imedi /  06 ოქტომბერი 2021, 16:34 / სანდო წყარო

Impact Hub Tbilisi-ს პროგრამის SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2021-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ 11 გუნდს შორის ჟიურიმ ოთხი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი გუნდი, ხმის მიცემის შედეგად, საზოგადოების რჩეული გახდა. ხუთივე პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს ბიზნესიდეის განსახორციელებლად და დაესწრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს.

2021 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:
• CosmoTronix - შემეცნებით-გასართობი სამაგიდო თამაში, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში, ელექტრული ინჟინერიის მიმართ ინტერესის გაზრდას.
• ChargeX - ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის გაქირავების პლატფორმა.
• კიურის ლაბორატორია - სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის საჭირო მასალებით დაკომპლექტებული ყუთი მოსწავლეთათვის.
• ბუტკო - მცენარეების სასტუმრო ბუტკო, რომელიც სხვადასხვა სერვისს სთავაზობს მცენარეთა მოყვარულებს.
• ფარდაგები რაჭიდან - სოციალური საწარმო, რომელიც ზემო რაჭაში, ფარდაგების ხელით ქსოვის ტრადიციის აღდგენასა და ამ მიმართულებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

„ამ კონკურსის დახმარებით, ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება სოციალურ მეწარმეებად ჩამოყალიბებაში, დავხვეწეთ გუნდური მუშაობა და მენტორის დახმარებით შევქმენით უნიკალური პროდუქტი, რომლის გამოყენებითაც ვგეგმავთ ელექტრული ინჟინერიის პოპულარიზაციას საქართველოში,” - აღნიშნა ანა გოგელიამ, CosmoTronix-ის თანადამდუძნებელმა და Social Impact Award-ის წლევანდელმა გამარჯვებულმა.
Social Impact Award 2021-ის ფარგლებში წელს რეკორდული რაოდენობის საკონკურსო განაცხადი შემოვიდა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ 200-მდე აპლიკაციიდან 11 ფინალისტი გუნდი შეარჩია, რომლებმაც ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს თავიანთი იდეების განვითარებაზე და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს.

პროგრამის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები (ვორქშოფები) გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომელშიც საერთო ჯამში 300-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.

Impact Hub Tbilisi სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროგრამას უკვე მეხუთე წელია ახორციელებს და აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1300-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 40-მდე ფინალისტმა (120 ახალგაზრდა) და დაფინანსდა 19 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

„Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და ძალიან გვიხარია, რომ ყოველწლიურად სოციალური მეწარმეობის მიმართ ინტერესი იზრდება და კონცეფცია უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ახალგაზრდებისთვის,” - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.

„თიბისისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერა, ახალგაზრდების გაძლიერება, რეგიონებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ქალთა ხელშეწყობა ბიზნესის განვითარებაში. სწორედ ამიტომ თიბისის პროგრამა სტარტაპერი მხარს უჭერს Social Impact Award 2021 განხორციელებას,“ - ნათია ვაჭარაძე, თიბისის ციფრული განვითარების ლიგის ლიდერი.

„გაეროს განვითარების პროგრამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს განვითარების შესაძლებლობები და არავინ დატოვოს ამ პროცესის მიღმა. UNDP დონორების ხელშეწყობით მესამე წელია აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის განვითარებას. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა Social Impact Award ქვეყნის მასშტაბით უნიკალურ შანსს აძლევს ახალგაზრდებს რეალობად აქციონ ინოვაციური ბიზნეს იდეები და ამით სასიკეთო ცვლილებები მოუტანონ მათ, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება,“ - თინათინ ტყეშელაშვილი, UNDP-ის პროექტის მენეჯერმა.

Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

ყველა სიახლე

ცაი ინ-ვენი

28 ოქტომბერი 2021, 12:21

მსოფლიო

ტაივანის პრეზიდენტი: პეკინის მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება

ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა განაცხადა, რომ პეკინის მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ მარტო მძღოლი დაგვჭირდებოდა იმდენი, რამდენი მხარდამჭერიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე

შეკრებაზე ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ მარტო მძღოლი დაგვჭირდებოდა იმდენი, რამდენიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე. ეს არ იყო ნათქვამი მარტო სიტყვის მასალად, სწორედ ამდენი მძღოლი დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება. ჩვენი მომხრეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი. დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპონენტების სასოწარკვეთილი რიტორიკა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი გუშინდელი შეკრების წარმატებას

გუშინ, ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

28 ოქტომბერი 2021, 12:03

კულტურა

„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მისაღებად კონკურში განაცხადების მიღება ხვალ დასრულდება

„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მისაღებად კონკურში განაცხადების მიღება გრძელდება, - ამის შესახებ აღნიშნულია კულტურის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადდა.

28 ოქტომბერი 2021, 11:26

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძემ საგზაო უსაფრთხოების თემაზე ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ინიციატივით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყება.

28 ოქტომბერი 2021, 11:04

თემა

რომელია მსოფლიოში ხუთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი, რომლებიც ამ სტატუსს Covid- პანდემიის პირობებშიც ინარჩუნებენ?

თანამედროვე ისტორიაში ურბანული ცხოვრება არცერთ მოვლენას ისე არ შეუცვლია, როგორც -Covid-19-ის პანდემიამ. მეგაპოლისებს მოუწიათ, ეძებონ გზები, რათა ქალაქური სივრცე უსაფრთხო გარემოდ აქციონ. BBC-მ წარმოადგინა ხუთი ქალაქი, რომლებმაც ეს სხვებზე უკეთ მოახერხეს.

28 ოქტომბერი 2021, 11:03

თემა

მართალია თუ არა, რომ Covid-19-ის ვაქცინის შემდეგ მენსტრუალური ციკლი იცვლება?

უკვე რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა ენაზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ მენსტრუალური ციკლი წყდება და / ან მისი რეჟიმი იცვლება. მაგალითად, ციკლი უფრო ჭარბი ხდება. ზოგიერთები ამას საგანგაშო ნიშნად მიიჩნევენ. შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და მენსტრუალურ ციკლს შორის ურთიერკავშირი ცუდად არის შესწავლილი. რა არის ცნობილი ამ ფენომენის შესახებ და მიიჩნევენ თუ არა ექიმები ციკლის ჩავარდნას შეშფოთების მიზეზად?

28 ოქტომბერი 2021, 11:03

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს და ახლად დანიშნულ პოლიციის ატაშეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს და შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ პოლიციის ატაშეს, იოჰან გრენფორს შეხვდა.

28 ოქტომბერი 2021, 11:00

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 502 თბილისში, იმერეთში - 732, კახეთში კი 523 გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 502 შემთხვევა, აჭარაში - 105, იმერეთში - 732, ქვემო ქართლში - 273, შიდა ქართლში - 279, გურია - 113, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 296, კახეთში - 523, მცხეთა-მთიანეთში - 69, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25.

28 ოქტომბერი 2021, 10:51

რეგიონი

ზუგდიდში დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა

ზუგდიდში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 აღსაზრდელზე გათვლილი, საბავშვო ბაღი აშენდა. შესრულებული სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოინახულეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სრულად არის აღჭურვილი და ბავშვებისთვის საუკეთესო გარემოა შექმნილი.

28 ოქტომბერი 2021, 10:50

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 951-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 965714 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 707 290 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 647 878, გარდაიცვალა 99 918 პაციენტი.

28 ოქტომბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.69%-ს შეადგენს

27 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 8.97%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8.89%.

28 ოქტომბერი 2021, 10:48

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

28 ოქტომბერი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 009 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 177 პაციენტი.

28 ოქტომბერი 2021, 10:41

პოლიტიკა

კახა სიხარულიძე დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა

კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, სადაც სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამოცემული დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრების“ ქართულ-იტალიური საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია შედგა.

28 ოქტომბერი 2021, 10:03

რეგიონი

წყალტუბოში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა

წყალტუბოში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა. შესრულებულ სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ადგილზე გაეცნო.

რონალდ კუმანი

28 ოქტომბერი 2021, 09:41

სპორტი

„ბარსელონა“ მწვრთნელის გარეშე დარჩა

„ბარსელონა“ მწვრთნელის გარეშე დარჩა. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ ნიდერლანდელი სპეციალისტის, რონალდ კუმანის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯინ შაჰინი

28 ოქტომბერი 2021, 09:31

პოლიტიკა

ჯინ შაჰინი: რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია

რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.

28 ოქტომბერი 2021, 09:25

პოლიტიკა

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და კობა ნაყოფია „იმედის“ კამერამ სენაკში ფარულ შეხვედრაზე დააფიქსირა

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია ღამით „იმედის“ კამერამ სენაკში, რესტორან „ოსკარში“ ფარულ შეხვედრაზე დააფიქსირა.

მიხეილ სარჯველაძე

28 ოქტომბერი 2021, 09:20

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა, იმდენად დიდი იყო შეკრებაზე მოსული მოქალაქეების ენთუზიაზმი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ შემაჯამებელმა შეკრებამ მის მოლოდინსაც გადააჭარბა.