imedi /  01 აგვისტო 2017, 19:11 / სანდო წყარო

ქუთაისში მწერალთა სახლის ადგილას ყველაზე დიდი სასტუმრო აშენდება

ქუთაისის მწერალთა სახლი

ქუთაისში მწერალთა სახლის ადგილას 120 ნომრიანი სასტუმრო აშენდება - განხორციელდება 18-20 მილიონი ლარის ინვესტიცია. ამის შესახებ ინფორმაციას Ipress  ქუთაისის მერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შოთა მურღულიას თქმით, სასტუმრო რომელიც მწერალთა სახლის ადგილას აშენდება, იქნება ყველაზე დიდი, რომლის მოცულობის სასტუმროს მსგავსი ქუთაისში აქამდე არ ყოფილა. გაკეთდება ასევე მწერალთა სახლის დარბაზი, რომელიც 350 კვ.მ იქნება.

"პირობაა, რომ ის სიმწვანე უნდა შენარჩუნდეს და 350 კვ.მ ფართი თავისი გარემონტებული დარბაზით მწერალთა კავშირისთვის უნდა აშენდეს. მერია შესაბამისი ფორმით გადასცემს მწერლებს და საზოგადო მოღვაწეებს. ანუ იმ ადგილას მწერალთა კავშირი იქნება, ოღონდ არა დანგრეული, არამედ კარგი და მოვლილი. 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება და 120 ნომრიანი, ყველაზე დიდი სასტუმრო აშენდება. მაქსიმუმ 3 წელში უნდა აშენდეს, მაგრამ ინვესტორი 2 წელიწადში დასრულებას ფიქრობს", - აცხადებს ქუთაისის მერი. 

მწერალთა სახლის შენობა ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და უკვე წლებია ამორტიზირებული და ავარიულია. 

კომენტარები ()