Imedi /  04 აგვისტო 2021, 12:14 / სანდო წყარო

თამარ იოსელიანი: ერთ ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირება შავ ზღვაზე რეგიონულ თანამშრომლობას გააღრმავებს

თამარ იოსელიანი

თამარ იოსელიანი

„საქართველოს პორტებში საპორტო საზოგადოების სისტემების (𝐏𝐂𝐒) დანერგვის მიზანშეწონილობის შესწავლის” პროექტის ინაუგურაცია გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ჩატარდა.

ონლაინ შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და EBRD-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ჰესტერ კოტანჩმა გახსნეს. მინისტრის მოადგილე მიესალმა მხარეებს და პროექტის მხარდაჭერისათვის მადლიერება გამოხატა. მან ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის ზრდისათვის.

შეხვედრაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანმა „საქართველოს პორტებში საპორტო საზოგადოების სისტემების (𝐏𝐂𝐒) დანერგვის მიზანშეწონილობის შესწავლის” პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 𝐏𝐂𝐒 - ეს არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით.

„საზღვაო სატრანსპორტო ჯაჭვის გაციფროვნება და გლობალურ მიწოდების ჯაჭვში სრულად ინტეგრირებისათვის ქართული ნავსადგურების ე.წ. „ერთი ფანჯრის სისტემა” (𝐌𝐒𝐖) უნდა დაუკავშირდეს ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემას (𝐏𝐂𝐒). თუ საზღვაო “ერთი ფანჯრის პრინციპის” დანერგვის მიზანია გემის შემოსვლა-გასვლის პროცესის გაციფროვნება და პროცედურების გამარტივება, ნავსადგურის გაერთიანებული სისტემის დანერგვა-ოპტიმიზაციის, მართვისა და ავტომატიზაციის საშუალებით გამოიწვევს ლოგისტიკური ეფექტურობის ზრდას, მონაცემების ერთიანი წარდგენის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჯაჭვების დაკავშირების გზით. აუცილებელია, გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა ყველა დაკავშირებული პროცესის ერთ ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირებისათვის. ეს შეამცირებს ადმინისტრაციულ ტვირთს და არა მხოლოდ სატრანსპორტო ჰაბის, არამედ ურთიერთთანამშრომლობის ციფრული ჰაბის ფორმირებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, გააღრმავებს შავ ზღვაზე რეგიონული თანამშრომლობას. ვიმედოვნებ, რომ კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერითა და აქტიური მონაწილეობით შევძლებთ პროექტის წარმატებით განხორციელებას“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (𝐄𝐁𝐑𝐃) და საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროექტის განხორციელების პროცესში.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ესტონურ-გერმანული ქართული კონსორციუმის წარმომადგენლებიც. აღნიშნულმა კომპანიამ 10 თვის განმავლობაში უნდა შეისწავლოს ასოცირებულ რეგიონულ სისტემებთან აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობები, მაგალითად, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან და ევროკავშირის სისტემებთან კოორდინაცია; ასევე მოამზადოს და საქართველოს მხარეს გადმოსცეს სტრატეგია და სახელმძღვანელო პრინციპები საქართველოში 𝐏𝐂𝐒-ის შემუშავების, განხორციელების და მართვის შესახებ.

ყველა სიახლე

ზაზა გულიაშვილი

17 სექტემბერი 2021, 01:44

პოლიტიკა

ზაზა გულიაშვილი ოპერატორის დაშავებაზე: ის არავის არ გადაუგდია - კადრის შორიდან გადაღება უნდოდა და ძალიან დაბალ მოაჯირს მიეყუდა

ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ქარელის ოფისში მომხდარ შემთხვევას შეესწრო, აცხადებს, რომ ოპერატორი ვინმეს ზეწოლის შედეგად არ გადავარდნილა მოაჯირიდან.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2021, 00:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო, ეკლესია დგას თავის ადგილზე და ვერავინ ვერაფერს შეარყევს

საზოგადოება ხედავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე პირდაპირი დარტყმები მიდის, რასაც ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რაც აქვს ეკლესიაზე დარტყმას, სახელმწიფოზე, პოლიციაზე, ჯარზე და ა.შ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

17 სექტემბერი 2021, 00:50

ტაბლოიდი

The Sun: კანიე უესტი კიმ კარდაშიანს პოპულარულ მომღერალთან ღალატობდა

ამერიკელი რეპერი კანიე უესტი თავის მეუღლეს, კიმ კარდაშიანს ერთ-ერთ პოპულარულ მომღერალთან ღალატობდა. ამის შესახებ წყვილთან დაახლოებულ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Sun-ი წერს.

დავით ოქიტაშვილი

17 სექტემბერი 2021, 00:48

საზოგადოება

დავით ოქიტაშვილი: თქვენო უწმინდესობავ, თქვენი სამწყსო თქვენთან არის და ვერაფერს გიზამენ ეს ჯალათები

ახლო ურთიერთობა მაქვს უწმინდესთან და ვიცი, როგორ განიცდის ახლა რაც ხდება. მინდა ვუთხრა მას, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი სამწყსო თქვენთან არის და ვერაფერს გიზამენ ეს ჯალათები, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

17 სექტემბერი 2021, 00:43

მსოფლიო

მსოფლიო ბანკი Doing Business-ის ანგარიშის გამოქვეყნებას წყვეტს

მსოფლიო ბანკი Doing Business-ის ანგარიშის გამოქვეყნებას წყვეტს. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, მსოფლიო ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მონაცემთა დარღვევები გამოვლინდა ბანკის მაღალჩინოსნების, მათ შორის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას მიერ.

მეუფე იაკობი

17 სექტემბერი 2021, 00:37

საზოგადოება

მეუფე იაკობი: პატრიარქის შეცვლის საკითხზე გიორგი გახარიას ჩემთან საუბარი 2018 წლის 15 იანვარს ჰქონდა

„ჩვენი საუბარი შედგა 2018 წლის 15 იანვარს. მოსინჯეს, რომ რესურსი და საშუალება მაქვს სინოდშიო, რომ თუ ჩემი თანხმობა იქნებოდა, თითქოს მაგას გაატარებდნენ [პატრიარქს შეცვლიდნენ]. თითქოს პატრიარქს თვითონ უნდოდა [გადადგომა] და მერე ვინმეს თავის კანდიდატურას შემოიყვანდა“, - ასე უპასუხა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, შედგა თუა არ მასსა და გიორგი გახარიას შორის პატრიარქზე საუბარი.

გიორგი ვოლსკი

17 სექტემბერი 2021, 00:32

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „მთავარი არხის” ოპერატორის დაშავების ფაქტზე: იმდენად ყალბია ეს ყველაფერი, რომ ძალიან ადვილად იშიფრება

იმდენად ყალბია ეს ყველაფერი, რომ ძალიან ადვილად იშიფრება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „მთავარი არხის“ ოპერატორის დაშავების ფაქტზე „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც აცხადებდნენ, რომ მრავალჯერადი მოტეხილობები აქვს, ეს უკვე დასტურია იმისა, რომ ეს თემა მათთვის იგივეა, რაც გარდაცვლილი ლექსოს თემა იყო.

გიორგი ვოლსკი

17 სექტემბერი 2021, 00:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკის თქმით, 2008 წლის ომამდე, პუტინის წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული განცხადების გაკეთება და იტალიაში „დასასვენებლად“ წასვლა შესთავაზა

„არსებობს ჩვენებები და მასალა, რომ პუტინის მაღალი დონის წარმომადგენელმა შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს, 2008 წლის ივლისში, როდესაც ჯარი კართან იყო მომდგარი, განეცხადებინა, რომ რუსებს ინტერესები არ აქვთ. იქიდან ჩამოვიდა და ეს თქვა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედი LIVE“.

ჯენ ფსაკი

17 სექტემბერი 2021, 00:23

მსოფლიო

თეთრი სახლი: ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ავსტრალიასა და ბრიტანეთთან ახალი პარტნიორობა ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის

ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ავსტრალიასა და ბრიტანეთთან ახალი პარტნიორობა ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ.

მეუფე იაკობი

17 სექტემბერი 2021, 00:16

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე და გიორგი გახარია ერთი თამაშის ნაწილები იყვნენ

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე და გიორგი გახარია ერთი თამაშის ნაწილები იყვნენ, - ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. კითხვაზე, რისთვის გადადგა გიორგი გახარია, მეუფე იაკობი პასუხობს: „იმისთვის, რომ დღევანდელი სიტუაცია მიგვეღო“.

მეუფე იაკობი

16 სექტემბერი 2021, 23:55

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა და თუ ჩამოვა, მას დაიჭერენ

როდესაც არჩევნების წინა პერიოდია და ხედავდით, აბსოლუტურად არავითარი ჩარევა არ გვქონდა. ახლა ასე რომ მიტევენ, რა გგონიათ ჩემგან ნაკლებს მიიღებენ? იქნება არჩევნები და ნახავთ შედეგებს- ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ენტონი ბლინკენი

16 სექტემბერი 2021, 23:50

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: საფრანგეთი აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მიესალმება ევროპის ქვეყნებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, ხოლო საფრანგეთი აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია.

მეუფე იაკობი

16 სექტემბერი 2021, 23:39

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: გახარია მოსკოვის კაცია და იმასაც გიდასტურებთ, რომ ეკლესიას ებრძოდა

მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები, - ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მეუფე იაკობი

16 სექტემბერი 2021, 23:36

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: სასულიერო პირების მოსმენების მიზანი ეკლესიის დისკრედიტაცია იყო

„ამ სავარაუდო მოსმენებით ეკლესიის დისკრედიტაცია რომ მოხდებოდა, თავისთავად ის [გიორგი გახარია] „ოცნებას“ რაღაც ხმებს წაართმევდა. ახლა იცით, რომ 43%-ზე მიდის საუბარი. რომ შეხედოთ, 2012-ში ვინც მაშინდელი ხელისუფლება შევცვალეთ, გახარია სად იყო და მის იდეებს ვინ უნდა გაჰყვეს?! უბრალოდ უნდა „ოცნებას“ დააკარგვინოს რაღაც ხმა. ის უცხო სხეული იყო აქ, როგორ მოხვდა მე არ ვიცი, ალბათ იმ კაცს უნდა მოჰკითხოთ, ვინც მოიყვანა, ვინც საქართველოში ჩამოიყვანა“, - აღნიშნა მეუფემ.

მეუფე იაკობი

16 სექტემბერი 2021, 23:24

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა, რომ მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები

არ მიკვირს, ეს რომ ხდება, რადგან არჩევნები მოახლოვდა და თუ შევხედავთ სიტუაციას, უნდა მივხვდეთ, რა ძალებს აწყობთ სიტუაციის ასე დაძაბვა, - ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მეუფე იაკობი

16 სექტემბერი 2021, 23:15

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ფარული მოსმენები უდიდესი ბოროტებაა, მაგრამ უფრო დიდი ბოროტება მისი მოპარვა და ტელევიზიით გაშვებაა

„ამდენი მოსმენა, მანიაკები თუ არ არინ და ძალაუფლება თუ არ გაქვს, ამას ვერ იზამ. გახარიას რომ ძალაუფლება ჰქონდა პრემიერობამდე, ისეთი ძალაუფლება თუ არ გაქვს, ვერ იზამ ამას. რასაც მომიყვნენ ჩემ შესახებ, იყო ასეთი შემთხვევები და ყველაფერი გახარიას პერიოდში იყო. პირადად მე რომ მისმენდნენ ვიცოდი, რამდენჯერმე გავაფრთხილე ამაზე შესაბამისი უწყებები. მაგრამ ვიცოდი რა მელაპარაკა და რა - არა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

16 სექტემბერი 2021, 23:07

COVID19

იტალიის მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილებზე ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენა სავალდებულო გახადა

იტალიის მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილებზე ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენა სავალდებულო გახადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

16 სექტემბერი 2021, 23:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩანაწერებში თუ რამე არის ავთენტური, ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო ორი პირი და ორივე მათგანი განეკუთვნებოდა გახარიას გუნდს

ამ ჩანაწერებში თუ რამე არის ავთენტური, ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო ორი კონკრეტული პირი და ორივე მათგანი განეკუთვნებოდა სწორედ გახარიას გუნდს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 სექტემბერი 2021, 23:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველაზე კრიტიკულ მომენტში გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს, ქვეყანას უღალატა

„ყველაზე კრიტიკულ მომენტში კაცმა გაყიდა ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ასეთი პრემიერი გვყავდა. თუ ამაზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ჩვენ თავზეც ვიღებთ. ეს კაცი არის მატყუარა, მოღალატე და არ აქვს კაცობის ნიშანწყალი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა იმით, რომ კახი კალაძეს პირდაპირ დაუპირისპირდა ისეთ კონკურენციაში, სადაც მეორე ადგილის აღების შანსიც არ აქვს. დიდხანს ამ კაცზე ლაპარაკი არ ღირს, მან დაკარგა აქტუალობა“.

16 სექტემბერი 2021, 22:50

მსოფლიო

ავსტრალიაში, პირი, რომელიც ციხიდან 29 წლის წინ გაიქცა, პოლიციას ჩაბარდა

ავსტრალიაში, პირი, რომელიც ციხიდან 29 წლის წინ გაიქცა, პოლიციას ჩაბარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.