imedi /  14 ოქტომბერი 2021, 16:13 / სანდო წყარო

გენადი არველაძე ავსტრიული საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელთან ერთად, შეხვედრა გამართა ავსტრიის ეკონომიკური პალატის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს Advantage Austria-ის პრეზიდენტ მიქაელ ოტერთან, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე, განსაკუთრებით, ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.

ასევე გაიმართა შეხვედრები უძრავი ქონების სექტორში მომუშავე მსხვილი ავსტრიული კომპანიების IMMOFINANZ AG-ისა და Robul-ის ხელმძღვანელ პირებთან, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, აგრეთვე წარდგენილი კონკრეტული საინვესტიციო პროექტები.

აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან, რათა უკეთ შეისწავლონ საქართველოს ბიზნეს გარემო.

ყველა სიახლე

24 ოქტომბერი 2021, 18:31

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თელავში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, უმრავლესობის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, დავით მათიკაშვილი, გელა სამხარაული, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე.

24 ოქტომბერი 2021, 18:11

სამართალი

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 18:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი ბოტკოველი არის სააკაშვილის, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე

გიორგი ბოტკოველი არის სააკაშვილის, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე. აუპატიურებდნენ ადამიანებს და საშინელებებს სჩადიოდნენ. აი, ასეთი პარტიის სახეა ბოტკოველი და ძალიან დიდი სირცხვილია ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გივი სიხარულიძე

24 ოქტომბერი 2021, 18:06

რეგიონი

გივი სიხარულიძე: იოსებ ხახალეიშვილი ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი, ვაჟკაცია, რომელიც ქართულ სულიერებას გააბრწყინებს თავის ქალაქში

„მე არც „ოცნების“ წევრი ვარ, არც „ნაციონალების“, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ვარ „ოცნების“ მხარეს, რადგან აქ ქართული სული ტრიალებს. ქართველი ერის მიმართ სიყვარულია. მე არაფერი ლიბერალური არ მომწონს. ახლა მერად რომ ირჩევენ, ახალგაზრდა ბიჭია, იოსებ ხახალეიშვილი, მომწონს იმით, რომ ვიცი, ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი და ვიცი, რომ ვაჟკაცია, ვიცი, რომ კაცია, რომელიც ქართულ სულიერებას გააბრწყინებს თავის ქალაქში", - განაცხადა სიხარულიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 18:03

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში, ლევან ანდრიაშვილმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, თელავის მოსახლეობა ძალიან ბევრ პროგრესს მიიღებს, ამას მე პირადად ვპირდები

ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

ნინო ლაცაბიძე

24 ოქტომბერი 2021, 17:44

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: დღეს რუსთავში დაპირისპირება და ხელოვნურად შექმნილი მძიმე საარჩევნო ფონი თუ ვინმეს აწყობს, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“

„დღეს რუსთავში დაპირისპირება და ხელოვნურად შექმნილი მძიმე საარჩევნო ფონი თუ ვინმეს აწყობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა - ადამიანების დაშინება, ზეწოლა, ფიზიკური შეურაცხყოფა და განსაკუთრებულად კარგად ეს ყოველთვის დავით კირკიტაძეს გამოსდიოდა. დღესაც წარმატებით აგრძელებს ამას რუსთავში. მთელი არჩევნების განმავლობაში მოვუწოდებდით, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მიეცათ რუსთაველებისთვის შესაძლებლობა მშვიდ გარემოში ჩაგვეტარებინა საარჩევნო კამპანია და მშვიდ გარემოში მივსულიყავით არჩევნებზე და მიგვეცა ხმა. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ერთი რამით არიან დაკავებულები - ეს არის დესტრუქცია, ტყუილზე აგებული საარჩევნო კამპანია და ამას აგრძელებენ დღესაც. 3 და 4 ადამიანი კი არა, ათასობით ადამიანი, ოჯახები იყვნენ რეპრესირებულები მათ დროს და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ამაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც ძალადობის მეტი არაფერი უკეთებია და დღესაც ამას აგრძელებს“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 17:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებასა და ყველა იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიისგან

მჯერა, რომ თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კეთილსინდისიერებას, მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებასა და კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებასა და ყველა იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 17:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რუსთავში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამწუხარო ფაქტია, მნიშვნელოვანია, 30 ოქტომბრამდე მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას სამწუხარო ფაქტი უწოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სიმშვიდის შენარჩუნება.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უნდა დავივიწყოთ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“, ჩავაბაროთ წარსულს და 30 ოქტომბრიდან გადავერთოთ საქმის კეთებაზე

„30 ოქტომბერს დასრულდება კიდევ ერთი, სამწუხაროდ, პოლარიზებული არჩევნები და 3 წელი არავითარი არჩევნები აღარ იქნება ქვეყანაში 2024 წლამდე. ეს გვაძლევს მშვიდი განვითარების საშუალებას. შემდეგი 3 წელი თავიდან ბოლომდე ამ ქვეყნის, ამ რეგიონის, თელავის განვითარებას დაეთმობა და ყველა ის პროექტი განხორციელდება, რომელიც ამ კუთხისთვისა და მთლიანად ქვეყნისთვის არის აუცილებელი. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს - 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის პირველი მაჩვენებელი რეგიონის, ევროპის მასშტაბით. მთავარია, ეს ტემპი შევინარჩუნოთ, დანარჩენი ჩვენი საქმე შემდეგი 3 წლის განმავლობაში იქნება თავიდან ბოლომდე ქვეყანასა და ყველა რეგიონზე ზრუნვა. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება, ხალხი დაიღალა, ის არის მატყუარა კაცი, სიმულიანტობს

სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება. ხალხი დაიღალა, სირცხვილია უბრალოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული პატიმარი.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 17:08

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას - ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება

„მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში და ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ 2 მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც 3 თვეში. ეს მე ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტური შედეგია. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ამერიკაში, არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია. ეს არის დეზინფორმაცია. ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს და არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოლიციის მანქანა

24 ოქტომბერი 2021, 16:58

რეგიონი

სვანეთში დაკარგულ კაცს ეძებენ

გაუჩინარებული წალენჯიხის მკვიდრია. ოჯახის ინფორმაციით, ის მესტიის სოფელ ჭუბერში მდებარე ხის საამქროში მუშაობდა. კაცი საამქროდან სახლის მიმართულებით ერთი კვირის წინ წავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. ოჯახის ცნობით, კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოებში ჩართული არიან სამართალდამცავები და სამაშველო ბრიგადები.

ნინო ლაცაბიძე

24 ოქტომბერი 2021, 16:57

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: დავით კირკიტაძემ იცის, რომ რუსთავს გარდაუვლად წააგებს, ნერვებმაც უმტყუნა და გადავიდნენ ისეთ მეთოდებზე, რომ პროვოკაციით შექმნან დაძაბული სიტუაცია რუსთაველებში

დავით კირკიტაძემ იცის, რომ რუსთავს გარდაუვლად წააგებს, ნერვებმაც უმტყუნა და გადავიდნენ ისეთ მეთოდებზე, რომ პროვოკაციით შექმნან ამ ტიპის დაძაბული სიტუაცია რუსთაველებში. რუსთაველებს აპირისპირებს ერთმანეთს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ, „ინტერპრესნიუსთან, „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადების პასუხად.

24 ოქტომბერი 2021, 16:37

რეგიონი

ხათუნა ჟორდანია: მთელი საქართველო ღირებულებითი არჩევანის წინაშეა, მე უპირობოდ ვუჭერ მხარს იოსებ ხახალეიშვილს

„ქუთაისი ჩემი დედულეთია, მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს“, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 16:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში

„როგორც მოგეხსენებათ, 20 მუნიციპალიტეტში იმართება მეორე ტური. თიანეთში, სადაც ასევე მეორე ტური იმართება, ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაურის სახით, დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში. მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში არჩევნების მოგება. თუმცა, ყველა შემთხვევაში საჭიროა ამომრჩევლისა და ჩვენი აქტივის მობილიზაცია. ზუსტად ამაზე გვქონდა დღეს საუბარი. მას შემდეგ, რაც ლევან წიკლაური გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს, ჩვენ უნდა გადავერთოთ თავიდან ბოლომდე იმ საქმეზე, რასაც თიანეთის განვითარება ჰქვია . ლევან წიკლაური ამ მუნიციპალიტეტში ყველაზე ღირსეული კანდიდატია და თიანეთის განვითარება ღირსეულ ხელში იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 16:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება

არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას ჩააბარა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 16:11

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ბაღდათში - რაიმე არაკანონიერის გაკეთება რომ გვდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ამას არ ვკადრულობთ

„სააკაშვილის დროს არჩევნებს აყალბებდნენ და ათასობით ბიულეტენს პირდაპირ საარჩევნო ყუთებში ყრიდნენ. თქვენ რომ გაყალბებაზე საუბრობთ, ეს დიდი უხერხულობა და დიდი სირცხვილია. ორი მაგალითი დავასახელე გუშინ - ცაგერი და ბაღდათი. 45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ. ეს არ არის ჩვენი ხელწერა. ჩვენ ვართ ნამდვილად დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ნამდვილ დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

24 ოქტომბერი 2021, 15:57

სპორტი

გივი მრელაშვილი, რომელმაც ოფიციალურად ჩაუყარა საფუძველი ქართულ რაგბის, 84 წლის გახდა

გივი მრელაშვილი 84 წლის გახდა. მან 1961 წელს რაგბის კავშირის წინამორბედი, თბილისის რაგბის სექცია ჩამოაყალიბა, რომელიც 1962 წელს თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა. ამ დროიდან ქართული რაგბი ოფიციალურად იღებს სათავეს.

24 ოქტომბერი 2021, 15:53

რეგიონი

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში მცხოვრებ 70 ოჯახს ბინები საკუთრებაში დაურეგისტრირდება

ბათუმში, თამარ მეფის გამზირის 54-სა და ხინიკაძის ქუჩის 4-ში მცხოვრები 70 ოჯახი ბინებს საკუთრებაში დაირეგისტრირებს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახები რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, უახლოეს პერიოდში ბინებს საკუთრებაში დაირეგისტრირებენ.

24 ოქტომბერი 2021, 15:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თიანეთის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.