imedi /  16 სექტემბერი 2021, 17:17 / სანდო წყარო

ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, მაჩიე ჩურასთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.

ფინანსთა მინისტრმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ EIB-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, ასევე ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზაობა, პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოსთან გაგრძელდეს აქტიური პარტნიორობა.

დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორში დაფინანსებული აქვს, დაახლოებით, 2 მილიარდი ევროს მოცულობის პროექტები.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე.

ყველა სიახლე

22 ოქტომბერი 2021, 17:05

COVID19

კოვიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სკოლები 2 კვირით დაიხურა

კოვიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სკოლები 2 კვირით დაიხურა. ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 614 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

22 ოქტომბერი 2021, 16:58

სპორტი

ლუკა კურტანიძე, რომელიც ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის, საქართველოში დაბრუნდა

ქართველი მოჭიდავე, ლუკა კურტანიძე, რომელიც, საბერძნეთში, ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანთა შორის, სამშობლოში დაბრუნდა. ქალაქ ლუტრაკში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

22 ოქტომბერი 2021, 16:51

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

22 ოქტომბერი 2021, 16:46

რეგიონი

National Geographic Traveller აჭარაზე: აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის

„საქართველოს ზღვისპირა და მთიანი რეგიონი აჭარა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა“ - ასე იწყებს აჭარაზე მომზადებულ სტატიას National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა. სტატიაში, რომელსაც მილიონობით მკითხველი ეცნობა, საუბარია აჭარის ეკოტურისტულ შესაძლებლობებსა და იუნესკოს მიერ აღიარებულ ეროვნულ პარკებზე.

22 ოქტომბერი 2021, 16:44

კულტურა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ლია შველიძის გამოფენა გაიხსნა

20 ნოემბრის ჩათვლით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ხელოვან ლია შველიძის ნამუშევრებს მასპინძლობს. ნამუშევრების სერია „მზერის“ („The Gaze”) სათაურით ერთიანდება.

22 ოქტომბერი 2021, 16:39

ეკონომიკა

EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

ლუქსემბურგი, 22 ოქტომბერი 2021 – EFSE-მ (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) თიბისი ლიზინგს, მის ახალ პარტნიორს საქართველოში 6 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) სესხი გამოუყო მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისთვის.

22 ოქტომბერი 2021, 16:21

საზოგადოება

თიბისი ახალგაზრდული Eurobest 2021-ის მხარდამჭერია

23-26 ოქტომბერს საქართველოში ახალგაზრდული „ევრობესთის“ ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდება. კონკურსში ორი ადამიანისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეუძლიათ მონაწილეობა. სავალდებულოა, რომ გუნდის ორივე მონაწილე წარმოადგენდეს კრეატიულ სფეროს. გუნდების წევრთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

22 ოქტომბერი 2021, 16:20

პოლიტიკა

ნინო წილოსანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სოფლის მეურნეობაში ბავშვების შრომის გამოყენების საკითხი იყო.

22 ოქტომბერი 2021, 16:11

პოლიტიკა

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის, თვითიზოლაციასა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკოს 23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ

ცესკო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

ლინდსი ჰოილი

22 ოქტომბერი 2021, 15:52

პოლიტიკა

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი: იმედია, თქვენს ულამაზეს ქვეყანას მალე ვიხილავ, მასზე ბევრი მსმენია და ბევრი რამის ნახვაც მინდა, საქართველო ხომ ღვინის აკვანია

„იმედია, შევძლებ თქვენი ულამაზესი ქვეყნის მალე ხილვას. ერთმანეთი უკვე დავპატიჟეთ, სწორედ ასე ხდება ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერმა, ლინდსი ჰოილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ.

კახა კალაძე

22 ოქტომბერი 2021, 15:50

პოლიტიკა

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილისთვის იმ კანონებით რომ მიესაჯათ სასჯელი, რა კანონებიც თავად ჰქონდათ, 30-წლიანი პატიმრობა მოუწევდა

„აშკარად ჩანს, რომ არ ენდობოდა იმ ადამიანებს, ვისაც გადმოჰყავდა უკანონოდ და უბრალოდ გზაში იგონებდა რაღაცებს და წერდა, რათა შემდეგ დაედო ვიდეოები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ვიღაცამ გაიტაცა, რომელიღაცა ქვეყნის სპეცსამსახურმა და ასე შემდეგ. სასაცილოა ეს ყველაფერი ნამდვილად“, – განაცხადა კალაძემ.

ლინდსი ჰოილი და კახა კუჭავა

22 ოქტომბერი 2021, 15:47

პოლიტიკა

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი: ბრიტანეთს შეუძლია, გამოგიცხადოთ მხარდაჭერა აგრესორების წინაშე, მე რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ თემთა პალატაში ვისაუბრო ამ საკითხზე - რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებ

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი, ლინდსი ჰოილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებისთვის, მყარი საფუძველი უკვე არსებობს.

22 ოქტომბერი 2021, 15:19

სპორტი

მაიამისთან შეხვედრაში მამუკელაშვილმა 27 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა

„მილუოკი ბაქსის” ქართველმა ფორვარდმა „მაიამი ჰითთან” 95:137 შეხვედრაში 27 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ის მოედანზე მის პოზიციაზე მოთამაშე თანაგუნდელზე, ნბა-ს სუპერვარსკვლავ იანის ადეტოკუმბოზე მეტხანს იმყოფებოდა. იანისმა 23 წუთში 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, - ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

22 ოქტომბერი 2021, 15:10

სამართალი

თბილისში, მუშა მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდა

თბილისში, მუშა ლიფტის შახტაში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მშენებარე კორპუსში მოხდა. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

22 ოქტომბერი 2021, 15:05

რეგიონი

მთის კურორტები ზამთრის სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება

მთის კურორტებზე აქტიურად მიმდინარეობს მზადება ზამთრის სეზონისთვის. მესტიისა და ბაკურიანის (დიდველის) სათხილამურო არეალი ახალი ინფრასტრუქტურით მიიღებს დამსვენებლებს.

იოსებ არჩვაძე

22 ოქტომბერი 2021, 14:58

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით, საქართველოს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს თავის ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით

ამ შეფასების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსი, რომლის მხედვითაც საქართველომ 62.0 ქულით 2021 წელს ისტორიულ მაქსიმუმს - 21-ადგილს მიაღწია და გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა 8 პოზიციით გაიუმჯობესა.

თამთა მეგრელიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 14:55

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ვასილ ურუშაძეს ნიკანორ მელიამ გაწეული ღვაწლისთვის „ჩრდილოვან კაბინეტში“ თანამდებობაც მოუმზადა

„ვასილ ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020, ასევე 2021 წლებში გამოირჩეოდა არჩევნების მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოებით, პირდაპირ დაკავშირებული არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მელიას მხრიდან ვასილ ურუშაძის კანდიდატურის წარდგენის ფაქტს.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 14:55

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადებები გააკეთა და ბათუმში ავარიული სახლების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი პროგრამა დააანონსა. თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე სახლებთან დაკავშირებულ გეგმებზე.

კახა კალაძე

22 ოქტომბერი 2021, 14:43

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქინძი მიხეილ სააკაშვილმა უწოდა თავის თავს, ირაკლი ღარიბაშვილმა უბრალოდ ციტატა მოიყვანა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილმა ქინძი, თავის თავს უწოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი უბრალოდ ციტატა მოიყვანა.

22 ოქტომბერი 2021, 14:42

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე რუმინეთის ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რაზვან როტუნდუს შეხვდა. შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის გაღრმავებაზე ისაუბრეს.