www.imedi.ge /  13 ოქტომბერი 2021, 15:43 / სანდო წყარო

მიხეილ დუნდუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, 2021-2026 წლებში საქართველოს ზრდის მაღალი ტემპები აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის პარამეტრების მიხედვით

მიხეილ დუნდუა

მიხეილ დუნდუა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია 2021-2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მსოფლიოს 200-მდე ქვეყანასა და ეკონომიკაში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, ანგარიშის მიხედვით ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით.

„ანგარიშის საფუძველზე, ექვსწლიანი რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო 20-ეულში, ევრაზიის კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ასევე, საქართველო ევრაზიის და მისი ოკეანეთის ყველა სახელმწიფოს საუკეთესო შვიდეულში დაწინაურდა, სრულიად ევროპაში კი პირველ ადგილზეა. სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2021-2026 წლებში მთლიანობაში 40%-ით გაიზრდება“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

როგორც მან განაცხადა, ზრდის მაღალი საპროგნოზო ტემპებია ეკონომიკის სხვა ინდიკატორებშიც. კერძოდ, სსფ-ის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მშპ ამერიკულ დოლარში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 2021-2026 წლებში საერთო ჯამში 76%-ით გაიზრდება.

„ზრდის ასეთი ტემპი სიდიდით მეშვიდეა მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს მშპ ამერიკულ დოლარში 2024 წელს გადააჭარბებს 6000 დოლარის ნიშნულს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო 2026 წლისათვის - 7500 დოლარზე მეტი გახდება. საქართველოს ნომინალური მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე 2021-2026 წლებში 63%-ით გაიზრდება. ზრდის ასეთი ტემპი სიდიდით აქაც მეშვიდეა მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2024 წელს გადააჭარბებს 20 000 საერთაშორისო დოლარის ნიშნულს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო 2026 წლისათვის - 24 000 საერთაშორისო დოლარზე მეტი გახდება. ეს ანგარიში და მონაცემები კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს, რომ საქართველო მსოფლიოში გამორჩეულად, წინმსწრები ტემპებით სტაბილურად მიდის წინ, რაც სტიმულს აძლევს ქვეყანას, ყველა დაწყებული რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე და დაფიქსირდეს უფრო მაღალი ზრდის ტემპები“, - განაცხადა დუნდუამ.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2021, 01:01

COVID19

FDA-ის მრჩეველთა ჯგუფმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა.

27 ოქტომბერი 2021, 00:50

ტაბლოიდი

ინდოეთში 17 წლის მოზარდმა ცოლი გაყიდა, მიღებული თანხა კი სმარტფონსა და საჭმელზე დახარჯა

აგვისტოში წყვილი რაჯასტანში გაემგზავრა, აგურების ქარხანაში სამუშაოდ გაემგზავრა, შემდეგ კი ბიჭი სახლში მარტო დაბრუნდა და განაცხადა, რომ ცოლმა მიატოვა. მოზარდი ქალის ოჯახის განცხადების შემდეგ დააკავეს. პოლიციელებმა დაადგინეს, რომ მან ცოლი რაჯასტანის მკვიდრს 180 ათას რუპიად (დაახლოებით 7 530 ლარი) მიჰყიდა, მიღებული თანხა კი სმარტფონსა და საჭმელზე დახარჯა.

27 ოქტომბერი 2021, 00:46

COVID19

კორონავირუსის შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდის ფონზე, ბელგიაში შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება

კორონავირუსის შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდის ფონზე, ბელგიაში შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება.

27 ოქტომბერი 2021, 00:40

ტაბლოიდი

მთაში დაკარგული ამერიკელი მაშველების ზარებს არ პასუხობდა, რადგან უცხო ნომრიდან რეკავდნენ

აშშ-ში, კოლორადოს შტატში ებერტის მთაზე დაკარგული კაცი მაშველების ზარებს არ პასუხობდა, ვინაიდან ისინი უცხო ნომრიდან ურეკავდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

27 ოქტომბერი 2021, 00:25

ტაბლოიდი

ესპანეთში „კალმარის თამაშიდან“ კუბოების დამზადება დაიწყეს

ესპანეთში Netflix-ის გახმაურებული სერიალიდან „კალმარის თამაში“ კუბოების დამზადება დაიწყეს. ამის შესახებ გამოცემა La Tercera წერს.

გალაქტიკა М51

27 ოქტომბერი 2021, 00:09

ტექნოლოგიები

ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ჩვენი გალაქტიკის საზღვრებს მიღმა პირველი პლანეტა აღმოაჩინეს

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თითქმის 5 ათასი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, თუმცა ყველა მათგანი ირმის ნახტომშია. ახლა კი მეცნიერებმა, NASA-ს რენტგენული ტელესკოპის Chandra-ს მეშვეობით გალაქტიკაში М51 სატურნის ზომის პლანეტა იპოვეს. ეს გალაქტიკა ირმის ნახტომიდან დაახლოებით 28 მილიონი სინათლის წელიწადის მანძილზეა.

გურამ მაჭარაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 23:56

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სადაც კრიმინალები არიან, იქ თუ არ უნდოდა ყოფნა სააკაშვილს, ან დანაშაულს რატომ ჩადიოდა, ან ასეთი ფორმით რატომ ჩამოდიოდა?

ახლა არის მიხეილ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი, როცა პატიმარია? მესამე პრეზიდენტი არ იყო, როცა თავისი ქვეყანა შეარცხვინა და მოქალაქეობაზე უარი თქვა? მესამე პრეზიდენტი არ იყო მაშინ, როდესაც ქურდულად შემოიპარა თავის ქვეყანაში?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 23:49

COVID19

კომპანია Moderna-ს თავმჯდომარე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება ყოველწლიურად შეიძლება გახდეს საჭირო

ამერიკული კომპანია Moderna-ს თავმჯდომარემ, ნუბარ აფეიანმა აღნიშნა, რომ მისი კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება ყოველწლიურად შეიძლება გახდეს საჭირო.

ივო სანადერი

26 ოქტომბერი 2021, 23:28

მსოფლიო

ხორვატიის ყოფილ პრემიერს ქრთამის აღების საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ხორვატიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ივო სანადერს კორუფციის საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

იოსებ ხახალეიშვილი

26 ოქტომბერი 2021, 23:27

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მომავლი წლიდან იგეგმება, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

26 ოქტომბერი 2021, 22:59

COVID19

ჯანმო: არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზირების მოდელები იმაზე მიუთითებს, რომ პანდემია დასრულებისგან შორს არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებით, Covid-19-ის კრიზისი დასრულებისგან შორს არის. 19 წევრისგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც სამ თვეში ერთხელ იკრიბება პანდემიის განსახილველად და რეკომენდაციების გასაკეთებლად, შემდეგი თაობის ვაქცინების გამოკვლევისა და ვირუსის გასაკონტროლებლად გრძელვადიანი ზომების მიღების მოწოდებით გამოდის.

იოსებ ხახალეიშვილი

26 ოქტომბერი 2021, 22:52

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ.

„ორბიტალური რიფი“

26 ოქტომბერი 2021, 22:39

ტექნოლოგიები

ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს

სადგურის სახელწოდება Orbital Reef („ორბიტალური რიფი“) იქნება და ის კოსმოსში ერთგვარი „ბიზნეს-პარკი“ გახდება. ანონსის მიხედვით. სადგურს დედამიწის ორბიტაზე მიმდინარე ათწლეულის მეორე ნახევარში გაუშვებენ. მისი ფართობი დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი იქნება და იქ ერთდროულად 10-მდე ადამიანი შეძლებს განთავსებას.

იოსებ ხახალეიშვილი

26 ოქტომბერი 2021, 22:10

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი პაატა ბურჭულაძეს: არ შეჰფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები, იმიჯს ნუ შეილახავთ

„გუშინ ბრძანდებოდით თქვენ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში და არავის არაფერი დაუშლია თქვენთვის, პირიქით, კიდევაც მიგიღეს, გიმასპინძლეს და გამოგაცილეს, როგორც ვიცი. ასე რომ, არ გინდათ ეს იაფფასიანი სიცრუე, ამ ქალაქში ყველამ ყველაფერი ვიცით და გთხოვთ, ამ ქალაქს პატივი ვცეთ, ქუთაისი ყველა სტუმრისთვის ღიაა“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

იოსებ ხახალეიშვილი

26 ოქტომბერი 2021, 22:07

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის არ იყო ცნობილი ამ აქციის შესახებ, მაგრამ ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ გუშინ, რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო და არც აქციის მონაწილეებს იცნობს.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2021, 21:54

პოლიტიკა

კახა კალაძე: სიძულვილსა და ცილისწამებას ჩვენ დავუპირისპირებთ ქალაქის მშენებლობას, საქმეს და კონკრეტულ პროექტებს

ჩვენ მთელი ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით მომავალზე და განვაგრძობთ საუბარს, როგორ წარმომიდგენია ამ ქალაქის განვითარება წინსვლა და აღმშენებლობა. ვერანაირი ქაოსი, დაპირისპირება, და ბოროტება ამას წინ ვერ აღუდგება., - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნაზე განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ილჰამ ალიევი

26 ოქტომბერი 2021, 21:40

მსოფლიო

ერდოღანი: თუ სომხეთი აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების გულწრფელ სურვილს გამოხატავს, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაბრკოლება არ დარჩება

თუ სომხეთი აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების გულწრფელ სურვილს გამოხატავს, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაბრკოლება არ დარჩება, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2021, 21:37

საზოგადოება

კახა კალაძე: კულტურული მემკვიდრეობა ის საგანძურია, რომელიც ჩვენს შვილებს უნდა გადავცეთ

უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, როგორც ამ ქალაქში მცხოვრები რიგითი მოქალაქე, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი პროექტი - გუდიაშვილის განახლებული მოედანი ვაჩუქო თბილისელებს, - ამის შესახებ დედაქალქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნისას განაცხადა.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2021, 21:36

საზოგადოება

კახა კალაძე: წინა ხელისუფლების დროს გუდიაშვილის მოედანი საფრთხის ქვეშ იყო და, საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მის შესანარჩუნებლად იბრძოლეს

წინა ხელისუფლების დროს გუდიაშვილის მოედანი საფრთხის ქვეშ იყო. საბედნიეროდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ. ისინი შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნაზე განაცხადა.

მერაბ ქვარაია

26 ოქტომბერი 2021, 21:13

პოლიტიკა

მერაბ ქვარაიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში დესტაბილიზაციას გეგმავს

„პირველი ტურის დასრულების შემდეგ ზუგდიდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლები, განსაკუთრებით ახალაიებისა და მეგის ქარდავას ახლო მეგობრები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ისინი მხარდამჭერების, საარჩევნო კომისიების წევრების, საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანების მიმართ განსაკუთრებულ აგრესიულ დამოკიდებულებას იჩენენ. ამ ჯგუფს დათა და ბაჩო ახალაიების ახლო მეგობარი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკო მინაშვილი ხელმძღვანელობს“, - განაცხადა ქვარაიამ.