12 ოქტომბერი 2021, 12:01 / სანდო წყარო

Global Finance-მა კობა გვენეტაძე ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის ზედიზედ მეოთხედ დაასახელა

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2021 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის მეოთხედ დაასახელა.

Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის რეიტინგებში პირველად 2018 წელს ჩართო და ის, გასული სამი წლის მსგავსად, ცენტრალური ბანკის იმ მმართველთა, სიაშია რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. 2021 წლის Central Banker Report Cards-ში 101 ცენტრალური ბანკირი შეფასდა. კობა გვენეტაძესთან ერთად, წელს აღნიშნულ კატეგორიაში არიან: აშშ-ის ცენტრალური ბანკის მმართველი (ჯერომ პაუელი), ასევე, ისრაელის (ემირ იარონი), ახალი ზელანდიის (ადრიან ორი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.

Global Finance-ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.

„გასულ წელს, ჯანდაცვის გლობალურმა კრიზისმა, საფრთხე შეუქმნა ფისკალურ სიჯანსაღეს და ფიზიკურ ჯანმრთელობას, რის გამოც ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს საგანგებო რეჟიმში მოუხდათ მუშაობა. მათ მოსალოდნელი საფრთხის შესამცირებლად ყველა არსებული ბერკეტი გამოიყენეს. მაშინ, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და ინფლაცია ისევ მნიშვნელოვანი საზრუნავი ხდება, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგანან. Global Finance-ის ცენტრალური ბანკების ყოველწლიური მიმოხილვა აჩვენებს, თუ რომელი ქვეყნების ფინანსური პოლიტიკის ლიდერები უმკლავდებიან გაუარესებულ მდგომარეობას და რომლები ჩამორჩებიან“, - აღნიშნავს გამოცემა Global Finance-ის რედაქტორი ჯოზეფ ჯარაპუტო.

გამოცემის შეფასებით, კობა გვენეტაძემ მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ დროული და გადამჭრელი ზომები გაატარა.

1987 წელს დაარსებული Global Finance-ი 163 ქვეყანაშია მიმოქცევაში. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტინაციონალურ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მაღალ თანამდებობებზე მყოფი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე - GFMag.com - ქვეყნდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 34-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance-ის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს და ჟურნალის წარმომადგენლობები ლონდონსა და მილანშია განთავსებული.

ყველა სიახლე

კელი დეგნანი

18 ოქტომბერი 2021, 08:45

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ლოიდ ოსტინის ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ, თუ კიდევ რა შეიძლება გააკეთონ ჩვენმა მხარეებმა ერთობლივად, რომ გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. მოხარული ვართ, რომ ოსტინი საქართველოში იმყოფება და მოუთმენლად ველით დატვირთულ და ნაყოფიერ შეხვედრებს“, - განაცხადა დეგნანმა.

18 ოქტომბერი 2021, 08:25

საზოგადოება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გარეკახეთის, დოესის, ავლიპ ზურაბიშვილის, კოშკოვანის, ნოსირის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, კობარეთის, აწყურისა და კასპის ქუჩების მოსახლეობას.

18 ოქტომბერი 2021, 08:03

ეკონომიკა

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართება

ამით ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები დასრულდება და პროცედურის მიხედვით, პროექტი საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 06:37

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია. ვიდეო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა. ლოიდ ოსტინი თბილისის აეროპორტში დილის 06:00 საათზე ჩამოფრინდა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 06:27

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს

აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 06:17

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა. ლოიდ ოსტინი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

ანტონიო გუტერეში

18 ოქტომბერი 2021, 05:39

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს

ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

ენტონი ბლინკენი

18 ოქტომბერი 2021, 05:05

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან ავღანეთში არსებული ვითარება განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან ავღანეთში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 03:43

მსოფლიო

ბილ კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გეირ პედერსენი

18 ოქტომბერი 2021, 03:30

მსოფლიო

სირიის მთავრობა და ოპოზიცია ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე შეთანხმდნენ

სირიის საკითხზე გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, გეირ პედერსენმა განაცხადა, რომ სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის თანათავმჯდომარეები ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

ნიკოლა დე ბუიან დე ლაკოსტი

18 ოქტომბერი 2021, 03:05

მსოფლიო

AFP: ბელარუსის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა

ბელარუსის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 02:42

პოლიტიკა

პენტაგონი: საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს გაუსვამს იმას, რომ ნატოს კარი ღიაა

საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ხაზს გაუსვამს იმას, რომ ნატოს კარი ღიაა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

18 ოქტომბერი 2021, 00:51

ტაბლოიდი

ბრიტანელმა ჰარი პოტერმა აუქციონზე „ჰარი პოტერის“ პირველი გამოცემა გაყიდა

წიგნი პოტერს მისმა მამამ, დევიდ ჯეიმს პოტერმა აჩუქა. დიდი ხნის განმავლობაში ოჯახი წიგნს გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს. ჰარი პოტერი გაყიდვების მენეჯერად მუშაობს და აცხადებს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში უწევს სხვებს აუხსნას, რომ ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარია.

მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი

18 ოქტომბერი 2021, 00:28

ტაბლოიდი

მეგან ფოქსი ქმარს დაშორდა

მეგან ფოქსი მსახიობ ბრაიან ოსტინ გრინს დაშორდა. წყვილმა განქორწინების საბუთებს ხელი უკვე მოაწერა, რითაც, 11 წლიანი ოფიციალური ურთიერთობა დაასრულა. მათ სამი საერთო შვილი ჰყავთ - ყველაზე უფროსი 9 წლისაა, შუათანა 7-ის, უმცროსი კი 5 წლის.

ელისო ბოლქვაძე

18 ოქტომბერი 2021, 00:12

საზოგადოება

ელისო ბოლქვაძე: ერთი პერიოდი ძალიან დიდი მოთხოვნილება მქონდა, მონაზონი გავმხდარიყავი

„ფაქტმა მიმიზიდა ძალიან. ფაქტი ძალიან საინტერესოა. ხომ იცით? მეუფე შიო - იგი იყო ჩელისტი. ჩვენ ერთად ვუკრავდით კვინტეტებს. ერთად ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს შესრულებული. ერთ დღეს მეუფე შიო გაქრა. არვინ იცოდა, სად იყო. რაღაც მომენტში ეს ფაქტი ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ერთად ვიყავით, ძალიან დიდი სტრესი იყო, რადგან ვერ გავიგეთ, რა მოხდა. მაშინ პატარები ვიყავით. მასზე ძალიან დიდი იმედები მყარდებოდა, როგორც მუსიკოსსა და ჩელისტზე. თუმცა, მან საკუთარი გზა მონახა და სხვათა შორის, ამისთვის ძალიან პატარა იყო - 20 თუ 21 წლის. ამის შემდეგ რამდენიმე წელში გამიჩნდა აზრი, რომ იქნებ, ჩემი ადგილი იქ იყოს. პირველი რაც იყო - მშობლები ვერაფრით ვერ დავტოვე. როგორც ჩანს, ჩემი მოწოდება არ იყო“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

17 ოქტომბერი 2021, 23:58

მსოფლიო

ინდოეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. კერალას შტატში წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ამ დრომდე ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სამხედროებიც არიან ჩართულები.

ელისო ბოლქვაძე

17 ოქტომბერი 2021, 23:35

საზოგადოება

ელისო ბოლქვაძე ხატია ბუნიათიშვილზე: არ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი, ის იყო ბავშვი, რომელიც 10 წლის ასაკში აღმოვაჩინე

„კონტაქტი არ მაქვს. მაგრამ მას რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს. ძალიან მახარებს მისი წარმატებები. თუ რატომ არ მაქვს კონტაქტი, ეს ისეთი თემაა... პირადულიც და არა პირადულიც. არ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი. ის იყო ბავშვი, რომელიც 10 წლის ასაკში აღმოვაჩინე. მაშინ არც „ლირა“ და არც არაფერი არსებობდა“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

17 ოქტომბერი 2021, 23:13

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებოდა - მიმართული იმისკენ, რომ ხალხს შევძულებოდი

„20 ივნისის დაკავშირებით იყო შეკითხვები, {პასუხები} დაჭრეს და ამოჭრეს. მე უბრალოდ ვთქვი, რომ ვისურვებდი დღეს, ამდენი წლის შემდეგ ახალგაზრდები საკუთარ წინსვლაზე ფიქრობდნენ. სამწუხაროდ ბევრი რამ არის მართული და ახალგაზრდები არიან გამოყენებულნი ვიღაცის ინტერესში“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

ელისო ბოლქვაძე

17 ოქტომბერი 2021, 22:44

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი

„მე შემოვედი პოლიტიკაში იმიტომ, რომ ვადევნებდი თვალყურს 2012-წლამდე და მერე [მოვლენებს] და ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის ეს იყო შეუცნობელი ადამიანი, რომელიც შემოვიდა ქართულ სივრცეში და ძალიან მაინტერესებდა. მივყვებოდი მას ტელევიზიით, არ ვიცნობდი საერთოდ. რაღაც ძალიან დიდი იმპულსი იყო“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

17 ოქტომბერი 2021, 22:20

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება

ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, შენობის დემონტაჟი გარკვეულ პერიოდს წაიღებს. ეს იქნება რამდენიმეკვირიანი პერიოდი, რომლის პროცედურები უკვე დაწყებულია.