www.imedi.ge /  04 ოქტომბერი 2021, 15:23 / სანდო წყარო

ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებით

ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, წარდგენილია საქართველოს პარლამენტში.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 6%-ის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში.

2022 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 15 193,4 მლნ ლარს. 2021 წლის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით, 2022 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 2 271,4 მლნ ლარით (17,6%-ით).

მშპ-სთან მიმართებით 2022 წელს საგადასახადო შემოსავლები 23,5%-ს შეადგენს და იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული მომდევნო წლებშიც. ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მომავალ წელს შეადგენს მშპ-ის 4.3%-ს.

2022 წელს მიმდინარე ხარჯების მოცულობა, ჯამში, დაგეგმილია 14,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 22%-ს შეადგენს. იგივე ნიშნული შენარჩუნებულია 2023 წელსაც, ხოლო 2024-2025 წლებში კლებადი ტენდენცია აქვს და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს.

2022 წელს კაპიტალური ხარჯები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ჯამში, დაგეგმილია 5,5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 8,5%-ს შეადგენს. მომდევნო წლებში, ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, კაპიტალური ხარჯები მცირდება და მშპ-ის 7%-7,1%-ის ფარგლებშია.

2022 წლის ბოლოსთვის, PPP პროექტების ჩათვლით, საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-თან მიმართებით შეადგენს 52.7%-ს.

„თქვენ იცით, რომ გასულ წელს პანდემიის გამო ვალის მოცულობამ შეადგინა მშპ-ის 60% და ეკონომიკის აღდგენის პირველივე წელს, ჩვენ შევძელით, დაახლოებით, 7.3 პროცენტული პუნქტით შეგვემცირებინა ვალის დონე 2022 წლისთვის, რაც იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 18 443.3 მლნ ლარია.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად.

„2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ხარჯების დაფინანსებას 500.0 მლნ ლარის ოდენობით. „ეს ძირითადად მოიცავს მკურნალობის, ვაქცინის ხარჯებს, რომელიც დამატებით შესაძლოა ქვეყანას დასჭირდეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიიმართება 2 885.0 მლნ ლარი (გაზრდილია 285.0 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია მათ შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით.

მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე მიიმართება 982.6 მლნ ლარი (გაზრდილია 91.6 მლნ ლარით); ზრდა დაკავშირებულია 2021 წლის 1-ლი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარიდან 100 ლარამდე ზრდასთან.

სოციალური შეღავათებისთვის მაღალმთიან დასახლებაში გათვალისწინებულია 75.0 მლნ ლარი. პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც.

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის გამოყოფილია ჯამურად 108.9 მლნ ლარი.

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები მომავალ წელს შეადგენს 1 862.3 მლნ ლარს, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 323.4 მლნ ლარით.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე მიიმართება 463.8 მლნ ლარზე მეტი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე 379.9 მლნ ლარი;

სულ ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე გათვალისწინებულია 134 მლნ ლარის ფარგლებში;

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება შეადგენს 975.0 მლნ ლარს, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 79.4 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2022 წლის იანვრიდან;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 577.0 მლნ ლარს, საიდანაც მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე მიიმართება 84.6 მლნ ლარი, ერთიან აგროპროექტზე 257.7 მლნ ლარი და სხვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 741.0 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 98.2 მლნ ლარით. მათ შორის: მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის - 50,0 მლნ ლარამდე; მეწარმეობის განვითარება - 273.3 მლნ ლარი, რომელიც ითვალისწინებს 2021 წლის სექტემბრიდან მეწარმეობის ხელშეწყობის გაფართოებულ პროგრამებს. პროგრამა ნაწილობრივ ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ და 2022 წელს ბანკის რესურსი შეადგენს 45.0 მლნ ლარს; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - 22.7 მლნ ლარი და სხვა.

„უნდა კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ ეს არის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია, რომელიც ეფუძნება დღემდე არსებულ პარამეტრებს. მას შემდეგ, რაც დაიწყება განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში და შესაბამისი შენიშვნებით და კომენტარებით ბიუჯეტის ეს ვერსია დაბრუნდება მთავრობაში, უკვე მომდევნო თვეში შესაძლებელი იქნება დაზუსტდეს მთელი რიგი პარამეტრებისა ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით და აღნიშნული დაზუსტებული პარამეტრებით და გამოთქმული კომენტარების შესაბამისად, მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის წარდგენა პარლამენტში“, - განაცხადა მინისტრმა.

ყველა სიახლე

ქეთი დოლიძე

28 ოქტომბერი 2021, 00:59

საზოგადოება

ქეთი დოლიძე: რომელიმე „ნაციონალს“ და მთავარ მტარვალს ერთხელ მაინც თუ მოუხდია ბოდიში იმ სიმხეცისთვის, რაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს

რომელიმე „ნაციონალს“ და მთავარ მტარვალს, რომელიც იქ ზის და კიდევ უფრო დიდი ხნით უნდა იჯდეს, ვიდრე მიუსაჯეს, ერთხელ მაინც თუ მოუხდია ბოდიში იმ სიმხეცისთვის, რაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს, - ამის შესახებ რეჟისორმა, ქეთი დოლიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას განაცხადა.

გია აბაშიძე

28 ოქტომბერი 2021, 00:44

პოლიტიკა

გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ეს „კვლევა“ მიანიშნებს, რომ მელია ჩაჩოჩებულია „ნაციონალურ მოძრაობაში“, 30 ოქტომბრის შემდეგ კი, იწყება ბოროტი სექტის რღვევა

„გლავკანალმა“ მორიგი შეთითხნილი „სოციოლოგიური კვლევა“ წარმოადგინა. რასაკვირველია, სააკაშვილის ჯიბის ტელეარხების ე.წ. რეიტინგები არასდროს არაფერს ნიშნავს, რადგან 2012 წლიდან რადიკალები ყველა არჩევნებში მწარედ აგებენ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე ტელეკომპანია „მთავარი“-ს მიერ IPSOS Global კვლევის შედეგების გამოქვეყნებას.

ნიკუშა შენგელაია

28 ოქტომბერი 2021, 00:41

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: იმედი მაქვს კახა გაიმარჯვებს, რადგან მართლა ძალიან ბევრი გააკეთა თბილისისთვის, ამას ყოველ დღე ვხედავთ ჩვენ

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაც მოსაზრების გამო არ მიდიან საარჩევნო ყუთთან. თქვენი მისვლა და ხმის მიცემა არის მონაწილეობა ქვეყნის მომავლის შექმნაში. მერე რომ არ ინანოთ, ყველა უდნა დავირაზმოთ 30 ოქტომბერს და მივიდეთ არჩევნებზე, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ქეთი დოლიძე

28 ოქტომბერი 2021, 00:26

პოლიტიკა

ქეთი დოლიძე სააკაშვილზე: კარგია, გახდება, ცოტა იქნებ ტვინზეც მოშორდეს ის ქონები და იქნებ რამე შეიგნოს - არაფერიც არ მოუვა

თაფლიან წყალზე კი არა, ბრეგი 40 დღე მარტო წყალზე იყო. კარგია, გახდება, ცოტა იქნებ ტვინზეც მოშორდეს ის ქონები და იქნებ რამე შეიგნოს - არაფერიც არ მოუვა, - ამის შესახებ რეჟისორმა, ქეთი დოლიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ცუცქირიძე

28 ოქტომბერი 2021, 00:25

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შემდეგ, გვარამიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, სასწრაფოდ ახალი კვლევა გამოაცხო

,,ამ კვლევის შემოქმედიც ალბათ მიხვდით, რომ ცნობილი "იპსო" უნდა ყოფილიყო, რომელსაც თუ დაეჯერება ბოლო კვლევებით ოპოზიციას ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს უნდა მოეგო, თუმცა პირველი ტურის შედეგებთან მთელი 10 პროცენტიანი ცდომილება აჩვენა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე IPSOS Global - ის წინასაარჩევნო კვლევას.

გიორგი გამსახურდია

28 ოქტომბერი 2021, 00:21

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო გაფართხალება და 30 ოქტომბერს მიიღებენ ამომწურავ პასუხს საარჩევნო უბნებთან

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო გაფართხალება და 30 ოქტომბერს მიიღებენ ამომწურავ პასუხს საარჩევნო უბნებთან, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ქეთი დოლიძე

28 ოქტომბერი 2021, 00:20

პოლიტიკა

ქეთი დოლიძე: გეტყვით, რატომ წააგებენ აუცილებლად „ნაცები“, რადგან მათ არ უყვართ თავისი ხალხი, არავინ არ უნდათ თავის პატარა ჯგუფის მეტი

დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდოდა, ჩამოვიდოდა დასავლეთიდანაც. დღევანდელი აქცია აუცილებლად ჩასატარებელი იყო, რადგან ადამიანების დიდ რაოდენობას სჭირდება ასეთი აქცია, - ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

28 ოქტომბერი 2021, 00:15

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: ვფიქრობ, IPSOS Global დღეს შენი ისტერიული ფონის მოსახსნელად შენთვის სასურველ ციფრს დასვამს, ხოდა ნერვებს თუ ასე მაინც იმშვიდებ, გაერთე და ითამაშე შენივე სტუდიაში

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „მთავარ არხზე“ გამოქვეყნებულ Ipsos Global-ის კვლევას ეხმაურება, რომლის გავრცელება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააანონსა და რომლის თანახმად კახა კალაძეს ხმების - 51,6%, ხოლო ნიკა მელიას - 48,4% აქვს.

გიორგი გამსახურდია

28 ოქტომბერი 2021, 00:13

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიასა და კონსტანტინე გამსახურდიას ხსენება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მათი სახელების შეურაცხყოფაა

ზვიად გამსახურდიასა და კონსტანტინე გამსახურდიას ხსენება„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მათი სახელების შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 ოქტომბერი 2021, 00:07

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიაზე: დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ისე, როგორც ისურვებდა, მის ტკბილ სიზმარში

„ჭკუიდან შეიშალა და გაგიჟდა სრულიად პარტ-ტელევიზიები და მათი გაერთიანების დირექტორი ნიკა გვარამია: უბრალო საქმე ხომ არაა ამდენი ხალხის ხილვა აქციაზე, აქცია, რომელმაც მარტივი რამ თქვა - არა ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუქში“ წერს.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2021, 00:06

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, დაშლილი, შემდეგ გაერთიანებული, დღეს საზოგადოებას ატყუებენ, კოალიცია ვიქნებითო

საზოგადოებას ნაცარს აყრიან თვალებში, რა კოალიცია წარმოადგინეს საერთოდ. ჯერ ნახეთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ე.წ. კოალიციაში არიან - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, დაშლილი, შემდეგ გაერთიანებული და დღეს საზოგადოებას ატყუებენ, რომ ჩვენ კოალიცია ვიქნებითო, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 ოქტომბერი 2021, 23:59

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ისტერიკიანმა გვარამიამ „იპსოსის“ კვლევა დაგვიანონსა, ადრე 24 საათით ადრე გვაფრთხილებდა, ახლა ისე გამწარდა, დაწერა და ,,გაუფრთხილებლად“ გაგვაცნობს

,,30 ოქტომბერს ნახავ, ისევე, როგორც კიდევ ბევრი წელი და ბევრი არჩევნები ნახავ ყველაზე რეალურ კვლევებს, ქართველი ხალხის რეალურ დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ”, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე IPSOS Global -ის კვლევას, რომელსაც ტელეკომპანია ,,მთავარი” ავრცელებს.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 23:59

პოლიტიკა

კახა კალაძე დაუსრულებელ მშენებლობებზე: დაახლოებით, 10 ათასამდე ოჯახი გავაბედნიერეთ, ამ ადამიანებს სახეზე სიხარული და ბედნიერება დავუბრუნეთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

სამწუხაროდ 179 დაუსრულებელი შენობა-ნაგებობა იყო ქალაქში, თუმცა ამ პრობლემის დიდი ნაწილი უკვე მოგვარებულია. დაახლოებით, 10 ათასამდე ოჯახი გავაბედნიერეთ, ამ ადამიანებს სახეზე სიხარული და ბედნიერება დავუბრუნეთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გია გაბრიჭიძე

27 ოქტომბერი 2021, 23:49

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ახლა რაც არ უნდა ციფრები დაწეროს თავის კაბინეტში, სრული იდიოტობაა, რადგანაც ყოველგვარი IPSOS Global-ის გარეშე, დღეს ყველამ „ლაივში“ ვნახეთ კვლევაც და 30-ის შედეგებიც

ექსპერტი გია გაბრიჭიძე IPSOS Global-ის წინასაარჩევნო კვლევას ეხმიანება, რომელსაც ტელეკომპანია ,,მთავარი” ავრცელებს.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 23:49

პოლიტიკა

კახა კალაძე: წლის ბოლომდე არცერთი ყვითელი „მარშუტკა“ არ იმოძრავებს, რომელიც გამონაბოლქვის თვალსაზრისით ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემა იყო

ჰაერის დაბინძურება და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, აქაც გვაქვს კონკრეტული მიღწევები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მარკ მილი

27 ოქტომბერი 2021, 23:48

მსოფლიო

გენერალი მარკ მილი: ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტის გამოცდა ძალიან შემაშფოთებელია

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტის გამოცდა ძალიან შემაშფოთებელია.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 23:46

ეკონომიკა

კახა კალაძე: 5000-მდე ადამიანს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს ჩვენს პორტალზე, რომლებიც უფასოდ გადამზადდებიან და შემდეგ დასაქმდებიან

დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს დასაქმების პრობლემა. მეორეს მხრივ, როდესაც ვხვდები ბიზნესსექტორს, მათ აქვთ იგივე პრობლემა - ისინი ვერ პოულობენ პროფესიონალ, კვალიფიციურ კადრებს. ეს უდიდესი პრობლემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2021, 23:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: შიმშილობის იმიტირებული ქრონიკაა, კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დამძიმდეს

პოლარიზაცია მაქსიმუმ არჩევნებამდე გაგრძელდეს, 30 ოქტომბრის შემდეგ კი, ეს ყველაფერი დასრულდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი არ შიმშილობს და ეს ყველაფერი "შიმშილობის იმიტირებული ქრონიკაა".

ზაან ანჯაფარიძე

27 ოქტომბერი 2021, 23:32

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დღის ბოლოს კი ხელში შეგვრჩა გამოIPSOSებული ოპოზიცია

დღის ბოლოს კი ხელში შეგვრჩა გამოIPSOSებული ოპოზიცია, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევას.

კახა კალაძე

27 ოქტომბერი 2021, 23:32

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, ვერც მელიები, ვერც გვარამიები, ვერც მეგის ქარდავები

ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, ვერც მელიები, ვერც გვარამიები, ვერც მეგის ქარდავები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, კიდევ უფრო მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით გაგრძელდება ამ ქალაქის აღმშენებლობა.