imedi /  13 ოქტომბერი 2021, 16:51 / სანდო წყარო

ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციისთვის 3 დღე დარჩა

ბიზნესდაჯილდოება 2021-ში კომპანიების რეგისტრაცია გადამწყვეტ ფაზაში შედის, ბიზნესებს დრო 15 ოქტომბრამდე აქვთ, რომ მათთვის სასურველ ნომინაციაში დარეგისტრირდნენ. ამ დროისათვის ბიზნესისთვის ყველაზე მასშტაბურ კონკურში უკვე დარეგისტრირდა 230 კომპანია, მათგან უმეტესობა - 115 საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის იბრძოლებს პირველობისთვის.

ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის ჟიური ისეთ კომპანიებს ელოდება, რომლებმაც 2021 წელს გამოუშვეს ახალი პროდუქტი ან დანერგეს ახალი მომსახურება, რითაც გაზარდეს მომხმარებლის რაოდენობა და გაყიდვები.

ნომინაციაში ისეთი კომპანიებიც განიხილება, რომლებმაც უკვე არსებული პროდუქტის ან მომსახურების რებრედინგისა თუ მარკეტიგული კამპანიის შედეგად, შეძლეს ცნობადობის, მომხმარებლის რაოდენობისა და გაყიდვების გაზრდა.

ამ ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიურის 5 წევრი გამოავლენს: მამუკა შურღაია, Silk Road Group-ის ფინანსური დირექტორი, ერეკლე ინაშვილი, დიზაინერი, ბრენდისა და პროდუქტის სპეციალისტი, ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სიმონგულაშვილი, GEC Consulting-ის პარტნიორი, ლევან გიორგაძე, SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორი და მიხეილ ხიდურელი, აწარმოე საქართველოს დირექტორი.

„პირადად ჩემთვის, საინტერესო იქნება იმის გარკვევა, თუ რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას აგვარებს ესა თუ ის პროდუქტი თუ მომსახურება ბაზარზე, რამდენად ახლებურად დაგვანახებს მეწარმე პროდუქტს და ამა თუ იმ სერვისის მიღების საშუალებას, ზოგადად, რამდენად რელევანტურია შექმნილი პროდუქტი და რამდენად აქვს ამ ბიზნესს ზრდის პოტენციალი. მოკლედ, ჩემთვის საინტერესო იქნება ის პროდუქტი, რომელიც სიახლეა ბაზარზე და, ამავე დროს, აქვს გრძელ ვადაში განვითარების პერსპექტივა“, - ამბობს ჟიურის ერთერთი წევრი ლევან გიორგაძე.

სხვა კრიტერიუმებს შორის, რომლითაც ჟიური იხელმძღვანელებს, იქნება: პროდუქტის ან მომსახურების აქტუალურობა, ღირებულების შექმნა, ზრდის პოტენციალი, ცნობადობა, ხარისხი და სანდოობა.
წელს ბიზნედაჯილდოების ნომინაციებში ბევრი სიახლეა, მაგალითად, დაემატა ორი ახალი ნომინაცია: საუკეთესო ბიზნეს თანამშრლობისათვის და რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისთვის.
ნომინაციაში საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისათვის მონაწილეობა უნდა მიიღოთ, თუ თქვენმა ბიზნესმა 2021 წელს კოლაბორაცია განახორციელა სხვა ბიზნესთან.

თუ გყავთ საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი, რომელთან ერთად განახორციელეთ ერთობლივი პროექტი, რომელიც დაგეხმარათ უკეთესი ბიზნეს შედეგის მიღებაში, შეგიძლიათ შემოიტანოთ განაცხადი ნომინაციაში საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობა. საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობის შედეგები განისაზღვრება: გაყიდვების ზრდით, ცნობადობის ამაღლებით, პროცესების გამარტივებით, შესაძლო ფინანსური ან იმიჯური ზიანის თავიდან არიდებით, ერთობლივი პროექტით ჯილდოს მოპოვებით და სხვა.
ჟიურის წევრები ნომინანტებს ამ კრიტერიუმებით შეაფასებენ: პარტნიორი ბიზნესისთვის ღირებულების შექმნა და პროექტის გავლენა ბიზნეს შედეგებზე.

ჟიური 4 წევრისგან შედგება: გიორგი ისაკაძე, Forbes საქართველოს მთავარი რედაქტორი, ანი კვარაცხელია, ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ივანე ლექვთაძე, EFSE, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და აკო ახალაია, მარკეტერის დამფუძნებელი, სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი.

„ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ მივაღწევთ, ამიტომ საჭიროა კარგი პარტნიორის მოძებნა, შერჩევა და თანამშრომლობა. ჩვენ ბიზნესების სწორედ ისეთ ისტორიებსა და მაგალითებს ვეძებთ, რომლებმაც ერთმანეთი გაზარდეს, ურთიერთობებით გაამდიდრეს, ცოდნა გაცვალეს, სინერგიით რაღაც ახალ მწვერვალზე ავიდნენ და ა.შ. თუნდაც ის, რომ ასეთი ნომინაცია არსებობს, ვფიქრობ, ბევრს დააფიქრებს და მომდევნო წლებში თანამშრომლობის უფრო მეტ მაგალითს ვიხილავთ”, - ამბობს აკო ახალაია.

თუ ფიქრობთ რომ თქვენმა პროდუქტმა ან მომსახურებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს რომელიმე რეგიონის განვითარებაში, შექმენით განსხვავებული გარემო, განავითარეთ ტურიზმი, ხელი შეუწყვეთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, გააჩინეთ მეტი ინტერესი თქვენი რეგიონის მიმართ ან განავითარეთ ინფრასტრუქტურა, მაშინ თქვენ რეგიონის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ. სწორედ ასეთი ბიზნესების აღმოსაჩენად და დასაფასებლად შეიქმნა ნომინაციაც.

„ვფიქრობ, უნდა გამოვავლინოთ ისეთი ბიზნესი, რომელიც სხვებს მაგალითს აძლევს, აგრძელებს ტრადიციას, აცოცხლებს სოფელს და სხვა. წასახალისებელია ისეთი ინიციატივებიც, რომლებიც რთულ პირობებში, მაგალითად მაღალმთიან რეგიონებში ხორციელდება ან ბიზნესები, რომლებსაც მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები მართავენ”, - ამბობს დავით წიკლაური, USAID/საქართველო-ს კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი, კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორი.

დავით წიკლაურის გარდა ნომინაციას რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისთვის კიდევ 4 ჟიურის წევრი შეაფასებს: ეკა ქათამაძე, GEC JS-ის პარტნიორი, გვანცა ირემაშვილი, UNDP-ის კოორდინატორი ეკონომიკური განვითარების საკითხებში, მედეა ტაბატაძე, Insource-ის მმართველი პარტნიორი და გვანცა მელაძე, Gateway&Partners Georgia-ს გენერალური დირექტორი.

ისინი შეფასებისას შემდეგ კრიტერიუმებს გამოიყებენ:
• რეგიონის ცნობადობის ზრდა
• რეგიონისთვის ღირებულების შექმნა
• ბიზნესის ავთენტურობა რეგიონთან მიმართებაში
• გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც ბიზნესდაჯილდოება საზოგადოებას სთავაზობს, არის ორი ნომინაციის გაერთიანება, რაც მოხდა სტარტაპის და ინოვაციური პროდუქტის შემთხვევაში. წელს დაჯილდოება ინოვაციური სტარტაპის შექმნელებს ეძებს. ბიზნესდაჯილდოება, წაახალისებს ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ბიზნესს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას.

„შეფასების კრიტერიუმი, პირველ რიგში, იქნება ის, თუ რამდენად იყენებს კომპანია ციფრულ ტექნოლოგიებს. მეორე - ინოვაციური, ანუ არასტანდარტული მიდგომა. ანუ, როგორ იყენებს კომპანია უკვე არსებულ ტექნოლოგიებს, როგორ შეუძლია დაინახოს ის, რასაც სხვა ვერ ხედავს და ეს ხედვა გამოიყენოს ახალი პროდუქტის შექმნაში“, - ამბობს სანდრო ასათიანი, UniLab-ის დირექტორი, რომელიც ჟიურის ერთერთი წევრია.

შეფასების კრიტერიუმებია პროდუქტის ინოვაციურობა, ზრდის და მასშტაბირების პოტენციალი, ბიზნეს მოდელი, ღირებულების შექმნა და ინოვაციის ათვისების სიმარტივე მომხმარებლისთვის. ამ კრიტერიუმების მიხედვით სტარტაპებს შეაფასებენ: მიხეილ წიკლაური, Apple-ის ტექნოლოგიური ლიდერი, ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, პავლე მგელაძე, Amazon,

რევერსული ლოჯისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით ჩეჩლაშვილი, ტექნოლოგიური ანტრეპრენერი და დიანა კიღურაძე, VISA, კავკასიის რეგიონალური მენეჯერი.
თანამედროვე სამყაროში ბიზნესს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია იმ საზოგადოების და გარემოს მიმართ, რომელშიც საქმიანობს. ამიტომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. თუ გაქვთ ისეთი ბიზნესი, რომელიც გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას, ზრუნავს გარემოზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, მიიღეთ მონაწილეობა ბიზნესდაჯილდოებაში და მიიღეთ ჯილდო ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

ამ ნომინაციის მონაწილე კომპანიებს შეაფასებენ: ნანა ჯანაშია CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ებანოიძე და ელენე ჟვანია, Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებლები, ლევან ლეფსვერიძე, ლივინგსტონის თანადამფუძნებელი და გელა მღებრიშვილი, Nexia TA-ის მმართველი პარტნიორი.

ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები თიბისგან სპეციალურ ჯილდოს მიიღებენ, იმისდა მიხედვით, თუ რა სჭირდებათ მათ განვითარების ამ ეტაპზე: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი თუ საკომუნიკაციო მხარდაჭერა.
რეგისტრაციის დასრულებამდე კი 3 დღე რჩება, თუ ჯერ კიდევ არ ხართ ნომინანტი, დარეგისტრირდით ვებგვერდზე.

(R)

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2021, 00:50

ტაბლოიდი

ინდოეთში 17 წლის მოზარდმა ცოლი გაყიდა, მიღებული თანხა კი სმარტფონსა და საჭმელზე დახარჯა

აგვისტოში წყვილი რაჯასტანში გაემგზავრა, აგურების ქარხანაში სამუშაოდ გაემგზავრა, შემდეგ კი ბიჭი სახლში მარტო დაბრუნდა და განაცხადა, რომ ცოლმა მიატოვა. მოზარდი ქალის ოჯახის განცხადების შემდეგ დააკავეს. პოლიციელებმა დაადგინეს, რომ მან ცოლი რაჯასტანის მკვიდრს 180 ათას რუპიად (დაახლოებით 7 530 ლარი) მიჰყიდა, მიღებული თანხა კი სმარტფონსა და საჭმელზე დახარჯა.

27 ოქტომბერი 2021, 00:46

COVID19

კორონავირუსის შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდის ფონზე, ბელგიაში შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება

კორონავირუსის შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდის ფონზე, ბელგიაში შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება.

27 ოქტომბერი 2021, 00:40

ტაბლოიდი

მთაში დაკარგული ამერიკელი მაშველების ზარებს არ პასუხობდა, რადგან უცხო ნომრიდან რეკავდნენ

აშშ-ში, კოლორადოს შტატში ებერტის მთაზე დაკარგული კაცი მაშველების ზარებს არ პასუხობდა, ვინაიდან ისინი უცხო ნომრიდან ურეკავდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

27 ოქტომბერი 2021, 00:25

ტაბლოიდი

ესპანეთში „კალმარის თამაშიდან“ კუბოების დამზადება დაიწყეს

ესპანეთში Netflix-ის გახმაურებული სერიალიდან „კალმარის თამაში“ კუბოების დამზადება დაიწყეს. ამის შესახებ გამოცემა La Tercera წერს.

გალაქტიკა М51

27 ოქტომბერი 2021, 00:09

ტექნოლოგიები

ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ჩვენი გალაქტიკის საზღვრებს მიღმა პირველი პლანეტა აღმოაჩინეს

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თითქმის 5 ათასი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, თუმცა ყველა მათგანი ირმის ნახტომშია. ახლა კი მეცნიერებმა, NASA-ს რენტგენული ტელესკოპის Chandra-ს მეშვეობით გალაქტიკაში М51 სატურნის ზომის პლანეტა იპოვეს. ეს გალაქტიკა ირმის ნახტომიდან დაახლოებით 28 მილიონი სინათლის წელიწადის მანძილზეა.

გურამ მაჭარაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 23:56

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სადაც კრიმინალები არიან, იქ თუ არ უნდოდა ყოფნა სააკაშვილს, ან დანაშაულს რატომ ჩადიოდა, ან ასეთი ფორმით რატომ ჩამოდიოდა?

ახლა არის მიხეილ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი, როცა პატიმარია? მესამე პრეზიდენტი არ იყო, როცა თავისი ქვეყანა შეარცხვინა და მოქალაქეობაზე უარი თქვა? მესამე პრეზიდენტი არ იყო მაშინ, როდესაც ქურდულად შემოიპარა თავის ქვეყანაში?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 23:49

COVID19

კომპანია Moderna-ს თავმჯდომარე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება ყოველწლიურად შეიძლება გახდეს საჭირო

ამერიკული კომპანია Moderna-ს თავმჯდომარემ, ნუბარ აფეიანმა აღნიშნა, რომ მისი კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება ყოველწლიურად შეიძლება გახდეს საჭირო.

ივო სანადერი

26 ოქტომბერი 2021, 23:28

მსოფლიო

ხორვატიის ყოფილ პრემიერს ქრთამის აღების საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ხორვატიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ივო სანადერს კორუფციის საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

იოსებ ხახალეიშვილი

26 ოქტომბერი 2021, 23:27

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მომავლი წლიდან იგეგმება, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

26 ოქტომბერი 2021, 22:59

COVID19

ჯანმო: არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზირების მოდელები იმაზე მიუთითებს, რომ პანდემია დასრულებისგან შორს არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებით, Covid-19-ის კრიზისი დასრულებისგან შორს არის. 19 წევრისგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც სამ თვეში ერთხელ იკრიბება პანდემიის განსახილველად და რეკომენდაციების გასაკეთებლად, შემდეგი თაობის ვაქცინების გამოკვლევისა და ვირუსის გასაკონტროლებლად გრძელვადიანი ზომების მიღების მოწოდებით გამოდის.

იოსებ ხახალეიშვილი

26 ოქტომბერი 2021, 22:52

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ.

„ორბიტალური რიფი“

26 ოქტომბერი 2021, 22:39

ტექნოლოგიები

ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს

სადგურის სახელწოდება Orbital Reef („ორბიტალური რიფი“) იქნება და ის კოსმოსში ერთგვარი „ბიზნეს-პარკი“ გახდება. ანონსის მიხედვით. სადგურს დედამიწის ორბიტაზე მიმდინარე ათწლეულის მეორე ნახევარში გაუშვებენ. მისი ფართობი დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი იქნება და იქ ერთდროულად 10-მდე ადამიანი შეძლებს განთავსებას.

იოსებ ხახალეიშვილი

26 ოქტომბერი 2021, 22:10

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი პაატა ბურჭულაძეს: არ შეჰფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები, იმიჯს ნუ შეილახავთ

„გუშინ ბრძანდებოდით თქვენ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში და არავის არაფერი დაუშლია თქვენთვის, პირიქით, კიდევაც მიგიღეს, გიმასპინძლეს და გამოგაცილეს, როგორც ვიცი. ასე რომ, არ გინდათ ეს იაფფასიანი სიცრუე, ამ ქალაქში ყველამ ყველაფერი ვიცით და გთხოვთ, ამ ქალაქს პატივი ვცეთ, ქუთაისი ყველა სტუმრისთვის ღიაა“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

იოსებ ხახალეიშვილი

26 ოქტომბერი 2021, 22:07

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის არ იყო ცნობილი ამ აქციის შესახებ, მაგრამ ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ გუშინ, რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო და არც აქციის მონაწილეებს იცნობს.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2021, 21:54

პოლიტიკა

კახა კალაძე: სიძულვილსა და ცილისწამებას ჩვენ დავუპირისპირებთ ქალაქის მშენებლობას, საქმეს და კონკრეტულ პროექტებს

ჩვენ მთელი ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით მომავალზე და განვაგრძობთ საუბარს, როგორ წარმომიდგენია ამ ქალაქის განვითარება წინსვლა და აღმშენებლობა. ვერანაირი ქაოსი, დაპირისპირება, და ბოროტება ამას წინ ვერ აღუდგება., - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნაზე განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ილჰამ ალიევი

26 ოქტომბერი 2021, 21:40

მსოფლიო

ერდოღანი: თუ სომხეთი აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების გულწრფელ სურვილს გამოხატავს, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაბრკოლება არ დარჩება

თუ სომხეთი აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების გულწრფელ სურვილს გამოხატავს, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაბრკოლება არ დარჩება, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2021, 21:37

საზოგადოება

კახა კალაძე: კულტურული მემკვიდრეობა ის საგანძურია, რომელიც ჩვენს შვილებს უნდა გადავცეთ

უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, როგორც ამ ქალაქში მცხოვრები რიგითი მოქალაქე, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი პროექტი - გუდიაშვილის განახლებული მოედანი ვაჩუქო თბილისელებს, - ამის შესახებ დედაქალქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნისას განაცხადა.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2021, 21:36

საზოგადოება

კახა კალაძე: წინა ხელისუფლების დროს გუდიაშვილის მოედანი საფრთხის ქვეშ იყო და, საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მის შესანარჩუნებლად იბრძოლეს

წინა ხელისუფლების დროს გუდიაშვილის მოედანი საფრთხის ქვეშ იყო. საბედნიეროდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ. ისინი შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნაზე განაცხადა.

მერაბ ქვარაია

26 ოქტომბერი 2021, 21:13

პოლიტიკა

მერაბ ქვარაიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში დესტაბილიზაციას გეგმავს

„პირველი ტურის დასრულების შემდეგ ზუგდიდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლები, განსაკუთრებით ახალაიებისა და მეგის ქარდავას ახლო მეგობრები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ისინი მხარდამჭერების, საარჩევნო კომისიების წევრების, საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანების მიმართ განსაკუთრებულ აგრესიულ დამოკიდებულებას იჩენენ. ამ ჯგუფს დათა და ბაჩო ახალაიების ახლო მეგობარი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკო მინაშვილი ხელმძღვანელობს“, - განაცხადა ქვარაიამ.

26 ოქტომბერი 2021, 20:56

მსოფლიო

ECDC: ევროპაში გრიპის მოახლოებული სეზონი შეიძლება მძიმე აღმოჩნდეს ხანდაზმული და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) აცხადებს, რომ ევროპაში გრიპის მოახლოებული სეზონი შეიძლება მძიმე აღმოჩნდეს ხანდაზმული და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.