთში საპარლამენტო არჩევნები ისეთ პირობებში ჩატარდა, რომელიც თავისუფალ და სამართლიან პროცესებს ხელს არ უწყობდა, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მეგის ქარდავა

20 სექტემბერი 2021, 20:18

პოლიტიკა

მეგის ქარდავამ ციხიდან განცხადება გაავრცელა

პატიმრობაში მყოფი მეგის ქარდავა განცხადებას ავრცელებს, რომელიც მის Facebook-ზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ქარდავა წერს, თუ რატომ გადმოსცა უკრაინულმა მხარემ საქართველოს. ასევე გაკეთებული შეფასებების გამო ყოფილ თანაგუნდელებსაც აკრიტიკებს.

მამუკა მდინარაძე

20 სექტემბერი 2021, 20:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვიღაცა გაბრაზდა მდინარაძეზე და თქვა, რომ მდინარაძის იდეაა სისხლიანი ბანერების გაკვრა და ისევ ერთი ტყუილი შეასაღა საზოგადოებას

„როგორ შეიძლება ეს იყოს სიმართლესთან ახლოს?! შინაარსს მართლა ვეთანხმები, შეიძლება ფორმა მომწონდეს ან არ მომწონდეს, მაგრამ ვიღაცები რომ აღშფოთდებიან, მათ შორის თქვენ, რამდენიმე ტელევიზიის წარმომადგენლები, აღშფოთდებით ხოლმე და საერთოდ არ გახსენდებათ, ის რომ დღესაც გადის თქვენი ერთ-ერთი პარტიის რეკლამა, სადაც ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სიკვდილისთვის გაგწირათ“, აღარ ვსაუბრობ სხვა დანარჩენ უამრავ ისეთ გამოხატვაზე (თუ იმას გამოხატვა ჰქვია), სადაც ზიზღის ენაც არის, სიძულვილისა და შეიძლება ძალადობისკენ მოწოდებადაც მივიჩნიოთ, მათ შორის ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნით, ამაზე საერთოდ არ გაქვთ რეაქცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გოგა ხაინდრავა

20 სექტემბერი 2021, 20:00

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: „ვიკილიქსის“ ეპოქაში არაფერი უნდა გვიკვირდეს, ამ ქვეყანაში მინიმუმ 3 დიდ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებისთვის მათი შესაძლებლობები შეუდარებლად დიდია

„არაფერი არ უნდა გვიკვირდეს „ვიკილიქსის“ ეპოქაში და ის, რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ 3 დიდ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებისთვის მათი შესაძლებლობები არის შეუდარებლად დიდი, ვიდრე ჩვენი „სუსის“, მაფიქრებინებს, რომ არ არის გამორიცხული აქ რუსეთის ხელი ურევია“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

20 სექტემბერი 2021, 20:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვართ ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე, პროგრამაზე, გულწრფელობაზე - მეორე მხარე არეულობაზე

ჩვენ ვართ ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე, პროგრამაზე, გულწრფელობაზე, რეალობაზე. მეორე მხარე სამწუხაროდ, ორიენტირებულია არეულობაზე, რაც დარწმუნებული ვარ, არ გამოუვათ ერთადერთი მიზეზის გამო – მართლები ვართ ჩვენი პლუს-მინუსებით, შეცდომებით, თუ გაკეთებული საქმეებით. მეორე მხარე ცდილობს, ეს ქვეყანა არიოს. ჯერ ერთი, სიმართლეს ვერ მოერევიან და „ქართულ ოცნებას“, სახელმწიფოს ვერ მოერევიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

20 სექტემბერი 2021, 19:58

მსოფლიო

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ში უცხოელი ვიზიტორების შეშვების ახალი რეგულაცია გამოაცხადა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ნოემბრის დასაწყისიდან სამოგზაურო შეზღუდვებს შეამსუბუქებენ სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.