27 სექტემბერი 2021, 13:28 / სანდო წყარო

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დელეგაცია არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ ნავთობ-კომპანიას საქმიანი ვიზიტით ეწვია

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დელეგაცია, კორპორაციის დირექტორის, გიორგი ბახტაძის ხელმძღვანელობით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული ნავთობ-კომპანიის (ENOC) სათავო ოფისს, ქალაქ დუბაიში, საქმიანი ვიზიტით ეწვია.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ვიზიტი, რომელიც ENOC-ს ოფიციალური მოწვევით შედგა, დატვირთული აღმოჩნდა. მენეჯმენტის უმაღლეს რგოლებს შორის შეხვედრებზე განხილულ იქნა არაბეთის ეროვნულ ნავთობკომპანიასა და კორპორაციას შორის პარტნიორული და საქმიანი თანამშრომლობის პერსპექტივები. ორმხრივი კონსულტაციების დროს, გიორგი ბახტაძის მხრიდან, ხაზი გაესვა სამხრეთკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის როლს ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში და ასევე - სამომავლო სავაჭრო-კომერციული გარიგებების პერსპექტიულობას ცენტრალური აზიის რეგიონიდან (საქართველოს გავლით) შავი ზღვის აუზში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ახალი ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით.

ENOC-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა, შეიხ საიფ ჰუმაიდ ალ ფალასიმ მზადყოფნა გამოთქვა არაბულ და ქართულ ეროვნულ კომპანიებს შორის სამომავლო სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობის უფრო დეტალურ შესწავლასთან დაკავშირებით. მათ შორის, საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების კუთხით. ბატონი ალ ფალასი უშუალოდ გამოვიდა ინიციატივით მხარეებს შორის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების თაობაზე, რომელიც კომერციული თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულების ძირეულ ანალიზს გააკეთებს.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა მის აღმატებულებას მასპინძლობისა და კონსტრუქციული სამუშაო ფორმატის შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა და უახლოეს მომავალში, საქართველოში, ENOC-ს ხელმძღვანელობის საპასუხო ვიზიტის განხორციელების იმედი გამოთქვა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრათა რაუნდი საემიროების ეროვნულ ნავთობ-კომპანიის შვილობილ კომპანია DRAGON OIL-ის ტოპ მენეჯმენტთანაც გაიმართა. კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და DRAGON OIL-ის ხელმძღვანელმა, ალი ალ ჯარვაანმა რეგიონში არსებული ვითარება დეტალურად მიმოიხილეს და სამომავლო საექსპორტო მოცულობების კავკასიურ დერეფანში გადმომისამრთების პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ერთობლივი სატრეიდერო გარიგებების სარგებლიანობას, შავი ზღვის აუზში თურქმენული წარმომავლობის ნავთობისთვის რეალიზაციის გრძელვადიანი პოზიციების შექმნისა და მდგრადი სატრანსპორტო ნაკადების დამკვიდრების სტრატეგიულ მნიშვნელობას.

დუბაიში ვიზიტის განმავლობაში, ქართული დელეგაციის წევრებმა შესაძლებლობით ისარგებლეს და ENOC-ის ჯგუფის ხელმძღვანელის პირადი მიწვევით სპარსეთის ყურის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენა-ფორუმზე SPE Annual Technical Conference and Exhibition (ATCE) მონაწილეობა მიიღეს.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:38

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე ავარიულ სახლებზე: დღეიდან ყველა შესაბამისმა უწყებამ მიიღო დავალება და არსებული ფონდით უკვე 600 ოჯახს დასრულებულ, გარემონტებულ ბინას შევთავაზებთ

„99% არსებული ავარიული სახლების რეაბილიტაცია ან მათი გამაგრებითი სამუშაოები შეუძლებელია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიდგომები იქნება ისე, როგორც ეს ესაჭიროება ამ კონკრეტული პრობლემის გადაჭრას, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკემ რიჟვაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

22 ოქტომბერი 2021, 17:37

COVID19

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია. აღნიშნულ მონაცემებს კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

22 ოქტომბერი 2021, 17:33

კულტურა

არემჯის მხარდაჭერით, მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნი გამოიცა

თურმანი - ასე ეწოდება მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნს, რომელიც მის შემოქმედებას, გასულ საუკუნეში გამოქვეყნებულ და დღემდე უცნობ ნაწარმოებებს აერთიანებს.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:31

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: 2025 წლისთვის ავარიული სახლების პრობლემა ბათუმში სრულად უნდა აღმოვფხვრათ

უკვე რამდენიმე წელია, რაც დავიწყეთ ბათუმში არასტანდარტული საცხოვრისის პრობლემის მოგვარება. თუმცა ეს იყო ლოკალური, მუნიციპალური პროგრამა. ავარიული სახლების რაოდენობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ამ პროგრამას მიეცეს სამთავრობო პროგრამის სახე შესაბამისი დაფინანსებით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

ფლორანს პარლი

22 ოქტომბერი 2021, 17:22

მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: უფრო ძლიერი ევროპა ხელს შეუწყობს გაძლიერებულ და უფრო მდგრად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს

უფრო ძლიერი ევროპა ხელს შეუწყობს გაძლიერებულ და უფრო მდგრად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ ნატოს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

ლევან ქარუმიძე

22 ოქტომბერი 2021, 17:17

პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე: ათენში ვიზიტისას, პარტნიორებს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები გავაცანით

ათენში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი დღეს დასრულდება. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ „ქრონიკასთან“ ვიზიტის შედეგები შეაფასა. „სრულდება ვიზიტი საბერძნეთში. გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან. ათენში გამართულ შეხვედრებზე დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე“, - აღნიშნა ქარუმიძემ.

მიხეილ დუნდუა

22 ოქტომბერი 2021, 17:13

ეკონომიკა

SolAbility-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიღებული შედეგი, ქვეყანას, მთავრობას აძლევს მოტივაციას, ყველა რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე

SolAbility-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიღებული შედეგი, ქვეყანას, მთავრობას აძლევს მოტივაციას, ყველა რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შეფასებისას, რომელიც ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა SolAbility გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ ინდექსში.

22 ოქტომბერი 2021, 17:05

COVID19

კოვიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სკოლები 2 კვირით დაიხურა

კოვიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სკოლები 2 კვირით დაიხურა. ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 614 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

22 ოქტომბერი 2021, 16:58

სპორტი

ლუკა კურტანიძე, რომელიც ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის, საქართველოში დაბრუნდა

ქართველი მოჭიდავე, ლუკა კურტანიძე, რომელიც, საბერძნეთში, ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანთა შორის, სამშობლოში დაბრუნდა. ქალაქ ლუტრაკში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

22 ოქტომბერი 2021, 16:51

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

22 ოქტომბერი 2021, 16:46

რეგიონი

National Geographic Traveller აჭარაზე: აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის

„საქართველოს ზღვისპირა და მთიანი რეგიონი აჭარა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა“ - ასე იწყებს აჭარაზე მომზადებულ სტატიას National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა. სტატიაში, რომელსაც მილიონობით მკითხველი ეცნობა, საუბარია აჭარის ეკოტურისტულ შესაძლებლობებსა და იუნესკოს მიერ აღიარებულ ეროვნულ პარკებზე.

22 ოქტომბერი 2021, 16:44

კულტურა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ლია შველიძის გამოფენა გაიხსნა

20 ნოემბრის ჩათვლით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ხელოვან ლია შველიძის ნამუშევრებს მასპინძლობს. ნამუშევრების სერია „მზერის“ („The Gaze”) სათაურით ერთიანდება.

22 ოქტომბერი 2021, 16:39

ეკონომიკა

EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

ლუქსემბურგი, 22 ოქტომბერი 2021 – EFSE-მ (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) თიბისი ლიზინგს, მის ახალ პარტნიორს საქართველოში 6 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) სესხი გამოუყო მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისთვის.

22 ოქტომბერი 2021, 16:21

საზოგადოება

თიბისი ახალგაზრდული Eurobest 2021-ის მხარდამჭერია

23-26 ოქტომბერს საქართველოში ახალგაზრდული „ევრობესთის“ ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდება. კონკურსში ორი ადამიანისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეუძლიათ მონაწილეობა. სავალდებულოა, რომ გუნდის ორივე მონაწილე წარმოადგენდეს კრეატიულ სფეროს. გუნდების წევრთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

22 ოქტომბერი 2021, 16:20

პოლიტიკა

ნინო წილოსანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სოფლის მეურნეობაში ბავშვების შრომის გამოყენების საკითხი იყო.

22 ოქტომბერი 2021, 16:11

პოლიტიკა

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის, თვითიზოლაციასა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკოს 23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ

ცესკო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

ლინდსი ჰოილი

22 ოქტომბერი 2021, 15:52

პოლიტიკა

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი: იმედია, თქვენს ულამაზეს ქვეყანას მალე ვიხილავ, მასზე ბევრი მსმენია და ბევრი რამის ნახვაც მინდა, საქართველო ხომ ღვინის აკვანია

„იმედია, შევძლებ თქვენი ულამაზესი ქვეყნის მალე ხილვას. ერთმანეთი უკვე დავპატიჟეთ, სწორედ ასე ხდება ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერმა, ლინდსი ჰოილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ.

კახა კალაძე

22 ოქტომბერი 2021, 15:50

პოლიტიკა

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილისთვის იმ კანონებით რომ მიესაჯათ სასჯელი, რა კანონებიც თავად ჰქონდათ, 30-წლიანი პატიმრობა მოუწევდა

„აშკარად ჩანს, რომ არ ენდობოდა იმ ადამიანებს, ვისაც გადმოჰყავდა უკანონოდ და უბრალოდ გზაში იგონებდა რაღაცებს და წერდა, რათა შემდეგ დაედო ვიდეოები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ვიღაცამ გაიტაცა, რომელიღაცა ქვეყნის სპეცსამსახურმა და ასე შემდეგ. სასაცილოა ეს ყველაფერი ნამდვილად“, – განაცხადა კალაძემ.

ლინდსი ჰოილი და კახა კუჭავა

22 ოქტომბერი 2021, 15:47

პოლიტიკა

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი: ბრიტანეთს შეუძლია, გამოგიცხადოთ მხარდაჭერა აგრესორების წინაშე, მე რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ თემთა პალატაში ვისაუბრო ამ საკითხზე - რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებ

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი, ლინდსი ჰოილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებისთვის, მყარი საფუძველი უკვე არსებობს.

22 ოქტომბერი 2021, 15:19

სპორტი

მაიამისთან შეხვედრაში მამუკელაშვილმა 27 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა

„მილუოკი ბაქსის” ქართველმა ფორვარდმა „მაიამი ჰითთან” 95:137 შეხვედრაში 27 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ის მოედანზე მის პოზიციაზე მოთამაშე თანაგუნდელზე, ნბა-ს სუპერვარსკვლავ იანის ადეტოკუმბოზე მეტხანს იმყოფებოდა. იანისმა 23 წუთში 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, - ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.